თეგი: ავსტრალია
ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა
ავსტრალიამ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა, - ამის შესახებ BBC წერს. ამასთან, კორონავირუსის ორი დოზით აცრილ ვიზიტორებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა, აუცრელები, საკუთარი ხარჯებით, 14 დღით, სასტუმროში უნდა გადავიდნენ იზოლაციაში. მოგზაურებს შეუძლიათ, ესტუმრონ ქვეყნის ყველა შტატს, გარდა დასავლეთ ავსტრალიისა (ეს შტატი ავსტრალიის 33%-ს იკავებს), რომელიც 3 მარტამდე ჩაკეტილი დარჩება.
1939 წლის შემდეგ პირველად, შვედეთი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას იარაღს მიაწვდის
შვედეთი უკრაინას შეიარაღებას და სხვა სახის დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ BBC წერს. შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის. ამ ნაბიჯის გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1939 წლის შემდეგ (ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ), როდესაც იარაღს გაუგზავნის თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას. უკრაინა შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჩაფხუტებს მიიღებს. შვედეთის ამ ნაბიჯამდე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იარაღს შეიძენს და უკრაინას მიაწოდებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიავსტრალიაც დაეხმარება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანას იარაღს გაუგზავნიან, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეიარაღებით დაეხმარებიან საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას. „შევეცდებით, ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ NATO-ს პარტნიორებს, მეტწილად, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ არხებით, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ამის გასაკეთებლად”, - განაცხადა მორისონმა.
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს
ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. მორისონმა თქვა, რომ დახმარება ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას და ჯავშანჟილეტებს. „ნათელია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების საჭიროება რჩება გადაუდებელი და გრძელდება“, - ნათქვამია მორისონის ოფისის განცხადებაში. ამასთან, სამხედრო დახმარების პაკეტი 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შედეგად, ავსტრალიის ჯამური სამხედრო დახმარება 66,3 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბებს. ასევე წაიკითხეთ: მედია: შვეიცარია მზადაა, შუამავლის როლის შესასრულებლად და კიევსა და მოსკოვს შორის
ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა
ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს ალუმინის წარმოებაში, რომელიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ექსპორტია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ავსტრალიამ 443 ფიზიკურ პირს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ასევე 33 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. ასევე წაიკითხეთ: ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უცხადებს
ავსტრალიელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ წუთებში ავსტრალიის პარლამენტს მიმართავს. ავსტრალიელი კანონმდებლები უკრაინის პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ზელენსკის მიმართა, რომ მის გვერდით დგას და არა იმ "ომის კრიმინალის" მოსკოვიდან. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს
ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს. როგორც CNN წერს, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოაცხადა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ავსტრალია უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს თავის პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს თავის ქმედებებზე. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
უკრაინაში ზებგერითი რაკეტის გამოყენების შემდეგ AUKUS მათგან თავდაცვაზე მუშაობას იწყებს
დღეს ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ახალი შეთანხმება წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც ცნობილია AUKUS-ის სახელით, ზებგერითი იარაღის კვლევისა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნის მოტივით ითანამშრომლებს. პროგრამა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა. ინიციატივა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და რუსეთში ზებგერითი რაკეტების წარმოება დაიწყო. ასევე, ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში მათი გამოყენების შესახებ. ამასთან, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ავსტარლიას გადასცემს ატომურ წყალქვეშა გემს, შესაბამისი აღჭურვილობით უმოკლეს ვადებში და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტები ზედმიწევნით იქნება დაცული. გაფართოებული შესაძლებლობების ფარგლებში AUKUS შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ერთობლივ მოწინავე სამხედრო შესაძლებლობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 2022 წლის მარტს სამი მოკავშირის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლები ვირტუალურად შეხვდნენ და განიხილეს AUKUS-ის პროგრესი სამმხრივი პარტნირობის ფარგლებში. ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს.
ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა
ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 67 მოქალაქეს უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. ამგვარად, სასანქციო სიაში ავსტრალიას სულ 600-მდე პირი ჰყავს შეყვანილი. ამასთან, ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს. ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს
ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა
ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მანქანებს უკრაინა დღეს მიიღებს. „ავსტრალია უკრაინიდან, შეიძლება ათასობით კილომეტრით იყოს დაშორებული, მაგრამ მის გვერდითაა იარაღით, აღჭურვილობით, ჰუმანიტარული დახმარებით“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა
ავსტრალიის მთავრობის ახალი სანქციები რუსეთის 11 ფიზიკურ პირსა და 12 ორგანიზაციაზე ვრცელდება. სანქცირებულ ფიზიკურ პირებს შორის არიან: რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩუპრიანი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ნიკოლაი ბოგდანოვსკი და უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრორუსი წევრი, ილია კივა. ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს „ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედია ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სანქცირებულ ორგანიზაციებს შორისაა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.„ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, რაც აშკარად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, სანქციები დაუწესდა ორ ბელორუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას. „ორივე კომპანია აწარმოებს აღჭურვილობას, რომელსაც იყენებს ბელარუსის შეიარაღებული ძალები, რომელიც, თავის მხრივ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ მხარდაჭერას უწევს რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავსტრალიამ ამ დრომდე სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირსა და 62 ორგანიზაციას.
მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს
მედიის პროგნოზით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი, შესაძლოა ავსტრალიის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდეს. დღეს ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. CNN-ის ცნობით, ქვეყნის სამმა წამყვანმა მედიასაშუალებამ ერთდროულად – ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციამ, 7 News-მა და Sky News Australia-მ – გააკეთეს პროგნოზები ხმის მიცემის შედეგებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია ოფიციალურად არ ახმოვანებს განცხადებებს შესაძლო უმრავლესობის შესახებ - პარლამენტში 150 ადგილიდან შესაძლოა 76 ადგილი მიიღოს, მედია ამ პოლიტიკურ ძალას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. ჟურნალისტების თქმით, სკოტ მორისი ვერ შეძლებს ახალი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და შესაბამისად ხელისუფლების სათავეში კიდევ სამი წელი ვერ დარჩება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა, საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა
ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის 47-ე მთავრობა ჩამოყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა გრძელდება, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა დამარცხება უკვე აღიარა. მედიის პროგნოზით, ავსტრალიის პრემიერი შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ენტონი ალბანეზი გახდეს პრემიერ-მინისტრმა, ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ენტონი ალბანეზს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის წინსვლა,” - თქვა მორისონმა. ახალი მთავრობა ქვეყანას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ავსტრალია უკრაინაში პირველ ოთხ ჯავშანტრანსპორტიორს გზავნის
ავსტრალიის მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა პირველმა ოთხმა ჯავშანტრანსპორტიორმა (M113AS4) ქალაქ ამბერლიში, ავსტრალიის საჰაერო ძალების ბაზა დატოვა. ავსტრალიის მთავრობის სამხედრო დახმარების პაკეტი 285 მილიონ ავსტრალიურ დოლარზე მეტი ღირებულების მხარდაჭერისგან შედგება, მათ შორის Bushmaster Protected Mobility Vehicles, M777 Howitzers; ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა, უპილოტო საჰაერო სისტემები და მთელი რიგი პერსონალური აღჭურვილობა. პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანესმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების უახლესი ტვირთი, დამატებითი მხარდაჭერის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირდაპირ მოთხოვნას ეხმაურება და უკრაინის ხალხის მიმართ ავსტრალიის მდგრად ერთგულებას აჩვენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავსტრალის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს ენტონი ალბანესის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ავსტრალიამ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა „ალბანესი შოკირებული იყო იმით, რაც ნახა: დანგრეული სახლები, ნაღმების კვალი და დანგრეული ანტონოვის აეროპორტი. ალბანესმა თქვა, რომ ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და მოუწოდებს სამართლიანი დასჯისკენ აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - წერს ოლექსი კულება. ავსტრალია უკრაინაში პირველ ოთხ ჯავშანტრანსპორტიორს გზავნის „მადლობელი ვარ ვიზიტისთვის. ომი უკრაინაში - ევროპის ცენტრში, მსოფლიო დღის წესრიგში უნდა დარჩეს", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.
ავსტრალია უკრაინას დამატებით $100 მილიონის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას გამოუყოფს
ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის. ავსტრალის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია გარდა ამისა, ავსტრალიური მხარე გააგრძელებს უკრაინის მესაზღვრე ჯარების მხარდაჭერას, კერძოდ, უზრუნველყოფს მათ უკეთესი აღჭურვილობით, გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოების დონეს და საზღვრებზე კონტროლს. ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა ალბანესის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას და დრონებს. საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას უკვე 390 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია. უკრაინას გადაცემული Bushmaster-ის ტიპის მანქანების საერთო რაოდენობა 60-ს მიაღწევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ავსტრალიაში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში უხვი ნალექის გამო 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ BBC წერს. სიდნეის ზოგიერთ რაიონში დატბირილია გზები და სახლები. მოქალაქეების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგგორც ცნობილია, წელს უამინდობას ავსტრალიაში სულ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავსტრალიამ უკრაინიდან იმპორტზე ტარიფები ერთი წლით გააუქმა
ავსტრალიის მთავრობამ უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე ტარიფების 12 თვის ვადით მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ავსტრალიის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრმა, დონ ფარელმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა „ავსტრალიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გააუქმებს ტარიფებს უკრაინიდან ავსტრალიაში იმპორტზე. ღონისძიება, რომელიც პრემიერ-მინისტრის კიევში ვიზიტის შემდეგ გამოცხადებული მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, 4 ივლისიდან ამოქმედდა“, - აღნიშნა ფარელმა. ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, 3 ივლისს განაცხადა. ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ აზიის სამიტზე ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი დატოვა. „მინისტრმა ვონგმა ვერ შეძლო დარბაზში გაჩერება, როდესაც ლავროვი ცდილობდა, გაემართლებინა უდანაშაულო უკრაინელების მკვლელობა“, - ციტირებს The Guardian-ი მინისტრის სპიკერის სიტყვებს. გასულ თვეს ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე პენი ვონგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო შეჭრის მინიმიზაცია დაუშვებელია.
უკრაინამ ავსტრალიიდან ქვანახშირით დატვირთული პირველი 39 ვაგონი მიიღო
ქვანახშირით დატვირთული პირველი 39 ვაგონი უკრაინის თბოელექტროსადგურში ავსტრალიიდან ჩავიდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა. უკრაინა, სავარაუდოდ, 79,000 ტონა ქვანახშირს ავსტრალიის მთავრობის მიერ ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში მიიღებს. მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოს თქმით, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ქვანახშირის მარაგების მოპოვება დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. გალუშჩენკომ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ პარტნიორებს ავსტრალიური ქვანახშირის მიწოდებაში გაწეული დახმარებისთვის, რადგან უკრაინის პორტები რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო დაბლოკილია.
ავსტრალიაში რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს
ავსტრალიაში, რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება შეუჩერდათ. „ამის მიზეზია ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი ახალი დიპლომატიური მისიის მშენებლობა საკმარისად სწრაფად არ დაასრულა. სამშენებლო კომპანიას 20 დღე აქვს, იმისთვის რათა დატოვოს ობიექტი, რომელიც იარალუმლაში პარლამენტთან ახლოს მდებარეობს“, - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციას ავსტრალიაში უკვე აქვს საელჩო კანბერას გარეუბანში და მისი გადატანას იარალუმლუში გეგმავდა. რუსეთის ფედერაციამ მიწა 2008 წელს იჯარით აიღო, 2011 წელს კი მშენებლობის ნებართვა მიიღო. მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ დათქმული ვადა დაარღვია.
ავსტრალიამ ისრაელის დედაქალაქად დასავლეთ იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა
ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მისივე განცხადებით, ავსტრალია რჩება ისრაელის "ურყევი მეგობარი" და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩველ რეჟიმში გააგრძელებს. ამასთან, ისრაელის პრემიერ მინისტრმა, იაირ ლაპიდიმ იმედი გამოთქვა, "ავსტრალიის მთავრობა სხვა საკითხებს უფრო სერიოზულად და პროფესიონალურად მართავს". ამასთან, ავტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა იმედგაცრუება გამოთქვა და ავსტრალიის ელჩი დაიბარა. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ერთ-ერთი მთავრი სადავო საკითხია. 2017 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. 2018 წლის მაისში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ავსტრალიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმაც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, თუმცა საელჩო თელ-ავივში დატოვა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე. ცნობისთვის, იერუსალიმს 1947 წლის ნოემბერში გაეროს Corpus Separatum, იგივე გაყოფილი ერთეულის სტატუსი მიანიჭა.
აშშ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბომბდამშენების განლაგებას გეგმავს - მედია
აშშ გეგმავს, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, თავისი ბირთვული B-52 ტიპის ბომბდამშენები ჩრდილოეთ ავსტრალიაში განალაგოს, იტყობინება ამერიკული მედია. ABC News-ს ინფორმაციით, ვაშინგტონი სულ ექვსი ასეთი ბომბდამშენის განთავსებას ტინდალის საჰაერო ბაზაზე გეგმავს. „ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის მოწინააღმდეგეებს ჩვენი შესაძლებლობების შესახებ“, ციტირებს მედია აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის სიტყვებს. უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი გაფრთხილება ჩინეთისთვის, თუ ის ტაივანზე რაიმე თავდასხმას შეეცდება.
ავსტრალია აცხადებს, რომ რუსმა ჰაკერებმა მასიური კიბერშეტევა განახორციელეს
ავსტრალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მასიური კიბერშეტევა რუსულ ჰაკერების მიერ არის განხორციელებული. ფედერალური პოლიციის კომისარმა, რის კერშოუმ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მილიონობით ავსტრალიელზე და დააზიანოს მნიშვნელოვანი ავსტრალიური ბიზნესი. „ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებელი პირები რუსეთში არიან”, - განაცხადა კერშოვმა და დაამატა, რომ ზოგიერთი აფილირებული პირი/კომპანია ასევე შეიძლება, იყოს სხვა ქვეყნებში. თუმცა, პოლიციის კომისარმა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა. მასიური ჰაკერული შეტევა ავსტრალიურ სადაზღვევო კომპანიაზე 10 ნოემბერს განხორციელდა.
ავსტრალია ირანსა და რუსეთს, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციებს უწესებს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობა რუსეთსა და ირანს ადამიანის უფლებების დარღვევებზე საპასუხოდ, მიზნობრივ სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, ავსტრალია სანქციებს 13 ფიზიკურ პირსა და ორ ორგანიზაციას უწესებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები ასევე დაწესდება რუსეთის შვიდ მოქალაქეზე, რომლებიც, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ. დღემდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ავსტრალიამ სანქციები დააწესა რუსეთისა და ბელორუსიის 850 მოქალაქის წინააღმდეგ, მათ შორის ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე უმსხვილესი რუსული საწარმოებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ. გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში იარაღისა და კომპონენტების, ნედლეულისა და აღჭურვილობის ექსპორტი ნავთობისა და გაზის წარმოებისთვის, რუსული ენერგიის, იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტი. მანამდე ავსტრალიამ დააწესა ავტონომიური სანქციების პაკეტი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის ჭურვების წარმოებას იწყებენ
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებასა და მიწოდებაზე შეთანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა. „ერთობლივად ვაწარმოებთ რამდენიმე ათას 155 მმ-იანი ჭურვს“, - განაცხადა ლეკორნუმ. თავის მხრივ, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა ქვეყნებს შორის შეთანხმებას უწოდა ავსტრალიის „მრავალმილიონდოლარიანი პროექტი“ და „ახალი თანამშრომლობა ავსტრალიისა და საფრანგეთის თავდაცვის ინდუსტრიებს შორის“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ავსტრალიამ, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ავსტრალიამ ირანის წინააღმდეგ, რუსეთისთვის უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები ოთხი ირანელი ფიზიკური პირისა და ოთხი სუბიექტის მიმართ დაწესდება, რომლებიც მოსკოვისთვის დრონების წარმოებასა და მიწოდებაში მონაწილეობდნენ . „ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სტრატეგიას ადამიანის უფლებების დასაცავად - დიალოგიდან და დიპლომატიური სანქციებით დამთავრებული - ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ირანის 7 ოფიციალურ პირის სანქციები დაუწესა, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელ ირანულ თავდაცვის კომპანიასთან არიან კავშირში. ამ კომპანიის ნაწარმს, რუსეთი უკრაინაში ომისთვის იყენებს. შეგახსენებთ, რომ კიევისა და დასავლეთის პრეტენზიების მიუხედავად, ირანმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით ეხმარება, თუმცა უკვე აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დრონები გადასცა. მას შემდეგ აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ირანულ კომპანიებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ თვითმფრინავების წარმოებასა და რუსეთისთვის მიწოდებაში, სანქციებს უწესებენ.
ავსტრალიელი ინსტრუქტორები დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას იწყებენ - გენერალური შტაბი
უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ავსტრალიის თავდაცვის ძალებმა დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ახალწვეულებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნა დაიწყეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინული სატანკო ეკიპაჟები ქვეყანაში ჩავიდნენ, რათა Challenger 2-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკებზე დაეწყოთ სწავლება. 9 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ცნობილია როგორც ტალინის პირობა, გაერთიანებულმა სამეფომ პირობა დადო, რომ 2023 წელს მოამზადებს 20 000 უკრაინელ სამხედროს. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა გააძლიერა.
ავსტრალია უკრაინას დრონებს გადასცემს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს
ავსტრალია უკრაინას 33 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს მიაწვდის და დამატებით სანქციებს დააწესებს. ახალი ზომები შეეხებათ რუსეთის სამხედრო, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს. იტყობინება Guardian-ი 23 თებერვალს ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით. განცხადება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის წინა დღეს. ომის დაწყების დღიდან ავსტრალიამ დაახლოებით 510 მილიონი დოლარის წვლილი შეიტანა უკრაინის სამხედრო დახმარებაში. ავსტრალია ასევე გაყინავს აქტივებს და დააწესებს მოგზაურობის აკრძალვას კიდევ 90 რუსი ფიზიკურისა და 40 სუბიექტისთვის, რაც სანქცირებული პირების ან ორგანიზაციების საერთო რაოდენობას 1000-მდე გაზრდის.
ავსტრალია უკრაინას დისტანციური იარაღის სისტემებს მიაწვდის
ავსტრალიის უკრაინას დისტანციური იარაღის სისტემებს მიაწვდის. ავსტრალიურმა მწარმოებელმა Electro Optic Systems-მა (EOS) გამოაცხადა, რომ დადო პირობითი კონტრაქტი უკრაინისთვის დისტანციური იარაღის სისტემების (RWS) მიწოდებაზე, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, EOS-ის ჯგუფმა უზრუნველყო კონტრაქტი SpetsTechnoExport-თან (STE), უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საგარეო სავაჭრო საწარმოსთან, რათა უკრაინას ასამდე მძიმე RWS სისტემა, მათ შორის სათადარიგო და მასთან დაკავშირებული სერვისები 2023-2024 წლებში მიაწოდოს. კერძოდ, RWS კომპანია EOS-ის მიერ დიდი ხნის წინ გამოცდილი პროდუქტია და ამჟამად გამოიყენება რამდენიმე სამხედრო სამსახურში ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შექმნილია უფრო მეტი სიზუსტისა და საიმედოობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონკურენტი სისტემა. RWS შეიძლება, ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა ტიპის მანქანასა და პლატფორმებზე. „EOS ამაყობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელ ხალხს; უზრუნველყოფს ქვეყანას თავისი დისტანციური იარაღის სისტემის საშუალებებით. ეს ხელს შეუწყობს მის კრიტიკულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებს“, - განაცხადა EOS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შვერმა.
ავსტრალია ყველა სამთავრობო მოწყობილობაზე TikTok-ს აკრძალავს
ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ს აკრძალავს იმის შიშით, რომ აპლიკაციის უსაფრთხოება დაზიანებულია და პლატფორმას ჩინეთი შესაძლოა, საგარეო ჩარევის მიზნით იყენებდეს. ამის შესახებ CNN წერს. ავსტრალია შეერთებული შტატებს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ ზელანდიას უერთდება, რომლებმაც ასევე აკრძალეს ეს აპლიკაცია. გენერალურმა პროკურორმა მარკ დრეიფუსმა განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა „როგორც კი შესაძლებელი იქნება". მისი თქმით, შეღავათები დაიშვება ცალკეულ შემთხვევაში. „დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოებისგან რჩევის მიღების შემდეგ, დღეს მე უფლება მივეცი გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის მდივანს, გამოსცეს სავალდებულო მითითება, რათა აიკრძალოს TikTok-ის აპლიკაცია თანამეგობრობის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მოწყობილობებზე“, - განაცხადა პროკურორმა.
იაპონია, აშშ და ავსტრალია F-35-ის გამოყენებით ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
იაპონია, აშშ და ავსტრალია შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, მათ შორის საჰაერო ძალების წვრთნები F-35 გამანადგურებლების გამოყენებით. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების მე-20 საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) სტრატეგიული კვლევების სამიტის დროს შეხვდნენ. მათი ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ერთობლივი წვრთნების მასშტაბის გაფართოებაზე. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ავსტრალიაში, რომელშიც მონაწილეობას F-35-ები მიიღებენ. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებების დროს სერიოზული შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ჩინეთისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში არსებული ვითარების გამო. მინისტრებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მზარდი უსაფრთხოების გარემოს გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ დესტაბილიზაციას და იძულებით ცალმხრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, ესკალაცია გამოიწვიოს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შექმნილი ვითარების გამო. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, შეცვალონ სტატუს კვო ძალის გამოყენებით ან იძულებით და ქმედებებს, რამაც შეიძლება, გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. მხარეები კატეგორიულად აპროტესტებენ ჩინეთის პრეტენზიებსა და ქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას.
ავსტრალიის მთავრობა კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის აკრძალვას ითხოვს - მედია
რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე, მოსკოვთან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ ავსტრალიის პარლამენტს წარუდგინა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წარედგინება. აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში დასრულდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი რუსეთის მიერ იჯარით გაცემული მიწის თაობაზე. ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ავსტრალიის დედაქალაქში შენობის განთავსების მიზნით, დაგეგმვის პროცედურებს გულისხმობდა. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს კანბერაში არსებული რუსეთის საელჩოს მუშაობაზე. რუსეთმა იჯარა 2008 წელს გააფორმა და შენობის აშენების გეგმები 2011 წელს დაამტკიცა, მაგრამ ავსტრალიური მედიის ცნობით, დიპლომატიური მისია დაადანაშაულეს ადგილის გამოუყენებლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა. ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.
