თეგი: Мир
ფრიდონ ინჯია: ხომ არ დადგა დრო, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ?
„ხომ არ დადგა დრო, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ?“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა „ევროპელი სოციალისტებიდან", ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „Мир“-ის სისტემას შევუერთდეთ? და ამით ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება, ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები „Мир“-თან არ თანამშრომლობენ
ეროვნული ბანკის განცეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ. ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. „რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან რუსული "Мир”-ი ამოიღო
Georgian-airways-მა გადახდის სისტემებიდან ამოიღო რუსული "Мир”-ი და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ "ვიზითა" და "მასტერქარდით" არის შესაძლებელი. ამასთან, ცვლილებას წინ უძღოდა კომპანიის განცხადება, რომელშიც "საქართველოს ავიახაზები" ირწმუნებოდა, რომ მათ ბილეთებს ესპანური კომპანია ყიდდა და არ ჰქონდათ ამ კომპანიაზე "არანაირი ზეგავლენის მოხდენის" შესაძლებლობა. ცნობისთვის, "Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე თემაზე „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა ასევე წაიკითხეთ ისრაელის ავიაკომპანია განმარტავს, რომ კომპანიამ რუსული Mir-ის მეშვეობით გადახდები 28 თებერვალს შეაჩერა დმიტრო კულება: ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით უშვებს გადახდებს, ეს ამორალურია
Georgian Airways-ი: ჩვენს საიტზე, საგადახდო სისტემების Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა
ავიაკომპანია Georgian Airways-ის განცხადა, რომ მათ საიტზე საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ის ლოგო სხვა კომპანიამ "დაუკითხავად" განათავსა. კომპანიის განცხადებით, რომ ლოგო საიტზე Websky.net-მა განათავსა, რომელიც ავიაბილეთებს ყიდის. მათივე თქმით, საიტიდან Мир-ის ლოგოს მოშლა 3 მარტს სთხოვეს. ცნობისთვის, 7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში „მასტერქარდისა“ და „ვიზას“ გვერდით რუსული “Мир”-იც გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: „ჯორჯიან ეარვეისმა“ გადახდის სისტემებში რუსული „Мир“-ი დაამატა
მოლდოვის პარლამენტმა ტელეკომპანია „Мир-თან“ შეთანხმების გაწყვეტას მხარი დაუჭირა
მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მხარი დაუჭირა რესპუბლიკაში სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია „მირის“ საქმიანობის შესახებ შეთანხმების დენონსაციას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა. შეთანხმებიდან გასვლის ინიციატორი პირადად პრეზიდენტი მაია სანდუ იყო. „გადაწყვეტილების პროექტი სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ შექმნისა და ფუნქციონირების თაობაზე რამდენიმე შეთანხმების დენონსაციის შესახებ, 101-დან, 56 დეპუტატის ხმით დამტკიცდა“, - განაცხადა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ. დენონსაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში.