თეგი: აგენტების სია
უკრაინის დაზვერვმ ევროპაში მომუშავე ФСБ-ს სავარაუდო აგენტების სია გამოაქვეყნა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს. გავრცელებულ სიაში ФСБ-ს 620 სავარაუდო აგენტის პირადი მონცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაციაა მოცემული. „ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ФСБ-ს თანამშრომლების სია მოიპოვა. აგენტების, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობენ", - წერს სამმართველო.