ავსტრალიელი ბიზნესმენი უკრაინის განვითარების ფონდისთვის $500 მილიონს გაიღებს
მეორე უმდიდრესმა ავსტრალიელმა, ენდრიუ ფორესტმა განაცხადა, რომ უკრაინის განვითარების ფონდში 500 მილიონი დოლარს გადარიცხავს. ფორესტმა ამის შესახებ ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინა არის „შესანიშნავი გრძელვადიანი ინვესტიცია“, - განაცხადა ფორესტმა. უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ჰრიბანის თქმით, ფონდი ამჟამად იქმნება, რომლის მრჩეველია აქტივების მართვის გიგანტი - BlackRock და სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე იმოქმედებს.
ავსტრალია უკრაინას $73,5 მილიონის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
ავსტრალიის მთავრობა უკრაინას 73,5 მილიონი აშშ დოლარის ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის არის 70 სამხედრო მანქანა რუსეთის შეჭრისგან დასაცავად, განაცხადა ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს დამატებითი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც აგრძელებს დიდი გამბედაობის გამოვლენას რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებული ომის წინაშე“, - განაცხადა ალბანესმა კანბერაში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.
ავსტრალიის სასამართლომ რუსეთს საელჩოს ახალი შენობის შენარჩუნებაზე უარი განუცხადა
რუსეთი ავსტრალიაში საელჩოს „მიწის საქმეს“ აგებს. ავსტრალიის სასამართლო აცხადებს, რომ ახალი კანონი ამოქმედდება. ავსტრალიის სასამარლომ მიიჩნია, რომ რუსეთის პრეტენზიები ბუნდოვანია. ავსტრალიის მთავრობა კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის აკრძალვას ითხოვს - მედია გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, რუსმა ოფიციალურმა პირმა დიპლომატიური ნომრის მქონე მანქანით დატოვა ტერიტორია. გასულ კვირას რუსეთმა ავსტრალიის წინააღმდეგ ოფიციალური სასამართლო პროცესი წამოიწყო. „არ არსებობს სათანადო საფუძველი შუალედური ბრძანებისთვის, როგორც ამას (რუსეთი) ითხოვს”, - განმარტა სასამართლომ. მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის ხელმძღვანელობით გასულ კვირას სასწრაფოდ მიიღო ახალი კანონი იჯარის გაუქმების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა. ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით.
ავსტრალია პირველი ქვეყანაა, რომელმაც სამედიცინო მიზნით ფსიქოდელიური საშუალებების ლეგალიზება მოახდინა
ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ფსიქიატრებს საშუალება მისცა, დანიშნონ ფსიქოდელიური საშუალებები დეპრესიის ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მქონე პაციენტებისთვის, იუწყება BBC. პირველი ივლისიდან ავსტრალიაში ფსიქიატრებს შესაძლებლობა აქვთ, ექსტაზი პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ დანიშნონ, ფსილოციბინი კი - დეპრესიის სამკურნალოდ. „ფსიქოდელიური საშუალებების გამოყენებაზე მონიტორინგი დაწესდება და არა იქნება ასე - „მოდი, აიღე და წადი", - განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის მკვლევარმა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში, ექიმმა მაიკ მასკერმა. „მე წავიკითხე ისტორიების შესახებ, სადაც ადამიანებს ჰქონდათ, რასაც თქვენ ეძახით, ცუდი გამოცდილება, ან რეალურად მათ ხელახლა განიცადეს ტრავმა, ამიტომ, ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა ექიმმა მასკერმა.
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 30 ჯავშანმანქანას გადასცემს
ახალი თავდაცვის პაკეტის ფარგლებში ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 30 ჯავშანმანქანას გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბენიზისთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ზელენსკის თქმით, უკრაინასა და ავსტრალიას შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს. „ავსტრალიამ უკრაინისთვის ახალი თავდაცვის პაკეტი მიიღო, 30 Bushmaster-ის ჩათვლით. შეხვედრა წარმატებული იყო. ჩვენ შორის სრული პოლიტიკური გაგება სუფევს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავსტრალიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესდა. სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ ამოქმედდა. საერთო ჯამში, სანქციების სამიზნეა რუსეთის ფედერაციის თავდაცვით, ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე 35 ორგანიზაცია და რუსეთის და ბელორუსის 10 ფიზიკური პირი, მათ შორის სანქციები რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვის და ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ჩერნიშოვი. სასანქციო სიაში არიან რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. შეზღუდვები, ასევე, ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება. „ასევე, სიაში რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი თავდაცვითი საწარმოები შევიდნენ, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენების მწარმოებელი - „რუსეთის ვერტმფრენები“ და მისი გენერალური დირექტორი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავსტრალია აშშ-სგან C-130J Hercules-ის ტიპის 20 თვითმფრინავს შეიძენს
ავსტრალია სამეფო საჰაერო ძალების ფლოტის გაძლიერებაზე თითქმის 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მთავრობა 20 ახალ C-130J Hercules-ის ტიპის თვითმფრინავს აშშ-დან 9,8 მილიარდ დოლარად შეიძენს. აღნიშნული თვითმფრინავი გამოიყენება თავდაცვის პერსონალის, აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული მარაგისთვის. ის რეგულარულად გამოიყენება სამძებრო-სამაშველო მისიებში, კატასტროფის შემთხვევის დროს და სამედიცინო ევაკუაციისას. C-130J მონაწილეობდა თითქმის ყველა ძირითად თავდაცვით ოპერაციაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში. „C-130J Hercules არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ავსტრალიისთვის, როგორც ერისთვის. ქვეყანაში ხანძრისა და წყალდიდობის შემთხვევების, რეგიონისთვის გადამწყვეტი მარაგების მიწოდების, ასევე, სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს იყო და იქნება გადამწყვეტი აქტივი,“ - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა.
ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა
ავსტრალიის შტატში, ქუინსლენდში, ჰამილტონის კუნძულის წყლებში ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის არმიის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. ავსტრალიის თავდაცვის ძალების 4 წარმომადგენელი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია. „იმის გამო, რომ იქ სხვა ვერტმფრენიც იყო, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მაშინვე დაიწყო,“- განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლესმა. თვითმფრინავი ჩართული იყო სწავლებაში - Talisman Sabre, რომელშიც ავსტრალიის, შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების თავდაცვის ძალები მონაწილეობდნენ. კატასტროფის შემდეგ, წვრთნები შეჩერებულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავსტრალიაში იმყოფებიან.
აშშ ავსტრალიას მართვადი სარაკეტო სისტემების განვითარებაში დაეხმარება
აშშ ავსტრალიას 2025 წლისთვის მართვადი მრავალკერადი სარაკეტო სისტემების წარმოებაში დაეხმარება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქუინსლენდის შტატში იმყოფებიან. აშშ გამარტივებული შეძენის პროცესის მეშვეობით, ასევე აჩქარებს ავსტრალიის წვდომას პრიორიტეტულ საბრძოლო მასალაზე. ავსტრალიამ კოვიდპანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხების გამო, ასეთ მაღალი დონის შეხვედრას პირველად უმასპინძლა. „ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებსაც ვდგამთ ამ ქვეყანაში მართვადი იარაღისა და ასაფეთქებელი იარაღის საწარმოს შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა. მისივე თქმით, ავსტრალიის ტერიტორიულ წყლებში ამერიკის ბირთვული წყალქვეშა ნავების ვიზიტების ტემპი გაიზრდება.
აშშ და ავსტრალია მოუწოდებენ ჩინეთს, გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რომ მოსკოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს
შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ რუსეთის მიერ „საკვების იარაღად“ გამოყენება დაგმეს. 29 ივლისს ერთობლივ განცხადებაში მათ ჩინეთს მოუწოდეს, გავლენა მოახდინონ რუსეთზე, რათა მოკსოვმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ორმა ქვეყანამ ასევე დაგმეს ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება და რუსულ ბირთვულ საფრთხეებს „მიუღებელი მუქარა" უწოდეს. განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაგირება მოჰყვება.
ინდოეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ
ინდოეთი, იაპონია, შეერთებული შტატები და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სწავლება ხაზს უსვამს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების დროს. ვიცე-ადმირალმა კარლ თომასმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, ხუთშაბათს სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ოთხი ქვეყნის ერთად მოქმედების უნარების გაუმჯობესებას ემსახურება. ოთხი ქვეყნის გემებს შეუერთდება ავსტრალიური F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე P-8 სათვალთვალო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები. ავსტრალია მალაბარის წვრთნებს აშშ-ს, იაპონიისა და ინდოეთის ჩართულობით, 2020 წლის ნოემბერში შეუერთდა. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, თანდათან გაიზარდა და უფრო მეტად კომპლექსური გახდა.
ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატია, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს
ტასმანიის შტატის მთავრობის ცნობით, ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატი გახდა, სადაც ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. კანონმდებლობა მოიცავს სვასტიკების გამოყენებისა და ნაცისტური მისალმების აკრძალვას. კანონდარღვევის პირველ შემთხვევაში სამი თვით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლენას ჩვენს საზოგადოებაში და მოხარული ვარ, რომ პირადად ვუძღვებოდი ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც დაგვეხმარება უფრო უსაფრთხო და მზრუნველი საზოგადოების შექმნაში,“ - განაცხადა ტასმანიის გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა ელის არჩერმა. კანონი სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს შევა ძალაში. ტასმანიის კანონპროექტი პირველია ავსტრალიაში, რომელიც ნაცისტურ მისალმებას კრძალავს, მაგრამ სვასტიკა შარშან აიკრძალა ვიქტორიას შტატში. ფედერალური მთავრობა ასევე განიხილავს კანონს, რომელიც ნაცისტური სიმბოლოების და ატრიბუტების გაყიდვასა და საჯარო ჩვენებას აკრძალავს. ავსტრალიური მაუწყებლის, ABC-ის ცნობით, ავსტრალიაში ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ძალადობის შემცველი მუქარები გაზრდილია LGBTQ თემის მისამართით.
ავსტრალია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს შეიძენს
ავსტრალია შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაზრდელად, 1,3 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (833 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Tomahawk-ის ტიპის 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტის შეძენის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ავსტრალია აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად, ერთ-ერთი იქნება, რომელსაც მსგავსი ფრთოსანი რაკეტები ექნება. „ჩვენ ვდებთ ინვესტიციას იმ შესაძლებლობებში, რაც ჩვენს თავდაცვის ძალებს სჭირდება, რათა დავიცვათ ავსტრალიელები იმ რთულ სამყაროში, სადაც დღეს ვცხოვრობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Tomahawks-ის გაყიდვა მარტში დაამტკიცა, მაგრამ იმ დროს არ მიუთითა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა. Tomahawks-ის მოქმედების მანძილი 1500 კმ-ია (932 მილი). ავსტრალია აცხადებს, რომ მას სჭირდება თავდაცვის ძალების განახლება, რადგან ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო სფეროში ყველაზე მასშტაბურ დონეზე გაძლიერებას განაგრძობს.
იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს
იაპონიამ, აშშ-მ, ავსტრალიამ და ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები გამართეს. სწავლებაში მონაწილეობდნენ იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების უდიდესი გამანადგურებელი Izumo და გამანადგურებელი Samidare. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი იაპონური ხომალდი მანილის პორტში პარასკევიდან, მომავალ ხუთშაბათამდე გაჩერდება. სწავლებაში ასევე ჩართულები იყვნენ აშშ-ის საზღვაო ძალების ზღვისპირა საბრძოლო ხომალდი Mobile, ავსტრალიის ამფიბიური თავდასხმის გემი Canberra, ფრეგატი Anzac და F-35A-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები. ასევე - ფილიპინების საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი Davao Del Sur-ი. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანია „თანამშრომლობის გაძლიერება თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანისთვის.“ იაპონიის, აშშ-ის, ავსტრალიისა და ფილიპინების თავდაცვის მინისტრები ივნისში სინგაპურში პირველად შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამ თვის დასაწყისში ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მის გემებზე წყლის ჭავლით თავდასხმაში დაადანაშაულა.
ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი
ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების (exercise Predators Run) დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ავსტრალიის მელვილის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, სულ 20 ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, წვრთნებში აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა. ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის შტატში ვერტმფრენი ივლისშიც ჩამოვარდა.
იაპონური F-35-ის ტიპის თვითმფრინავები ავსტრალიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი (F-35A) ავსტრალიის სამხედრო ბაზაზე განლაგდა. მიზანი დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობაა. Kyodo-ს ცნობით, ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა. ეს ორი ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოების კავშირები რეგიონში ჩინეთის მზარდი სამხედრო თავდაჯერებულობის ფონზე. აღნიშნავენ პირველ აქტივობას ახალი შეთანხმების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყონ ორმხრივ წვდომასა და თანამშრომლობას თავდაცვის ძალებს შორის. ავსტრალიის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორი F-35-ის ტიპის თვითმფრინავი ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, ტინდალში ჩაფრინდა პერსონალთან ერთად.
ავსტრალია F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს ინდონეზიაში, წვრთნებისას პირველად განათავსებს
ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები (RAAF), F-35-ის ტიპის 6 საბრძოლო თვითმფრინავს პირველად განათავსებს. 18-დან 28 სექტემბრამდე, წვრთნები - Elang AUSINDO 23 მანადოში, ჩრდილოეთ სულავესში ჩატარდება. ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები მოიცავს RAAF-ის 150 პერსონალის წვრთნას 160 ინდონეზიელ პერსონალთან ერთად. ინდონეზიის საჰაერო ძალები საჰაერო საბრძოლო მისიისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს განათავსებს. „Elang AUSINDO არის რეგულარული კომბინირებული აქტივობა, რათა გაიზარდოს ჩვენი ერთობლივად მოქმედების უნარი,“ - განაცხადა ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა.
ავსტრალიური კომპანია უკრაინაში დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის
ავსტრალიური კომპანია უკრაინაში Slinger-ის დრონების საწინააღმდეგო სისტემას აგზავნის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ შექმნილი ავსტრალიური სისტემის შეძენას უკრაინა მცირე თანხებით შეძლებს. ავსტრალიური თავდაცვის ტექნოლოგიების კომპანია Electro Optic Systems (EOS) უკრაინას Slinger-ის „დრონების მკვლელის” სისტემას გადასცემს. უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა უკრაინას დაეხმარება უკეთ დაიცვას საჰაერო სივრცე. „ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დრონების გამოყენებით შეტევების რაოდენობის ზრდას, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დრონების წინააღმდეგ იმ სისტემების ტიპები, რომლებიც დღეს გამოიყენება ძალიან ძვირია,”- განაცხადა ავსტრალიური კომპანიის წარმომადგენელმა, მეტ ჯონსმა.
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის
ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ავსტრალიის მოქალაქეებს დაიცავენ. „თუ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მიზანი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ავსტრალიელების მხარდაჭერაა,“ - განაცხადა რიჩარდ მარლსმა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში გაგზავნის ჯარისკაცებს. რიჩარდ მარლსმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, შედეგად ჯამში სამი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული.
უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, გერმანიაში ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი განლაგდა
უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ფარგლებში, ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი, ავსტრალიის თავდაცვის ძალების 100-მდე პერსონალთან ერთად, გერმანიაში 6 თვით განლაგდა. თვითმფრინავი „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. ავსტრალიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც თვითმფრინავი და არც ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან. „სიამაყით ვადასტურებ, რომ E-7A Wedgetail-ი ჩამოვიდა გერმანიაში თავისი მნიშვნელოვანი მისიის დასაწყებად. ავსტრალიას აქვს პატივი, უზრუნველყოს ეს თვითმფრინავი, რათა დაეხმაროს უკრაინაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო დახმარების სასიცოცხლო ხაზის დაცვას,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. Wedgetail-ის განლაგება ნაწილია მთავრობის იმ ვალდებულების, რომელიც მან NATO-ს ვილნიუსის სამიტზე აიღო. „ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რათა დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან,“ - აღნიშნა ენტონი ალბანესმა, როდესაც უკრაინისთვის ახალი მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა. როგორც ცნობილია, ავსტრალია უკრაინას $12.7 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.
ავსტრალიამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, FSB-ს თანამშრომლებს სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას საქმის ირგვლივ, 13 რუსს სანქციები დაუწესა. შესაბამის განცხადება ქვეყნის საგარეო უწყებამ გაავრცელა. ავსტრალიის მთავრობამ ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) სამ აგენტს დაუწესა. ავსტრალიამ 10 რუსს ასევე ფინანსური სანქციები და მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ. დიდმა ბრიტანეთმა კარა-მურზას საქმის მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა
ავსტრალიიდან უკრაინაში Bushmaster-ის ტიპის ჯავშანტექნიკა მიემართება
ავსტრალია Bushmaster-ის ტიპის ჯავშანტექნიკას უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარების ნაწილად მიიჩნევს. უკრაინაში ავსტრალიის ელჩის, ბრიუს ედვარდსის თქმით, კიდევ უფრო მეტი ჯავშანმანქანა უკვე გზაშია. ელჩმა განმარტა, რომ უკრაინისთვის ახალი ტექნიკა 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ ერთეულზეა საუბარი. ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ავსტრალიამ უკრაინას 20 Bushmaster-ი, საერთო ჯამში $38 მილიონის ღირებულების ტექნიკა გადასცა. გადაწყვეტილების დამტკიცებას და ტრანსფერის დაწყებას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ავსტრალიამ დამატებით, 30 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანა გაგზავნა უკრაინაში.
ავსტრალია საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას აორმაგებს
ავსტრალია სამეფო საზღვაო ძალების ფლოტის რაოდენობას გააორმაგებს, რისთვისაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით 7,25 მილიარდ დოლარს დახარჯავს. გეგმის თანახმად, ავსტრალია საბრძოლო მზადყოფნის გემების ამჟამინდელ ფლოტს 11-დან 26-მდე გაზრდის, 25 მცირე სამხედრო ხომალდთან ერთად, რათა წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. „ეს არის ყველაზე დიდი ფლოტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვექნება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთთან დაძაბულობის გაძლიერებაზე მიუთითებს. „ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ საზღვაო ფლოტს ააშენებს ჩინეთის საფრთხის დასაძლევად. ავსტრალია გააორმაგებს თავისი საზღვაო ფლოტის ზომას დამატებითი 11,1 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (7,2 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით, რათა მოერგოს ჩინეთის სამხედრო გაძლიერებას წყნარი ოკეანის რეგიონში,“ წერს Financial Times.
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა სიაშია 55 პირი და 37 ორგანიზაცია. ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ობიექტებს, ასევე, მასმედიის წარმომადგენლებს.
ავსტრალია უკრაინისთვის "დრონების კოალიციას" უერთდება
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის შექმნილ დრონების კოალიციას შეუერთდა. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. „ავსტრალია შეუერთდება გაერთიანებულ სამეფოს და ლატვიას უკრაინისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების ძალისხმევაში, რუსული ძალების მოსაგერიებლად და ეს არის „დრონების კოალიციის“ შეთანხმების ნაწილი,“ - განმარტა მან ბრიტანელ კოლეგა გრანტ შაპსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ავსტრალია გააგრძელებს „ჩვენი წვლილი შეიტანოს იმ მცდელობებში, რომ უკრაინამ შეძლოს „ამ კონფლიქტის თავისი პირობებით გადაჭრა.“
აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს. ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება. მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს. საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.
კანადა შესაძლოა, აშშ-ს, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსს შეუერთდეს
კანადა Aukus-ის ალიანსის მეორე ფაზაში გაწევრიანებას განიხილავს. კანადის პრემიერი ჯასტი ტრუდო ამბობს, რომ კანადა განიხილავს, საჭიროა თუ არა ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების შეძენა, რათა უკეთესად უზრუნველყოს კანადური სუვერენიტეტის დაცვა არქტიკაში. მანამდე ფედერალურმა მთავრობამ გამოაქვეყნა თავისი თავდაცვის პოლიტიკის მიმოხილვა, რომელიც ორიენტირებულია ჩრდილოეთით კანადური სუვერენიტეტის უკეთ დაცვაზე. გეგმა, რომელშიც შედის ახალი წყალქვეშა ნავები, შორი დიაპაზონის რაკეტები და ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები, 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯებს 1,76 პროცენტამდე გაზრდის. ამასთან, კანადის შეიარაღებული ძალები ახალ კიბერ სარდლობას ქმნის. შეგახსენებთ, ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს. 2021 წელს, ალიანსი ორიენტირებული იყო ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების განვითარებაზე.
სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის
სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. „ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის. ქართული მხარე შეშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები,” - აცხადებენ უწყებაში. ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, სიდნეის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელს პოლიციელმა ესროლა, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელიც სიდნეის Westfield Bondi Junction-ის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, მარტო მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავსტრალია უკრაინას $32,5 მილიონის ღირებულების დრონებს მიაწვდის
ავსტრალია უკრაინას 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ავსტრალიის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დრონების კოალიციის ფარგლებში, ავსტრალია მოგვაწვდის 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე, RBS 70-ის გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი პარტია, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულებისაა, უკრაინაში გაიგზავნება," - აღნიშნა შმიგალმა. მან ასევე განაცხადა, რომ მარლსთან შეხვედრაზე სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიანია და მას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს," - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, სამხედრო ასპექტში უკრაინა დაინტერესებულია თავდაცვის უნარების გაძლიერებითა და ბრძოლის ველზე წარმატების წინაპირობების დამკვიდრებით. ცნობისთვის, მარტში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის დრონების კოალიციას შეუერთდა.
ავსტრალია უკრაინას $100 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტს უგზავნის
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ ერთ თავდაცვის საჰაერო პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. პაკეტში შედის: 50 მილიონი აშშ დოლარი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 30 მილიონი აშშ დოლარი ეკიპაჟის გარეშე საჰაერო სისტემებისთვის, 15 მილიონი აშშ დოლარი სხვა პრიორიტეტული აღჭურვილობისთვის. თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრალიელ პარტნიორებს უკრაინისადმი „მტკიცე მხარდაჭერისთვის.“