თეგი: ავსტრალიის ღია პირველობა
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. „ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. მხარდაჭერა, რომელიც მივიღე ამ ტურნირის დროს, უბრალოდ დარჩება ჩემს გულში, მთელი ცხოვრების განმავლობაში“, - თქვა ნადალმა მთავარი ტიტულის მოგების შემდეგ. 35 წლის ნადალმა პრესტიჟული ტურნირი მეორედ მოიგო.
ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირზე რუსეთისა და ბელორუსის დროშები აიკრძალა
უკრაინის ელჩის საჩივრის შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობის დროს რუსეთისა და ბელორუსის დროშების გამოყენება აიკრძალა. „მე მკაცრად ვგმობ რუსეთის დროშის საჯარო გამოფენას უკრაინელი ჩოგბურთელის კატერინა ბაინდლის თამაშის დროს ავსტრალიის ღია პირველობაზე“, - დაწერა ვასილ მიროშნიჩენკომ Twitter-ზე. საპასუხო განცხადებაში ავსტრალიურმა მხარემ აღნიშნა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელორუსის დროშები აკრძალულია. მათივე განმარტებით, მაყურებლებს თავდაპირველად უფლება ჰქონდათ, მელბურნის პარკის კომპლექსში დროშები იმ პირობით მიეტანათ, თუ ტურნირის შეფერხებას არ გამოიწვევდნენ.