თეგი: აზერბაიჯანი
ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება
ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.
უცხოური მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას. ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.
ილჰამ ალიევმა Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იტყობინება News.Az. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებით, როვნაგ ადბულაევი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ ელნურ ალიევის დანიშვნის შესახებ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. „ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს. ჯეიჰუნ ბაირამოვი დაინტერესდა 13 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და გააცნო ქვეყანაში სტიქიის შემდგომ არსებული მდგომარეობა. ამავე თემაზე: საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აზერბაიჯანმა საჰაერო მიმოსვლაზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა გააუქმა
აზერბაიჯანმა „სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებისა და გარკვეული შეზღუდვების მოხსნის ღონისძიებების“ შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც საქართველოსაც შეეხო. კერდძოდ, საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლას შეძლებენ. მოქალაქეებმა ფრენამდე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ და უნდა იყვნენ სრულად ვაქცინირებული. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის აპრილში ჩაკეტა. შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდებოდა.
პუტინი ალიევს მასპინძლობს
22 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო, იტყობინება აზერბაიჯანული მედია. პუტინთან პირისპირ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის შეჩერებაში. რუსეთი წამყვან როლს თამაშობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობების შესაქმნელად, განაცხადა ალიევმა. მანვე დაამატა, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „ეს არის ჩემი, როგორც პრეზიდენტის, 48-ე ვიზიტი რუსეთში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერის შესახებ საუბრისას. ალიევმა აღნიშნა, რომ დეკლარაცია საკმაოდ მოცულობითია და შეიცავს 40-ზე მეტ პუნქტს, მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების არსებით სფეროებს და მას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენა ყოველთვის აერთიანებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და რომ აზერბაიჯანში 340-მდე სკოლაა, სადაც გაკვეთილები რუსულ ენაზე ტარდება. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. წინასწარ დაანონსდა, რომ ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. იტალიური მხარის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება, ასევე რომსა და ბაქოს შორის თანამშრომლობის განვითარების გზები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. 28 თებერვალს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო ევროპისთვის თხევადი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებელ ალჟირს ეწვია, 5 მარტს კი, კატარს ეწვია. გარდა ამისა, 5 მარტს, პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ემირთან, შეიხ ტამიმ ბინ ჰამედ ალ-სანისთან. 8 მარტს, ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას შეწყვეტს. რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დახუროს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი განაგრძობს რუსული ნავთობის აკრძალვას. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადამ რომ „რუსული ნავთობის უარყოფა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს გლობალურ ბაზარზე, რაც გამოიწვევს ბარელი ნავთობის ფასის გაორმაგებას და ღირებულების 300 დოლარამდე გაზრდას.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ლიდერებმა შეხვედრა ანკარაში გამართეს. შეხვედრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა According to APA, the press service of the AR President informed about it. The details of the meeting were not disclosed. Erdoğan and Ilham Aliyev have been in close dialogue in a bid to thaw the Ukrainian crisis. As Turkey assumed a mediator role between the two warring parties thanks to its close ties with both Ukraine and Russia, the Turkish president has been holding several phone conversations with his interlocutors. Erdoğan was also scheduled to talk with U.S. President Joe Biden on late March 10 after Daily News went press. The phone call comes on the day of a tripartite meeting of Russian, Ukrainian and Turkish foreign ministers on the sidelines of the Antalya Diplomacy Forum. Meanwhile, Erdoğan had a telephone conversation with Ursula von der Leyen, the president of the European Commission, on March 9, and they discussed Turkey-EU relations and Russia’s attack on Ukraine. Greek Prime Minister Kyriakos Mitsotakis will be in Istanbul at the weekend and Erdoğan will host him on March 13. Turkey will also host German Chancellor Olaf Scholz on March 14 to discuss bilateral ties and the ongoing Russian invasion of Ukraine.
რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების როლზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოსა და აზრბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას ითვალისწინებს. ილჰამ ალიევმა გამოხატა ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივა და სამინისტროებს თავის მხარდაჭერა დაუფიქსირა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: ჩვენი საბადოების მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნის განმავლობაში მივაწოდოთ გაზი
აზერბაიჯანს აქვს გრძელვადიანი გეგმა სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოების შესახებ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნის განმავლობაში მივაწოდოთ გაზი“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს გაზის მიწოდება ევროპაში, ისევე როგორც ეს გააკეთა თურქეთისთვის, ამისთვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. შეგახსენებთ, 3 მარტს, ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. ცნობისთვის, სამხრეთის გაზის დერეფანი - სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (ბაქო-თბილისი-ერზურუმის) გაფართოების პროექტია. სამხრეთ გაზის დერეფნის მიზანია, შეამციროს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე და დაამატოს ენერგომომარაგების მრავალფეროვანი წყაროები. აზერბაიჯანიდან ევროპაში მარშრუტი შედგება შემდეგნაირად: სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიური მილსადენი და ტრანს-ადრიატიკული მილსადენი. ამ მარშრუტის მთლიანი ინვესტიცია 45 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი სიგრძე 3500 კილომეტრია. მთავარი წყარო იქნება კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის გაზსადენი. ასევე წაიკითხეთ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა, მისი განულება ერთ დღეშია შესაძლებელი
აზერბაიჯანის საგარეო ვალი ძალიან დაბალ დონეზეა - 7,4 მილიარდი დოლარი, სურვილის შემთხვევაში მისი განულება ერთ დღეში შეიძლება, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, მსხვილი უცხოური კომპანიები და ინვესტორები დიდ ინტერესს იჩენენ აზერბაიჯანის პროექტების მიმართ.
შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. პარლამენტსი პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა. გამოიხატა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. შეხვედრაზე, აგრეთვე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2022 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის სათანადო აღნიშვნაზე. აზერბაიჯანის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ მედიაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
სომხეთი: აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და ერთი სოფელი დაიკავა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა აკონტროლებდა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანი. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა შეთანხმება რუსეთის პასუხისმგებლობის ზონაში დაარღვია. „აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო კონტაქტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ. მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.
მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატ, მიხაილ დელიაგინზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება. ვიდრე აზერბაიჯანის პროკურატურა დელიაგინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა მან რამდენიმე რით ადრე Россия-1-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის მთავრობას მოუწოდებდა "დაესაჯა" ბაქო, რომელიც "პასუხისმგებელია მთიან ყარაბაღში სიტუაციის მორიგ გამწვავებაზე". მისი თქმით, საჭირო იყო აზერბაიჯანის ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდებიან
ყარაბაღში ბოლო პერიოდის დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს, ბრიუსელში შეხვდებიან. მხარეები ასევე შეხვდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ორი ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე. 26 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა. ფაშინიანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ლიდერებმა “მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული შენაერთების შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარება” განიხილეს. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აღნიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყონ
რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვიცით, რომ საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშუალებს
"6 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა, თოვუზ აღდამში განთავსებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით", - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები მიიღო. ერევანში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. „სომხურ მხარეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნია, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება შედარებით სტაბილურია, ის სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის სესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებობს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა განიხილა ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ილჰამ ალიევთან ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. „ორი ქვეყნის თანამშრომლობა არის მართლაც სტრატეგიული და აზერბაიჯანი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც სამინისტრომ კომპანიასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ერთად განახორციელა, შესაძლოა, ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით კვლავ გაგრძელდეს. საუბარი შეეხო ქვეყნების მიერ მდინარე მტკვრის წყლის რესურსის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი კანონპროექტია მომზადებული, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის მხარესთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი (TJS), რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან საქართველოსთვის 83 ქურციკის გადმოცემისთვის. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და სამუხის ველზე პოპულაციის რიცხოვნობა დღეისთვის უკვე 200 ინდივიდს აჭარბებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ელჩმა ფაიგ გულიევმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეული რაოდენობის ქურციკების საქართველოსთვის გადმოცემას კვლავ გეგმავს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.
საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია
საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისი აეროპორტში სტუმარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, მეჯლისის თავმჯდომარე შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და საჰიბა გაფაროვა პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საქართველო-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაღიევთან.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში, სწორედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაიმართა. პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP). შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან ესწრებოდნენ : აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, პარლამენტის წევრები ფაზაილ აგამალი და საბირ რუსტამხანლი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ელმარ ჰუსეინოვი და მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში
საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში, ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ისტორიულ ხალხთაშორის კავშირებზე. ჩვენ მადლიერები ვართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემს კოლეგას ასევე დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. თანამშრომლობის 30 წელი მრავალი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რეგიონული კონფლიქტები. საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია
საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ რეგიონში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას მოიწვია, რაზეც საჰიბა გაფაროვამ მზაობა გამოთქვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისათვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე. წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება.
SOCAR: აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას მოპოვება და აზერბაიჯანის მოთხოვნა განსაზღვრავს. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია
"ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ. აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ, ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან
ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთ კავკასიის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს. „ჩვენ ევროპას გაზით 2020 წლის ბოლოდან ვამარაგებთ გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გავლით და დღემდე, ამ დერეფნის გავლით მიწოდებამ 11 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. უკვე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულმა მონაკვეთმა, ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), იტალიას მიაწოდა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომელიც ფარავს მოთხოვნის დაახლოებით ცხრა პროცენტს, ხოლო 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს. მოთხოვნის 20 პროცენტი). ევროპული ქვეყნები გამოთქვამენ ინტერესს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდეს,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანელი ექსპერტების შეფასებით, გაზის „სამხრეთ დერეფანი“ ხელს უწყობს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციასა და აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას კონტინენტზე, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დღეს გაზის „სამხრეთ დერეფნის“ გაფართოების პერსპექტივები დადებითადაა შეფასებული, რადგან ეს უზრუნველყოფს გაზის კონკურენტულ ფასებს ევროპაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს
წლის ბოლომდე აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში შესაძლოა 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ბულგარეთში ვიზიტისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული დიალოგის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაცია, ენერგოტრანზიცია, ენერგოეფექტურობა, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოება ევროპაში გაზის დამატებითი ექსპორტისთვის, მათ შორის წყალბადის, წარმოება და სხვა ექსპორტი. მწვანე ენერგია. მან ასევე ხაზი გაუსვა მდგრადი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს არა დივერსიფიკაციას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მწვანე გადასვლას შორის, არამედ მათ დაბალანსებულ ერთიანობაში. „ბუნებრივი გაზი და განახლებადი ენერგიის წყაროები იმოქმედებენ, როგორც ნახშირწყალბადების წარმოშობის ენერგიის ყველაზე სუფთა წყაროები, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ენერგომომარაგებას“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ SGC-მ მოკლე დროში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ენერგეტიკული კრიზისის დროს ევროპელ მომხმარებლებს უწყვეტი და მომგებიანი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფდა. „აზერბაიჯანი აპირებს განაგრძოს ენერგეტიკული მიმწოდებლის საიმედო როლის შესრულება როგორც რეგიონისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის. დღეისთვის TAP მილსადენით ევროპაში 11,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზია ტრანსპორტირებული. 2022 წლის იანვარ-აპრილში განხორციელდა 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის TAP-ით გადაზიდვა. აქედან 3,1 მილიარდი კუბური მეტრი დაეცა იტალიას, 0,3 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთს და 0,1 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთს“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დეკარბონიზაციისა და „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის პროექტები ხორციელდება. „ბუნებრივი გაზის უზარმაზარ მარაგებთან ერთად, ჩვენმა განახლებადი ენერგიის პოტენციალი შექმნა დიდი შესაძლებლობები ევროკავშირთან ენერგეტიკული დიალოგის შემდგომი განვითარებისთვის. შავი ზღვის ფსკერზე ახალი წყალქვეშა საკაბელო გადამცემი ხაზების გაყვანა აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს ექსპორტზე განახორციელოს აწარმოებდა „მწვანე“ ელექტროენერგიას ევროპისთვის“, - დაასკვნა ფარვიზ შაჰბაზოვმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული გაზისა და ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ თანხმდებიან. ამავდროულად აშშ და ევროკავშირი განიხილავენ, როგორ შეუმცირონ რუსეთს ნავთობიდან მიღებული შემოსავლები. რუსული ენერგორესურსების რამდენიმე მსხვილმა მომხმარებელმა ნავთობემბარგოზე თანხმობა განაცხადა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (24 თებერვლიდან) რუსეთიდან ნავთობის, თხევადი გაზის და ნახშირის იმპორტმა ჯამში €63 მილიარდი შეადგინა. აქედან მთელი მოცულობის 71% (€44 მილიარდი) ევროკავშირზე მოდის. ამის შესახებ ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც ეკოლოგიური ინიციატივების ცენტრმა „ეკოდიამ“ გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ Reuters: რუსეთში 2022 წელს ნავთობის მოპოვება შესაძლოა, 17%-ით შემცირდეს ევროკავშირი რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმას 2027 წლისთვის აპირებს
მოსკოვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხის განხილვაში ჩაერთო
ტაჯიკეთში, 12 მაისს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში მომავალ კვირას კომისიის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხი განიხილება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანზე დაყრდნობით წერს. „მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან შევთანხმდით, საზღვრის დელიმიტიზაციის კომისიის შექმნაზე. ამასთან, ვგონებ მიღწეულია შეთანხმება რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსეი ოვერჩუკთან, რომ 16-17 მაისს, მოსკოვში ამ საკითხებზე კომუნიკაციის მიზნით შეხვედრა იგეგმება. ამასთან, მოსკოვში მხარეები ზაერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზეც ილაპარაკებენ“, - ამის შესახებ ტაშკენტში, არარატ მირზოიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. ცნობისათვის, ბრიუსელში 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის შეხვედრისას გადაწყდა, ბაქოსა და ერევანს შორის ორმხრივი კომისიის შექმნის საკითხი, საზღვრის დელიმიტიზაციისთვის. კომისიის პირველი სხდომა აპრილის ბოლოს უნდა გამართულიყო.
ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს
ბულგარეთი აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღებას 1-ელი ივლისიდან შეძლებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა პარასკევს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Trend TASS-ზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანიდან გაზის სრულად მიღება შეგვიძლია 1-ელი ივლისიდან, ეს მიწოდება არ არის დამოკიდებული საბერძნეთთან სისტემათაშორისი გაზსადენის მშენებლობის დასრულებაზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ბულგარეთი თხევად გაზს აშშ-სგან იყიდის პეტკოვმა ასევე განაცხადა, რომ ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შეერთებული შტატებიდან ორი ტანკერისთვის თხევადი გაზის მიწოდების შესახებ და გემების გადმოტვირთვის ადგილი იყო დაცული. „ამერიკული გაზი ასევე მიეწოდება ბულგარეთს, ყველაფერი შეთანხმებულია“, - დასძინა მან. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს
შემოსავლების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წევრებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისთავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ისმაილ ჰუსეინოვთანდა დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებული პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ლევან კაკავას თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის პროცედურების ეფექტური აღსრულება და გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის კოორდინირებული მართვა. „ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში შეიქმნა და ასევე განვიხილეთ მათი სწრაფად გადაჭრის შესაძლებლობები. ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებობს სრული მზაობა იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა კომპანიებმა შეძლონ საქართველოს გავლით დანიშნულების ქვეყნების მიმართულებით ტვირთების შეუფერხებლად გადატანა“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს იმ მსხვილ რეგიონალურ პროექტზე, რომელიც ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზის“ გახსნას უკავშირდება. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები „სარფის“ და „ვახტანგისის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებს ესტუმრნენ.
რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს
სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. ამის შესახებ სომხური მედია, რესპუბლიკის განსაკუთრებულ დავალებათა ელჩზე ედმონ მარუკიანზე დაყრდნობით წერს. ედმონ მარუკიანის ინფორმაციით, პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარე პასუხობს აზერბაიჯანული მხარის წერილს, რომელიც მათ 11 მარტს გადაეცათ. რაც შეეხება მეორე პუნქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მარუკიანმა განაცხადა: „როგორც გახსოვთ, იქ აზერბაიჯანი ამბობს, თქვენ არ უნდა გქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ მიმართ. ჩვენ კი ვამბობთ, მომისმინე, ძმაო, შენ მიმართ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს და არ გვქონია. თავდაპირველად, სომხეთის ყველა ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ ტერიტორიული პრეტენზია არ გვაქვს. მასში ნათქვამია, რომ 1991 წლის 8 დეკემბერს, დსთ-ის შექმნის შესახებ აზერბაიჯანთან ერთად შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა 1992 წლის 18 თებერვალს. ანუ, იმ დროს, როდესაც ხელი მოვაწერეთ, ამ სტრუქტურაში გაწევრიანებით ჩვენ ორმხრივად ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრები“. ამასთან, მისი თქმით, მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ სომხური მხარისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, ასევე მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრის საკითხები. მარუკიანმა დაამატა, რომ მეოთხე პუნქტში სომხური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებებში დაფიქსირებულ ვალდებულებებს. „და რა არის ეს ვალდებულებები – სამხედრო ტყვეების დაბრუნება, გზების განბლოკვა, რასაც აზერბაიჯანი აჭიანურებს“, – განაცხადა მარუკიანმა და დაამატა, რომ სომხური მხარე ამ პუნქტით განმარტავს, რომ იგი აგრძელებს ვალდებულებების შესრულებას, ხოლო აზერბაიჯანი – არა. მისივე ინფორმაციით, მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ სომხური მხარე მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამოქალაქო-პოლიტიკური პაქტის საფუძველზე. „ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც არსებობს თავიდანვე. ანუ, ერების თვითგამორკვევის უფლება და სხვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები აქ არის დაფიქსირებული“, – განმარტა მარუკიანმა. მისივე თქმით, სომხური მხარე მეექვსე პუნქტის შესახებ იტყობინება, რომ შესაბამისი მოლაპარაკებებისთვის სომხეთმა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებს მიმართა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რიზე-ართვინის აეროპორტში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა
თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. რიზე-ართვინის აეროპორტში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. შეხვედრის ბოლო ნაწილში პრეზიდენტებს შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეტ ბაჰჩელი, რომელიც მონაწილეობდა პრეზიდენტ ერდოღანისა და ალიევის საუბარში. დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ქვეყნის 58-ე აეროპორტის, რიზე-ართვინის გახსნაზე ჩავიდა. აეროპორტის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც.
ბელორუსის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ვიზიტით ჩადის
18 მაისს, ბელორუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. „ვიზიტის ფოკუსი არის კონკრეტული და პრაქტიკული. თუ აზერბაიჯანული მხარე არ არის დაინტერესებული გარკვეული სფეროებით და უკეთესი შეთავაზებები აქვთ სხვა სახელმწიფოებიდან, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი ხაზი.დღეს აუცილებელია სიტუაციის რეალური სურათის მიღება და იმ საკვანძო საკითხების დადგენა, რომლებზეც თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ და დეტალურად განვიხილოთ“, - განაცხადა გოლოვჩენკომ. ორდღიანი პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბელორუსისა და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა.
ილჰამ ალიევი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას
აზერბაიჯანის პოზიცია სომხეთთან მიმართებით ღიაა. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას და მოხდეს ურთიერთობის ნორმალიზება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. ალიევმა განაცხადა, რომ გიტანას ნაუსედა ბაქოს შემდეგ, ერევანში გაემგზავრება. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ თქვენ ჩამოგიყალიბდებათ სრული წარმოდგენა. მაგრამ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ნათელია. ჩვენ გვსურს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და მტრობის გვერდის გადაფურცვლა“,- განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
სომხეთმა, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისია დააკომპლექტა
სომხეთმა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის შემადგენლობა ჩამოაყალიბა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს როგორც Trend იუწყება სომხურ მედიაზე დაყრდნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „კომისიის შემადგენლობა მზად არის, ვფიქრობ, როცა დრო დადგება, სამუშაო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას“, - განაცხადა მან. სომხეთმა გაასაჯაროვა 6 პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისას შესთავაზა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა. ასევე წაიკითხეთ აზერბაიჯანის გენპროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ყარსში თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ყარსში, სახმელეთო სწავლება „ჰეიდარ ალიევი 2022“ (თურქეთი აზერბაიჯანი) მიმდინარეობს. ინფორმაცია და ფოტომასალა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. „აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლებები წარმატებულად მიმდინარეობს“, - წერს Anadoly. გამოცემის ცნობით, წვრთნებში თურქეთის შეიარაღებული ძალების და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობებია ჩართული. მანამდე, 20 მაისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქეთში, იზმირში მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლებაში Efes-2022 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის შესაბამის ბრძანებაშია ნათქვამი. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს კომისიას ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორშაბათს, 23 მაისს, ხელი მოაწერა ბრძანებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“. ერთი დღით ადრე ბრიუსელში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის მონაწილეობით. მოლაპარაკების შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სასაზღვრო კომისიების პირველი სხდომა, რომლის დროსაც განიხილება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული საკითხები. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა
აზერბაიჯანის პრემიერი: მჯერა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც მოემსახურება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილშია აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას. „ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას. მჯერა, რომ ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე უფრო ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების დეპუტატები სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ფარგლებში, ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. „მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყოთ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რაც ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, - განაცხადა სამხარაძემ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ფორმატში შესაძლებელი გახდება რეგიონის პრობლემების საკანონმდებლო დონეზე განხილვა, ასევე გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ქმედებების შეთანხმება. სამხარაძის თქმით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უკვე მრავალი წელია, ავითარებენ სამმხრივ ურთიერთობებს. 2009 წლიდან ქვეყნები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთობლივ მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებენ.
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 მაისს ერთდღიანი ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევის საფუძველზე იმართება. 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თურქეთის პრეზიდენტი, ბაქოში ავიაციის, კოსმონავტიკისა და ტექნოლოგიის ფესტივალს დაესწრება. ფესტივალი თურქეთის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება.
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს!, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარევ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესსა და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ერდოღანი: თურქეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის
თურქეთი და აზერბაიჯანი „შუშoს დეკლარაციის“ საფუძველზე, სტრატეგიულ ალიანსს იზიარებენ. თურქეთი, აზერბაიჯანის ძალისხმევას, სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ორმხრივი კავშირები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და ასევე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. „ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო სოლიდარობას, კონტაქტს და კოორდინაციას აზერბაიჯანთან ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა ერდოღანმა. „შუშoს დეკლარაციას“ 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას. ადასტურებს ორი არმიის ერთობლივ ძალისხმევას საგარეო საფრთხეების წინაშე და მათი შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციასა და მოდერნიზაციაზე.
ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა
აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური მნიშვნელობის პროექტებად იქცა. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. „აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსებზე მოთხოვნამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. აზერბაიჯანი, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, ითვალისწინებს ამას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს TAP-ის პოტენციალის გაფართოებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაფართოების შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება და არის გაფართოების პოტენციალიც და პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, დრო არ უნდა დავკარგოთ. არა მარტო TAP-ს, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც და TANAP-საც სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის
2022 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა ირანის გავლით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ირანელი მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტისას შესაბამისი შეთანხმებები მიღწეულია. „ირანი გააგრძელებს მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში“, - განაცხადა შაჰბაზოვმა. მანამდე, ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოვჯიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ირანი ბუნებრივი აირის გაცვლების მოცულობას გააორმაგებენ, რაც 2021 წლის შეთანხმების ნაწილია. მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა ბუნებრივი აირის გაცვლის მოცულობის გაორმაგებაზე პრაქტიკულად შეთანხმდა. ამჟამად თურქმენეთი, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს დღეში 5-6 მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ირანი კი ამდენივე გაზს აწვდის აზერბაიჯანს მის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) მე-15 სამიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას თურქმენული გაზის აზერბაიჯანისთვის ირანის ტერიტორიის გავლით გაცვლაზე. ხელშეკრულების განხორციელება 2022 წლის 1 იანვარს დაიწყო.
აზერბაიჯანი „რია ნოვოსტის“ ინტერნეტ რესურსზე წვდომას ზღუდავს
აზერბაიჯანმა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი „რია ნოვოსტის“ ონლაინ საინფორმაციო რესურსზე წვდომა შეზღუდა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება „რია ნოვოსტის“ მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას. „რია ნოვოსტის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ცილისმწამებლური და სეპარატისტულ ტენდენციებს უწყობს ხელს, წარმოადგენს „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევას და ამ კანონის საფუძველზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამ სააგენტოს საინფორმაციო ინტერნეტ რესურსზე წვდომა შეზღუდულია“, - აღნიშნავს სააგენტო.
BP-მ ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შეაჩერა
აზერბაიჯანში ნავთობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა BP-მ განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის საექსპორტო ნავთობსადენი ივნისში მუშაობას შეაჩერებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის გაჩერება „დროებითია“ და რომ ბაქო-სუფსის მილსადენით გადაზიდული მთელი ნავთობი ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადის. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შეჩერება უკრაინაში მიმდინარე ომს, BP-ის წარმომადგენელი პასუხის გაცემას მოერიდა და მხოლოდ აღნიშნა, რომ დახურვა "გამფრთხილებელი ზომებით" იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, მანამდე ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება BP-მ 15 მარტიდან აპრილის ბოლომდე შეაჩერა, შემდეგ ეს გადაწყვეტილება მაისამდე გააგრძელა და ახლა BP-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მილსადენი ივნისშიც არ იმუშავებს. კომპანიის მიერ eurasianet.org-ისთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციის განახლების დრო მითითებული არ არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავ ზღვაში კომერციული გადაზიდვები უკრაინის ომის გამო დიდწილად შეფერხდა. ბოლო დროს გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ ნაღმები, რომლებიც უკრაინის პორტებში სანაპიროს დასაცავად დგას, კომერციულ გემებს რეალურ საფრთხეს უქმნის. მედია წერს, რომ BP-ის განცხადება, ფაქტობრივად, პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტი დაზარალდა. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ნავთობი ბაქო-სუფსის მილსადენით მიედინება საქართველოს სუფსის პორტში შავი ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ტანკერებით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდება. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 7,2 მილიონი ტონაა. შექმნილ ვითარებაში ტექნიკურად ადვილია ნავთობის გადამისამართება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ეს მიმართულება უფრო ძვირია. 2021 წლის იანვარში Botas-ის ოპერატორმა გაზარდა ტრანზიტის საფასური - BTC-ით თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებისთვის 0,55 დოლარიდან 1,50-2 დოლარამდე ბარელზე. მაშინ როცა ბაქო-სუფსის მილსადენზე ტრანზიტის ღირებულება ბარელზე მხოლოდ 0,42 დოლარია. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა შეაჩერა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით. SOCAR-ის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის მილსადენით გადასაზიდი ნავთობი მაისში BTC მილსადენზე გადამისამართდა.
გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ
ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, - ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს. „2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში და კიდევ მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთსა და ბულგარეთში. ეს მოცულობები სავარაუდოდ გაიზრდება 7,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. 2022 წელს ზრდა 1,7 მილიარდი იქნება. საგულისხმოა, რომ მილსადენის სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ეს შესაძლებელი გახდა ორი საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით და არსებული საკომპრესორო სადგურების მოდიფიკაციით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა. ზუნციან ლოუ აცხადებს, რომ TAP-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბუნებრივი აირის სხვა წყაროებიდან მიწოდებისთვის. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
სერბეთი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
სერბეთი ინახავს სიმძლავრეს აზერბაიჯანიდან გაზის მისაღებად, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ მისი თქმით, რუსეთი სერბეთს ყოველწლიურად აწვდის 2,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ხოლო ქვეყნის გაზის მოხმარება წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. „განსხვავება ნაწილობრივ უზრუნველყოფილი იქნება უნგრეთის გაზის საწყობიდან, ნაწილობრივ ბანაცკი დვორის გაზსაცავიდან და მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით მივიღოთ გაზის დაახლოებით 40 პროცენტი. ძირითადად გაზი აზერბაიჯანიდან უნდა მივიღოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიმძლავრეების რეზერვის შესახებ იმ მომენტისთვის, როდესაც დასრულდება ამ გაზსადენის მშენებლობა“, - განაცხადა მიხაილოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.
აშშ რეგიონის მთავრობებთან სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს
აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის ერლ ლიტცენბერგის განცხადებით, აშშ რეგიონის მთავრობებთან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ბაქოში, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მიწოდება გაზარდოს. ახლა, რა თქმა უნდა ამ ნედლეულზე მზარდი მოთხოვნაა, ვფიქრობ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ამიტომ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე პერსპექტივაში მაღალი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ლიტცენბერგმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს ქარისა და მზის ენერგიების განვითარების პერსპექტივა. „ეს შეიძლება გამოყენებული იყოს წყალბადის და ელექტროენერგიის წარმოებაში, შემდგომი ექსპორტისთვის. ასე, რომ არის ბევრი შესაძლებლობა, რომლითაც აზერბაიჯანს აღმოსავლეთ ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა შეუძლია. ტრანსკასპიური ინტერკონეტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მე მოუთმენლად ველი აზერბაიჯანის ამ როლის რეალიზაციას. აშშ ამ საკითხზე რეგიონის ყველა მთავრობებთან მსჯელობს და მიანიშნებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელი იქნება სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაორმაგება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
აზერბაიჯანმა 2022 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა
აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) თურქეთში და 14 პროცენტი (1 32 მილიარდი კუბური მეტრი) - საქართველოში გავიდა. 2022 წლის იანვარ-მაისში გაზის წარმოება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3 პროცენტით გაიზარდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის. ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება. რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს. „2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.
ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული
სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე, ერთმანეთის საზღვრების მიმართ ქვეყნების ურთიერთპატივისცემას მოიცავს, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს გლობალური ფორუმის გახსნაზე (საფრთხეები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს „მოხარული ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ახლა მთავარია მხარეებმა ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობა განახორციელონ. „აზერბაიჯანში უკვე შექმნილია კომისია საზღვრის დელიმიტაციისთვის. სომხეთისგანაც იგივე ნაბიჯს ველით", - განაცხადა ალიევმა. 9 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცახადა, რომ სომხეთი ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებისთვის 5 პრინციპს დათანხმდა. აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დალაგების საფუძველი შემდეგი პრინციპები გახდეს: - მხარეებმა ორმხრივად უნდა ცნონ ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო საზღვრები და ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობა; - მხარეებმა უნდა აღიარონ, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები და აიღებენ იურიდიულ ვალდებულებას, რომ მომავალშიც ასეთ პრეტენზიებს ერთმანეთთან მიმართებით არ წამოაყენებენ; - მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ და არ დაემუქრონ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ერთმანეთის უსაფრთხოებას. ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან, აგრეთვე გაეროს წესდების მიზნებთან შეუთავსებელი სხვა გარემოებებისგან; - მოახდინონ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნან ტრანსპორტის მიმოსვლა და კომუნიკაცია; - დაამყარონ კომუნიკაცია და ითანამშრომლონ სხვა სფეროებში, სადაც ერთობლივი ინტერესები აქვთ; მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ „აზერბაიჯანის წინადადებებში მიუღებელი არაფერია“. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
აზერბაიჯანმა სომხეთს 1 713 სამხედროს ნეშტი და 159 ტყვე გადასცა - სახელმწიფო კომისია
აზერბაიჯანმა, სომხურ მხარეს 44-დღიან ომში დაღუპული 1713 სომეხი სამხედროს ნეშტი გადასცა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, აზერბაიჯანის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაგიევმა განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასევე სომხეთს აზერბაიჯანმა 159 ტყვე გადასცა. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. გაიმარჯვა აზებაიჯანის არმიამ. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა. მიზეზები
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი - 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი - 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) - 111,9 ათასი ტონა (კლება 33,4%), საპოხი ზეთები - 17,1 ათასი ტონა (კლება 25,3%), ნავთობის კოქსი - 61 ათასი ტონა (კლება 44,8%). აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირება დაკავშირებულია გეგმურ სარემონტო სამუშაოებთან, რომელიც 4 აპრილიდან 27 მაისამდე ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ( SOCAR -ის ნაწილი) განხორციელდა. 2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (BOR) საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების სახით არის: საავტომობილო ბენზინი - 3,7 ათასი ტონა, ნაფტა - 2,3 ათასი ტონა, თვითმფრინავის საწვავი - 9,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავი - 7 ათასი ტონა, მაზუთი - 9,6 ათასი ტონა, საპოხი ზეთები - 4,5 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი - 7,6 ათასი ტონა, ნავთობის კოქსი - 7,4 ათასი ტონა. აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.
ბაქო სომხეთის ტერიტორიიდან მორიგი დაბომბვის შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მორიგი დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინისა და იელიჯ კალბაჯარის რაიონებში, მინკენდის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაძაბულობა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „მიიღო ადეკვატური ზომები“. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება
საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს „ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, - აცხადებენ კომპანიაში. ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.
ჯებრაილში ენერგეტიკული დერეფანი - აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის ფარგლებში, ენერგეტიკული დერეფანი აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროპა იქმნება. ამის შესახებ, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მიერ „მწვანე ენერგიის“ ზონის შესახებ შემუშავებულ დოკუმენტშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც შესაბამისი პროექტები 2022-2026 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, ღია სააქციო საზოგადოება „აზერენერჯიმ“ ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2022-2026 წლებში „ჯებრაილის ენერგეტიკული კვანძის“ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს. ცნობისათვის, ქალაქი ჯებრაილი, აზრბაიჯანის იურისდიქციაში სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 2020 წლის ოქტომბერში მოექცა.
თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
17-28 ოქტომბერს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. Eternity (Eternity)-2022-ის დაგეგმვის შესახებ პირველი შეხვედრა თურქეთში, პირველი არმიის სამეთაურო შტაბში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ გაავრცელა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე, აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 გასულ წელს ჩატარდა. ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.
ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და მუხტარ ტლეუბერდიმ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ბაქოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოღლუ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი კაირბეკ უსკენბაევი ესწრებოდნენ. 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
დღეს აზერბაიჯანი, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია
„დღეს აზერბაიჯანი ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია“, -Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 ივნისს აშხაბადში კასპიისპირეთის ქვეყნების მეთაურების VI სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად გამოვიყენოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს შესაძლებელს გახდის სატრანსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. კასპიის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანია დაფუძნდა
დღეის მდგომარეობით, საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანიაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა. საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა მისი თქმით, დაფუძნებული 3 000 კომპანიიდან 1 000 მოქმედია. „მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში ქართული კაპიტალით 600-მდე კომპანიაა დაფუძნებული. ჩვენი ქვეყნები ახორციელებენ სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობას. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, - აღნიშნა ისმაილოვმა.
აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია - სარჰან ისმაილოვი
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანმა $3,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა. საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანია დაფუძნდა მისი თქმით, განხორციელებული ინვესტიციებიდან $1,5 მილიარდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ზე მოდის. „აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ჩვენი კომპანიები, რომლებიც საქართველოში დებენ ინვესტიციებს, ქმნიან ათასობით სამუშაო ადგილს და იხდიან სოლიდურ გადასახადებს“ - აღნიშნა ისმაილოვმა. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს
აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს
აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, - წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და წარმატებით დაასრულა თავისი ისტორიული მისია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $117-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს. OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონ ბარელამდე დაეცა.
თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს
თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის მილსადენით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების წლიური მოცულობა 10,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ორი ხაზის მთლიანმა გამტარუნარიანობამ 16,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.
ილჰამ ალიევმა და შარლ მიშელმა, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, სატელეფონო საუბრისას, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილეს. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა ილჰამ ალიევი: სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის მიერ შემოთავაზებული ხუთი პრინციპი, ახლა ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოზეა დამოკიდებული ალიევმა, აღნიშნა, რომ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით გამართული სამმხრივი შეხვედრები და ამ ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ფარგლებში, საზღვრების დემილიტარიზაცია-დემარკაციისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზების გახსნის საკითხებში, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაღმები, ფართომასშტაბიანი პრობლემაა, რომელიც აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეექმნა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმ 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედის გარკვევა, რომლებიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. შარლ მიშელმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის, საზღვრების დელიმიტაციისა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხაზების გახსნასთან დაკავშირებით. 2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ. 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარში, აზერბაიჯანის პოზიციები დაბომბეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ივლისის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქში, დემირჩიდამის დასახლების მიმართულებით, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვა მსხვილი კალიბრის იარაღიდან, აზერბაიჯანის მოსაზღვრედ, სომხეთის ბასარკეჩერის რაიონის დასახლების,ზიარქანდის მიმართულებიდან განხორციელდა. აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. ბოლო მონაცემებით, ამ მიმართულებით ვითარება სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა იზრდება
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვამ, 2022 წლის 5 თვეში $539,9 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ($407,6 მილიონი) 32,4%-ით მეტია. საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატის მონაცემებით, აზერბაიჯანის საქართველოში $315,8 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ($212,1მილიონი) შედარებით, 48,8%-ით მეტია. საქართველოდან აზერბაიჯანში 2022 წლის 5 თვეში $224,1 მილიონის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, 2021 წელსთან შედარებით ($195,4 მილიონი) ზრდა 14,6%-ია.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები. ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს მხრიდან კი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა, ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ აშხაბადში ჩასულ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების მიხედვით, მხარეებმა საერთაშორისო ბაზარზე ენერგეტიკისა და ენერგომომარაგების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მოსაზრებები გაცვალეს. განცხადებაში აღნიშნულია, გასულ წელს, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც კასპიის ზღვის დოსტლუკის საბადოზე, ბუნებრივი რესურსების ერთობლივ კვლევას მოიცავს. თურქმენულმა მხარემ გამოაცხადა მზადყოფნა, რომ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, კონსულტაციები განაგრძოს.
ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება. ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის. ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1-ელი ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს. IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის
აზერბაიჯანმა, 2022 წლის 6 თვეში, ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა. აზერბაიჯანიდან 2022 წლის 6 თვეში ევროპაში გაზის ექსპორტმა 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეაგინა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს აზერბაიჯანი ირანის გავლით, თურქმენული გაზის იმპორტის მოცულობას ზრდის რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 4,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, საქართველოში კი 1,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამასთან, აზერბაიჯანიდან 2022 წლის იანვარ-ივნისში გაზის ექსპორტი 25,7%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, აზერბაიჯანმა 15,1%-ით გაზარდა გაზის მოპოვება, რამაც 23,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, თანამშრომლობა განიხილეს
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ხელმძღვანელს კაირატ კელიმბეტოვს შეხვდა. ამის შესახებ Trend-ი ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, აზერბაიჯანის ფინანსურ ინსტიტუტებსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს ჯაბაროვმა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობასა და ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა ვაჭრობის, სატრანსპორტო-ტრანზიტის, სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე მხარეებმა, ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს. რუსეთის სასამართლოს მიერ, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირების შეჩერების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად, ყაზახეთიდან 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საქმიანობა ნოვოროსიისკის სასამართლომ ერთი თვით შეაჩერა. CPC მილსადენის სისტემა (თენგიზ-ნოვოროსიისკის მილსადენი) ყაზახეთის მთლიანი საექსპორტო ნავთობის ორ მესამედზე მეტს ატარებს.
ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ
ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს. რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა გაორმაგდება. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანი ტრანსკასპიური მარშრუტის გასწვრივ ინტერმოდალურ გადაზიდვებს ამარტივებს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვისთვის ბაქოსა და დასახლება ჰოვსანის პორტებში საბაჟო პროცედურების გავლა დაჩქარდება. კერძოდ, სატრანსპორტო ზედნადების შეცვლის გარეშე მხოლოდ ვაგონების ნომრები შეიცვლება. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება ცვლილება Advanced Transit System (CATS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა მოამზადეს. CATS-ის პროგრამა ტექნიკურ პირობებს მოიცავს, რაც ევროპის ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის, NCTS-ის (New Computerised Transit System) საფუძველზე, ალტერნატიული ციფრული სატრანზიტო სისტემისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს. ევროკავშირმა NCTS-ის პროექტი 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში განახორციელა, რისი მიზანიც ბლოკის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის პროცედურის გამარტივება იყო. ამაში შედის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და საქონლით ვაჭრობის დოკუმენტაციის გამარტივება, ასევე, ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გაწევრიანება. „ამ შეთანხმებით ჩვენ, ასევე, მივიღეთ დამატებითი შესაძლებლობა, Made in Azerbaijan-ის ბრენდის ქვეშ აზერბაიჯანული საქონელი უცხოურ, მათ შორის ევროკავშირის ბაზრებზე გაგვეტანა,“ - ნათქვამია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის განცხადებაში.
თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრაცია გაიზარდა
2022 წლის იანვარ-ივნისში, თურქეთიდან აზერბაიჯანში შრომითი მიგრანტების რიცხვი მინიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია TurkicWorld-ზე დაყრდნობით წერს. სტატისტიკის თანახმად, თურქეთიდან დასაქმების მიზნით აზერბაიჯანში 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2022 წლის ამ პერიოდში 18,6% მეტი ადამიანი ჩამოვიდა. რაც 275 მოქალაქეს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-მაისში დასაქმების მიზნით თურქეთი 8 393 ადამიანმა დატოვა, რაც 2021 წლის მონაცემზე 36%-ით მეტია.
აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა - ფარვიზ შაჰაბაზოვი
2022 წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3% გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰაბაზოვი აცხადებს. „მიმდინარე წლის 6 თვეში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 13,52 მილიარდი კილოვატ/საათით გაიზარდა“, - აღნიშნავს მინისტრი. აქედან 6,64 მილიარდი კილოვატის ექსპორტირება მოხდა. ელექტროენერგიის იმპორტმა კი 71,1 კილოვატ/საათი შეადგინა. ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჰიდროელექტროსადგურმა 205,3 მილიონი კილოვატ/საათი გამოიმუშავა. ზრდა დაახლოებით 1,163 მილიარდ კილოვატ/საათამდეა.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში გადატრიალების მცდელობის პრევენციის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, თავის მიმართვეში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხალხი და სახელმწიფო პირველივე წუთებიდან ახლოს იყვნენ თურქეთთან, გამოხატეს სოლიდარობა და მკვეთრად დაგმეს მოძმე ქვეყანაში ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის მონაწილეთა ქმედებები. „ჩვენი ხალხები ახლოს არიან მწუხარებასა და სიხარულშიც. ჩვენ განვაგრძობთ თურქეთის გვერდში დგომას ყველა საკითხში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავდაჯერებულად განვაგრზობთ სვლას შუშას დეკლარაციაში განსაზღვრული მოკავშირე მიზნებისკენ, რომლის ხელმოწერის პირველი წლისთავი აღინიშნა ერთი თვის წინ“, - ნათქვამია მიმართვაში. დასასრულს, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ხოლო თურქეთის მოძმე ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. 2016 წელის 15 ივლისს დაახლოებით 50 000 ჯარისკაცს, პოლიციელს, მოსამართლეს, საჯარო მოხელეს და მასწავლებელს შეუჩერეს უფლებამოსილება ან დააკავეს გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ანკარა აცხადებს, აშშ–ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთჰულაჰ გიულენის მიერ იყო ორგანიზებული.
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შაბათს, 16 ივლისს თბილისში შეხვდებიან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა Facebook-ზე დაწერა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა თბილისში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში დღეს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა გაავრცელა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება „აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასადა თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია
მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია, - საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა „ძალიან მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილია. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, შედეგს გამოიღებს“, – წერს „ტვიტერში“ ილია დარჩიაშვილი. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება
ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება
საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში. ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის
აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ჯეიჰუნ ბაირამოვი: სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თბილისში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სომხური მედის ცნობით, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ეს მირზოიანისა და ბაირამოვის პირველი ორმხრივი შეხვედრაა. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მაისში დუშანბეში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობით გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში გამართული შეხვედრის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის Twitter-ზე დაწერა: „ძალიან ვამაყობ, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“. მანამდე მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი გამოეხმაურა, რომელიც გასულ კვირას, სომხეთსა და აზერბაიჯანს ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის მიზნით ეწვია. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, გამართონ მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თბილისში“, - დაწერა კლაარმა Twitter-ზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს დილით ეწვია. თბილისში, დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ამასთან, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დღის წესრიგი. ასევე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ქართული მხარე მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას თბილისში და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. კოლეგებთან შეხვედრის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში სტუმრობას და იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება. საქართველო გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც უმასპინძლოს მხარეთა შორის მსგავსი ფორმატის დიალოგს რეგიონის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: დავადასტურეთ ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია „სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა. დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გამოვხატეთ მადლიერება რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევისთვის", - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი
აზერბაიჯანის ენერგეტიკულ სექტორში აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რადგან ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა ქანან ნაჯაფოვმა ADA უნივერსიტეტში ბაქოს მე-16 საზაფხულო ენერგეტიკული სკოლის გახსნაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებია მეტი ინვესტორების მოზიდვა და, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება“, - განაცხადა ნაჯაფოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის დღის წესრიგში ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის საკითხი შედის. ამასთან აზერბაიჯანი უკვე არის ენერგორესურსების საიმედო მიმწოდებელი და ამ თვალსაზრისით დიდი პერსპექტივებია. ბაქოს მე-16 ენერგეტიკული საზაფხულო სკოლა ADA-ს უნივერსიტეტის განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR), bp Azerbaijan, Kolin, Masdar და TotalEnergies-ის პარტნიორობით დაარსდა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება - სერბეთის ექსპრეზიდენტი
აზერბაიჯანი ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება. ამის შესახებ სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა Trend-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. აზერბაიჯანის დღის წესრიგშია ევროპაში ენერგომომარაგების გაზრდის საკითხი - SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა „დღეს აზერბაიჯანი ხდება ბევრად უფრო ღირებული ენერგეტიკული პარტნიორი. TANAP-ისა და TAP-ის მშენებლობით აზერბაიჯანი მომავალში ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - განაცხადა ტადიჩმა. ექს-პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთს აზერბაიჯანთან გაზის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაუფორმებია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ სერბეთი უახლოეს წლებში შეძლებს აზერბაიჯანული გაზის მიღებას. „ჩემი პრეზიდენტობის დროს ბულგარეთთან ინტერკონექტორის აშენების შეთავაზება და მოხარული ვარ, რომ სერბეთი საბოლოოდ უახლოვდება ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე აზერბაიჯანის ინტერესი. აზერბაიჯანი შეძლებს თავისი გაზის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიისთვის, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში“, - თქვა ტადიჩმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს
ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Azernews. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ნედ პრაისი: დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის მისაღწევად
აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა ნედ პრაისმა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა Trend-ის ცნობით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, სტუმრის საპატივსაცემოდ საპატიო დაცვა მოაწყვეს. ევროკომისიის პრეზიდენტს აეროპორტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პეტერ მიხალკო, აზერბაიჯანის ელჩი ბელგიის სამეფოში ვაგიფ სადიგოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ 12 ივლისს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი
სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე“, - განაცხადა კადრი სიმსონმა. მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირი ასევე ეძებს სხვა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, სადაც ხედავს არამხოლოდ გაზის მიწოდების პოტენციალს, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის წყალბადისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება შეუძლებელია
აზერბაიჯანის ლიდერმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროპის აზერბაიჯანისგან და პირიქით, აზერბაიჯანის ევროპისგან იზოლირება, ევროპარლამენტის რიგი წევრების მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს ბაქოში, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს „თქვენ საქმის კურსში ხართ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის შესახებ. ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი მსჯელობები. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მნიშვნელობას. ამავდროულად ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი აქტიურადაა ჩართული აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში. უკვე გაიმართა სამი სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული შარლ მიშელი. ეს საკმაოდ პოზიტიური კონტექსტია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ ვიგებთ ევროპარლამენტის ქმედებების“, - განაცხადა ალიევმა. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ალიევმა აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტი“ ზოგჯერ ბევრად უფრო აგრესიულია აზერბაიჯანთან მიმართებით, ვიდრე სომხეთის პარლამენტი“. „ზოგჯერ ჩანს, რომ ამ რეზოლუციებს იღებს სომხეთის პარლამენტი ან შესაძლოა, სომხურ ლობისტურ ჯგუფს აქვს რაიმე გავლენა, თორემ ეს ზოგჯერ ძალიან რთული გასაგებია. როცა ვთქვი, რომ გამიკვირდა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ევროპასთან და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მათ შორის თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიშნები ამას აჩვენებს. მაგრამ თუ ევროპარლამენტი ასეთ გზაზე ფიქრობს, მაშინ ეს მათი არჩევანია. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ, მიუხედავად ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მცდელობისა, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის იზოლირება შეუძლებელია“, - აღნიშნა ალიევმა. რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა
დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა, არის მომავლის საგზაო რუკა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა „აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. პირდაპირი დიალოგი ყველაზე სწორი გზაა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოების მოსაგვარებლად“, – წერს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.
რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე. ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.
ბლინკენმა აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდა, თბილისში გამართული შეხვედრის მსგავსად, დიალოგი განაგრძონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას, მხარეებს თბილისში გამართული დიალოგის მსგავსი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მდივანმა ევროკავშირის შუამავლობით ნაყოფიერი დისკუსიებისადმი მხარდაჭერა ასევე დაადასტურა. აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა 1994 წლიდან და მზადაა, ორმხრივად და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. მდივანმა ბლინკენმა ასევე მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაათავისუფლოს დაკავებული სომეხი სამხედროები. რაც შეეხება ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის შესახებ გავრცელებული ცნობის თითქმის იდეტურია, იმ განსხვავებით, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლება არ არის ნახსენები. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა პრემიერი ფაშინიანი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო შეაქო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას 17 ივლისსაც მიესალმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამ შეხედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს გაიმართა.
თურქეთი რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაგრძელებას აპირებს
თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. თურქეთისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებლები რუსეთი, ერაყი და ყაზახეთი არიან „ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
თურქეთი მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თბილისში გამართულ დიალოგს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმა და აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, განსკუთრებულ დატვირთვას იძენს ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველ შეხვედრას უმასპინძლა. თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების, ასევე თურქეთის ჩართულობით მშვიდობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. „ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა. მე პირადად ვესაუბრე თურქეთის მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომელმაც ჩემთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაღრესად კმაყოფილი დარჩა შეხვედრაზე მიღწეული შედეგებით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ
უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განაცხადა. მისი თქმით, უზბეკეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები 2022 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ. „ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი მექანიზმი“, - აღნიშნა ასადოვმა. აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ტაშკენტში 2022 წლის 2 აგვისტოს გაიმართება. უზბეკეთის მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ნოროვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯამშიდ ჰოჯაევი და ტრანსპორტის მინისტრი ილჰომ მაჰკამოვი. აზერბაიჯანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და მთავრობის ეკონომიკური დარგების მინისტრები წარადგენენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.
რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად კასპიისკში აზერბაიჯანისა და ირანის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები ჩავიდნენ, იუწყება Azernews რუსულ მედიაზე დაყრდნობით. „სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის მონაწილეობა აღლუმში რუს სამხედრო მეზღვაურებსა და აზერბაიჯანისა და ირანის მეზღვაურებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება." ნათქვამია შეტყობინებაში.
El Al Israel Airlines-მა, რომელიც თელ-ავივი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ბაქოში საგანგებო დაშვება მოითხოვა
El Al Israel Airlines-ის ეკიპაჟმა, რომელიც თელ-ავივი-მოსკოვის (DME) რეისს ასრულებდა, დაშვება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მოითხოვა. მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. „თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:44 საათზე დაეშვა. სამწუხაროდ, მგზავრი ფრენის დროს გარდაიცვალა. მას გულის შეტევა დაემართა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ჩავუშოღლუ: თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს
თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტაშკენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ ნოროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციის გახსნა რეგიონის ქვეყნებს სარგებელს მოუტანს. უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს „ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გზას უხსნის არამხოლოდ რისკებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს. ამიტომ, სამმხრივი კავშირების გაფართოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ცდილობს, გააფართოოს სავაჭრო კავშირები აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს
უზბეკეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით, ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მახკამოვის განცხადებით, უნდა მოხდეს ახალი მულტიმოდალური დერეფნის „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია“ ფორმირება, რომელიც ავღანეთზეც გაივლის. ამის შესახებ, მან დღეს ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს ილჰომ მახკამოვის თქმით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის პროცესი დაჩქარდეს. უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ამ დროისთვის არის შესაძლებლობა, რომ ტვირთები ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გადავიტანოთ. ამ გზას ჩვენი სახმელეთო გადამზიდავები უკვე ტესტავენ და ავღანეთის გავლით, პირველი ტვირთების გადატანა უკვე განხორციელდა“, - განაცხადა ილჰომ მახკამოვმა.
მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სომხური შეიარაღებული ფორმირებების საარტილერიო დივიზიონი და ერთი პოსტი გაანადგურეს. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.
ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაციას Twitter-ზე გამოეხმაურა. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო „შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ჩართულნი ვართ არაერთ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად, “- წერს კლაარი. მედიის ცნობით, დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაჩინის რაიონში მათ პოზიციებს სომხური დაჯგუფებები დაესხნენ თავს, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა „3 აგვისტოს დილას სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებითაა განლაგებული რუს მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი, ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ლაჩინის რაიონის მიმართულებით,“ – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ცნობისათვის, ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.
ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა. ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო მისივე თქმით, NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას. „ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.
ევროკავშირი მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროკავშირმა მხარეებს, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო „ევროკავშირი მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის ლაჩინის დერეფნის გარშემო და დაპირისპირების ხაზის სხვა ადგილებში. სამწუხაროდ, ამ შეტაკებებს უკვე შეეწირა ადამიანის სიცოცხლე და არიან დაშავებულები", - ნათქვამია განცხადებაში. ხავიერ კოლომინა: ყარაბაღიდან ცნობები შემაშფოთებელია. NATO სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას უაღრესად მნიშვნელოვანია დაძაბულობის შემცირება, ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მოსაძებნად, - აღნიშნა სპიკერმა. მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი.
ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია, სომხურ რადიოზე დაყრდნობით წერს. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების მთიან ყარაბაღში ყოფნა საკვანძო ფაქტორია, იმისთვის, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება დაცული იყოს. „2020 წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის მიერ, სოფლების, ხცაბერდისა და ხინ თაგერის აღება და სომეხი სამხედროების დატყვევება რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, შემდეგ მთიანი ყარაბაღის სოფელ პარუხის აღება და 2022 წელს მომხდარი დაპირისპირებები, ასევე მთიანი ყარაბაღის სომხების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება სამშვიდობოების თანდასწრებით, მიუღებელია. ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია, მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ოპერაციის დეტალების გარკვევა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან აღნიშნა, რომ, თუ შეჯახების ხაზზე უსაფრთხოება სამმხრივ ფორმატში არ არის უზრუნველყოფილი, „სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზეა“ საფიქრალი.
ირანული ხომალდები ბაქოში ჩავიდნენ
ირანული ხომალდები ბაქოში ჩავიდნენ, იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „ირანის საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები 7 აგვისტოს ბაქოში ჩავიდნენ ზღვის თასის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „საერთაშორისო არმიის თამაშები-2022“ ფარგლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში კასპიის ზღვაში ჩატარდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს
ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველმა მოჭადრაკეებმა უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს. "ჩვენმა ქალებმა ოლიმპიადის მონაწილეებმა ბოლო ტურში დიდი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს აზერბაიჯანელი მოჭადრაკეები და უკრაინის გუნდთან ერთად I-II ადგილები გაინაწილეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს ბაზარზე აზერბაიჯანელი გადამზიდავების წილი 5.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში 204 ფიზიკური და იურიდიული პირი იყო დაკავებული. ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასული წელს წარმოდგენილ ანალოგიურ სტატისტიკაზე 2,9-ჯერ მეტია. მედიის ცნობით, აზერბაიჯანის წილი 4%-ითაა გაზრდილი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აზერბაიჯანთან ყველაზე მეტი საერთაშორისო ავტოგადაზიდვა აქვთ. გასული წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, აზერბაიჯანული კომპანიების წილი ამ მიმართულებით 6815 ერთეულით გაიზარდა, უცხოური გადამზიდავების მონაწილეობა კი 2234 ერთეულით შემცირდა. აზერბაიჯანული გადამზიდავების ბაზრის წილი მეზობელ ქვეყნებში 7.7%-ით გაიზარდა. მათ შორის თურქეთის მიმართულებით 10.2%-ით, საქართველოში 5.4%-ით, რუსეთსა და ირანში 7.2%-ით.
Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მარაგის 1%-ზე მეტს, დღეში დაახლოებით (bpd) 1,4 მილიონ ბარელს შეადგენს. 20 წლის განმავლობაში ყაზახეთი (CPC) მილსადენით სარგებლობდა, თუმცა ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-ს (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) დახურვით დაემუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, სხვა კონტრაქტებზე ეფიქრათ. რუსეთი ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს კრძალავს მას შემდეგ, რაც თოყაევი ევროპას რესურსების მიწოდების გაზრდას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაღალი ფასები შენარჩუნდა და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტიც იყო. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის მისივე ინფორმაციით, წელიწადში კიდევ 3,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გატარება შეიძლება, 2023 წელს დაიწყოს აზერბაიჯანის სხვა მილსადენით, საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე. აზერბაიჯანზე დაყრდნობა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. გასულ თვეს BP აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნაკადებს უფრო დიდ, BTC მილსადენზე გადაიტანდა. თუმცა, ახალი BTC მარშრუტით ყაზახეთს მოუწევს, დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, ბაქოში გადაიტანოს პორტ აქტაუდან, რომელსაც შეზღუდული სათადარიგო შესაძლებლობები აქვს, აცხადებენ წყაროები. სხვა მარშრუტები Tengizchevroil (TCO)-ს, რომელსაც მთავარი ნავთობკომპანია Chevron ხელმძღვანელობს, საკუთარი მარკეტინგული ჯგუფი ჰყავს და ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მარშრუტებსა და სარკინიგზო გზაზე, თქვა ორმა წყარომ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება, TCO-სთვისაც ვარიანტი აღმოჩნდეს, მაგრამ წყაროს თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი დატვირთვის დაწყებას შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს. TCO-მ აპრილში რკინიგზით დაიწყო ბათუმის პორტისკენ მცირე მოცულობების გადატანა, რადგან CPC-ს ტერმინალი (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) ქარიშხლის გამო დაზიანდა. ორი წყაროს ცნობით, TCO ჯავშნის უფრო მეტ სარკინიგზო გადაზიდვებს, რომლის ზრდაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი. ყაზახეთი ცალკე ახორციელებს ერთი მილიონი ტონა (დღე-ღამეში 250 000 ბარელი) Urals -ის ნავთობის გადაზიდვას რუსული მილსადენით, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის პორტებში. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).
შუა დერეფნის მოთამაშე ქვეყნები, მათ შორის საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფს ამცირებენ - უზბეკეთი
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, საქართველოს, თურქეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის რკინიგზებმა საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების მიერ სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფების 70%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინეს. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ უზბეკეთი წარმატებულად იყენებს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მარშრუტსა და „ალიატის“ საზღვაო პორტს. „ამჟამად ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის ეტაპობრივ ზრდას. ქვეყნის სატვირთო გადამზიდველები ზრდიან ტვირთის გადაადგილებას უშუალოდ კასპიის ზღვის გავლით. ამასთან ჩვენ ვგეგმავთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებზეც ეს დერეფანი გადის, ურთიერთობისთვის ხელსაყრელი პირობები შევქმნათ", - ნათქვამია უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში უზბეკეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა სამთავრობათაშორისო შეთანხმებას საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების პრაქტიკა „ნებართვის ფორმების“ საფუძველზე დაინერგა. ასევე შეიქმნა საერთაშორისო გადაზიდვების შერეული კომისია. უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, „სანებართვო სისტემა“ ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილების სტატისტიკის ფორმირებას, რათა სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის შესაბამისი ანალიზი მომზადდეს.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „წყალქვეშა შეტევა“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, სწავლება - „წყალქვეშა შეტევითი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, „ბრძოლა საცხოვრებელ ადგილებში“ და სანაპირო შეტევა“ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტარდება.
ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება APA. მისივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს ყასიმ-ჟომართ თოყაევს ტელეფონით დაუკავშირდა. ვიზიტის დღის წესრიგში შედის ყაზახეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერა.
აზერბაიჯანი და სერბეთი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრისას ვუჩიჩმა სახელმწიფოს მეთაურს აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა. სერბეთის პრეზიდენტმა მიესალმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას და ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთის პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი მიულოცა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და სერბეთის წარმატებულ თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საუბრისას მხარეებმა აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ხედვები გაცვალეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და სერბეთს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ორი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს
ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთი გაზის იმპორტის გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს განაახლებს. ჰრისტოვის თქმით, სამინისტრო გააგრძელებს გაზის იმ მოცულობის მოძიებას, რომელიც საკმარისი იქნება მთელი ზამთრის პერიოდისთვის. „მათ [აზერბაიჯანს] აქვთ გაზი და საკითხი ფასზეა. ძალისხმევა მიმართული იქნება საშუალოვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის სისტემატიურ მიწოდებას კონკურენტულ ფასებში. ამ დროისთვის ჩვენ შეშფოთებული ვართ ფასების მუდმივი ზრდის ტენდენციით და არა მოცულობით, რადგან არის შეთავაზებები გაზის მიწოდებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.
ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ყაზახეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში, ყაზახეთის ლიდერს აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. სახელმწიფოს მეთაურები მრავალმხრივი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ. მოლაპარაკებების შემდეგ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი.
ალიევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც
ყაზახეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანულ-ყაზახურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყაზიმ ჟომართ თოყაევის დღეს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა დეტალური მოლაპარაკებები ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საერთაშორისო პრობლემებზე, ხელი მოეწერა მრავალ დოკუმენტს. ალიევის თქმით, 20-ზე მეტი დოკუმენტი გაფორმდა შესაბამის სტრუქტურებს შორის. „ეს ქმნის უფრო ფართო სამართლებრივ საფუძველს ჩვენს ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებს შორის მინდა განსაკუთრებით გამოვყო ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ამ დეკლარაციის სახელწოდება მიუთითებს დოკუმენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ მოკავშირეებიც. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის, დეკლარაცია შეიცავს ჩვენი თანამშრომლობის ბევრ ასპექტს და რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული საფუძველი იქნება ჩვენი მომავალი საქმიანობისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად მოქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე
„მე ჩამოვედი ბაქოში სპეციალური მისიით - ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ვაჭრობის მოცულობა პრაქტიკულად სამჯერ გაიზარდა. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის თვითკმაყოფილების მიზეზი. რადგან, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი შესაძლებლობები ვაჭრობის გაზრდისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 24 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაფართოებულ შეხვედრაზე. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნების მთავრობებმა უნდა იმუშაონ ხსენებული მიმართულებით, რათა უახლოეს მომავალში ვაჭრობის მოცულობა მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. „თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ეფექტიანად ურთიერთობენ ერთმანეთთან საკვანძო საერთაშორისო ასპარეზზე – პირველ რიგში, გაეროში, ეუთოში და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ასევე სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლანდელ პირობებში“, - დაამატა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით, მოლაპარაკებას გამართავენ
31 აგვისტოს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის მთავრობაში განაცხადეს. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს ბოლო ასეთი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 22 მაისს გაიმართა. შემდეგ მხარეები საზღვრის დელიმიტაციის სომხურ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა კომისიის პირველი სხდომა ორი ქვეყნის საზღვარზე 24 მაისს გაიმართა. დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მორიგი სხდომა მოსკოვში 30 აგვისტოს გაიმართება.
„ყაზმუნაიგაზის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ნურ-სულთანი და ბაქო ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხს განიხილავენ
ნურ-სულთანი და ბაქო, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესალო მარშრუტებს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის „ყაზმუნაიგაზის“ ფინანსური მმართველის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა განაცხადა. „აზერბაიჯანულ მხარესთან ყაზახური ნავთობის შესაძლო ტრანსპორტირების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს სხვადასხვა დონეზე, მათ შორის სახელმწიფო დონეზე და ეროვნული კომპანიების დონეზე. დეტალები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შესახებ უფრო დეტალურად გავაცნობთ ინფორმაციას“, - განაცხადა კარაბაევმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და „ბაქო-სუფსა“, რომელთაც გამოყენება ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია“. ზაფხულში ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობას ნავთობის საექსპორტო ალტერნატიული მარშრუტების შესწავლა დაავალა, რომელითაც ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთს გვერდის ავლით უნდა განხორციელდეს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამოყენებით, ნავთობის გადაზიდვის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება ყაზახეთს რუსულ მარშრუტზე ნავთობის გადაზიდვის პრობლემა აქვს. შესაძლოა, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე“ კონტრაქტი დაჩქარდეს მოგვიანებით, ნურ-სულთანმა თქვა, რომ ეს ღონისძიება არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ და 12 აგვისტოს ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ KazMunayGas არ აპირებს აზერბაიჯანთან ხელშეკრულების გაფორმებას ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. მიუხედავად ამისა, 16 აგვისტოს Kazmunaigas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი ჩავიდა ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Socar-ის ხელმძღვანელს როვშან ნაჯაფს და „კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხი ტრანსკასპიური ინფრასტრუქტურის განვითარების ჭრილში განიხილა". Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, მედიასთან ყაზახეთში ვიზიტის შემდგეგ პირველი კომენტარი, ვიცეპრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. „ყაზახეთიდან, საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვაზე, ე.წ. შუა დერეფანში (ტრანსკაპიურ დერეფანში) სამინისტრო და მთავრობა, ინტენსიურად მუშაობს“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე Europetime-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გია არაბიძემ განუცხადა, რომ ყაზახეთის ნავთობის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით გადაზიდვა რეალურად შესაძლებელია. გაეცანით Europetime-ის სტატიას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა
ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. BBC წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. ეს გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ასკვნის, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება. „რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება - დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება. ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორსა და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის). შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:- იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;- გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;- ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ „ზანგეზურის კორიდორის" გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);- გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.ასე რომ, რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ, გლობალურადაც“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის„ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.
გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია
დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა ამ ფაქტს, Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე გამოეხმაურა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია აზერბაიჯანისთვის, ვითარება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შეიცვალა. „რეალობა ისაა, რომ შექმნილ პირობებში რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე და სრულად იყენებს წლების განმავლობაში დაგროვილ სამხედრო და პოლიტიკურ სიძლიერეს“. სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ილჰამ ალიევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზის, ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაშია. „ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სომხეთთან მოლაპარაკებაში, რათა აიძულოს უკანასკნელი შეასრულოს უკვე მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომლითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს - თავის ექსკლავს“, - ამბობს ბადრიძე. „ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის. ამ მოვლენებამდე, ლაჩინის დერეფნის საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვდა. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავია. რესპუბლიკა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთითა და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ) ესაზღვრება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუხსა და სუსში განაღმვის პროცესის დაწყება გამოაცხადა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაჩინის და სოფლების ზაბუხისა და სუს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მაღალპროფესიულად მიმდინარეობს. „აზერბაიჯანის არმიის საინჟინრო-სამეურნეო დანაყოფები ახორციელებენ დავალებებს საინჟინრო მხარდაჭერისთვის ქალაქ ლაჩინში, სოფლებში ზაბუხსა და სუსში“, - აცხადებენ სამინისტროში. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას: გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია
თურქეთი და აზერბაიჯანი 5 სექტემბერს ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლები წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ერთობლივი ტაქტიკური და საფრენოსნო წვრთნები - „TurAz Qartalı-2022“ 5 სექტემბერს დაიწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებისთვის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, მათ შორის პერსონალის დისლოცირების, წვრთნების დაგეგმვისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების ჩათვლით.
აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს
აზერბაიჯანი გეგმავს, ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რის შედეგადაც ევროპა თურქეთის გავლით, 32 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავაორმაგოთ ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას - პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ტექნიკური ზომები და, რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის სიმძლავრე შეადგენს 16 მილიარდ კუბურ მეტრს, ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა ალიევმა იტალიაში, საერთაშორისო ფორუმზე. TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით. ინფორმაციისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. გაეცანით Europetime-ის სტატიას რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით
ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს. რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში „რეგიონში ვითარება მშვიდობისკენ მოძრაობს... მე ამის დიდი იმედი მაქვს. იტალიაში ბრიუსელიდან ჩავედი, სადაც ევროპული საბჭოს თავმჯდომარესა და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან სამმხრივი შეხვედრა შედგა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თვის განმავლობაში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს განიხილავენ,“, - განაცხადა ალიევმა იტალიურ İl Sole 24 Ore-თან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხი, 2020 წელს ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაჟღერდა. ალიევმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ბევრი იქნება დამოკიდებული. „მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვეში შევძლებთ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. თუ სომხეთის მხარე გამოიჩენს ანალოგიურ ნებას, ვფიქრობ ეს რეალურია. ჩვენ წამოვწიეთ 5 საბაზისო საკითხი, რაზეც უნდა დაშენდეს სამშვიდობო ხელშეკრულება და სომხეთმა ეს საკითხები მიიღო“, - აღნიშნა ალიევმა. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.
აზერბაიჯანში თურქეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანში თურქეთთან TurAz Qartalı-2022 ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განჯაში TurAz Qartalı-2022 წვრთნების გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ განჯის მერი ნიაზი ბაირამოვი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროები დაესწრნენ. გაჟღერდა ორი ქვეყნის ჰიმნები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული სამხედროების ხსოვნას. ღონისძიების მონაწილეებს სავარჯიშოების მიზნები და პროგრამა გააცნეს. წვრთნების დროს, ორი ქვეყნის საჰაერო ძალების ერთობლივი მოქმედებების დაგეგმვის, სამძებრო-სამაშველო ოპერაციების და სხვა ამოცანების შესასრულებლად მანევრები შემუშავდება.
მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი დეპუტატებს შეხვდა და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. მხარეების განცხადებით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. „ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოვაწეროთ ხელი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მედიასთან განაცახდა, რომ შესაძლოა, რამდენიმე თვეში სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდეს.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით
სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანთან საზღვრების გახსნით და ამ პროცესის დასრულებას რუსეთის მხარდაჭერით ელის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მედია: ფაშინიანი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადაა ფაშინიანმა 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ შეთანხმებული პროექტის თანახმად, ერევანი სატრანსპორტო მარშრუტებს აზერბაიჯანის ტერიტორიით, ხოლო ბაქო - სომხეთის ტერიტორიით მიიღებს. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაფორმდეს „გლობალური თვალსაზრისით, ეს არის ახალი საერთაშორისო სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ ამით და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში რუსეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მხარდაჭერას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, მათ შორის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. „რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანისთვისაც ძალიან ახლო პარტნიორია და ვფიქრობ, რომ ეს ხსნის შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, მისი თქმით, ერევანს ანკარასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს. „ჩვენ დავიწყეთ საუბარი თურქეთთან. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
შარლ მიშელი: მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას
აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს. მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. "მივესალმები ბაქოს მიერ კიდევ ხუთი სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ურთიერთობების ნორმალიზაცია", - განაცხადა მიშელმა. როგორც ცნობილია, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული. 33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.
რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე შეთანხმდნენ
რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ბაქოში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენებისა და განვითარების საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა დერეფნის განვითარების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა, ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა რუსტამ გასემმა. დეკლარაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის სფეროში ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულად გამოყენების მიზნით ითანამშრომლონ. მხარეებმა გამოაცხადეს მზადყოფნა სამი ქვეყნის ტერიტორიებს შორის, 30 მილიონი ტონა სატრანზიტო და ორმხრივი სატვირთო მიმოსვლის განხორციელებისთვის 2030 წლამდე რიგი საკითხები გადაწყვიტონ. სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების, ვაჭრობის პროცედურების გამარტივების მიზნით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შეხვედრაც მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს. მიღწეულია შეთანხმება, რომ ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის მომზადდება რაშტ-ასტარას რკინიგზის შესახებ შეთანხმების პროექტი და შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყება 2022 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი. ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი 2000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა. შემდგომ წლებში ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო კიდევ 10 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმა და თურქეთმა. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი შექმნილია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების დროის შესამცირებლად.
აზერბაიჯანმა 2022 წელს საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობა დაასახელა
2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. ფარვიზ შაჰბაზოვის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი გაზის ექსპორტი 23%-ით გაზარდა. მისი მონაცემებით, მთლიანობაში ევროპაში ქვეყნიდან 7,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, აზერბაიჯანმა სულ 30,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა, რაც 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 9,7%-ით მეტია. აქედან 14,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა.
მედია: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
13 სექტემბრის 09:00-ზე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. თუმცა, როგორც Trend-ისთვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და განაგრძეს პროვოკაციები. 09:15 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს
"შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა „ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხური მედია იტყობინება, რომ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამასთან სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საფრანგეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე არსებული ვითარების გამო. მაკრონმა თავის მხრივ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას მიუღებლი უწოდა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ამოქმედების მიზნით, რუსეთის ფედერაციისთვის დახამარებისთვის მიემართათ. ასევე მიემართათ ОДКБ-სა (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის. ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ბლინკენის ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს „აშშ ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთში დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. როგორც დიდი ხნის წინ ავღნიშნეთ, კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდს. მოვუწოდებთ [აზერბაიჯანსა და სომხეთს] დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო ქმედება“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ბაქო სომხეთის საზღვართან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შესახებ იტყობინება 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.
ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება გააცნო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. NEWS.am რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაშინიანმა დეტალურად წარმოადგინა სიტუაცია, რომელიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად შეიქმნა. თავის მხრივ, მიშელმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და გამოთქვა მზადყოფნა, რომ შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას გამოიჩენს. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა
ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და საომხეთში ჩავა „ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.
ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სომხეთმა უარი უნდა თქვას პროვოკაციებზე და აზერბაიჯანთან შეთანხმებების ფარგლებში, სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თანამშრომლობაზე მოახდინოს კონცენტრირება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. თურქეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი გამწვავების თემაზე, უკვე ისაუბრა. თურქეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს. ძმური ქვეყანა არასოდეს დარჩება მარტო. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშაბათს ანკარის საგარეო პოლიტიკაზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.
უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს
უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად, რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. „ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლენკომ. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. მანამდე სომხეთმა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ოფიციალურად დახმარების თხოვნით მიმართა. „გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ რაიონებში მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ღამეს სიტუაციის მკვეთრი გამწვავების გამო. მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან, გამოიჩინონ თავშეკავება და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესაბამისად. ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ბაქოსთან და ერევანთან. სომხეთის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მიმართვა სიტუაციის მოგვარებაში არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მეშვეობით დახმარების თხოვნით. ჩვენ ველით, რომ რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ [მიმდინარე წლის 13 სექტემბერს 9:00 საათიდან] სრულად განხორციელდება. როგორც ადრე, ჩვენ გამოვდივართ იმ წინაპირობიდან, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს, ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარების თხოვნით წარსულში, ყარაბაღის მეორე ომის დროსაც მიმართა, თუმცა მოსკოვმა მაშინაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. სომხეთი და რუსეთი სტრატეგიული, სამხედრო მოკავშირეები არიან. შეტაკებების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე დაწერა. „ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, - აცხედებს ხავიერ კოლომინა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ენტონი ბლინკენის თქმით, შეშფოთებულია, რომ რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ამის შესახებ Reuters წერს. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს. მისი თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩავა
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი, ტოივო კლაარი აზერაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარების ესკალაცის გამო, ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი სომხეთში ჩავა. ევროკავშირმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მთიან ყარაბაღში ვითერების გამწვავების შემდეგ და ორივე ქვეყანაში თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა. „ბოლო საათებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ადამიანები დაიღუპნენ. ძალზე მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება. ყველა ძალა უნდა დაბრუნდეს იმ პოზიციებზე, რომლებიც ადრე იკავებდა. ეს ესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებისას, 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციის აღკვეთისას, შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის აზერბაიჯანის არმიის 42 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 8 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ОДКБ სომხეთში ვითარების შესაფასებლად მისიას გაგზავნის
სომხეთის ინიციატივით გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ ) საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია, სომხეთში ვითარების შესაფასებლად მსიას გაგზავნის. როგორც ОДКБ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, სესიის დღის წესრიგის თანახნად, განიხილეს „სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გარკვეულ რაიონებში და ვითარების მოგვარების მიზნით დახმარების საკითხები“. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ გარკვეულ რაიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც 2022 წლის 13 სექტემბრის შუაღამედან ადგილი ჰქონდა სამხედრო შეტაკებებს. მძიმე იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. შეხვედრის მონაწილეებმა სომხურ მხარეს მიუსამძიმრეს. სესიაზე მიღწეული იყო შეთანხმება სომხეთში ОДКБ -ს მისიის გაგზავნაზე, გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით, ОДКБ -ს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. არსებული ვითარების შესაფასებლად, უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიში სახელმწიფოს მეთაურებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო სესიაზე (რომელიც დაგეგმილია შემოდგომაზე ერევანში) რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდა წინადადება სამდივნოს თანამშრომლებისა და გაერთიანებული შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ვითარებას ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფეროში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
მედია: რუსი სამხედროები, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციისას, პოზიციებიდან გაიქცნენ
რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადემარკაციო ხაზზე, „სამშვიდობოების“ სტატუსით იმყოფებოდნენ, ვითარების ესკალაციის დროს პოზიციები დატოვეს. TG-ის არხზე „უკრაინა 365“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების პირველი წუთები იყო დაფიქსირებული. ზანგეზურის რაიონში სადემარკაციო ხაზის ზონაში რუსი „სამშვიდობოები“ მორიგეობდნენ, რომლებმაც არ სცადეს დაპირისპირების განმუხტვა და სიტუაციაში ჩარევის ნაცვლად, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გამოჩენისას „არეულობის“ ადგილიდან სწრაფად უკან დახევა ამჯობინეს და გაიქცნენ გავრცელებული ვიდეოს წყაროა, აზერბაიჯანის სამხედრო არხი. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
რუსეთს აღარ შესწევს ძალა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, ქმედითი ნაბიჯი შესთავაზოს - ანალიტიკოსი
რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან აცხადებს. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. უფრო ვრცლად, Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული იყო. სომხური მხარის განცახდებით, აზერბაიჯანმა ჯერმუკის მიმართულებით თავდასხმის თვითმფრინავები გამოიყენა. „დღეს, 08:00 საათიდან, აზერბაიჯანულმა მხარემ არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის მცირე იარაღის გამოყენებით განაახლა შეტევითი ოპერაციები, კერძოდ, ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით. სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ადექვატურ საპასუხო მოქმედებებს და აგრძელებენ მათთვის დაკისრებული საბრძოლო ამოცანების შესრულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება, 13-14 სექტემბრის ღამეს და დღეს დილით. კერძოდ, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან ყალბაჯარსა და ლაჩინში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „ამჟამად ჩვენს პოზიციებზეც პერიოდულად ხდება სროლა. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები საპასუხო აუცილებელ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე - სავარაუდო სცენარი და ორი ამოცანა საქართველოსთვის - ანალიზი
აზერბაიჯანმა შესაძლოა: 1) აიძულოს სომხეთი, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე აზერბაიჯანის პირობებით წავიდეს. შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე Europetime-თან საუბრობს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, „რამაც წაახალისა ის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ დაიწყო“. ექსპერტის აზრით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შემდეგი: რუსეთის მარცხმა უკრაინაში და წარუმატებლობამ ფრონტის ხაზზე, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ვაკუუმი შექმნა. „რუსული საგარეო პოლიტიკის მთელი იდეა სამწუხაროდ, დაყვანილი იყო ძალის პრიმატამდე იმ რეგიონებში, რომლებსაც რუსეთი განიხილავდა საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. შესაბამისად, იქნება ეს სამხრეთ კავკასია თუ ნებისმიერ სხვა რეგიონი, განსაკუთრებით, პოსტ საბჭოთა სივრცეს ვგულისხმობ, მთლიანობაში, რუსეთი ამ რეგიონში საკუთარ პოლიტიკას ძირითადად, მაინც, სამხედრო ყოფნის გადმოსახედიდან ატარებდა. დღეს რუსეთს უწევს საკუთარი ძალების გადასროლა უშუალოდ, ფრონტის მიმართულებით და უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, გვაქვს მოცემულობა, რომ რუსეთს უბრალოდ, ფიზიკურად აღარ შესწევს საიმისო ძალა, რომ საკუთარი ინტერესი დაიცვას იგივე ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იცავდა. „რებიატა, დავაიწე, ჟიტ დრუჟნა" - ამ ტიპის განცხადებით შემოიფარგლა რუსეთი, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რა ღირს რუსეთის „მეგობრობა და რუსეთის მეკავშირეობა“. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის უხეში ძალით ამყარებდა კონტროლს, ის ქმნიდა მართვად კრიზისებს და პრობლემა იმაშია, რომ დღეს ეს კრიზისი, რომელიც რუსეთისთვის მართვადი იყო 1994 წლიდან მოყოლებული, გამოდის თანდათან რუსული კონტროლიდან; იცვლება მოცემულობა რუსეთის გარშემო. რუსეთმა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები გადადგა ჯერ უკრაინაში, შედეგი უკვე სახეზეა. რუსეთს უბრალოდ არ შესწევს ძალა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების განსამუხტად, რაღაც ქმედითი შესთავაზოს. ფაქტია, რომ აზერბაიჯანი მას აღარ უსმენს, იგივე ლაჩინის კორიდორის დაკავება რომ გავიხსენოთ - ცხვირწინ ჩაუყენა აზერბაიჯანმა საკუთარინ სამხედრო დანაყოფები რუსულ არმიას. აზერბაიჯანს გაუჩნდა განცდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს, დაეხმაროს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს - სომხეთს. ასევე - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის მნიშვნელობა დიდწილად გაზარდა დასავლეთისთვის. ამას ემატება ცენტრალური აზიის რეგიონი, სადაც აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული გზა ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანს ექნება იმის განცდა, რომ დასავლეთი შედარებით პასიურ პოზიციას დაიკავებს და გარკვეულწილად, „ღრმა შეშფოთებითა“ და მსგავსი განცხადედებით შემოიფარგლება, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთ დროს“, - მიიჩნევს საგარეო საკითხების ექსპერტი. მისივე აზრით, ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი სახელმწიფოები, როგორიც არის მაგალითად, „ყაზახეთი, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღებისგან თავს შეიკავებს და შესაბამისად, სომხეთი იმაზე უფრო დიდ იზოლაციაში იქნება მოქცეული, ვიდრე წარმოუდგენია“. „ამრიგად, აზერბაიჯანი ცდილობს, სომხეთს საუკეთესო შეთხვევაში საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიოს თავს. და, უარეს შემთხვევაში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი არც იმისგან დაიხევს უკან, რომ მთლიანობაში, სომხეთის სამხრეთ რეგიონის ოკუპირება მოახდინოს. შესაძლოა, ესეც განიხილებოდეს ერთ-ერთ სცენარად, რადგან ჯერჯერობით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ აზერბაიჯანულ მხარეს მკაფიოდ არ განუცხადებია. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ 1) აიძულოს სომხეთი, წავიდეს აზერბაიჯანის პირობებით, ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე. 2) შესაძლოა, თავად შეეცადოს, დაამყაროს კონტროლი სუნიკის რეგიონზე და ამგვარად უზრუნველყოს პირდაპირი სახმელეთო კავშირი თავის მთავარ მოკავშირესთან - თურქეთთან“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. ჩავუშოღლუ: ანკარა ერევანს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი Europetime-ს თურქეთის როლზეც ესაუბრა. გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს თურქეთის, როგორც ყველაზე ძლიერი აქტორის ფუნქციას სამხრეთ კავკასიაში. „ამ ეტაპზე თურქეთს შუძლია, აზერბაიჯანს დაეხმაროს აღჭურვილობით იარაღით, ცოცხალი ძალით და ექსპერტიზით. თურქეთი ისევე არის ამ ყველაფერში დაინტერესებული, როგორც აზერბაიჯანი, (უნდა ითქვას, რომ მათ წლების განმავლობაში გააძლიერეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი). ჩვენ ვნახეთ კიდეც, ოპერაციის მსვლელობისას უშუალოდ, თურქული საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები ახორციელებდნენ სომხეთის საჰაერო სივრცეში დაზვერვას, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უკვე ეხმარება“. საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ მორიგ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა. „საქართველოსთვის სუფთა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დაპირისპირება ჩვენს ინტერესში არ შედის. ირაკლი ღარიბაშვილმა, სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში მიუხედავად აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და საბოლოო ჯამში, დასრულდება სომხეთის სახელმწიფოს დასუსტებით, კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს შეცვლის იმდაგვარად, რომ მთლიანობაში, გადავიქცევით დაქვემდებარებულ პარტნიორად, შეიძლება ითქვას, ორი თურქული სახელმწიფოს წინაშე. ისინი ხდებიან წამყვანი პარტნიორები. ჩვენ - რეაქციული აქტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მიიღებს იმ მოცემულობას, რასაც მას თავიანთი პარტნიორები შესთავაზებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია არამხოლოდ მშვიდობა რეგიონში, არამედ, ძალის პარიტეტის შენარჩუნება იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმიტომ, რომ საუკეთესო სცენარი სამწუხაროდ, ჩვენთვის არ გამოდის. საუკეთესო სცენარი იქნებოდა იმგვარი პარტნიორობა, როგორიც აქვთ მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, მაგრამ ეს მიუღწეველია ამ ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, შესაბამისად, გვიწევს იმის მოლოდინი, რომ ვითარება განიმუხტება და არ მოხდება შემდგომი ესკალაცია. გარდა ძალის პარიტეტის შენარჩუნებისა, საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს - თუ ჩვენ სომხეთს განვიხილავთ რუსული ორბიტის ნაწილად, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სომხეთი ამ ორბიტას ჩამოშორდეს; მოხდეს მისი დეიზოლაცია და დაიწყოს მისი დაახლოება დასავლეთთან, დემოკრატიზაცია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს შევძლოთ, და, ჩვენი როლი და ფუნქციაა, რომ სომხეთს დავეხმაროთ, ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს დასავლეთთან იმგვარი ურთიერთობა, რომ სომხეთსა და დასავლეთს შორის შუამავლად გამოვდგეთ. ჩვენ ამ ეტაპზე ასეთ შუამავლად ვერ გამოვდგებით, რადგან მოვახერხეთ და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, დასავლეთთან უაზრო დისკუსიასა და კამათში შევედით, დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ თითქოს, ვიღაცები საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას გვთხოვენ. ჩვენთვის ახლა მთავარია, რომ შევძლოთ და რაიმე ფორმით მოხდეს მშვიდობის შენარჩუნება და ამისკენ მივმართოთ ძალისხმევა, თუკი შეგვიძლია. მეორე - ვიმუშაოთ გრძელვადიანად სომხეთთან, რომ მოხდეს ამ სახელმწიფოს დეიზოლაცია იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მეტად დაუახლოვდება სომხეთი დანარჩენ სამყაროს, მით უფრო მეტად შემცირდება მისი დამოკიდებულება და „ჩამოკიდება“ რუსეთის ფედერაციაზე. შესაბამისად, ჩვენს სამხრეთით, რუსული ორბიტა იქნება შესუსტებული“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. ცნობისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, გვიან ღამით დაიწყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 13 სექტემბერს განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ენტონი ბლინკენის შეფასებით, რუსეთს შეუძლია, რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენას შეუწყოს ხელი. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ამსახველ ინფორმაციაში, სომხური მხარე აღნიშნავდა, რომ შარლ მიშელმა მზადყოფნა გამოთქვა, ძალისხმევა გამოიჩინოს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ნედ პრაისი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დეესკალაციის მიზნით, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავისი გავლენა კონსტრუქციულად
აშშ რეგიონის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გამოიყენონ თავისი გავლენები აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარების განსამუხტად. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გააკეთა. „ჩვენ მოვუწოდეთ რეგიონის ყველა ქვეყანას, გამოიყენონ თავიანთი გავლენა კონსტრუქციულად. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთს დიდი გავლენა აქვს როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ეს გავლენა და გამოიყენოს ეს ბერკეტები ისე, რომ ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და უფრო ფართოდ ამ დაძაბულობის დეესკალაციას.მას შეუძლია, გამოიყენოს ეს გავლენა იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმას, რისკენაც ჩვენ ყველა ვისწრაფვით, ეს არის ამ ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულება და დაძაბულობის დეესკალაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, მდივანმა ბლინკენმა პრეზიდენტ ალიევს მოუწოდა, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ემუშავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის მოსაგვარებლად მშვიდობიანი, დიპლომატიური, კონსტრუქციული მოლაპარაკებების გზით. „ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სომხეთის შიგნით, აზერბაიჯანის მიერ დაბომბვისა და სომხური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ორივე მხარე ვალდებულია, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მიაღწიოს უფრო ფართო დეესკალაციას“, - აცხადებს ნედ პრაისი. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ერდოღანი ალიევს: მოძმე თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით დგას
დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაურეკა, იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო. სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის მოძმე აზერბაიჯანთანაა, აზერბაიჯანი კი თავის მხრივ, ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდით დგას. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძმური ურთიერთობები და სტრატეგიული ალიანსი წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ
სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა საერთაშორისო პარტნიორებს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 13 სექტემბრიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელ სიგრძეზე განხორციელებული ინტენსიური დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა „სომხური მხრიდან არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩვენ განვიცადეთ სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ თავდასხმის მცდელობებს“, - ნათქვმია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკებისას 50 სამხედრო დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს დაღუპულია 105 ადამიანი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, სოხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცახდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას სომხეთის მხარეს 105 ადამიანია დაღუპული. სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს ამასთან აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანმა სომხეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. მანამდე, სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
Reuters: პუტინი და ერდოღანი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად შეხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უზბეკეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში“ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის განსახილველად 16 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობი წერს. „ეს საკითხი განიხილება პუტინთან, რადგან აშკარაა რუსეთისა და თურქეთის როლი ამ ომის დასრულებასა და შემდგომი მშვიდობის დამყარებაში.თურქეთი აზერბაიჯანის მხარდაჭერას ყველა მნიშვნელობით გააგრძელებს", - განუცხადა წყარომ გამოცემას. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში აღიაროს
სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა. „მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ოლაფ შოლცი: ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს
სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად და ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები ჰქონდეს არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ამისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას ავითარებენ. „ამ კონფლიქტს აზრი არ აქვს, ის ადამიანების სიცოცხლეს იწირავს მსხვერპლად. ეს მშვიდობით უნდა გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის და ჩვენ გვაქვს იმედები. ის იმედები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, ახლა საფრთხეშია, მაგრამ ევროკავშირმა და ჩვენც, ჩვენმა ქვეყანამაც და სხვა ქვეყნებმაც, საქართველომაც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი განვითარება შესაძლებელი გავხადოთ“, - განაცხადა შოლცმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
ერევანში, პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „გამოდით ქუჩებში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაურეკოს ჩვენს მეგობრებს და ნათესავებს და დაუძახოს აქ. გადაკეტეთ ქუჩები. არ მისცეთ უფლება ამ მოღალატეებს გაყიდონ ქვეყანა", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ბაგრამიანის გამზირზე, სადაც ეროვნული ასამბლეის შენობაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მხარეს, აზერბაიჯანთან შეტაკებისას 105 ადამიანი დაიღუპა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაჯანის კონფლიქტზე: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს
ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა დ არაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია
საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა. იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - განაცხადა გრიგორიანმა. დამატებითი დეტალები ჯერ არ ვრცელდება. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო
ბრიტანული სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარებს შორის შეტაკებები დაიწყო. აზერბაიჯანმა, რომელმაც 2020 წელს, ექვსკვირიანი კონფლიქტის შედეგად აღადგინა ტერიტორიის სრული კონტროლი, თავის ძალებს შორის მსხვერპლი აღიარა. სომხეთს არ უსაუბრია დანაკარგებზე, მაგრამ განაცხადა, რომ შეტაკებები ღამითაც გაგრძელდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, სიტუაციის განსახილველად საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს დაურეკა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით ინტენსიური სროლა დაიწყო და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან თანაზომიერი რეაქცია მოჰყვა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 სექტემბერს, ღამით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს. მისივე განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას და აღნიშნული ქმედებების აღკვეთის მიზნით, გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, სამხედრო შეტაკება მოხდა. „ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სომხეთი ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის“, - აღნიშნავენ სამინისტროში. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთი ასევე მიზნად ისახავს, შეანელოს აზერბაიჯანის მიერ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ სასაზღვრო რაიონებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და შეინარჩუნოს დაძაბული ატმოსფერო აზერბაიჯანის საზღვრებთან. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის შეჭრის შესახებ ინფორმაცია უარყო. კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახიფათო ესკალაციას გმობს
საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკებები დაიწყო „საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის, 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე ქვეყნებს შორის კონფლიქტი პირველად, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც ორივე მხარე საბჭოთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბახის მახლობლად მდებარე ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს, რომელიც საერთაშორისო დონეზე, დიდი ხნის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიად იყო აღიარებული, თუმცა იყო ფართოდ იყო დასახლებული სომხური პოპულაციით. აზერბაიჯანმა ეს ტერიტორიები 2020 წლის ბრძოლების დროს დაიბრუნა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა. ორივე ქვეყნის ლიდერები მას შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ ხელშეკრულების დასადებად, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.
სომხეთი: აზერბაიჯანთან შეტაკებები შესაძლოა, ომში გადაიზარდოს
სომხეთმა განაცხადა, რომ არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან სასიკვდილო შეტაკებები ომში გადაიზარდოს. ერევანმა მოუწოდა დიდ სახელმწიფოებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მძიმე ვითარებას, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი დიდი კონფლიქტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. Reuters-თან ინტერვიუში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დაიღუპა დაახლოებით, 50 სომეხი ჯარისკაცი და დაიჭრა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „თქვენ იცით, რამდენად მყიფეა სიტუაცია ჩვენს რეგიონში. სიტუაციის ესკალაცია გრძელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება.„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების იმპელემენტაცია და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, როგორიცაა, სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჯოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას
მედია: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ 8 სტრატეგიული სიმაღლე გადავიდა. ამის შესახებ თურქეთის მედია წერს. სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია მედიის ცნობით, ბოლო დღეების მონაცემებით, აზერბაიჯანის ჯარმა სომხეთის 53 პოზიციაზე დაამყარა კონტროლი. „მწყობრიდანაა გამოსული სომხეთის შეიარაღებული ძალების 538-ე ცალკეული სამთო მსროლელი ბრიგადის მუდმივი განლაგების პუნქტი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა აზერბაიჯანის კალბაჯარის ოლქის უსაფრთხოებას“, - წერს მედია. ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს. „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გავაგრძელებთ მუშაობას მხარეებთან. სომხეთი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია შეერთებული შტატები ერთგულია, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის”, - წერს ბლინკენი. Reuters-ის ცნობით, ორდღიანი კონფლიქტის დროს 170 -ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს მოვუწოდებთ, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები
ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, შეერთებული შტატები მჭიდრო კავშირზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. „შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით. უკვე მეორე დღეა, თავდასხმების გაგრძელებას ვხედავთ. სომხეთის შიგნით მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების შესახებ ცნობები განსაკუთრებით გვაწუხებს. მდივანი ბლინკენი ორშაბათს, 12 სექტემბერს ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ალიევს, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო მოქმედებების, მათ შორის სომხეთის შიგნით დაბომბვის შესახებ ცნობების გამო, ჩვენი ღრმა შეშფოთება გამოეხატა. მდივანმა ბლინკენმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, გაიყვანოს ძალები საზღვრიდან, სასწრაფოდ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა გადაუჭრელი საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებისკენ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ორივე ქვეყნის მთავრობებს, აღადგინონ კომუნიკაციის პირდაპირი ხაზები დიპლომატიური და სამხედრო არხებით - ხელახლა ჩაერთონ დიპლომატიურ პროცესში. შეერთებული შტატები კვლავაც აქტიურ კონტაქტზეა ორივე ქვეყნის მთავრობებთან. ელჩი რიკერი, რომელიც ახლახან დაინიშნა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარ მრჩევლად, ამჟამად ბაქოში იმყოფება, სადაც სამშაბათს, 13 სექტემბერს და ოთხშაბათს, 14 სექტემბერს შეხვდა აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირებს. ელჩი რიკერი სამშაბათს შეხვდა პრეზიდენტ ალიევს. ამასთან, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ახლახან ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ, ბაირამოვს. შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის ხელშეწყობის ერთგული რჩება“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს „დღემდე სომხეთის მხარეს დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ი ადამიანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ცნობით, ესკალაციის ზონაში ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. „წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“, - განაცხადა პაპიკიანმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
სერბეთი აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა - ვიცე-პრემიერი
სერბეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია EPS აზერბაიჯანთან 2600 მგვტ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვაზე შეთანხმდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა ზორანა მიხაილოვიჩმა Reuters-ს განუცხადა. მიხაილოვიჩმა აღნიშნა, რომ ბელგრადი ამჟამად, ამ ელექტროენერგიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს თურქეთთან აწარმომებს. მისი თქმით, სერბეთი ასევე განიხილავს ელექტროენერგიის დამატებით იმპორტს უნგრეთიდან. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 2,6 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 19,115 მილიარდ კილოვატ/საათზე მეტი ელექტროენერგია იწარმოებოდა. ექსპორტმა 14,06 მლრდ კილოვატსათი შეადგინა, იმპორტმა - 94,3 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული "აზერბაიჯანელი სამხედროები სომხური მხარის პროვოკაციების აღკვეთას ცდილობდნენ. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა", - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ
რუმინეთი და აზერბაიჯანი, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის გაზის ტრანზიტზე, მხოლოდ თურქეთის თანხმობაა საჭირო. რუმინეთი დამოკიდებულია თურქეთზე ტრანსბალკანური მილსადენით მიწოდებისთვის, ხოლო საბერძნეთსა და ბულგარეთზე, რათა დაასრულონ დაგვიანებული ვერტიკალური გაზის დერეფნის პროექტი. მანამდე რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ Trend-ს განუცხადა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან ქვეყნის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გაზის იმპორტი სურს. „ჩვენი მთლიანი მოხმარება არის 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრს ვაწარმოებდით, ახლა კი წარმოება დავიწყეთ შავ ზღვაში, რითაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრი ემატება. ჯერ კიდევ გვჭირდება 2 მილიარდი კუბური მეტრის შემოტანა, ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. აზერბაიჯანული გაზის იმპორტი, ჩვენთვის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ ქვეყნის ხელისუფლებასთან. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როცა დასრულდება, შედეგებს გამოვაცხადებთ, “- განმარტა ვირგილ-დანიელ პოპესკუმ . შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
მოლდოვა გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - მაია სანდუ
მოლდოვა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ TV8-ს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განუცხადა. „გაზის ალტერნატიული წყაროების პოვნა რთული არ არის. გაზის შოვნა ხელმისაწვდომ ფასადაა ძნელა. მთავრობა მოლაპარაკებებს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან აწარმოებს. შესაძლებელია, ტექნიკური თვალსაზრისით, ამ გაზმა მოლდოვის ყველა რეგიონამდე მიაღწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ფასზეა დამოკიდებული, ”- განმარტა სანდუმ. მანამდე მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ჩვენ გვსურს გავაფორმოთ ხელშეკრულება გაზის იმპორტზე წელიწადში 1-დან 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე დიაპაზონში“, - განაცხადა მან. სპინუს თქმით, მოლდოვას გაზის მარაგი 35 მილიონი კუბური მეტრს შეადგენს, ზამთარში ეს მოცულობა მაქსიმუმ ათი დღისთვის იქნება საკმარისი.
ბაქომ ერევანს 32 სამხედროს ცხედარი გადასცა
ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას დაიღუპნენ. ამის შესახებ Trend-ს შაბათს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მძევლების საქმეების სახელმწიფო კომისიაში განუცხადეს. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 20 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ყარაბაღში ზანგელანის აეროპორტის გახსნას დაესწრება, იტყობინება სააგენტო Anadolu. „ილჰამ ალიევმა გვთხოვა ვიზიტის თარიღის დადგენა. ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ გავემგზავრებით ჯაბრაილში, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართება. შესაბამისი შეთანხმება მიღწეულია. არ გამოვრიცხავ მონაწილეობას“, - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
სომხეთში ვიზიტისას, ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის უკანონო თავდასხმები“ დაგმო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნენსი პელოსი სომხეთში ჩასვლის შემდეგ: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. პელოსის თქმით, საინტერესოა, რომ სომხეთი იმედგაცრუებულია რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის პასუხით. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პოლ გობლი: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება
ერევანში პელოსის ჩასვლის დღეს, ბლინკენი აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა, რასაც ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების ესკალაციას, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ერევანში, ასევე - რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს და სხვა აქტუალურ საკითხებს. პოლ გობლი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს ET: მადლობა ინტერვიუსთვის. გამომდინარე იქედან, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ერევანში, ამ თემით დავიწყებთ. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ნენსი პელოსის ჩასვლა სომხეთში ასეთ დროს და რა შეგიძლიათ თქვათ მის გზავნილებთან დაკავშირებით? სომხებს ბევრი ამერიკელი თანაუგრძნობს, განსაკუთრებით, გასული საუკუნის ტრაგედიების შემდეგ. ნენსი პელოსის ვიზიტი და მისი განცხადებები ერევანში, სწორედ ამ რეალობას ასახავს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერევანში მისი ჩასვლის დღეს, აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანულ მხარეს დაურეკა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა. ამას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც პელოსის სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრეს. ET: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარის შემდეგ, მოვისმინეთ მოსაზრებები მათ შორის აშშ-ის ოფიციალური პირებისგან, რომ მოსკოვი შესაძლოა, შეეცადოს კონლიფქტის გაღვივებას. ამავე დროს, მას მოუწოდეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა რეგიონში, რათა მხარეებს დახმარებოდა მშვიდობიან გადაწყვეტაში. თქვენ როგორ ხედავთ რუსეთის როლს? მოსკოვის როლი უფრო მარგინალურია. მას არ აქვს არცერთი მხარის ნდობა და არც საკმარისი ჯარი, რომ პრობლემა ამ გზით გადაჭრას. ამან სხვა ქვეყნებს, მათ შორის, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს, მეტი ბიძგი მისცა.ET: რაც შეეხება მიმდინარე ომს, უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შეცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება? უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მოსალოდნელია, რომ კიდევ მოიგებს. მის ბრძოლას მოსახლეობა ერთგულად უჭერს მხარს და სხვა არჩევანი არ აქვს. რუსეთს კი, არაფერი აქვს, მაგრამ ის გაცილებით დიდია და უფრო მარტივად შეუძლია, იბრძოლოს ბევრად უფრო დიდხანს. მე მჯერა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, ან იმდენ ხანს, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება. ET: ომი გადამწყვეტ ფაზაშია - აცხადებენ უკრაინის პარტნიორები, რა გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო, თუნდაც დასავლეთიდან და რა იქნება ამ ეტაპზე უპირველესი საზრუნავი? დასავლეთს სურს უკრაინის გამარჯვება, მაგრამ არ სურს გააკეთოს ისეთი რამ, რაც პუტინს მიიყვანს დასკვნამდე, რომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დანებდეს ან გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ასეთი, ერთგვარი შებოჭილობა არსებობს დასავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ET: რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა ახლო სამეზობლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზეც? საქართველოს საფრთხეს უქმნის როგორც შიდა უთანხმოება, ისე, რუსეთი. ჩემ მიერ ხსენებული პირველი საკითხის გადაწყვეტა მას თვითონ მოუწევს, მაგრამ ხელსაყრელი იქნება, თუ დასავლური ალიანსი რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მხარს დაუჭერს საქართველოს, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ეს უნდა იყოს თბილისის პოლიტიკის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი.
მედია: ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით შეიძენს
ორი თვის წინ თეირანსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ირანი რუსულ გაზს აზერბაიჯანიდან მილსადენებით შემოიტანს. ირანის ნავთობის სამინისტროს ცნობით, ირანი რუსეთისგან დღეში დაახლოებით 9 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეისყიდის და კიდევ 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სვოპის ხელშეკრულებით, ქვეყნის სამხრეთში მომხმარებლების მიწოდების მიზნით. ირანის ეროვნულ ნავთობკომპანიასა (NIOC) და რუსეთის „გაზპრომს“ შორის ($40 მილიარდის მოცულობის) ხელშეკრულება ივლისში გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ ირანმა უკვე გააფორმა გაზის გაცვლის ხელშეკრულება თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან, რომლის მიხედვითაც თურქმენეთიდან მიღებულ გაზს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში მოიხმარს და იმავე რაოდენობის გაზს აზერბაიჯანს აწვდის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი სამხრეთში მცხოვრებ რუს მომხმარებლებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სახით, დღეში 6 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის. გათხევადების პროცესში პარტნიორი იქნება „გაზპრომი“.
ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ-იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რაც პირველი მოლაპარაკებაა მიმდინარე თვეს სასაზღვრო შეტაკების შემდეგ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. „მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა შემდგომი ბრძოლის თავიდან აცილებას და სამშვიდობო პროცესს დაბრუნების აუცილებლობას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განცხადებაში. მისივე თქმით, ენტონი ბლინკენმა მხარეებს მოუწოდა, რომ თვის ბოლომდე კვლავ შეხვედნენ. „ძლიერი, მდგრადი დიპლომატიური ჩართულობა არის საუკეთესო გზა ყველასთვის. არსებობს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ, რომელიც წყვეტს უთანხმოებებს. აშშ მზად არის, რაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა.
თბილისმა, ბაქომ, კიევმა და კიშინიოვმა თავისუფალი ვაჭრობის გაუმჯობესების შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალთაი ეფენდიევმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ილია დარჩიაშვილმა სხდომის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ. მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები.
ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს, – აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ლაჩინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის მხარეს 135 სამხედროა დაღუპული აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ბაქოს წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელდა სამხედრო პროვოკაცია. მისი თქმით, მხოლოდ ლაჩინის რაიონის ტერიტორიაზე 1 400-ზე მეტი ახალი ნაღმი იქნა განთავსებული, რომელთა ამოქმედების შედეგად აზერბაიჯანის 240-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან მძიმედ დაშავდა. „ჩვენს წინააღმდეგ ომი გრძელდება, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან. შეგვიძლია ეს დავუშვათ? არასოდეს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ სომხეთი, უარი თქვას ამ ბინძურ ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებს. აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ბრძოლების შედეგად 79 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო შედეგად, როდესაც 13 სექტემბერს ჩვენს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა, აზერბაიჯანის არმიამ უპასუხა და მტერს კვლავ უკუაგდო. იმედი მაქვს, ეს მათ საბოლოოდ გაკვეთილად გამოდგება, რადგან დარწმუნდნენ, რომ არავინ და არაფერი შეგვაჩერებს. ვერავის ზარი, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი ინიციატივა ვერ შეგვაჩერებს. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ვიცავთ მას”, – განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის
ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend. TAP-ის მმართველმა დირექტორმა ტრანსადრიატიკის მილსადენიის გაფართოების ვადები დაასახელა „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, - განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა. შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის - ფარვიზ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40 პროცენტით გაზრდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა რუმინეთის საერთაშორისო გაზის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. აზერბაიჯანი იტალიაში გაზის იმპორტს ზრდის „თუ გასულ წელს მიწოდების მოცულობამ 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს მიწოდება 40 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 11,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე დიდი მოცულობით უზრუნველვყოთ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რაც ევროპას ენერგომომარაგების თვალსაზრისით შეექმნა“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ევროკავშირი აზერბაიჯანს სანდო და სტრატეგიულ ენერგოპარტნიორად განიხილავს - ევროკომისია
მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ განვიხილავთ სტაბილურ კავშირებს და თანამშრომლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კონკურენტუნარიან, დივერსიფიცირებულ და უსაფრთხო გაზის მიწოდებას REPowerEU გეგმის პრიორიტეტების შესაბამისად. ამის შესახებ Trend-ს ევროკომისიაში განუცხადეს. „ენერგეტიკული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებიდან და გადამწყვეტ მომენტში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით გაზის მიწოდების წარმატებით დაწყების საფუძველზე, ევროკავშირი აზერბაიჯანს, როგორც სანდო და სტრატეგიულ ენერგეტიკულ სავაჭრო პარტნიორს განიხილავს. აზერბაიჯანს შეაქვს წვლილი ენერგომატარებლების მარაგების დივერსიფიკაციაში და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ამასთან მზად ვართ გავაფართოოთ თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში“, - აცხადებენ სტრუქტურაში. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის - ფარვიზ შაჰბაზოვი შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განხილვა შესთავაზა
აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განსახილველად, შეხვედრის ადგილი და დრო შესთავაზა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. ბაირამოვის თქმით, ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაეწყოთ. „ორი დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე. სამწუხაროდ, მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი კვლავ მოწოდებულია გააგრძელოს კონფრონტაცია და არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს პოსტკონფლიქტურ ნორმალიზებას, „რათა ავაშენოთ უკეთესი მომავალი ახალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ბაირამოვმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.
ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. პროკურატურის ცნობით, შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ, კამრან ალიევს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის. როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას. „შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოს, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციის და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება. პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი, გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები დაესწრებიან“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ვიზიტით საქართველოში იმყოფება
აქართველოს თავდაცვის უწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. „გენერალ-პოლკოვნიკ ქერიმ ვალიევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონის მშვიდობიან განვითარებას უწყობს ხელს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონში უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობას. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ANCA: აშშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვას განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთისთვის, ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხს განხილავს, რათა „სომხეთი დაიცვას აზერბაიჯანული აგრესიისგან, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით განხორციელდა“ . ამის შესახებ ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) იტყობინება. „1991 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, კონგრესის მტკიცე ორპარტიული ზეწოლის ქვეშ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის საკითხს პირველად განიხილავენ. მათი მიზანია დაეხმარონ სომხეთს, რომ აზერბაიჯანის (თურქეთის მხარდაჭერილი) აგრესიისა და ეთნიკური წმენდისგან თავი დაიცვას“,- ნათქვამია ANCA-ს განცხადებაში. 13-14 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, კონგრესმენმა ადამ შიფმა გაავრცელა რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის კომისიის სხვა წევრებთან ერთად სომხეთის საკითხებზე შემუშავდა. რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის არაპროვოცირებულ თავდასხმებს სომხეთსა და არცახზე, ასევე მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს შეერთებული შტატების მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული ყველა სახის დახმარება. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ინფორმაციას ადასტურებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა, ჟენევაში 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა
დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ერევანმა მშვიდობის შანსი უნდა გამოიყენოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „სომხეთმა სრულად უნდა ისარგებლოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსით“. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში შეხვდებიან ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ვადამდელ შეხვედრას არ გამორიცხავს. 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა
საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყება Trend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით. ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი მიიღოს. IGB უკავშირდება TAP-ს, რომლის მეშვეობითაც შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი ევროპულ ბაზრებს მიეწოდება. გაზსადენის სიგრძე 182 კილომეტრია. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე გაზსადენი წელიწადში სამი მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. მეორე ეტაპზე, ბაზრის განვითარების მიხედვით, მილსადენის გამტარუნარიანობა შეიძლება 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს, რაც საკომპრესორო სადგურის დამატების შედეგად მოხდება. გაზის დაახლოებით ნახევარი - 1,57 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში - უკვე დაჯავშნილია (25 წლამდე) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. დარჩენილი ხელმისაწვდომი სიმძლავრე აუქციონის გზით ორ წამყვან პლატფორმაზე - PRISMA-სა და RBG-ზე იქნება შემოთავაზებული.
სახელმწიფო დეპარტამენტი, სომხეთისა და საზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჟენევაში 2 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. „არარატ მირზოიანმა გაიმეორა სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანის, აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების სწრაფი დაბრუნებისა და ცეცხლის შეწყვეტის უპირობო პატივისცემის აუცილებლობა. ხაზი გაესვა პრობლემების ძალისმიერი ან ძალის მუქარით გადაწყვეტის დაუშვებლობას. ახალი აგრესიის პრევენციის კონტექსტში ხაზი გაესვა საზღვარზე სიტუაციის მონიტორინგისა და კონტროლის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებისა და სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ. მიღწეულია შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ“, - აღნიშნავს სომხური მხარე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ჟენევის შეხვედრისას ბაქოს მიერ შემოთავაზებულ ელემენტებზე დაყრდნობით. „ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოსტკონფლიქტურ პერიოდში ბაქო გააგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ენტონი ბლინკენმა მადლიერება გამოხატა იმ პოზიტიური ნაბიჯებისთვის, რომლებსაც სომხეთი და აზერბაიჯანი დგამენ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმაროს და ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია არის ერთადერთი გზა.
ილჰამ ალიევი: თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გაფორმდეს
თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა
ილჰამ ალიევი გამოდის ინიცატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმა - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი შეიქმნას და მოალაპარაკებები სამმხრივ ფორმატში გაიმართოს. სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პრაღაში „ევროპული პოლიტიკური კავშირის“ სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია ენერგეტიკის, კომუნიკაციების და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხების განხილვა. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია. პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს. 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ. „სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შემდგომი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში. ამასთან აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში. მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება. მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით, სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
ლევან დავითაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. ითქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა მეზობელ სახელმწიფოებს შორის. მინისტრებმა ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების და სტრატეგიული პროექტების შესახებ. კერძოდ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა შეძლებს, გაზარდოს ენერგეტიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობა და ხელი შეუწყოს დარგში ადგილობრივი და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა როგორც ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ქსელების გაძლიერებაზე, ისე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისა და ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობაზე, რომლითაც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, აზერბაიჯანიც შეძლებს, ისარგებლოს. დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას და აღნიშნეს, რომ გასწევენ ძალისხმევას ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობის ახალ ეტაპზე ასაყვანად.
ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. "ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს
აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებსლიბიასთან შეთანხმებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სფერო შექმნა“, - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.
სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასტანაში შეხვდებიან
ყაზახეთის დედაქალაქში, რუსული მხარის ინიციატივით, 14 ოქტომბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა იტყობინება. მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ჟენევაში შეხვდნენ. პრაღაში შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. პრაღაში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიაგანთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს.
მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს
მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ჩვენი გაზის საცავის შევსების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება ორი თვის განმავლობაში. ეს იქნება დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს დამოკიდებული ერთ მიმწოდებელზე. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ მიმწოდებლებს. ეს საკითხი განიხილებოდა აზერბაიჯანთანაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში გვექნება პროდუქტიული მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირის ინტერესს აზერბაიჯანული გაზის მიმართ", - განაცხადა გავრილიცამ. აზერბაიჯანი და მოლდოვა მეგობრები და პარტნიორები არიან, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან პირისპირ შეხვედრისას, იუწყება Trend. „დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში ვიმუშავებთ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, რადგან ასეთი კარგი პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ შესაძლებლობები სხვა სექტორებში. მჯერა, რომ ეს საკითხები სერიოზულად იქნება განხილული თქვენი ვიზიტის დროს. ჩვენ ვიქნებით გარკვეული გამოცოცხლების მოწმენი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ორმხრივი ვაჭრობის დონის ასამაღლებლად. რა თქმა უნდა, გლობალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ჩვენ უკვე განვიხილავთ ამ საკითხებს ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ არსებულ ვითარებას და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიწყოს თანამშრომლობა ამ სფეროებში. ბევრი სხვა სფეროა და მჯერა, რომ იქნება დიდი შესაძლებლობები ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი პოლიტიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, ასეც უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება, პრაღაში შევხვედროდი პრეზიდენტს. თქვენ იცით, რომ ადრე გვქონდა შეხვედრები და სატელეფონო საუბრები. კარგი და საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. დარწმუნებული ვარ, თქვენ დაამყარებთ კარგ ურთიერთობას თქვენს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რათა წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ალიევმა.
ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში
აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ირანმა სამხედრო წვრთნები დაიწყო
ისლამური რევოლუციის გვარდიის სახმელეთო ძალებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მასიური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ყოველწლიური მისიის ნაწილია, რომლებიც IRGC სახმელეთო ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას ისახავს მიზნად. IRGC სახმელეთო ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ პაკპურმა თქვა, რომ წვრთნები მეზობლებისთვის მშვიდობის, მეგობრობის და გრძელვადიანი უსაფრთხოების გზავნილის გადაცემას ადასტურებს. წვრთნების დღის წესრიგშია საჰაერო ხომალდის ოპერაციები, ღამის ოპერაციები, შვეულმფრენის საბრძოლო ოპერაციები, საბრძოლო და თვითმკვლელი თვითმფრინავების ოპერაცია, ასევე, მდინარე არასზე ხიდის მშენებლობა, გზების კონტროლი, სიმაღლეების დაკავება და განადგურება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში 20 ოქტომბერს ჩავა. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩიმ, დღეს განჯაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მეორედ დაეშვება“.
თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს
ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია
ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთში იმყოფება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მისია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. მისია 40 სპეციალისტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭომ ადგილზე 40 სპეციალისტის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ პროცესში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ექსპერტები დროებით ჩაერთვებიან. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.
სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს - აშშ-ის წარმომადგენელი
სამხრეთის გაზის დერეფანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროპის, მათ შორის იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების დაძლევაში. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკულ საკითხებში, ჯეფრი პაიეტმა განუცხადა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში „ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ეს პროექტი, ევროპისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების თამაშის წესებს ცვლის. ჩვენ ველით პროექტის მეორე ნაწილის დასრულებას, რომლის თანახმადაც, გაზს აღმოსავლეთ ბალკანეთი მიიღებს. ჩვენ ასევე ვაფასებთ, თურქეთის ქმედებებს, რომელმაც გამოიყენა თავისი გაზმომარაგების სადგურების სიმძლავრეები იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებს ბუნებრივი აირი მიეღოთ. გაზის მიწოდების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი გათვლილია იმაზე, რომ თანდათან უარი ვთქვათ ნახშირწყალბადების ენერგეტიკაზე რეგიონში და ამით დავიცვათ კლიმატი“, - აღნიშნა პაიეტმა. ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს მისი თქმით, როგორც NATO-ს წევრი, თურქეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში და ენერგომატარებლების დივერსიფიკაციის კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.
კოსტას სკრეკასი: საბერძნეთი დაინტერესებულია სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებით
საბერძნეთი სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებითაა დაინტერესებული. საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს ამის შესახებ საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კოსტას სკრეკასმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს საბერძნეთისთვის გაზის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ბაქოს ცნობით, სომხეთმა აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით, სროლა განაახლა. უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 18 ოქტომბრის საღამოსა და 19 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის დაშქესანისა და გადაბაის რეგიონების დასახლებების მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია დაბომბვა განხორციელდა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა. ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი სამუშო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად ზანგილანის ახალი საერთაშორისო აეროდრომის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. როგორც ცნობილია, დღის მეორე ნახევარში თურქეთის სახელმწიფოს ლიდერი ახალი რკინიგზის სადგურის, გიუმლაკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის მშენებლობის დაწყებაში მიიღებენ მონაწილეობას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის. „ჩვენ ასევე ვხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში", - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში. „ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაასრულონ ისინი. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, შუშასკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ეს ადგილები გამოცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. ილია დარჩიაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შესაძლებლობა ექნებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილონ ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება. ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართვის საკითხი განიხლოს ამასთან, ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას. „ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია. აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი. ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია
გიორგი ვოლსკი: შეიძლება, ღარიბაშვილისა და ალიევის პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი
შეიძლება პრესკონფერენციაზე დავით-გარეჯზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თემა დღის წესრიგიდანაა მოხსნილი. დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია "დარწმუნებული იყავით, დავით გარეჯის თემა არის და იქნება ჩვენი სამუშაოს დღის წესრიგში. საგანგებო ვითარებაა შექმნილი, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და აზერბაიჯანი თავის თავზე ვალდებულებას იღებს, ამ ურთულეს პერიოდში ევროპა მოამარაგოს ენერგორესურსებით. ამ საკითხებზე იყო საუბარი და არც ერთი ეს სტრატეგიული თემა არ არის ყურადღების ქვეშ "ნაცმოძრაობისთვის". დავით გარეჯაზეც იქნება საუბარი რასაკვირველია, ეს თემა მუდმივია, ეს არის ჩვენი პერმანენტული ტკივილი, რაც სამწუხაროდ, დაგვიტოვა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გარკვეული ტელევიზიები წარმოადგენენ. შეიძლება პრესკონფერენციაზე საუბარი არ იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი”,- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი დღის წესრიგში, კიდევ ერთხელ 2020 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დადგა, რაც აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. საკითხი ყურადღების ცენტრში 2019 წლის აპრილშიც იყო, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ მოსკოვში, აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ, რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 20 და 21 ოქტომბერს პირველი არხის გადაცემის „დიდი თამაშის“ ეთერში გაკეთებულ მტრულ განცხადებებთან დაკავშირებით. „გადაცემის ეთერში, სომხური წარმოშობის რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები ახორციელებდნენ გულწრფელ ანტიაზერბაიჯანულ თავდასხმებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა და დამახინჯდა ეთერში ჩვენებისას, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული რუკა“, - ნათქვამია განცახდებაში. აზერბაიჯანის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ თოქ-შოუს სტუმრები „თავიანთი გამოსვლებით აპროვოცირებენ სომხურ საზოგადოებაში რევანშისტურ ძალებს, აცოცხლებენ წარსულში დარჩენილ კონფლიქტს და ღიად უჭერენ მხარს სეპარატიზმს, თესენ მტრობას ორ ხალხს შორის“. საელჩომ აღნიშნა, რომ მიკერძოებული განცხადებების გამოყენება სახელმწიფო ტელევიზიაზე და აშკარა პოლიტიკური პროვოკაციების აღიარება არა მხოლოდ ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც არაერთხელ გამოთქვა ქვეყნის პრეზიდენტმა, არამედ ძირს უთხრის გრძელვადიან პერსპექტივის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს. „რეგიონში ჩამოყალიბებული მყიფე მშვიდობის კონტექსტში, მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ პროვოკაციების აღკვეთაზე, რამაც შესაძლოა, დაძაბულობა და ვითარების გამწვავება გამოიწვიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ემინ ამრულაევთან, რომლის დროსაც მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. "მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. შეხვედრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, რაც ითვალისწინებს საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების, აზერბაიჯანში კი, ქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას. ასევე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის საგნის გამოცდის დავალებები შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის პარტნიორობის შედეგად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზებას. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში. დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას, აგრეთვე, ქართული და აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სწავლებას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო საფეხურზე. თავის მხრივ, ემინ ამრულაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ენის სწავლების კუთხით, რაც მათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისა და საზოგადოებაში უკეთ ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია: 31 ოქტომბერს სოჭში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები შეხვდებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში ჩასვლას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანზე დაყრდნობით იუწყება. კრემლს მანამდე, პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, სამმხრივი მოლაპარაკებების თარიღთან დაკავშირებით TASS-ის კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ ამის შესახებ „დამატებით გახდება ცნობილი“.
აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში
აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა შვეიცარიაში ფუად ისკენდეროვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო თანამშრომლობა ძალიან კარგად არის განვითარებული, იზრდება რეგიონის გავლით სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობა. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი: ზანგეზური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება
აზერბაიჯანი აქტიურად უწყობს ხელს ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს მისი თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს. „შენდება და აღდგება საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ამავდროულად, სომხეთის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, არ ტარდება პრაქტიკული ქმედებები, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და არც პროექტები მზადდება“, - აღნიშნა მუსტაფაევმა. ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია
მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მიხეილ ჩხენკელი ბაქოს საჯარო სკოლებს ესტუმრა, ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა და STEAM-ისა და ციფრული ტექნოლოგიების კლუბების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს დაესწრო. მინისტრმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA Universiteti) მოინახულა, სადაც უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა ბაქოს მრეწველობის, ინოვაციებისა და პროფესიული განათლების სახელმწიფო ცენტრშიც გამართა, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.მიხეილ ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე, საერთო მიზნებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამ რულაევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია განათლების ყველა მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, ეს სოჭშიც დაადასტუროს. „სომხეთი, სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ წარმოადგინა“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ზე. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის
ფაშინიანი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში 15-20 წლით დარჩებიან
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა, 31 ოქტომბერს სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში რუს სამშვიდობოებს ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდებათ. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე ამის შესახებ მან მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა. „ოფიციალურად ვაცხადებ: მზად ვარ, ხელი მოვაწერო დოკუმენტს სოჭში და ვაღიარო, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა ყარაბაღში უპირობოდ და წინაპირობის გარეშე გაგრძელდება 10, 15, 20 წლით. მე ვთავაზობ, რომ რუსეთის პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის სამმხრივი დოკუმენტი და თუ რუსეთთან შევთანხმდით, ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონა, ჯერ არ შესრულებულა. „ეს კითხვები უნდა დაისვას - რუსეთი მკაცრად იცავს თავის წინადადებებს თუ არა“, - განაცხადა ფაშინიანმა. როგორც ცნობილია, ამ თვის ბოლოს ფაშინიანი სოჭში გაემგზავრება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად. 2020 წლის ნოემბერში სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების თანახმად, გადაწყდა რეგიონში რუსეთის ფედერაციის „სამშვიდობო კონტინგენტის“ განლაგება. აგვისტოში ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შექმნილი ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან დაკავშირებით სომხეთის საზოგადოებას კითხვები აქვს. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერს გაიმართება. რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის
რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში
წყარო -EUMM (ევროკავშირის მონიტორინგის მისია) Europetime უცვლელად გთავაზობთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მომზადებულ მასალას. კითხვები და პასუხები სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის სომხურ მხარეს, სადამკვირვებლო ექსპერტების გაგზავნის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში ამოქმედდა. _რატომ აგზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო პოტენციალს სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი პასუხობს პრეზიდენტ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელს შორის ოთხმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას. გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის შექმნის შესახებ, უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის შეთავაზებით საგარეო საქმეთა საბჭოზე 17 ოქტომბერს მიიღეს. ევროკავშირის პირველი დამკვირვებლები ადგილზე ამოქმედდნენ 20 ოქტომბრიდან. მისიის მანდატია, დააკვირდეს ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში, რათა მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას და ევროკავშირს საშუალება მისცეს უკეთ დაეხმაროს სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთში შეასრულებს ორ ძირითად ამოცანას: 1) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით; 2) სამხედრო რესურსის კონფიგურაციის და ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განვითარებული მოვლენების შესახებ რეგულარული და სპეციალური ანგარიშგების მეშვეობით, ევროკავშირის გუნდი დააკვირდება ვითარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. _კონკრეტულად სად განლაგდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? პასუხისმგებლობის რაიონი იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხური მხარე. _არის თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის პოტენციალი სამხედრო მისია? არა. განლაგდებიან მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები. _რისგან შედგება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი? იგი შედგება ევროკავშირის 40-მდე სამოქალაქო სადამკვირვებლო ექსპერტისგან, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან ორი თვის განმავლობაში. _განლაგდება თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო ასეთივე პოტენციალი აზერბაიჯანში? არა. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი განლაგდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის სომხურ მხარეს. მთავარი მიზანია ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე დაკვირვების გზით. _რა იყო ტექნიკური შეფასების მისიის როლი, რომელიც სომხეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა? ევროკავშირის ექსპერტების ტექნიკური შეფასების მისია სომხეთში მიზნად ისახავდა მომზადებას ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებისთვის. მისი როლი იყო საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ადგილზე შეფასების ჩატარება და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კავშირის დამყარება. _როგორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის განლაგებაში? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალის სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გაიგზავნნენ სადამკვირვებლო ექსპერტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგამს სამოქმედო ნაბიჯებს ისე, რომ ამან არ იქონიოს გავლენა მის სადამკვირვებლო შესაძლებლობებზე საქართველოში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს თავის საქმიანობას საქართველოში ყველა საოპერაციო მიმართულებით. ეს მოიცავს 24/7, წელიწადში 365 დღე დაკვირვებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რათა უზრუნველყოს სტაბილურობა საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავისი მანდატის სრულად შესრულების ერთგული რჩება. _რას დააკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ანგარიშგებას მოახდენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო რესურსის კონფიგურაციასა და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს უკეთ დაეხმაროს ორი მხარის სასაზღვრო კომისიების მუშაობას. ევროკავშირის დამკვირვებლები ასევე დააკვირდებიან ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოვლენებს. მათ არ ექნებათ საგამოძიებო როლი. _გააკეთებს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი დასკვნებს იმის შესახებ, თუ რომელმა მხარემ დაიწყო ესკალაცია 13 სექტემბერს და გასცემს თუ არა რეკომენდაციებს შემდგომი ესკალაციების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯების შესახებ? ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და სამსახურებს მოახსენებს ორ ქვეყნას შორის საზღვრის გასწვრივ დაკვირვების შესახებ. ის არ განახორციელებს თვითნებურ მოქმედებას და არ გამოიტანს პოლიტიკური ხასიათის დასკვნებს თავისი დაკვირვების საფუძველზე. _თანამშრომლობენ თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი და ეუთოს შეფასების მისია? ეს არის ორი განცალკევებული მისია ორი განსხვავებული მანდატით. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალს კავშირი ექნება ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ეუთოსთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალსა და ეუთოს მიერ განლაგებულ ძალისხმევას შორის საქმიანობის დუბლირება არ არის. _არის თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო პოტენციალი ერთადერთი საშუალება, რომლითაც ევროკავშირი მხარს უჭერს დეესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირი მჭიდროდ არის ჩართული ორივე მხარეს შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვაში. დღევანდელი მდგომარეობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გასულ წელს ბრიუსელში უმასპინძლა ლიდერთა ოთხ სამმხრივ შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის. პირველი მათგანი შედგა 2021 წლის 14 დეკემბერს, რომლსაც მოჰყვა აზერბაიჯანის მიერ 10 სომეხი პატიმრის გათავისუფლება და შეთანხმებები სამშვიდობო პროცესის მიმართულებით მუშაობის გზაზე. შემდგომი შეხვედრები გაიმართა 2022 წლის 6 აპრილს, 2022 წლის 22 მაისს და 2022 წლის 31 აგვისტოს. კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი ასევე ჩართული იყო ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრებთან რეგულარული კონტაქტის მეშვეობით. ასევე გაიმართა შეხვედრები სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან გრიგორიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველ გაჯიევს შორის, რომლებსაც ბრიუსელში უმასპინძლეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლაარმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველმა გრონომ. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ კლაარს ასევე ჰქონდა ხშირი კონსულტაციები ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან, მისი მანდატის და უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე პრეზიდენტ ბორელისგან მიღებული დავალების შესაბამისად.
ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია
სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანული ჯარების საწყის პოზიციებზე გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. ფაშინიანმა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაწყისში ერევანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მექანიზმების შექმნა. „რუსეთის პოზიცია იყო, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება გახდება საზღვრის უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ დავეყრდნოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ინტერპრეტაციას. მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ქვეყნის ახალი ტერიტორიები, ამიტომ რუსეთის მკაფიო პოზიცია 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებზე გაყვანის აუცილებლობის ფორმულირებით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ალიევმა, ფაშინიანმა და პუტინმა სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
სოჭში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მკაცრად შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები. განცხადების თანახმად, „მხარეები შეთანხმებების შესრულებაზე მზადყოფნას ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“. მათ ხაზი გაუსვეს „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“. „ქვეყნის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის შესაბამისად. რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას უზრუნველყოფს”, - წერია განცხადებაში.
უნგრულმა კომპანიებმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტზე მოლაპარაკებები დაიწყეს
უნგრეთი ნამდვილად არის დაინტერესებული აზერბაიჯანული გაზით, ამის შესახებ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ტამაშ ტორმამ 3 ნოემბერს Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემა მალე იქნება მზად აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მისაღებად. ამასთანავე, ელჩის თქმით, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე უნგრეთისთვის, განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ამოცანაა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ჩვენი შესაძლო გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია სოკარსა და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს MOL-სა და MVM-ს შორის. თუმცა იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მიწოდებასა და სატრანსპორტო სიმძლავრეებში და კონკრეტული ვალდებულებები უნდა იყოს აღებული არამხოლოდ უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ნოემბერს, ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი. ბაქოში აცხადებენ, რომ საპასუხოდ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „რეაგირების ადეკვატური ზომები“ მიიღეს. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ერევანში აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს. "სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია", - აცხადებს ოფიციალური ერევანი. შეგახსენებთ, რომმ 3 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მხარეებმა მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდეს.
საქართველო ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია. „დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება. KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ. „ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.
ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ არის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მეგობარი და მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, მშვიდობის მისაღწევად მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად. „აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი არის საუკეთესო გზა ჭეშმარიტად გრძელვადიანი მშვიდობისკენ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტი ორივე ქვეყნის უფლებების უზრუნველყოფაში, იმ უფლებების, რომლებსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს, რომ 30 წელზე მეტი ხანგრძლივობის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი – ადამიანების დაკარგული სიცოცხლე, ღრმა იარები, თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ნამდვილი და მამაცი ნაბიჯები ორივე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც მიმართულია წარსულის უკან დასატოვებლად და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობისკენ. ორივე ქვეყანა მუშაობს ამ მიზნისთვის და საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
კელი დეგნანის თქმით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრას მიესალმა, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ენტონი ბლინკენის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირი დიალოგი ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო გზაა „ნებისმიერ დროს, როცა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთად სხდებიან სასაუბროდ, ეს აზრთა გაცვლის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ასე რომ, ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვაშინგტონში, მდივან ბლინკენთან. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის განსხვავებების გადასალახად. ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის. ახლა გაერთიანება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განუცხადა ელჩმა მედიას. ცნობისათვის, ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
ილჰამ ალიევი: სომხეთს უნდა ახსოვდეს ყარაბაღის მეორე ომის გაკვეთილები
სომხურმა მხარეს უნდა ახსოვდეს მეორე ყარაბაღის ომის გაკვეთილები და გაიაზროს, რომ ცეცხლთან თამაში ერევანს ძვირად დაუჯდება. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბერს ქალაქ შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „ეს სომხეთის ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია, თუ ვინმე სხვა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გეგმებს კიდევ ერთხელ მოაწყობს, ის ჩვენი ქვეყნის „რკინის მუშტს“ დაუპირისპირდება. ეს აჩვენა ბოლო ორი წლის მოვლენებმა“, - აღნიშნა ალიევმა. მისივე თქმით, დღეს სომხეთში რევანშისტულ ძალებს არ სურთ 2020 წლის ომის შედეგებთან შეგუება. ალიევმა შუშაში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრებზე მიმდინარე წლის მოვლენები, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბრის მოვლენები გაიხსენა. „ეს ყველაფერი გაკვეთილი უნდა იყოს სომხეთისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ისინი საბოლოოდ გააცნობიერებენ და იზრუნებენ საკუთარ საშინაო საქმეებზე და არ შეეხებიან მეზობლების მიწებს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიებზე დროებით იმყოფებიან.
ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ევროპაში 9,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 6,9 მილიარდი შეადგინა, საქართველოში - 2 მილიარდი კუბური მეტრი. შაჰბაზოვმა აღნიშნა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზის ექსპორტი 17,4 პროცენტით გაიზარდა.
მაკრონი მზადაა, მხარი დაუჭიროს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა სომხეთის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას, განაცხადა მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას. ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მიაღწიოს რეგიონში პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობის დამყარებას გრძელვადიან საფუძველზე. მაკრონი ფაშინიანს 19 ნოემბერს შეხვდება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალიევმა ხაზი გაუსვა „ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მიდგომის დემონსტრირების მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარის მიერ ბოლო დღეებში წარმოდგენილი განცხადებები, სავარაუდოდ, „ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგს“.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
14 ნოემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მიწვევით თვილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი თბილისში, ჰეიდარ ალიევის პარკში მივიდა, სადაც მის ხსოვნას პატივი მიაგო და პოლიტიკოსის ძეგლი გვირგვინით შეამკო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრების სერიაა დაგეგმილი.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას", რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას მოაწერეს ხელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსტორს პრესსამსახური ავრცელებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სასწავლებლის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ლაბორატორიები, ლაზარეთი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული დარბაზები და იუნკერების საცხოვრებლები დაათვალიერებინა. მოგვიანებით, ოფიციალური პირები დაესწრნენ სამმხრივ სპორტულ ღონისძიებებს, რომელშიც აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი კურსანტები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ფუტსალში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამხედრო აკადემიების სამმხრივი ფორმატით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის აკადემია მასპინძლობს. აკადემიაში სტუმრად აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის სახელობის სამხედრო ინსტიტუტის და თურქეთის სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების და საზღვაო ძალების სასწავლებლების კადეტები იმყოფებიან. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
აზერბაიჯანი ხანკენდში გაზსადენს ააშენებს
აზერბაიჯანი, აღდამიდან ხანკენდამდე, გაზსადენს ააშენებს. პროექტის განხორციელება 2025 წლიდან იგეგმება. გაზსადენის განშტოებებზე კონტროლის პუნქტები გაიხსნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომელიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაამტკიცა.
ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს
ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. „მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს „აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, კონკრეტული ქვეყნისთვის უზარმაზარ დივერსიფიკაციას ნიშნავდეს“, -განაცხადა ელნურ სოლტანოვმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის REPower EU-ის გეგმაში და დოკუმენტში „ევროკავშირის გარე საქმიანობა ენერგეტიკულ სექტორში ცვალებად სამყაროში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების ფარგლებში, წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანზიტია შესაძლებელი. მისივე თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფაში. დოკუმენტებში ასევე ხაზგასმულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა, SGC-ის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
საქართველო და აზერბაიჯანი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობენ
საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ტერმინალის მშენებლობის მიზანია, ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი. ანალოგიური პროექტი, 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ არ განხორციელდა. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პროექტი AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.
ტოივო კლაარი აზერბაიჯანში ჩავა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ ტოივო კლაარმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, ჰქონდა სასარგებლო შეხვედრები ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვენაში და ახლა ბაქოში „მნიშვნელოვან შეხვედრებს“ გეგმავს.
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა
კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 40 მილიონ ტონა კონდენსატს შეადგენს.
აზერბაიჯანში უდიდესი სარკინიგზო ხიდი შენდება
„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს. ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა. იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი. პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.
ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა, ფაშინიანს მაკრონის თანდასწრებით შეხვდეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 7 დეკემბერს, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არ შეხვდება, რადგან სომხეთის ლიდერმა მოლაპარაკებებზე ემანუელ მაკრონის დასწრება მოითხოვა. „ფაშინიანი შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მიიღებდა მონაწილეობას", - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ გაიმართება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, პრაღაში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ გააკრიტიკა აზერბაიჯანი ემანუელ მაკრონმა და დაადანაშაულა ბაქო იმაში, რაც არ ჩაუდენია. ამასთან, ალიევის განმარტებით, საფრანგეთის სენატის მიერ ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის მიღება, აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა კიდევ ერთ ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციას მიიღებს. საფრანგეთის მხრიდან ჩვენზე შეტევის მცდელობა იყო ფრანკოფონიის სამიტის საშუალებითაც, ეს მიუღებელია რადგან ფრანკოფონია ჰუმანიტარული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის ამ განცხადებას სომხური მხარე გამოეხმაურა. „შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრა პრაღაში, სადაც შეხვედრების გაგრძელების შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული, ოთხმხრივ ფორმატში გაიმართა და ლოგიკურია, რომ შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს. აზერბაიჯანული მხარის ყველა განცხადება, რომელიც სომხურ მხარეს ადანაშაულებს შეხვედრისა და სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 7 დეკემბრის შეხვედრისთვის, პრაღაში მიღწეული შეთანხმებისა და ფორმატის შესაბამისად“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების სპიკერმა. შეგახსენებთ, წელს ალიევი და ფაშინიანი რამდენჯერმე შეხვდნენ ბრიუსელსა და მოსკოვში. ოთხმხრივ ფორმატში ასევე გაიმართა შეხვედრა პრაღაში. ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის
სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს
სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 აგვისტოს, სერბეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფისმა განაცხადა, რომ ბელგრადი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენას ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
ფილიპ რიკერი აზერბაიჯანში იმყოფება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებზე და ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების თაობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიეტნამი აზერბაიჯანისგან ნავთობის შესყიდვით დაინტერესდა
ვიეტნამი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის შემოტანით. ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ჩუან ფუკმა აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, შოვგი მეჰდიზადესთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend ვიეტნამურ მედიაზე დაყრდნობით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მხარეებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სავაჭრო თანამშრომლობის გასააქტიურებლად. მან აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს ქვეყანაში ელექტრონიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და თავდაცვის სფერო. ელჩმა მეჰდიზადემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიეტნამთან თანამშრომლობას.
საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის. სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს
ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმის იუსტიციის სახლშიც უმასპინძლა. ფიქრათ მამადოვი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და მობილურ იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ბათუმში წელს პირველად ტარდება საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. მისი მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. საქართველო და აზერბაიჯანი ღონისძიებას მორიგეობით უმასპინძლებენ.
აზერბაიჯანი და თურქეთი ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ტარდება. სამხედრო წვრთნები ბაქოს, ასტარას, ჯაბრაილისა და იმიშლის რეგიონებში მიმდინარეობს. წვრთნებში აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარები, საჰაერო ძალები, სპეცრაზმი, საინჟინრო ჯარები, სარაკეტო და საარტილერიო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.
აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ
17 დეკემბერს ბუქარესტში, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი და საქართველო ევროპის ამ ქვეყნებისთვის მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. აზერბაიჯანიდან ელექტრო კაბელი რუმინეთამდე, შემდეგ უნგრეთამდე გაგრძელდება, ხოლო საქართველო სატრანზიტო ფუნქციას შეასრულებს. პროექტის დეტალები, დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რუმინელ კოლეგასთან ბოგდან აურესკუსთან ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში განიხილა. „აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები ევროპის ელექტროენერგიით მომარაგების ახალი მარშრუტის შესაქმნელად“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ
თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის იანვარში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. (კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოს ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ). ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თანამშრომლობის მყარი პოტენციალი, რაც ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძისა და ADB-ის საერთაშორისო ექსპერტის რადომირ ჯურიჩის შეხვედრის დროს გახდა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის კონცეფციაზე მუშაობს. მხარეებმა საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯურიჩმა, შეხვედრის მონაწილეებს ობიექტის მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების პირობების შესახებ კონცეფცია წარუდგინა.
აზერბაიჯანი: უკრაინას 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს ვუგზავნით
აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის. "დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე გაიგზავნა, მეორე ნაწილის გაგზავნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 52.2 ტონაა, საერთო ღირებულება კი - 1 მილიონ 422 ათას მანათს (800 000 აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს. მოცულობა დაახლოებით 1 მილიონ 422 ათას მანეთს შეადგენს, მეორე სატვირთო კოლონის გასვლა უახლოეს დღეებში იგეგმება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაუგზავნა
უკრაინული მხარის მიმართვის საფუძველზე აზერბაიჯანმა უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანში უკრაინის ელჩის და Azerenergy OJSC-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, გობუს ენერგეტიკული ცენტრის ტერიტორიიდან სატვირთო მანქანები 45 ტრანსფორმატორით და 50 გენერატორით გაიგზავნა. ტვირთის საერთო წონა, დაახლოებით 52,2 ტონაა და მისი ღირებულება 840 000 აშშ დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების ჯამურმა ღირებულებამ უკვე თითქმის 18 მილიონი დოლარი შეადგინა. 90-მდე უკრაინელი ბავშვი, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ და ოჯახის წევრები დაკარგეს, აზერბაიჯანში სამედიცინო და სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ჩაიყვანეს. აზერბაიჯანი: უკრაინას 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს ვუგზავნით
ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს ნოტა გაუგზავნა
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით მთიან ყარაბაღში წიაღისეულის უკანონო ექსპლუატაციის გამო აზერბაიჯანმა რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აიხან ჰაჯიზადემ აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. „ხშირ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მხარის ეს მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა და ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციის აღსაკვეთად არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. ჩვენი ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით ეხება კიზილბულაგის ოქროს და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს",- აღნიშნა აიხან ჰაჯიზადემ. ჰაჯიზადემ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენლებს კიზილბულაგისა და დემირლის საბადოების ტერიტორიაზე არ უშვებენ. მისივე თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, თავიდან აიცილოს ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაცია იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ეკოლოგიის სამინისტროების წარმომადგენლები მივიდნენ გიზილბულაგისა და დამირლის საბადოებზე, რათა იქ, შესაძლო უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით მონიტორინგი განეხორციელებინათ. „ადგილობრივმა აქტივისტთა ჯგუფმა“ ოფიციალურ პირებს შახტების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ეს დაუშვებელია, რადგან მონიტორინგის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესა და RMK-ს სარდლობას შორის მოლაპარაკებებზე წინასწარ იყო მიღწეული.
აზერბაიჯანის სარკინიგზო გადაზიდვები იზრდება
აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განუცხადა. „თუ შარშან სარკინიგზო ტრანსპორტით 15 მილიონი ტვირთი იყო გადაზიდული, მაშინ ამ წლის 11 თვეში 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზარდა. წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 18,5 მილიონ ტონას მიაღწევს“, - განაცხადა რუსტამოვმა.
აზერბაიჯანში ციფრული საბაჟო იქმნება
აზერბაიჯანი, საბაჟოებზე ციფრული ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შაჰინ ბაგიროვმა მილი მეჯლისის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ინვესტიციებია საჭირო ICT ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. მთელი მონაცემთა ბაზა განთავსებულია საინფორმაციო სისტემებში და უსაფრთხოების სისტემის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო კიბერშეტევებმა შეიძლება შექმნას პრობლემები", - განაცხადა შაჰინ ბაგიროვმა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება.
