თეგი: აბუ-დაბი
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესმა ფედერალურმა საბჭომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აბუ-დაბის მემკვიდრე პრინცი, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას WAM-ი ავრცელებს. ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი 73 წლის ასაკში, 13 მაისს გარდაიცვალა.
აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან თვითმფრინავი ჩამოვარდა
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. Cessna-ს ერთძრავიანი თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის ცენტრში კერძო თვითმფრინავებისთვის განკუთვნულ აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდ მეჩეთთან, თეთრი მარმარილოს ღირშესანიშნაობასთან ჩამოვარდა. „ავარიის შედეგად პილოტი დაშავდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ სამმართველოში. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.