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ერევანში, „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს. აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის ფორმატი, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - აზერბაიჯანის ელჩი შვეიცარიაში ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ეს ახალი იდეა არ არის და ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად. „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდობ, რომ ეს იდეა შენარჩუნებულია. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ეს არ გახლავთ ახალი იდეა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ იდეას, მაგრამ მე გამოვდიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულის შეთავაზებით: ეს მოედანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს გამოყენებული მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ფაშინიანმა. ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ
თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტროენერგიით ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ელექტროენერგიის გადაცემაზე თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქმენეთის სრული წევრობა თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჯგუფს. 2021 წლიდან თურქმენეთს ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
აზერბაიჯანში ნაღმზე 8 ადამიანი აფეთქდა
14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალბაჯარის რაიონის სამხედრო პროკურატურამ, სოფელ ჩირაგში 8 ადამიანის ნაღმზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანიის 4 თანამშრომელი სოფელში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭრილების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილი 4 სამხედრო მოსამსახურე ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ერთი კი დაიღუპა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
15 დეკემბერს, 11:00 საათზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა
საქართველოსა და აზერბაიჯანსა შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ღარიბაშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული „სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას“. „დიდი პატივია ჩემთვის ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე საუკუნეების განმავლობაში გვაქვს ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს, რაც იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მიმეღო მონაწილეობა ბაქოში აღნიშნული კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში. წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, რაც ჩვენი საერთო მიზანი და სურვილია, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კარენ დონფრიდი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს
აშშ აზერბაიჯანისთვის, თურქმენული გაზის მიწოდების მხარდაჭერის შესაძლო გზებს იკვლევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება - თურქული კვლევითი ცენტრი „აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში ენერგომომარაგების დივერსიფიკაციასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთის გაზის დერეფანს. SGC ხელს უწყობს ევროპაში ენერგიის იმპორტის მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციას, რაც ახლა აშშ-ს პოლიტიკის პრიორიტეტია. აშშ იკვლევს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს თურქმენული გაზის მიწოდებას აზერბაიჯანში, რათა გაზარდოს არარუსული ბუნებრივი აირის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დონფრიდმა. მისივე თქმით, ივლისში ევროკავშირმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის იმპორტის გაორმაგების შესახებ, წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. „არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ საჯაროდ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანულ გაზზე უფრო ფართო წვდომის უზრუნველყოფის შესახებ. აზერბაიჯანს ასევე აქვს განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის მნიშვნელოვანი პოტენციალი და ჩვენი დახმარება სწორედ ამისთვისაა მიმართული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ევროპული დიპლომატიის პირველი წარმატება აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის დივერსიფიკაციისა და თანამშრომლობის შესახებ“, - განაცხადა დონფრიდმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
პრეზიდენტი: საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის
ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ახლო მომავალში შედგება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ასეთი პოზიტიური განვითარება, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უფრო მყარ საფუძველს ქმნის. მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემას ემყარება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ამასთან, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას. აზერბაიჯანის პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით არსებული უდიდესი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. მათივე ცნობით, საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე, ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
აზერბაიჯანი: სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ამ თვის ბოლომდე გაიმართება
ამ თვის ბოლომდე სომხეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე „პირველი დღიდან აზერბაიჯანული მხარე იყო სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი", - განაცხადა მინისტრმა. „აზერბაიჯანის ღიაობა დიალოგისთვის კიდევ ერთხელ მოწმობს თანამშრომლობის პირობებში საკითხების გადაწყვეტის მხარდაჭერას. აზერბაიჯანმა ეს მიდგომა ადრეც აჩვენა. გზის მშენებლობისას, რომელიც ლაჩინის გზის ალტერნატივაა. კონტაქტები დამყარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელთა მოთხოვნებიც გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ენტონი ბლინკენს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის სამმხრივი შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ბლინკენის თქმით, პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისთვის. „აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. პირდაპირი დიალოგი საუკეთესო საშუალებაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და გამართონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ორივე მინისტრმა გამოხატა მადლიერება ამერიკულ მხარის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
შვეიცარია, აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოცულობას ზრდის
აზერბაიჯანი დაინტერესებულია შვეიცარიასთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელნურ ალიევმა აზერბაიჯანულ-შვეიცარიულ ბიზნეს ფორუმზე განაცხადა. „ამას მოწმობს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. ბოლო დროს შვეიცარიამ 48 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა SOCAR-ის შვილობილი კომპანიის მნიშვნელოვანი როლი შვეიცარიაში. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას ელნურ ალიევმა აღნიშნა, რომ მხარეები აპირებენ გააფართოონ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა პარლამენტებისა და წამყვანი სამინისტროების დონეზე. „ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული 28 დოკუმენტი უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, გაზის ტურბინის ელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა.
აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს
16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს. „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2022 წლის 18 ივლისს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
ილჰამ ალიევი: დასახული მიზნების განხორციელებისთვის, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ „ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რომელსაც ხელს ვაწერთ დღეს, იქნება ძალიან დიდი წვლილი ევროპის ენერგო უსაფრთხოების საქმეში. ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი მწვანე დერეფნის განვითარების კუთხით. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მისი უწყვეტი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მიმართ, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგო დივერსიფიკაციის პროექტების თაობაზე. წელს, ივლისში, ქალბატონი ურსულას ვიზიტი აზერბაიჯანში აღინიშნა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგოუსაფრთხოების სფეროში და ამ დოკუმენტის განხორციელება უკვე დაიწყო. გასულ წელს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე იყო 8,2 მილიარდი კუბური მეტრი ენერგია, წელს - 11,3 მილიარდი, მომავალ წელს იქნება სულ მცირე 11, 6 მილიარდი. ბუნებრივი აირის ჯამური ექსპორტი მომავალ წელს იქნება თითქმის 24 მილიარდი კუბური მეტრი. შესადარებლად მინდა ვთქვა, რომ 2021 წელს იყო 19 მილიარდი“, - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. „გუშინ, „სოკარმა“ და „რომგაზმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე აზერბაიჯანიდან რუმინეთში, რომელიც მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამდენად, აზერბაიჯანი აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს, ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით ევროპის მიმართ. ეს არის ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიცია - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნები აპირებენ, რომ სანდო მიმწოდებლები გახდნენ ევროპის მიმართ და ეს ძირითადად ეხება მწვანე ენერგიას. აზერბაიჯანის განახლებადი ენერგოპოტენციალი 27 გეგავატზე მეტია, ეს არის მზის, ჰიდრო, ასევე ქარის ენერგია კასპიის ზღვიდან. ერთად, ჩვენ, სტრატეგიული პარტნიორები, ვაპირებთ, რომ სამ გეგავატიან ქარის და ერთ გეგავატიან მზის ენერგია 2027 წლისთვის გამოვიმუშაოთ და ექსპორტზე გავიტანოთ. 2027 წლისთვის ვაპირებთ, რომ დამატებითი წარმადობა შევქმნათ, თითქმის 6 გეგავატის ოდენობით. ერთადერთი კომპანია აპირებს ათ გეგავატიანი მწვანე ენერგიის წარმოებაში განახორციელოს კაპიტალდაბანდება“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის პირველმა პირმა განაცხადა, ორი დღის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა ჩარჩო შეთანხმებას კიდევ ერთ გლობალურ კომპანიასთან. მისივე თქმით, შეიქმნება მინიუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. „ეს კომპანია აპირებს კაპიტალდაბანდება განახორციელოს 12 გეგავატი ქარის და მზის ენერგიის გამომუშავებაში აზერბაიჯანში. ამიტომ მინიმუმ, სამი გეგავატი მიწოდების წარმადობა შეიქმნება აზერბაიჯანული ექსპორტის პირველ ფაზაში. იმისათვის, რომ ეს მიზნები დაკმაყოფილდეს, ჩვენ ქმედითად უნდა ვიმუშაოთ. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან. მე ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ“, - დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ევროკომისიის პრეზიდენტი: მოხარული ვარ, რომ საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე
შავი ზღვის ორი სანაპირო არასდროს ყოფილა უფრო ახლოს - მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიებზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს „შავი ზღვის ორი სანაპირო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ასე ახლოს არასდროს ყოფილა! მოხარული ვარ, რომ რუმინეთის, უნგრეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგო შეთანხმება ამხელა აქცენტს აკეთებს განახლებად ენერგიაზე. ახლა ჩვენ ვამყარებთ უფრო მტკიცე ენერგეტიკულ ურთიერთკავშირებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი უსრულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე. ცნობისთვის, აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ
ლაჩინის გზაზე აზერბაიჯანელი აქტივისტების აქცია მიმდინარეობს
რუსი სამხედროების დროებითი კონტროლის ქვეშ მყოფი შუშა-ხანკენდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ინიცირებული საპროტესტო აქცია უკვე მერვე დღეა გრძელდება. აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა აქცია შუშის მახლობლად ხანკენდის სომხეთთან დამაკავშირებელ გზაზე 12 დეკემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები სიცივის მიუხედავად ტერიტორიას არ ტოვებენ. აქტივისტები სკანდირებენ ლოზუნგებს გარემოსდაცვითი ტერორის, საბადოების უკანონო ექსპლუატაციის წინააღმდეგ და ასევე ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის მეთაურთან, ანდრეი ვოლკოვთან შეხვედრას მოითხოვენ. 11 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ნოტა გადაეცა ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აზერბაიჯანელი ექსპერტების ჯგუფი ვერ აკონტროლებდა ეკოლოგიურ მდგომარეობას რუსი სამხედროების დროებითი განლაგების ტერიტორიებზე.
ცნობილია, როდის დაასრულებს აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას
ორ წელზე ნაკლებ დროში აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთზე ყველა სამუშაოს დასრულება იგეგმება. ადგილზე სამუშაოების 40% რკინიგზის ხაზზე და 70% მაგისტრალზე დასრულებულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. ეს გამოიწვევს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. მისივე თქმით, დამატებითი დაფინანსებაა გათვალისწინებული ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის, რომელიც ამჟამად 15 მილიონ ტონას შეადგენს. „ეს ხელს შეუწყობს გამტარუნარიანობის 25 მილიონ ტონამდე გაზრდას“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანი და სერბეთი „მწვანე ენერგიის" სფეროში თანამშრომლობას გეგმავენ
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი სერბეთის ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს სინისა მალის და ენერგეტიკის მინისტრს დუბრავკა ჯედოვიჩს სეხვდა. სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს ამის შესახებ მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის და მწვანე ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეგახსენებთ, რომ სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში მიმდინარე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს სამმხრივ ფორმატში შეხვდა. „მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ფართო რეგიონის უსაფრთხოების გარემო და თანამედროვე გამოწვევები, ასევე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. სამმხრივ მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ენერგომატარებლების მიწოდების გზების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზეც. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, ექსპერტთა დონის შეხვედრები კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უწყება აგრძელებს თავდაცვის სისტემის რეფორმირებასა და განვითარებას, მუშაობს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე, აუმჯობესებს ინსტიტუციურ გარემოს და სხვა ძირითად მიმართულებებს. ეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივი მინისტერიალის კომუნიკეს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს თურქეთის მხარემ წელს ქალაქ კაისერში უმასპინძლა. თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი, საქართველოსა და ყაზახეთში რეგისტრირებული მანქანების მძღოლებს „მწვანე ბარათებს“ მიჰყიდის
აზერბაიჯანის სავალდებულო დაზღვევის ბიურომ (ISB) ბიუროების საერთაშორისო საბჭოსთან მიაღწია შეთანხმებას, რომ ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოსა და ყაზახეთში რეგისტრირებული მანქანების მძღოლებს „მწვანე ბარათები“ მიჰყიდონ. ინფორმაციას ISB ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ISB-მა ამის შესახებ ოფიციალური თხოვნა გაუგზავნა ბიუროების საერთაშორისო საბჭოს. შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან აზერბაიჯანელი მზღვეველები ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მანქანების მფლობელებს „მწვანე ბარათის“ სადაზღვევო სერთიფიკატებს მიჰყიდიან. „მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიები დიდ სარგებელს მიიღებენ ამ საქმიანობიდან, რომელიც „მომსახურების ექსპორტის“ კატეგორიას მიეკუთვნება“,- წერს მედია. „მწვანე ბარათი“ არის ავტომობილის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საერთაშორისო სისტემის სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ მიმავალი ავტომობილის მფლობელს აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირების მიმართ.
აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი საავტომობილო კონგლომერატს შექმნიან
უზბეკეთი, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან თანამშრომლობით, „საავტომობილო ინდუსტრიის კონგლომერატის" შექმნას გეგმავს. ინფორმაცია Trend-ს უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ დაუდასტურა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. კონგლომერატის შექმნის იდეა გულისხმობს თანამშრომლობის დამყარებას უზბეკური კომპანია UzAuto Motors-ს, აზერბაიჯანულ ავტომწარმოებელ ქარხანას Azermash-სა და Saryarka Avtoprom LLP-ს, ყაზახეთში ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელს შორის. ეს კომპანიები რამდენიმე წელია უზბეკეთის მიერ მიწოდებული ნაწილებიდან აწყობენ „შევროლეს“ მანქანებს. კონგლომერატის შექმნის იდეა, სამი ქვეყნის საინჟინრო ინდუსტრიაში ძლიერ კავშირებს ემყარება. ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მემორანდუმს აზერბაიჯანში ავტომობილების წარმოების ლოკალიზაციის შესახებ Azermash OJSC-სა და UzAvtoSanoat JSC-ს შორის ხელი მოაწერეს Azermash-ის საბჭოს თავმჯდომარემ ემინ ახუნდოვმა და UzAvtoSanoat-ის თავმჯდომარის მოადგილემ სარდორ ტაჯიევმა. აღსანიშნავია, რომ 21 დეკემბერს ტაშკენტში გამართული უზბეკეთ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ავტომობილების წარმოების სფეროში რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი შეთანხმება ეხება UzAvtoSanoat-ის მიერ Chevrolet-ის სათადარიგო ნაწილების $500 მილიონის მიწოდებას Saryarka Avtoprom-ის საწარმოსთვის. სავარაუდოდ, კონგლომერატის იდეა დაკავშირებულია უფრო მჭიდრო თანამშრომლობასთან UzAuto Motors-ის დახმარებით აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ახალი Chevrolet მოდელების აწყობის თვალსაზრისით, ასევე არსებული სიმძლავრეების გაფართოებასა და კომპონენტების მიწოდების გაზრდას უზბეკეთიდან. „საავტომობილო კონგლომერატი" სავარაუდოდ მოიცავს სამი ქვეყნის ბაზრებს, სადაც დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი Bayraktar-ი, აზერბაიჯანში ოპერირებას იწყებს
უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი Bayraktar-ი, აზერბაიჯანში ოპერირებას იწყებს. აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა შპს Bayraktar Technology Azerbaijan-ი დაარეგისტრირა. Bayraktar-ის მწარმოებელს შეუძლია, უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს - უკრაინული მედია ახალი კომპანიის საწესდებო კაპიტალი 1,7 მილიონი მანეთი და მისი კანონიერი წარმომადგენელი თურქული კომპანია Baykar Makina Huseyn Topuz-ის კოორდინატორია. Baykar Makina უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) "Bayraktar" წარმოებითაა დაკავებული.
კრემენაია ჯერ არ არის გათავისუფლებული, მაგრამ რუსეთის ძალების სარდლობა უკვე ევაკუირებულია რუბეჟნოეში - გაიდაი
რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა, უკრაინის არმიის ინტენსიური ზეწოლის შედეგად, კრემენაიადან გავიდა და რუბეჟნოემდე მიაღწია, კერძოდ, ფრონტის ხაზის სამხრეთით, 15 კილომეტრში. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „ცნობები იმის შესახებ, რომ ჩვენმა სამხედროებმა უკვე გაათავისუფლეს კრემენაია ან მის შემოგარენში მაინც განიცადეს პროგრესი, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქთან ახლოს და შემიძლია ვთქვა, რომ კრემენაიაში განლაგებული გარკვეული ეშელონის სარდლობა ახლა ევაკუირებულია რუბეჟნოემდე“, - განაცხადა გაიდაიმ. კითხვას, რამდენად შეძლებენ რუსეთის ძალები კონტრშეტევის მოწყობას ლიმანის მიმართულებით, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ მათ ჰქონდათ ასეთი გეგმები, მაგრამ ის უკრაინულმა ძალებმა ჩაშალეს.
რუმინეთი გახდება ევროკავშირის მეოთხე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს
რუმინეთი გახდება ევროკავშირის შემდეგი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს. „ამგვარად, ევროკავშირის უკვე ოთხი ქვეყანა მიიღებს „ლურჯ“ საწვავს აზერბაიჯანიდან“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შედეგების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წელს კიდევ უფრო გაიზარდა აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, 18 ივლისს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააორმაგებს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას ევროპაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის სფეროში. „ოქტომბერში სოფიაში ამოქმედდა საბერძნეთი-ბულგარეთის გაზსადენი. 16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა და რუმინულმა Romgas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუმინეთისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. ამრიგად, აზერბაიჯანი გაზს ევროპის მეოთხე სახელმწიფოს მიაწვდის“, - განაცახდა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
ტრანსკასპიური დერეფნის მარშრუტის განვითარებითვის, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მუშაობენ
TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი გაიდარ აბდიკარიმოვი ამბობს, რომ საერთაშორისო ტრანსკასპიური დერეფნის (შუა დერეფანი) ინტერესი განუხრელად იზრდება და 2022 წლის მონაცემებით, ამ დერეფანში ტვირთბრუნვა სამჯერაა გაზრდილი. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ გაზაფხულის დასაწყისში ყაზახეთმა და ტრანსკასპიური დერეფნის სხვა პარტნიორმა ქვეყნებმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ, მთავრობის დონეზე მარშრუტის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესაძლებლობა განიხილეს. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივი საწარმოს ფარგლებში შესაძლებელი იქნება გამჭოლი ტარიფების ბოლომდე დადგენისა და ტვირთის დეკლარაციის საკითხები, ასევე ერთიანი IT ინსტრუმენტების გამოყენება და ტრანსკაპიური მარშრუტის გასწვრივ სატრანზიტო ტვირთების კონსოლიდაცია. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს ამასთან, იგეგმებოდა, რომ მხარეებს ერთობლივი საწარმო მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეექმნათ. „ეს პროექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, კოორდინაციაში მონაწილე მხარეები ადგენენ ურთიერთქმედების ფორმატს და არ არსებობს კონკრეტული, განსაზღვრული ვადები, როგორც ადრე იყო ნათქვამი. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა მივაღწიოთ მხარეებს შორის შეთანხმებას. სანამ ეს ყველაფერი სრულად არ მოგვარდება, ჩვენ ამ საკითხს განსახილველად არ ვაყენებთ“, - ამბობს გაიდარ აბდიკარიმოვი TMTM-ის ასოციაციის გენერალური მდივანი. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ აზერბაიჯანიდან გაზის ნაკადის გასაზრდელად პროექტი მოამზადა
აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა. „ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა აზერბაიჯანიდან ევროპაში. ამ პროექტს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის ინიციატივით შეუერთდნენ", - განაცხადა რადევმა. ფაქტობრივად, ეს პროექტი არის ურთიერთგაგების მემორანდუმის პრაქტიკული განხორციელება, რომელსაც ხელი მოეწერა 2022 წლის ივლისში ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ევროპაში გაზის ექსპორტის მინიმუმ ორჯერ გაზრდა იგეგმება. „ასე რომ, დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს გაძლიერებისა და გაფართოებისკენ. აზერბაიჯანი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, დროულად და ეფექტურად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რეალურად იქცევა საიმედო მომწოდებლად არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა - თურქული ანალიტიკური ცენტრი
აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. როგორც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყანას, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ყაზახეთთან და თურქმენეთთან“, - განაცხადა ემრაჰ კაიამ. „უპირველეს ყოვლისა, სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი მოცულობა ხორციელდება პორტებით, როგორიცაა ალიატი აზერბაიჯანში, აქტაუ ყაზახეთში და კურიკი და თურქმენბაში თურქმენეთში. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსები, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ დაბალი ღირებულება, მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ამჟამად იზრდება აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროპისთვის, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის რესურსებზე მიიღონ წვდომა.
ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის სიმძლავრე გაორმაგდება - ერდოღანის ოფისი
თურქეთმა ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი [TANAP] აზერბაიჯანთან ერთად შექმნა. ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც მუშაობას განვაგრძობთ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. ერდოღანმა, TANAP-ით, ევროპის ბაზრისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაასახელა „TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება“, - თქვა კალინმა. მისი თქმით, რაც მთავარია, თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა. „ეს რეზერვი თურქეთს ენერგეტიკული ბაზრის სრულიად განსხვავებულ დონეზე გადაიყვანს“, - აღნიშნა კალინმა. ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP), რომელიც აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდის, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. TANAP-ის პროექტი, სამხრეთ კავკასიის მილსადენთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენთან ერთად სამხრეთის გაზის დერეფნის ერთიან სისტემას ქმნის. TANAP-ის მილსადენი წლიურად 6 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის მიმართულებით და დამატებით 10 მლრდ კუბურ მეტრს – ევროპის მიმართულებით. მილსადენი ტრანსადრიატიკულ მილსადენს უკავშირდება, რომელიც წლიურად 10 მლრდ კუბურ მეტრი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში. TANAP-ი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა.
აზერბაიჯანმა გასულ წელს, რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუტები გაყიდა
2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე. დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ მონაწილე გახდეს
აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ პროექტის წევრი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივ აირს 15 სხვადასხვა წყაროდან ყიდულობს. „ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ „გაზის ჰაბი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთში დადებული შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები. ამ ქვეყნების გაზის წყაროები აღმოსავლეთშია. ასევე გასათვალისწინებელია კასპიის ზღვა, ერაყი და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა. ამას თუ დავამატებთ შიდა გაზს, თურქეთს გაცილებით დიდი მარაგი ექნება“, - აღნიშნა მინისტრმა. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს გაზიფიცირებული იყო მხოლოდ ხუთი დიდი ქალაქი და 50 უბანი. „დღეს გაზიფიცირებულია 81 რაიონი. მილსადენის სიმძლავრე არ იყო საკმარისი. გაზი „ცისფერი ნაკადს“(გაზსადენი რუსეთსა და თურქეთს შორის) სამსუნიდან მიეწოდებოდა. ამის შემდეგ ამუშავდა TANAP-ი. ექსპლუატაციაში შევიდა ორი მილსადენი „თურქული ნაკადის“ პროექტის ფარგლებში. პირველი ხაზი განკუთვნილია თურქეთის მოსახლეობისთვის, მეორე კი ევროპის ქვეყნების გაზმომარაგებისთვის ბულგარეთის გავლით. აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი შესაძლოა გახდნენ „თურქული ნაკადის“ წევრები“, - აღნიშნა ფატიჰ დონმეზმა.
იტალია ტრანსადრეატიკულმა გაზსადენმა გადაარჩინა - იტალიური ინსტიტუტი
Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა. ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა. ტრანსადრეატიკული გაზსადენი იტალიისთვის, გაზის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა „იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი", - თქვა ვილამ. მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ახალი ინფრასტრუქტურით. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფანით (SGC) აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფნით, კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება. სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს, TAP-ს შეუძლია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება ევროპის რამდენიმე ბაზარზე. „მილსადენის გამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა. TAP-ი სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია ევროპისთვის და აუცილებელია ბუნებრივი აირის ახალ წყაროზე წვდომის უზრუნველსაყოფად. TAP-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მარაგების დივერსიფიკაციასა და დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევაში“, - წერს მედია.
ალიევი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე: ეს წელი უკანასკნელი შანსი იქნება
„ეს წელი „უკანასკნელი შანსი" იქნება. რადგან 2024 წელი მოდის, შემდეგ კი, რუსეთის სამშვიდობო მისია 2025 წელს დასრულდება. ცოტა უფრო შორს უნდა გაიხედონ. ვფიქრობ, სომხეთი მოისმენს ჩემს გზავნილებს და სწორ დასკვნებს გააკეთებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადებზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის წინადადება „დიდი ხანი იქნება მაგიდაზე". „გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ წლის ბოლომდე (2022) ჩვენ შევძლებდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ეს არ მოხდა. „თუ მათ არ აინტერესებთ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. თუ დელიმიტაციით არ არის დაინტერესებულნი, არც ჩვენ გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზღვარი იქნება იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს. მე უკვე იძულებული ვარ, გამოვიყენო ასეთი ტერმინები. ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე, რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე თუ საზღვარი არ არის შემოსაზღვრული, ვინ შეიძლება თქვას, რომ საზღვარი აქ მიდის და არა იქ? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველი მაქვს - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ ეს საკითხი ჩვენზე მეტად მათ უნდა აინტერესებდეთ“, - განაცხადა ალიევმა და აქვე აღნიშნა, რომ, "ეს წელი ბევრ საკითს ნათელს მოჰფენს“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“
კარენ დონფრიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზების მოძიებაში, რათა დაუშვან საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა „სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ორივე მინისტრს მოუწოდა, ხელახლა ჩაერთონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის პროცესში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს განცხადებაში სომხური მედიის ცნობით.
ბულგარეთი ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იწყებს
ბულგარეთი აზერბაიჯანთან, ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს. ბულგარეთი ანკარასთან, მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის - ანგარიში მან აღნიშნა, რომ ბულგარეთი ასევე ემზადება რუმინეთთან მოლაპარაკებებისთვის გაზის მიწოდებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი 2026 წლის შემდეგ დაიწყება. ბულგარეთში ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება დაახლოებით 3,5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
აზერბაიჯანის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა
აზერბაიჯანის რკინიგზამ CJSC (AR) 2022 წელს 18,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა. კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 24,7%-ით მეტია. გადაზიდვებში ზრდა დაფიქსირდა ნავთობპროდუქტებზე, ქიმიური და მინერალური სასუქებზე, სამშენებლო მასალებსა და ქვანახშირზე. 2022 წელს სატრანზიტო მიმოსვლა 63%-ით გაიზარდა და 7,5 მილიონ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანის რკინიგზისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს წამყვანი პარტნიორი ტრანზიტული ტრანსპორტის სფეროში მთელ რეგიონში, ამ სფეროში გარდამტეხი მომენტი 2022 წელს დადგა. ამრიგად, 2021 წელთან შედარებით, სატვირთო გადაზიდვები რკინიგზით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 500 000 ტონიდან - 3,9 მლნ ტონამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ - 2 მლნ ტონიდან 2,9 მლნ ტონამდე“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანი პირველივე დღეებიდან აქტიურად შეუერთდა ინიციატივას „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც მოიცავს დიდ გეოგრაფიას. გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება დაიწყო. „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა.
TRACECA-ს აზერბაიჯანულ მონაკვეთზე ტვირთების გადაზიდვა 30%-ით გაიზარდა
გასული წლის იანვარ-ნოემბერში, ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფნის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 46 მლნ 968,5 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ტვირთბრუნვამ - 11 მლრდ 590,9 მლნ ტონა/კმ. TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა იზრდება ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაზიდული ტვირთის მოცულობა 29.03%-ით და 33.6%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე. 11 თვის განმავლობაში TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანში, საავტომობილო ტრანსპორტით 25 მლნ 451,5 ათასი ტონა ანუ ტვირთის 54,2%, რკინიგზით 15 მლნ 388,9 ათასი ტონა ანუ 32,8%, ზღვით 6 მლნ 128,1 ათასი ტონა ანუ 13% გადაიზიდა. ევროპა-კავკასია-აზიის (TRACECA) სატრანსპორტო დერეფანში გადაზიდული ტვირთის 26,8% ანუ 12 მილიონ 583,8 ათასი ტონა ტრანზიტულ ტვირთს შეადგენდა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, - განაცხადა პრემიერმა.
მონტენეგროს იონი-ადრიატიკის მილსადენი, შესაძლოა, ტრანსადრიატიკის გაზსადენს დაუკავშირდეს
მონტენეგრო ბარის პორტის გავლით, აზერბაიჯანულ გაზზე წვდომითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტის განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს ენერგიის წყაროების სტაბილურობასა და დივერსიფიკაციაში. მისივე თქმით, ეს საშუალებას მისცემს მონტენეგროსა და მეზობელ ქვეყნებს, კასპიის რეგიონსა და დასავლეთ ევროპას შორის ხიდის როლი შეასრულონ. IAP-ის მარშრუტი ასევე გაივლის მონტენეგროს ტერიტორიაზე. შემოთავაზებული იონიურ-ადრიატიკის მილსადენი შესაძლია ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) დაუკავშურდეს, რათა გაზის ტრანსპორტირება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში განხორციელდეს. 516 კილომეტრიანი მილსადენი გაივლის ალბანეთს, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და დასრულდება ხორვატიაში. მილსადენის გამტარუნარიანობა იქნება ხუთი მილიარდი კუბური მეტრი გაზი წელიწადში. TAP-მა უკვე გააფორმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმები ამ პროექტის შემქმნელებთან, კერძოდ, [Plinacro (ხორვატია), BH-Gas (ბოსნია და ჰერცეგოვინა), GeoplinPlinovodi (სლოვენია),] ასევე მონტენეგროსა და ალბანეთის მთავრობებთან. შექმნილია TAP-ისა და IAP-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბება კავშირის ტექნიკურ საკითხებზე შესათანხმებლად. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც 2027 წლისთვის ქვეყნიდან გაზის მიწოდების გაორმაგებას ითვალისწინებს.
არარატ მირზოიანი: თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში განვიხილავთ
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თქმით, სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად „ჩვენ განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების ფორმატში. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ იდეა ვრცელდება. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი სომხურმა მხარემ ასეთი შეხვედრისთვის მხადყოფნა გამოთქვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია შეთანხმება თუნდაც უბრალო ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც სიძულვილის ენისა და მტრობის აღმოფხვრის შესახებ ვალდებულებას გამოხატავს“, - აღნიშნა მირზოიანმა. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანი ამისთვის მზად არ აღმოოჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.
NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია. კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ
აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ. შესაბამისი ცვლილება აზერბაიჯანის საგადასახადო კოდექსში შევიდა. 209-ე მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად, საგზაო გადასახადს გადაიხდიან არარეზიდენტი პირები, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები არიან და ტრანსპორტს მგზავრების გადასაყვანად და საქონლის გადასაზიდად იყენებენ. აგრეთვე საგზაო გადასახადის გადახდას ექვემდებარებიან წარმოებით ან იმპორტით დაკავებული პირები, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინი, დიზელის საწვავი და თხევადი აირი გადააქვთ.
აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვები „ერთ ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა
აზერბაიჯანში, მძიმე და მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებაზე ნებართვებს, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო „ერთი ფანჯრის“ სისტემის მეშვეობით გასცემს. აზერბაიჯანში, სატრანზიტო მიზნით შესულ მანქანებს საგზაო გადასახადი დაერიცხებათ შესაბამისი ცვლილებები „ავტოტრანსპორტის შესახებ“ და „სახელმწიფო მოვალეობის შესახებ“ კანონებში განხორციელდა. ცვლილების მიხედვით, სპეციალური ნებართვების გასაცემად, ელექტრონული სერვისი შეიქმნება. ცვლილებების თანახმად, გადამზიდველს შეიძლება უარი ეთქვას ნებართვაზე, თუ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები განაცხადში მითითებული დიდი ზომის და მძიმე ტვირთის გადაზიდვის საშუალებას არ იძლევა. ასევე, თუ ეს მანქანა ვერ მოძრაობს გადამზიდველის მიერ შემოთავაზებულ მარშრუტზე, ან გადამზიდავი არ ეთანხმება გადაადგილებას შესაბამისი აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული (დაწესებულების და შემოთავაზებული ალტერნატიული მარშრუტით.
ევროკავშირის ოთხი ქვეყანა ევროკომისიას, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების უზრუნველყოფას სთხოვს
ევროპაში აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებისთვისინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ფულადი სახსრების მიღების მიზნით, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სლოვაკეთი ევროკომისიას მიმართავენ. უნგრეთი და სერბეთი ნავთობსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაილ ძაბბაროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ბუდაპეშტში განაცხადა. „ბულგარელებთან, რუმინელებთან და სლოვაკებთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ევროკომისიას, რომ პრიორიტეტულად გაუმკლავდეს ამ საკითხს და რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსური დახმარება გაიღოს, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდისთვისაა აუცილებელი. მარშრუტი თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გავლით, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა სიიარტომ. მედია: რუმინეთი და აზერბაიჯანი გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხები განიხილეს
24-25 იანვარს აშხაბადში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სასაზღვრო და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კასპიის ზღვის ინსტიტუტის დირექტორი მურად ატაკანოვი, რომელიც კასპიის ზღვის საკითხებში, თურქმენეთის სპეციალური წარმომადგენელია. შეხვედრას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შესაბამისი სამინისტროებისა და სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ შეთანხმების პროექტის დებულებები განიხილეს.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის პროვოცირებას ცდილობს
აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი არ არის მხოლოდ მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა. ამ პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანი ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში მოახდნოს ახალი ომის პროვოცირება. BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 26 იანვარს სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ძალისხმევაში, რათა წინ წავიწიოთ სამშვიდობო დღის წესრიგი და არ გადავუხვიოთ ამ გზას პროვოკაციის გამო“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: ლაჩინის დერეფანი არ არის „რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“ მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, სომხებისა და დიასპორული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტებს. ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ობიექტურად და მიუკერძოებლად რეაგირებენ სიტუაციაზე, ეყრდნობიან ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მისივე თქმით, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ლაჩინის დერეფანი საერთოდ არ არის დაკეტილი, რომ მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. „ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ამ წინააღმდეგობის დე იურე გადასაჭრელად არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში. ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე ყველა სირთულის გაცნობიერებით სწორედ ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს.
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა უსაფრთხოების განყოფილება გაარღვია და საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა. დიპლომატიური მისიის კიდევ ორი თანამშრომელი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იმავდროულად, თეირანის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა სარდარ ჰოსეინ რაჰიმმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საელჩოზე თავდამსხმელი დააკავეს. მისი ვინაობა არ გახმაურებულა. მისივე თქმით, თავდამსხმელი საელჩოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეიჭრა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, მისი მოტივი „პირადი და ოჯახური პრობლემები" იყო.
მკაცრად ვგმობთ ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი მიუღებელია. „მკაცრად ვგმობთ ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას. ნებისმიერი დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ ძალადობის ნებისმიერი აქტი აბსოლუტურად მიუღებელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლის ოჯახს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი.
ირანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაზე ყოვლისმომცველი გამოძიება უნდა ჩატარდეს
ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა. „ეს არ ყოფილა წინასწარ განზრახული ტერორისტული თავდასხმა, არამედ იყო ქმედება პირადი მოტივით. უსაფრთხოების დეპარტამენტის მოკვლევები აჩვენებს, რომ დამნაშავე პირადი მოტივებით მოქმედებდა“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიმ. მინისტრმა, აზერბაიჯანის ელჩთან ერთად, საელჩოში დაშავებული უსაფრთხოების სამსახურის წევრიც მოინახულა. თავდასხმა საელჩოში 27 იანვარს განხორციელდა, 50 წლამდე მამაკაცი შენობაში შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საელჩოს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა, დაცვის სამსახურის უფროსი და დაშავდა დაცვის ორი წევრი.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობის უმეტესი ნაწილი ენერგეტიკულ საკითხებს ეთმობა, ის მხოლოდ ამ თემით არ შემოიფარგლება. ასევე ვახორციელებთ ჩვენს ძალიან მასშტაბურ გეგმებს ტრანსპორტის სფეროში“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 30 იანვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისივ თქმით, უნგრეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან უნგრეთში საქონლის რკინიგზით ტრანსპორტირება უკვე დაწყებულია. „მხოლოდ გასულ წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 75%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანში არსებული თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - იქნება ეს ტანკერები, გემები, დიდი კომერციული საზღვაო პორტი, რკინიგზა - ყველა თანამედროვეა და აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
თურქეთი აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას უზრუნველჰყოფს
თურქეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული გაზის უნგრეთში ტრანსპორტირებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგა პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა მისი თქმით, თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ალიანსის დონეზე ამაღლდება. „ამჟამად ვმუშაობთ შესაბამის დოკუმენტზე. ჩვენი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ეკონომიკურ სფეროს და უსაფრთხოებას მოიცავს“. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი ენერგეტიკის სფეროში ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობს: „ჩვენ უზრუნველვყოფთ აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას უნგრეთში და სხვა ქვეყნებში. კონტაქტები აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით გრძელდება". დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ NABUCCO-ს პროექტი, რომელიც ერთ დროს ისტორიას ჩაბარდა - ილჰამ ალიევი
თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
თურქეთის ქალაქ სარიკამიშში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს ჰულუსი აკარს, ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პირველ თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი ამ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის მიწვევით თურქეთში ვიზიტით ჩავიდა.
რუმინეთი აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს მიიღებს
დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები - რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ შეთანხმების მიხედვით, 2023-2024 წლებში ჩვენს ქვეყანაში დამატებითი გაზი შემოვა. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ორივე პროექტი - სამხრეთის გაზის დერეფანი და წყალქვეშა კაბელი, რომელიც განხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის - ხელშესახებ წვლილს შეიტანს ევროკავშირში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები ბატონ პრეზიდენტ ალიევთან“, - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
ჰულუსი აკარი: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
„აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობა გაგრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციაზე, წვრთნასა და აღჭურვაზე", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა. მისივე თქმით, ზანგეზურის დერეფანი და მასში გამავალი რკინიგზა და გზები, რეგიონის ეკონომიკისთვის, სოციალური ცხოვრებისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით ფასეულია. „აუცილებელია, სომხეთმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მეგობრობის ხელის გაწვდენას სათანადოდ უპასუხოს. სხვისი გავლენის ქვეშ ოცნებას აზრი არ აქვს. მოდით, გადავხედოთ ფაქტებს, გავაფორმოთ შეთანხმება გონივრული პირობებით. უზრუნველვყოთ მშვიდობა და სტაბილურობა, ვიცხოვროთ კომფორტულად და მშვიდად. ჩვენ გვინდა, რომ სომხეთმა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
ტოივო კლაარი: საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლემა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, თანამშრომლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაიზრდება და მჭიდრო გახდება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მისასალმებელია საქართველოს სურვილი, მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხიდის როლი შეასრულოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამ იმუშაოს ერთად და ხელი შეუწყოს მშვიდობას, და აქ საქართველოს როლი, იყოს ხიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. მე და პრემიერ-მინისტრმა განვიხილეთ ამ თვალსაზრისით უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვიმედოვნებ, მომავალში ამ მხრივ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორს, ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ტოივო კლაარმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და საქართველოს დედაქალაქი კვლავ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც უმაღლესი დონის, ისე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებისთვის. „თბილისი იყო ის ადგილი, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა და კვლავ შეძლება ასეთ ადგილად იქცეს როგორც ლიდერთა შეხვედრებისთვის, ისე განსხვავებული ფორმატებისთვის. საქართველო ამ მხრივ გეოგრაფიულადაც ძალიან მოსახერხებელია, აქ ჩამოსვლა მეზობელი ქვეყნებიდან სწრაფად და იოლად შეიძლება. საბოლოოდ, ლოგიკურია, რომ სამმა ქვეყანამ, რომელიც ერთ სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, სცადოს და იპოვოს თანამშრომლობის არეალები. მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის საკითხებში და სხვა. მე ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ახლაც და სამომავლოდაც“, - განუცხადა ტოივო კლაარმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
აზერბაიჯანმა თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა
აზერბაიჯანმა დღეს თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა. Report-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე ძმურ ქვეყანაში კიდევ 90 თანამედროვე მოდულური სახლი გაიგზავნება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ ერთ და ოროთახიან მოდულურ სახლებს ყველა პირობა აქვს 10-დან 12-მდე ადამიანის განსათავსებლად. სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი.
აზერბაიჯანი და პოლონეთი შუა დერეფნის განვითარების საკითხს განიხილავენ
აზერბაიჯანმა და პოლონეთმა შუა დერეფნის განვითარების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა. ნაბიევი აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეს გჟეგოჟ პიეჩოვიაკს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე შეეხო საუბარი ავიაციის სფეროს. ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიქმნა. მოგვიანებით, პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ. ამჟამად მარშრუტი, რომელიც ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან იწყება, ევროპისკენ ვრცელდება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობისთვის, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციას დაუჭერს მხარს. კერძოდ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.
აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა 57%-ით გაიზარდა - მინისტრი
2023 წლის იანვარში აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 843 000 ტონა შეადგინა, რაც 57%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, - წერს ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში გადაზიდული საქონლის მოცულობა 306 000 ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე: „რკინიგზით 535 000 ტონა საქონელი, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით 308 000 ტონაა გადაზიდული“.
2024 წელს ბულგარეთი შეძლებს მისთვის საჭირო გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან - ენტონი ბლინკენი
საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) საშუალებით, მომავალ წელს, ეს უკანასკნელი შეძლებს გაზის თითქმის 100 პროცენტის იმპორტს აზერბაიჯანიდან და აშშ-დან, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ის საბერძნეთში ვიზიტით იმყოფება. „მაგალითად, ბულგარეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული, ახლად აშენებული საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორი, ეს გაზსადენი ბულგარეთს საშუალებას აძლევს, ჩაანაცვლოს ეს წყარო. მომავალ წელს ბულგარეთი თავისი შიდა საჭიროებისთვის გაზის თითქმის 100 პროცენტს შემოიტანს აზერბაიჯანიდან და შეერთებული შტატებიდან ამ ინტერკონექტორის შედეგად“, - განაცხადა ბლინკენმა. საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) ოფიციალურად 2022 წლის ივლისში გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა.
ერდოღანმა და ალიევმა სტამბოლში დახურული შეხვდრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა და ალიევმა ვაჰდეტინის სასახლეში დახურული შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. თურქეთი 6 თებერვლის მიწისძვრის შედეგებს ებრძვის. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 44,210-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანმა თურქეთს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ჯგუფები და დახმარება გაუგზავნა.
აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს
აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ Report.az წერს. „ჯაბრაილის" ენერგეტიკული კვანძი უზრუნველყოფს ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგაზურის რეგიონის სტაბილურ და საიმედო ელექტრომომარაგებას და დააკმაყოფილებს მეგაპროექტების საჭიროებებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ყარაბაღის რეგიონული ელექტრო ქსელის დირექტორმა მირჯალალ ჰუსეინოვმა, იუწყება Report. მისი თქმით, ამ კვანძს ექნება დამატებითი და უფრო ხელსაყრელი წვდომა ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ჯაბრაილ-ნახჩივანი-აგრი ქვესადგურების (თურქეთი), შემდეგ კი თურქეთის ენერგოსისტემაზე. „ასევე, ეს კვანძი გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს. მრავალი წლის შემდეგ ნახიჩეევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის მთავარ სისტემას დაუკავშირდება“, - განაცხადა ჰუსეინოვმა ჰუსეინოვის თქმით, სამომავლოდ, ყოველწლიურად 1000 მეგავატი ელექტროენერგია ექსპორტზე გავა თურქეთში, იქიდან კი ევროპაში.
აზერბაიჯანი და რუმინეთი შავი ზღვის გავლით ევროპაში მწვანე ენერგიის ტრანზიტს განიხილავენ
რუმინეთის მთავრობის გენერალური მდივნის მარიან ნეაცუს ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრისას დელეგაციამ, აზერბაიჯანიდან ევროპაში შავი ზღვის გავლით მწვანე ენერგიის ტრანზიტის შესახებ გამართა დისკუსია. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ სამირ ვალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და რუმინეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხაზი გაუსვა ფართო ენერგეტიკულ დღის წესრიგს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ტრადიციული და განახლებადი ენერგიის გარდა, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესცა თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა და ენერგეტიკული საკითხების რეგულირება. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს, სამინისტროს განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს, სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს, Azerenergy OJSC და Azerishiq OJSC-ის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე განსახორციელებელი გადაწყვეტილებები. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ განაცხადა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და როგორც რეგიონული ენერგოჰაბი, რომელიც ალტერნატივებს შესთავაზებს პარტნიორებს და მეგობრებს ევროკავშირში, მაგრამ ასევე მოლდოვას და უკრაინასაც. მისივე თქმით, შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში. „ხსენებული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო, გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ენერგოსექტორში, ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ საეტაპო მოვლენას ვქმნით იმისათვის, რომ გაიზარდოს მწვანე ენერგიის მიწოდება და მოხდეს გლობალური დათბობის შეჩერება ენერგეტიკულ სექტორში. ეს შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, ეს და სხვა ენერგოკრიზისები, რომლებიც გამოწვულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში, ასევე, კოვიდპანდემიით და ინფლაციური წნეხით, იქნება დაძლეული. ენერგოსექტორი არის მაღალი და ცვალებადი ფასების გამოწვევის წინაშე, ჩვენ რეგიონული შეთანხმება გვქონდა ენერგეტიკის მინისტრებს შორის ბუქარესტში, სექტემბერში და შევთანხმდით, რომ გამოსავალს ვიპოვიდით მიწოდების კუთხით, ჩვენი ეკონომიკები და ჩვენი დასავლეთის პარტნიორები და მეგობრები მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩვენს რეგიონს, რადგან ძალიან არიან დაკავშირებულნი ჩვენთან. ამ შეთანხმებით ხდება არსებული პოტენციალის კაპიტალიზაცია ენერგორესურსების წარმოების და მიწოდების კუთხით, მოხდება ელექტოენერგიის მიწოდება და ვაჭრობა აზერბაიჯანს, ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, ევროპას შორის“, - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი ციფრული ვალუტის შექმნის საკითხს განიხილავენ
აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ციფრული ვალუტის შექმნის საკითხი განიხილეს, განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის (CBA) თავმჯდომარემ ტალეჰ კაზიმოვმა პირველ მარტს. „დღეს, ყაზახეთში მივლინების ფარგლებში, შევხვდით ყაზახეთის ეროვნული ბანკის გუბერნატორს გალიმჟან პირმატოვს. შეხვედრაზე განვიხილეთ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაფართოების საკითხი და სამომავლო მიმართულებები. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ მაკროეკონომიკურ ვითარებაზე, გლობალური ეკონომიკური პროცესების გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკაზე, მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე, გადახდის სისტემების განვითარებაზე, ციფრული ვალუტის შექმნასა და სხვა საკითხებზე“, - წერს კაზიმოვი Twitter-ზე.
შუა დერეფნის განვითარების საკითხის განსახილველად აზერბაიჯანი კონფერენციას უმასპინძლებს
შუა დერეფანი უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ტრადიციული მარშრუტები დაკეტილია. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი სარგებელს მოუტანს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (OTS) ყველა ქვეყანას - მიიჩნევს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ყუბანიჩბეკ ომურალიევი, რომელიც ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიას ესაუბრა. „შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ქვეყნებს და მთელ რეგიონს სარგებელს მოუტანს. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებმაც განიხილეს ეს საკითხი", - განაცხადა ომურალიევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე სამარყანდში (უზბეკეთი), ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გადის OTS-ის ქვეყნებს და აღწევს ევროპაში. „ამ პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. ასეთი სატრანსპორტო დერეფნის პროექტები ძალიან აქტუალურია და სარგებელს მოუტანს არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთელ რეგიონს", - აღნიშნა ომურალიევმა. ამჟამად შუა დერეფანი ევროპისკენ უმოკლესი და ნაკლებად ძვირი მარშრუტია. ამ თვეში აზერბაიჯანში დაგეგმილია კონფერენცია შუა დერეფნის გასწვრივ სატრანზიტო პროცედურების გამარტივებისა და გაერთიანების შესახებ, მონაწილე ქვეყნების საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციაზე განიხილება ის ნაბიჯები, რომლებიც ამ ქვეყნების საბაჟო სამსახურებთან ერთად უნდა გადაიდგას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს და აღიარებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. კერძოდ, ამ კუთხით შტატები ანაკლიის პორტის განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
თბილისი აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის ეროვნული კრება, ერთპალატიანი პარლამენტი) საერთაშორისო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სამად სეიდოვი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სევინჯ ფატალიევა, წევრები ნიგარ არპადარაი და ნასიბ მაჰამალიევი 5-დან 7 მარტს თბილისს ეწვევიან. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ისინი სამმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.კერძოდ, თბილისი აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტების სხდომას უმასპინძლებს. მილი მეჯლისის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და სხვა საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების არაერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩადის
ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს 8 მარტს ეწვევა. ლატვიის პრეზიდენტი ბაქოში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე მიიღებს მონაწილეობას ბაქოს გლობალურ ფორუმში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში 9-11 მარტს გაიმართება. ბაქოს მე-10 გლობალური ფორუმზე - „დღევანდელი სამყარო: გამოწვევები და იმედები“, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, ევრაზიის სივრცეში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა, ჩინეთის როლი გლობალურ განვითარებაში და სხვა საკითეხები განიხილება.
აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად გამოიყენებენ ჯანდარის ტბის წყალსაცავს - მედია
ზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვარზე მდებარე ჯანდარის ტბის წყალსაცავის ერთობლივი გამოყენების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი. თანამშრომლობის ხელშეკრულება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოებას“ შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და „აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის ღია სააქციო საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაქირ გულიევმა მოაწერეს. „თანამშრომლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვარზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის და ჯანდარის (ჯანდარ-გიოლის) წყალსაცავის ექსპლუატაციისა და სარგებლობის საკითხები. საქართველოს მელიორაციაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. თენგიზ ნასარიძემ სტუმრებს კომპანიის სერვისების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საირიგაციო კომპანიის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს“, - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს მელიორაციის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ჯანდარის ტბა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა. მისი გარკვეული ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ის საქართველოს წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.
აზერბაიჯანი ირანს საპროტესტო ნოტას უგზავნის
აზერბაიჯანმა ირანს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „11 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა“, - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2023 წლის 11 მარტს, 09:44 საათიდან 10:26 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო თვითმფრინავმა აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, ზანგილანის რაიონის მიმართულებით ფრენა განახორციელა ბილასუვარის რაიონამდე და უკან დაბრუნდა.
ალიევი: გაზის ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია
„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო. „ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.
ალიევი: საქართველოსა და თურქეთის გავლით ელექტროენერგიის ექსპორტის გასაფართოებლად, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები
ელექტროენერგიის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან დღეს ჩვენი საექსპორტო სიმძლავრე შეზღუდულია“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის წამყვან კომპანიებთან შეხვედრაზე განაცხადა. აზერბაიჯანი თურქეთის გავლით ევროპაში 1000 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს „რამდენადაც მახსოვს, მაქსიმუმ, 1000 მეგავატი ან შესაძლოა, 1500 მეგავატი იყოს გადაცემის სიმძლავრე საქართველოსა და თურქეთის გავლით. ორივე ქვეყანაში, საქართველოშიც და თურქეთშიც სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა იყოს დამატებითი ინვესტიციები, რათა გაფართოვდეს ექსპორტის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანმა და საქართველომ შესაძლოა, ერთობლივი საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტები შექმნან
აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების შექმნაზე მუშაობენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სიტყვით გამოსვლისას ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მან საერთაშორისო დონორებს პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შეცვლა სამხრეთისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს. მჯერა, რომ საერთაშორისო დონორები ხელს შეუწყობენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შევქმნათ“, - განაცხადა ლევან კაკავამ.
ალიევი თურქეთში ჩავიდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ანკარის ესენბოგის აეროპორტში, სადაც ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშები ფრიალებს, სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოეწყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ოფიციალური პირები დახვდნენ.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე
აზერბაიჯანი მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და ამაში მნიშვნელოვან რესურსებს დებს, განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. მისი თქმით, ASCO (Azerbaijan Caspian Shipping Company) და ბაქოს პორტი ყველაზე დიდი საზღვაო სტრუქტურებია კასპიის რეგიონში, ავიაკომპანია Silk Way კი, ყველაზე დიდი საჰაერო სატვირთო გადამზიდავი. „გასულ წელს ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის ზრდამ 75 პროცენტი შეადგინა (11 მლნ ტონამდე). ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე. BTK) ხუთ მილიონ ტონამდე და დაგეგმილია ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. ნაბიევმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ერთი გემის გადმოტვირთის დრო 12-დან ოთხ საათამდე შემცირდა. „ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მზად არის პორტთან, საბაჟო და სხვა სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის. დღეისათვის ჩვენ უკვე დავამყარეთ მსგავსი თანამშრომლობა კოლეგებთან - საქართველოსა და ყაზახეთიდან, რამაც საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა საქონლის მიწოდების დრო", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ერთი კონტეინერის ჩინეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანში გადატანის ღირებულება 5000 დოლარიდან 3200 დოლარამდე შემცირდა და ეს ღირებულება ფიქსირებული დარჩება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარე Boston Consulting-თან ერთად მუშაობს საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციაზე“, - აღნიშნა ნაბიევმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნებში. TITR მიზნად ისახავს საქონლისა და კონტეინერების ტრანსპორტირების ყველა მონაწილის ურთიერთქმედების კოორდინაციას აზიიდან ევროპის მიმართულებით მარშრუტის გასწვრივ და საპირისპირო მიმართულებით.
ყაზახეთი, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანაზე მუშაობს
ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) გაყვანაზე მუშაობს, რომელიც აზერბაიჯანსა და ყაზახეთს დააკავშირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოკაევთან შეხვედრისას, ყაზახეთის გამგეობის თავმჯდომარემ, კუანიშბეკ ესეკეევმა განაცხადა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, „ყაზახტელეკომი“ გეგმავს 7000-მდე ანძის აშენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ 5G კავშირს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია 2023 წელს 486 კოშკის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს შიმკენტში, ასტანასა და ალმატაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტაბილური 5G კავშირის შექმნის საკითხი. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო პროექტების განხორციელება ეკონომიკური და სოციალური ზრდის არსებითი ელემენტია. შეგახსენებთ, რომ FOCL-ის გაყვანის პროექტი AzerTelecom-თან ერთად ხორციელდება ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფნის ფორმირებას ევროპასა და აზიას შორის.
ისრაელის კომპანია Azerspace-ის თანამგზავრებს აფრიკაში გამოიყენებს
ისრაელის კომპანია Spacecom-ი ისარგებლებს Azerspace-ის თანამგზავრების შესაძლებლობებით, რათა თავისი სერვისის არეალი გააფართოოს, განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში, განახორციელოს პროექტები თანამგზავრული სერვისებისა და მობილური კომუნიკაციების შესახებ, იტყობინება Reportaz-ი. Azercosmos-მა და Spacecom-ის თანამგზავრის ოპერატორმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. როგორც ცნობილია, Spacecom, AMOS-ის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების ოპერატორი, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუშაობს. მ აღალი გამტარუნარიანობის თანამგზავრებით, Spacecom-ი მოემსახურება თავის მომხმარებლებს ტელეპორტის სერვისების გამოყენებით, რომლებიც Azercosmos-ის მთავარ სახმელეთო სადგურზე მდებარეობს.
თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს
თურქეთმა შესაძლოა, აზერბაიჯანული გაზისთვის გამტარუნარიანობა გაზარდოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. „გამომდინარე იქიდან, რომ ევროპამ გადაწყვიტა, აღარ შეიძინოს ნავთობი და გაზი რუსეთიდან, ამის კომპენსაციისთვის არსებობს შესაძლო ალტერნატივა. პირველი არის გაზი, რომელიც მოდის აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ გამტარუნარიანობა“, - განაცხადა კალინმა. მისივე თქმით, მეორე ალტერნატივაა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები. კალინის თქმით, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) პროექტი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია (SGC), მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, ალტერნატივად ჩაითვალოს. უფრო ადრე, ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ გაზის დერეფნის შესაძლებლობების გაფართოებას.
აზერბაიჯანი საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს
აზერბაიჯანის საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტებზე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაგიროვმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. „რუსეთ-უკრაინის ომმა შესაძლებელი გახადა ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შეცვლა სამხრეთისკენ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს. მჯერა, რომ საერთაშორისო დონორები ხელს შეუწყობენ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანთან ერთად შევქმნათ“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ სიტყვით გამოსვლისას ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე, 15 მარტს განაცხადა.
კარენ დონფრიდი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები, აშშ-ის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ილჰამ ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა განაცახდა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფორმატს მხარს უჭერს „ჩვენ გვჯერა, რომ ორივე მხარე ყურადღებას იჩენს ამ პროცესის მიმართ. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა შესაძლო გზით, იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის მისაღწევად რთული გადაწყვეტილებებია მისაღები, როგორც ბაქოში, ასევე ერევანში", - განაცხადა დონფრიდმა. მისივე თქმით, ეს მოიცავს მრავალი კომპლექსური საკითხის განხილვას, მათ შორის საზღვრის დემარკაციასა და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენას. 24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით, თანამშრომლობის სამმხრივი პლატფორმის შექმნა სურს. ამასთან, აღნიშნა, რომ „იქმნება ახალი რეალობა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს ასევე წაიკითხეთ: სამივე კავკასიური ქვეყანა თუ ერთად დადგება, რუსეთი „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით, თავის ამბიციებს იმავე დოზით ვეღარ დაიკმაყოფილებს - ნიკა ჩიტაძე
ენტონი ბლინკენის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სჯერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მალე მოაწერონ ხელი. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, არსებობს ასეთი შესაძლებლობა. ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. ასევე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი 20 მარტს გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემაც განიხილეს. ენტონი ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. „მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ომის გზა არ არსებობს“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფანში ბლოკადის მოხსნაზე და ამ პროცესში თანადგომისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შემდეგ, მთიან ყარაბაღს მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა შეეზღუდა. ასევე გამოწვევად იქცა სურსათით მომარაგების საკითხი.
ბაიდენი ალიევს: აშშ სამხრეთ კავკასიაში მდგრად მშვიდობას უჭერს მხარს
შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ილჰამ ალიევისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. „ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ხალისიან და მშვიდობიან ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს.გასული წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები გაერთიანდნენ ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებისა და ტრანსნაციონალური გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ხალხებზე. წელს ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.და განახლების ამ სეზონში - შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობისადმი, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბაიდენი.
აზერბაიჯანელ დეპუტატს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
დეპუტატი ფაზილ მუსტაფა ბაქოს საბუნჩის რაიონში საკუთარი სახლის წინ სროლის შედეგად დაჭრეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ფაზილ მუსტაფას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს მარჯვენა მხრისა და მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილში და ის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. ფაზილ მუსტაფა პარტიას - „დიადი ქმნილება“ ხელმძრვანელობს. ეს პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებისადმი ლოიალური განყწობით გამოირჩევა.
ისრაელის საგარაეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ
აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ირანი ემუქრება ჩვენს რეგიონს და ქმნის არასტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ირანს საშუალება, გააფართოოს თავისი ბირთვული პოტენციალი", - აღნიშნა კოენმა. მისივე თქმით, ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია მოქმედება. 28 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით ისრაელსა და პალესტინაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება, ბაირამოვი შეხვდება ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, დაგეგმილია მისი მონაწილეობა ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.
თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა
აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას განაცხადა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. იუწყება News.Az-ი. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. კოენმა საელჩოს გახსნას ახალი ეტაპი უწოდა ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების 30-წლიან ისტორიაში. „აზერბაიჯანი და ისრაელი რეგიონული უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ“, - განაცხადა კოენმა. ისრაელის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მუსულმანურ სამყაროში ყველაზე დიდი ებრაული თემია. ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განვითარებისა და ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისია, განაცხადა თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. იერუსალიმში თავის ისრაელელ კოლეგა ელი კოენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა აღნიშნა, რომ რეგულარული კონტაქტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას. უმაღლესმა დიპლომატმა ასევე დადებითად შეაფასა აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების მაღალი დონე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ებრაული თემი აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული დიასპორა ისრაელში.
აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონების წარმოებას განაგრძობს
აზერბაიჯანი ისრაელთან ერთად დრონებს აწარმოებს. APA-ს ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მრეწველობის მინისტრმა მადათ გულიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, თანამედროვე ომებში უპილოტო იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მადათ გულიევმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, თავდაცვის მრეწველობის სფეროში გამოცდილების მისაღებად, აზერბაიჯანიდან აშშ-სა და თურქეთში სტუდენტების გაგზავნას გეგმავენ.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება: დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე თავდასხმისა და ტერაქტის კვალი ირანამდე მიდის
წინასწარი მონაცემებით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე განხორციელებული ტერაქტის კვალი ირანამდე მიდის, - ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ ქანაანის განცხადებების კომენტირებისას. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია თავისი ტერიტორიის გამოყენება მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ. პირიქით, აზერბაიჯანმა ბოლო დროს მუქარა მოისმინა და ირანის მხრიდან პროვოკაციების მომსწრე გახდა. მაგალითებია ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვრებთან, ირანის ოფიციალური პირების ანტიაზერბაიჯანული განცხადებები და ტერორისტული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. ასევე აღვნიშნავთ, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე მომხდარი ტერაქტის კვალი ირანამდეც მიდის“, - აღნიშნა ჰაჯიზადამ. აზერბაიჯანელ დეპუტატს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 29 მარტს ესროლეს. ამავე დღეს თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და რომ აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ. 2023 წლის იანვრის ბოლოს, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმაში, რომლის დროსაც აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, აზერბაიჯანმა ირანის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი.
აზერბაიჯანი საჰაერო წვრთნებს ატარებს
მიმდინარე წლის სასწავლო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავები სასწავლო ფრენებს აგრძელებენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, საჰაერო ეკიპაჟებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ღამის ფრენებს ბაზის აეროდრომებიდან, ტერიტორიის შეფასების, ფრენის მარშრუტების შესწავლისა და სხვა ეპიზოდების შესახებ სხვადასხვა დავალება შეასრულეს. „საფრენოსნო ეკიპაჟების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი ამაღლების მიზნით, ამოცანები წარმატებით შესრულდა “, - იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.
აზერბაიჯანმა ირანის საელჩოს 4 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. შეხვედრისას ირანის ელჩს ძლიერი უკმაყოფილება გამოეცხადა აზერბაიჯანთან მიმართებით მისი ქვეყნის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გამო. ირანის ელჩისთვის ცნობილი გახდა, რომ ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა პერსონ ნონ გრატად, რის მიზეზადაც დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და დიპლომატიური ურთიერთობების 1961 წლის ვენის კონვენციასთან წინააღმდეგობა სახელდება. ბაქომ მათ მოსთხოვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიის 48 საათის განმავლობაში დატოვება. Report.az-ის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, კონკრეტულად რას ეხება ირანელი დიპლომატების „პროვოკაციული ქმედებები“.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები - ალიევი
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ საქართველოს მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „მოგესალმებით პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ილჰამ ალიევ! ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს, ჩემნი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ადგილას. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობდით, არამედ რეგიონებსაც ვსტუმრობთ. ეს ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, კარგი ტრადიციაა და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღეს ამ რეგიონში სტუმრობით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრობას, ძმობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა ტქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ალიევი: საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი ყოველდღიურად იზრდება
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. „ჩვენი შეხვედრა ხშირია, 6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი, თქვენ დღეს სტუმრობთ აზერბაიჯანს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ეს ძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 20 მლრდ კუბური მეტრი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწოდებთ 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. „არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი: მზად ვართ, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გავაფართოოთ
აზერბაიჯანი მზადაა, შუა დერეფნის ფარგლებში ყაზახეთთან თანამშრომლობა გააფართოოს. განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-19 სესიაზე, ბაქოში. მან განაცხადა, რომ თანამშრომლობის გაფართოება საჭიროა ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ფართო გამოყენებისთვის. „გარდა ამისა, აზერბაიჯანი მზადაა, გააღრმაოს თანამშრომლობა ზანგაზურის დერეფნის პოტენციური სატრანზიტო შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო კავშირების გაფართოებას“, - აღნიშნა მინისტრმა. ყაზახეთისთვის ზანგაზურის დერეფნის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა - ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განუცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა შუა დერეფნის გარშენო. ბაქოს პორტის გაფართოებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზანგეზურის დერეფანი განვითარდეს“, - განაცხადა სერიკ ჟუმანგარინმა და აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გაააქტიურებს მუშაობას TITR მარშრუტზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი).
ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ - Reuters
წელს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა. სააგენტო წერს, რომ ასტანა ცდილობს, შეამსუბუქოს დამოკიდებულება რუსეთის გავლით ტრანზიტზე. „ნავთობი შესაძლოა, კასპიის ზღვის ყაზახეთის შელფზე მდებარე გიგანტური კაშაგანის საბადოდან წამოვიდეს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ორი აზერბაიჯანელი და ერთი ყაზახი ოფიციალური პირის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეთავაზება გააკეთა და მხარეები ახლა დეტალებს განიხილავენ. ყაზახეთს ნავთობის უმეტესი ნაწილი ევროპაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხაზით გააქვს, რომელიც რუსეთს კვეთს, ასტანა უკრაინის გამო თავისი მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობს. მან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდება უკვე დაიწყო. ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის თებერვალში. მისი სიგრძე 837 კილომეტრია. მილსადენის დიამეტრი 530 მმ. ასევე წაიკითხეთ Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს
ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრ ASAN Service-ში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში. ეს ქარხანა აწარმოებს 100-მდე სახეობის პროდუქტს, წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70,000 ტონა ხილს და ყოველწლიურად აწარმოებს 210,000 ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში.
მოლდოვა აზერბაიჯანის დახმარებით გაზმომარაგების დივერსიფიკაციას აპირებს
კიშინიოვი დაინტერესებულია აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვით და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით ბაქოს დახმარებით, - აცხადებს მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. ამასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებებიც გამართა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა. პოპესკუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს ბაქოში შეხვდა. „მე ხაზი გავუსვი მოლდოვის ინტერესს, რაც შეიძლება მეტი აზერბაიჯანელი ინვესტორი მოიზიდოს რესპუბლიკაში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციაში", - განაცხადა პოპესკუმ. მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ასევე გამოაცხადა კიშინიოვის ღიაობა ბაქოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის ენერგეტიკის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებში.
თოყაევი: ყაზახეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ვაჭრობის მოცულობა $1 მილიარდამდე გაზარდონ
ილჰამ ალიევი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. თოყაევის თქმით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გასაზრდელად, სერიოზული პოტენციალი აქვთ. „სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგია. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი სრულად არის განვითარებული, ჩვენ შევძლებთ ამ მაჩვენებლის 1 მილიარდ დოლარამდე აყვანას. ამისათვის ჩვენ გვაქვს სერიოზული რეზერვები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, IT, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სხვა“, - განაცხადა თოყაევმა. მისივე თქმით, ყაზახეთი ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს აზერბაიჯანთან სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასავითარებლად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ძალიან სერიოზულ სამუშაოზე, რათა განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთქმედება და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. არსებობს მხოლოდ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილი“, - განაცხადა თოყაევმა.
აზერბაიჯანი უცხოელებს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნებას უკრძალავს
აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს კიბერუსაფრთხოების სერვისის პროვაიდერის დაფუძნება აეკრძალება. ცვლილების თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის სუბიექტებისთვის კიბერუსაფრთხოების სერვისების მიმწოდებლის დამფუძნებელი და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასევე, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების პროვაიდერის საქმიანობის ხელმძღვანელი და ამ საქმიანობაში ჩართული სხვა თანამშრომლები უნდა იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები. ცვლილებების პროექტი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ტრანზიტის მიზნით, ერთობლივ კომპანიას შექმნიან
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაწესებული მასობრივი ანტირუსული სანქციების ფონზე, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ნავთობის ტრანსპორტირების ერთობლივი საწარმოს შექმნის თაობაზე განაცხადეს. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა, იუწყება Kazinform-ი. „გასულ წელს KazMunayGas-მა და SOCAR-მა საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ 1,5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით. პროცესი უკვე დაიწყო მარტში, გაიგზავნა პირველი ორი ტანკერი – 20 000 ტონა, 125 000 ტონა აპრილის მდგომარეობით“, - განაცხადა ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა. აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის სხვა მარშრუტებსაც გვთავაზობს: ბაქო-სუფსის მილსადენი (არაოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 5 მილიონი ტონაა) და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებამდე. განვიხილეთ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც იქნება ერთადერთი ოპერატორი ამ სატრანზიტო მარშრუტზე, იაფი სატრანზიტო ვარიანტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“, - განაცხადა ჟუმანგარინმა. ცნობისთვის, ბაქომ ასტანას ყაზახური ნავთობის ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ტრანზიტი შესთავაზა. ისტორიაში პირველად, 2023 წლის 21 მარტს, ყაზახეთმა ნავთობი აზერბაიჯანს რუსეთის გვერდის ავლით მიაწოდა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა
აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. არია დაჭრილები და დაღუპულები. „11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომხეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ“. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობას არ სომხური მხარე აკონკრეტებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილურია.
აზერბაიჯანმა და ბოსნია-ჰერცეგოვინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
სარაევოში ხელი მოეწერა „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ჟელკა ცვიიანოვიჩმა. „სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებული ურთიერთობაა. ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ორივე ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ ამ პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინა და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ერთად მუშაობას, როგორც სტრატეგიული პარტნიორები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით", - აღნიშნა ალიევმა.
ბაქოს პორტში, ნაყარი ტვირთების ტერმინალი აშენდება
უახლოეს მომავალში აზერბაიჯანის ბაქოს პორტში დაიწყებს ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობას, განუცხადა Trend-ს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. ზიადოვის თქმით, ინვესტორების მოზიდვასა სამუშაო უკვე დასრულებულია. 2022 წლის ბოლოსთვის ბაქოს პორტის გავლით 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც მიუთითებს 14 პროცენტით ზრდაზე წელიწადში. 2022 წელს ბაქოს პორტმა 6,3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანა, რაც 14 პროცენტით მეტია 2021 წელთან შედარებით. „კონტეინერების ტრანსპორტირების მუდმივი ზრდა მიუთითებს დიდი საკონტეინერო ტერმინალის საშუალო და გრძელვადიანი მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას 100,000-დან 500,000 TEU კონტეინერამდე“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 10%-ით გაიზარდა
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 10&-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. მიმდინარე წელს გაზის ტრანსპორტირების 47,8% სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით განხორციელდა. შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი სწორედ ამ მილსადენით გადის ექსპორტზე. „საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 5 511,4 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიზიდა, რაც წლიური შედარებისას აღმოჩნდა, რომ 9,7%-იანი ზრდაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ხელშეკრულება შაჰ-დენიზის საბადოდან პროდუქციის წილის განაწილების შესახებ, ხელი მოეწერა და რატიფიცირებულია 1996 წელს. პროექტში მონაწილეობენ BP (ოპერატორი - 28,8%), AzSD (10%), SGC Upstream (6,7%), Petronas (15,5%), Lukoil (10%), NICO (10%) და TPAO (19%). ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.
რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა ნიშნავს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მოგვარებას. "ერევანი სრულად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივეს ელოდება აზერბაიჯანისგან, სომხეთის სსრ-ს მთელი ტერიტორიის სომხეთის რესპუბლიკად აღიარებას. აზერბაიჯანის ბრალდებები, რომ სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესში სომხეთმა უარი თქვა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანთან და საქართველოსთან საჭიროა ურთიერთობების გაღრმავება. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-თურქეთის საზღვრის მალე გახსნის იმედი გამოთქვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აზერბაიჯანშია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი 3-დღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. მინისტრს თან ახლავს 20 ისრაელური კომპანიისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში ელი კოენი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯან-ისრაელის მთავრობათაშორისი კომისიის მოახლოებულ სხდომაში, რომელიც 19 აპრილს ბაქოში გაიმართება, ასევე რამდენიმე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან. კოენი 19 აპრილს დილით ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ის თავის კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს, ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს. მისივე თქმით, ხსენებული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. „მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ეს ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა. სომხეთი უარყოფს რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და აცხადებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულნი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“, - წერია ინფორმაციაში. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრამდე, თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი.
აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის
აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს გახსნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს. შეერთებული შტატები მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ადამიანებს ლაჩინის დერეფანში თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მოვუწოდებთ, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და თავი შეიკავონ საზღვრის გასწვრივ პროვოკაციებისგან და მტრული ქმედებებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ლაჩინი-ხანქენდის გზაზე საგუშაგოს გახსნა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და სომხეთმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს აზერბაიჯანის უფლებას უზრუნველყოს კონტროლი მის ტერიტორიაზე შესვლასა და გასვლაზე. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ სომხეთი, როგორც 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ხელმომწერი მხარე, მიუღებლად მიიჩნევს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს მოწყობას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ლაჩინის დერეფნიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანა უზრუნველყოს.
ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღო, იუწყება აზერბაიჯანული მედია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხედრო სფეროში. „მხარეებმა გაიხსენეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში და აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნაყოფიერი დისკუსიები ორმხრივი გაფართოების მიზნით. სახელმწიფოს მეთაურმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი
ყაზახეთის მთავრობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებაზე მუშაობს, განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. პრემიერის თქმით, გასულ წელს მარშრუტმა ორჯერ გაზარდა ტვირთების გადაზიდვა და მან 1,7 მლნ ტონას მიაღწია. „აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან შემუშავებული საგზაო რუკების მიხედვით, წელს TITR-ის მეშვეობით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი, 2025 წლისთვის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება“, - განაცხადა სმაილოვმა. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო. შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა. ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გაზს უნგრეთსა და სლოვაკეთს სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიაწვდის
აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა. ალიევი ბულგარეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე, ლაჩინის გზაზე გახსნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აზერბაიჯანმა ხსენებული გზის დასაწყისში, სომხეთთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი 23 აპრილს გახსნა. ბაქოს განმარტებით, სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად, რასაც ერევანი და აზერბაიჯანს ადანაშაულებს რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა. კონფლიქტურ ზონაში პერიოდულად იძაბება სიტუაცია.
რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე: ბულგარეთი რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას აყალიბებს
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა აყალიბებს რეგიონის ენერგეტიკულ სტრატეგიას და წარმოადგენს ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრს ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, იუწყება ადგილობრივი მედია. „ამჟამად ბულგარეთი გაზს აზერბაიჯანიდან იღებს. ჩვენ გვაქვს უფასო წვდომა ხმელთაშუა ზღვაში ექვს ტერმინალსა და საბერძნეთისა და თურქეთის გაზის გადაცემის სისტემებზე. ბულგარეთი ძალიან კარგად სარგებლობს გეოგრაფიული მდებარეობით და ევროკავშირის წევრობით, ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესებს“, - განაცხადა რადევმა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დროებითი მთავრობის ქმედებებს, რომელმაც, მისი შეფასებით, მიუხედავად კრიზისისა, მოახერხა ინფლაციასთან გამკლავება, სამრეწველო წარმოებისა და ექსპორტის გაზრდის პირობების შექმნა. „საბერძნეთთან დავასრულეთ ინტერკონექტორის პროექტი, დავიწყეთ სერბეთთან ხაზის მშენებლობა, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბერში დავასრულებთ. ამჟამად, ევროპაში საწვავის ყველაზე დაბალი ფასები გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ საბერძნეთთან თანამშრომლობას, თებერვალში ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ალექსანდროპოლისი-ბურგასის ნავთობსადენის მშენებლობაზე“, - აღნიშნა რადევმა.
ბლინკენი ალიევს: ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აშშ ამ კუთხით მხარდაჭერას გააგრძელებს. ენტონი ბლინკენმა და ილჰამ ალიევმა ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც ისაუბრეს. მდივანმა ბლინკენმა გამოხატა შეერთებული შტატების ღრმა შეშფოთება, რომ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს და ხაზი გაუსვა ლაჩინის დერეფნის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის მნიშვნელობას კომერციული და კერძო მანქანებისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით კი, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საგუშაგო აზერბაიჯანის სუვერენული უფლებებისა და ყველა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეიქმნა. აშშ-ის შეფასებით, აზერბაიჯანის ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის
ენტონი ბლინკენი: დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სამმხრივ შეხვედრამდე ბლინკენმა მირზოიანთან და ბაირამოვთან შეხვედრები ცალკე-ცალკე გამართა. ენტონი ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად დიალოგი უმნიშვნელოვანესია. „ჩვენს ახალ შენობაში ჯორჯ პ. შულცის საგარეო საქმეთა ეროვნულ სასწავლო ცენტრში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვმასპინძლობთ. დიალოგი არის გასაღები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დაწერა ბლინკენმა Twitter-ზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღის წესრიგში იყო უსაფრთხოების და სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ განხილული იყო რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების პროცესი და აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დაბლოკვით შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია. 23 აპრილს, აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სულ მცირე 1441 ბავშვი დაზარალდა
უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, სულ მცირე 1441 ბავშვი დაზარალდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს. ამასთან, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო, დაკარგულად 23 7600 მშვიდობიანი მოქალაქე ითვლება, განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლეონიდ ტიმჩენკომ 4 მაისს. მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 101 543 შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ კი მონაცემები ერთ რეესტრში შევიდა. „მოგვიანებით, პრიორიტეტული შემოწმების შედეგად, ნაპოვნია 54 310 ადამიანი“, - განაცხადა ტიმჩენკომ. ყველა საჭირო ღონისძიების გატარების შემდეგ, ძებნა 31 330 ადამიანზე გამოცხადდა, მათგან 7 570 იპოვეს, დანარჩენი კი განსაკუთრებულ ვითარებაში დაკარგულად ითვლება. ეს მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, სამხედრო ოპერაციებს, დროებით ოკუპაციას და ბუნებრივ ან ადამიანის მიერ გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებს.
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი 4 თვეში 10,5%-ით გაზარდა
აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. გაზის ექსპორტი იანვარ-აპრილში 10,5%-ით გაიზარდა. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
აზერბაიჯანი HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე, თურქეთთთან მოლაპარაკებას აწარმოებს
აზერბაიჯანი და პაკისტანი თურქეთთან, HÜRKUŞ-ის თვითმფრინავების შეძენის საკითხზე დისკუსიებს აწარმოებენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდენტმა ისმაილ დემირმა TGRT Haber-ს განუცხადა. მისი თქმით, თურქეთი უფრო მეგობარ და მოძმე ქვეყნებთან თანამშრომლობას ამჯობინებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ამ ქვეყნების დამოკიდებულება და გულწრფელობა. ამავდროულად, ამ ქვეყნებს სურთ, იყვნენ პარტნიორები Kaan-თან დაკავშირებულ პროექტებში და შეიძინონ ეს თვითმფრინავი“, - განაცხადა დემირმა.
უზბეკეთს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნა სურს
უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ამასთან, ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა საინვესტიციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები განიხილეს. დისკუსია უზბეკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ინვესტიციების და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯამშიდ ხოჯაევისა და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტისა და ალატის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობის შეხვედრის დროს გაიმართა. გარდა ამისა, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურ დირექტორ ტალეჰ ზიადოვთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა, კერძოდ, ზომების მიღება საკონტეინერო მიმოსვლისა და საქონლის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის მიზნით. ასევე, ხაზი გაესვა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის ბაზაზე უზბეკური საწყობების და საკონტეინერო ტერმინალების გახსნის პერსპექტივებს. აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 2 ოქტომბერს დამყარდა. აზერბაიჯანის საელჩო უზბეკეთში 1996 წლის აგვისტოში დაარსდა, ხოლო უზბეკეთის საელჩო აზერბაიჯანში 1998 წლის ივლისში გაიხსნა. აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 2021 წელს 111,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან გამართავს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
რა საკითხები განიხილეს შალვა პაპუაშვილმა და ილჰამ ალიევმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში. აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები - პაპუაშვილი აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართა. როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი იყო ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას. ადამიანი მისი საქმით ფასდება. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გახლდათ ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საწყისი რთული წლების შემდეგ ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით, მან ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული – საკუთარი ერის გული მოიგო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო, მისმა მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რასაც საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს. „ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის საკვანძო დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენენ. ასე რომ, დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე საუბარიც სწორედ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძნული გადაწყვეტილებების დამსახურებით არის შესაძლებელი. ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე ცნობილი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს, მსურს, აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ალიევი: ბაქომ წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი
აზერბაიჯანი მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული 5 პრინციპის საფუძველზე, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარებით, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრისას. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა წამოიწყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს და შექმნა ინტეგრირებული სამხრეთ კავკასიური მოდელი. არარატ მირზოიანი ხავიერ კოლომინას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული ბოლო დისკუსიის შესახებ ესაუბრა რა შედეგით დასრულდა შარლ მიშელის, სომხეთის პრემიერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრა ბიუსელში სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ აზერბაიჯანი გამოვიდა ინიციატივით სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით 44-დღიანი ომის შემდეგ. მან ახსენა ვაშინგტონის ბოლო დისკუსიები სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შესახებ, რომელიც გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე, მისი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ბრიუსელშიმ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მხარდაჭერით. ალიევმა განაცხადა,რომ მომავალში კიდევ იქნება შეხვედრები საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში.
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმდნენ - მედია
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილხამ ალიევმა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიწვევისთვის ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები. დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში. ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა კვირას ლაჩინის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი - დაემორჩილო აზერბაიჯანის კანონებს, იყო ლოიალური და აზერბაიჯანის ნორმალური მოქალაქე, ყალბი სახელმწიფო ატრიბუტები სანაგვეში გადააგდო - „პარლამენტი“ უნდა იყოს დათხოვნილი - თითქოს იქ „პარლამენტი" იყოს. თითქოს პრეზიდენტია, თითქოს მინისტრია, სასაცილოა ეს ყველაფერი.ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღეს გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, „პარლამენტი“ უნდა დაიშალოს, სუბიექტი, რომელიც საკუთარ თავს „პრეზიდენტად“ უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვებმა უნდა დათმონ თავიანთი „თანამდებობები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მათთან დათმობაზე საუბარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ ამნისტიაზე. აქვე უნდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტობრივად სრულად ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას ბოლო დროს“, - განაცხადა ალიევმა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რამდენჯერმე გაგზავნა წარმომადგენელი სტეპანაკერტში და დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრაც გაიმართა. შემდეგ კი, ბაქოშიც მიიწვიეს სასაუბროდ, თუმცა ალიევის თქმით, მეორე მხარემ უარი განაცხადა. „ჩემი სიტყვა საბოლოოა და ეს ყველამ იცის როგორც აზერბაიჯანში, ისე მთელ მსოფლიოში, მათ შორის სომხეთშიც. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ. ჩვენი არცერთი სიტყვა, როგორც ამბობენ, ჰაერში არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება. თუ ვიტყვი, რომ ამნისტია შეიძლება, იყოს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. მათ ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან, არაერთი შესაძლებლობა და ყოველ ჯერზე, როგორც ამბობენ, გვიწევდა მათი გონზე მოყვანა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. პარასკევს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ და ერევანმა შესაძლოა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ პირველ ივნისს, კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე. უფრო ადრე, 25 მაისს გავრცელებული ცნობებით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. „ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს. სომხეთი მზადაა, გარკვეული პირობებით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს „არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობის ზღურბლზე არიან. მისივე თანახმად, აზერბაიჯანი სომხური მხარისგან ელოდება ორმხრივ პოლიტიკურ ნებას სამ კონკრეტულ სფეროში უთანხმოების დასაძლევად, რომლებიც ორმხრივი დისკუსიების დღის წესრიგშია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამართულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვსა და კიშინეუში შესაძლებელი გახადა მხარეთა პოზიციების უკეთ გაგება. უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ჯერ არ არსებობს.
აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა
აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში, იანვარ-მაისში 9,6%-ით გაიზარდა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა. „ევროპაში ტრანსპორტირდა 4,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში - 4,3 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში - 1,2 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე. იანვარ-აპრილის მონაცემით, აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 10,5%-იან ზრადს ნიშნავს. ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.
ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. AZERTAC-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის მეუღლეს ემინე ერდოღანს დახვდნენ აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები. Anadoluს-ს ცნობით, ერდოღანი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსში იმყოფებოდა. ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა. დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში
პარლამენტმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტი ავრელებს. პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა. შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს. 24 პრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. ამასთან, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ „სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკას გაუსვეს ხაზი, „რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ“. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. ამ კონტექსტში ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას გაუსვა ხაზი.
ბაქომ, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედროების მონაწილეობით, წვრთნებს უმასპინძლა
"Eternity-2023" - ბაქოში კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, სწავლება ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში ჩატარდა. წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა. საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანია სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. გასულ წელს წვრთნები თურქეთში, 22-28 ოქტომბერს გაიმართა.
შუა დერეფნით გლობალური ინვესტორები ინტერესდებიან - აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის მთავრობა გეგმავს საჯარო-კერძო პარტნიორობის გაუმჯობესებას შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის) განვითარების კონტექსტში, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველმა, ხაგანი აბდულაევმა EBRD-ის ანგარიშის პრეზენტაციის დროს. აბდულაევის განცხადებით, შუა დერეფნით გლობალური ინვესტორები ინტერესდებიან. „რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით - რაც გავლენა მოახდინა ამან მსოფლიო ეკონომიკაზე, ინვესტიციების, ტრანსპორტის, სატრანზიტო ზონების ცვლილებებმა გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკაში შემუშავებული რუკის ცვლილება. ამ კონტექსტში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გაჩნდა აზერბაიჯანისა და რეგიონისთვის. ამის განსახორციელებლად მთავრობა დიდ საქმეს აკეთებს. შუა დერეფანი ჩვენთვის ნიშნავს ახალ საექსპორტო ბაზრებზე წვდომას“, - აღნიშნა აბდულაევმა. ამ მარშრუტის მიზანია საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტის ფარგლებში ერთად 2017 წლიდან მუშაობს. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის დრო შემცირდება
რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია წერს. მისი ცნობით, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა.
თბილისი და ბაქო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დისკუსიას განაახლებენ
19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე. „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. აზერბაიჯანული ვებგვერდმა haqqin.az-მა შეხვედრის გამართვამდე გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაგეგმილი იყო თბილისთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის განხილვა. „ამ საკითხების პირდაპირი ფორმალური განხილვა არ იქნება, მაგრამ არაფორმალურად ჩვენ შევხედავთ ამ საკითხებს, მოსაზრებებს გავცვლით და, რა თქმა უნდა, გავცვლით აზრებს კომისიის მუშაობის გაგრძელების თემაზე“, - განაცხადა შეხვედრამზე ხალაფ ხალაფოვმა. ცნობისთვის, 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. დავით გარეჯთან ვითარება არაერთხელ დაიძაბა 2019 წლის აპრილის შემდეგ, როცა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. ქართველმა სასულიერო და სამოქალაქო პირებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. პროკურატურის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს საზიანოდ საზღვრის მონაკვეთების შეთანხმების მცდელობის ბრალდებით 2020 წლის აგვისტოში დაიყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პროკურატურისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე. საქმეზე დააკავეს აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარეს და 2021 წლის 28 იანვარს ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. 2021 წლის 2 მარტს სახალხო დამცველმა ამ საქმეში ევროპის სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივის არსებობა დაადგინა. საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთანაა.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
ერთობლივი წვრთნები „Alpan-2023“ აზერბაიჯანის საჰაერო ძალებისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით იმართება, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული წვრთნების სცენარის მიხედვით, თვითმფრინავი ფრენებს საბაზისო აეროდრომებიდან ახორციელებს და ასრულებდა ამოცანებს მათ შორის შორ და მოკლე დისტანციებზე, წარმოსახვითი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემისა და სამეთაურო საკონტროლო პუნქტის განადგურების დავალებას. ასევე სცენარი მოიცავდა სხვა ეპიზოდებსაც. წვრთნების ძირითადი მიზანია პირადი შემადგენლობის თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფებს შორის თავსებადობის უზრუნველყოფა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა რკინიგზის სფეროში ერთობლივი საწარმო დააფუძნეს - მედია
აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ. დოკუმენტს ხელი მოეწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ, ალი ასადოვისა და ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის შეხვედრის ფარგლებში. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი დღესვე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ, შუა დერეფნის ფარგლებში, დიგიტალიზაციის კუთხით ურთიერთქმედების გაფართოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ. „საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - აცხადებდა TITR-ის ასოციაციის გენერალური მდივანი, გაიდარ აბდიკერიმოვი. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმება დამტკიცდა
აზერბაიჯანის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე, პირველადი ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამტკიცებს შეთანხმებას. ინფორმაციისთვის, დოკუმენტი 2022 წლის 18 აგვისტოს, ბაქოში გაფორმდა. ბაქო-თბილისი-ყარსი ფართოვდება, რათა მეტი ტვირთი მოიზიდოს შუა დერეფანში - აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დროებით დაიხურა რას გულისხმობს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის ფარგლებში აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო საბაჟო პროცედურების გასამარტივებლად გაფორმებული შეთანხმება, ამასთან დაკავშირებულ დეტალებზე აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და სამეწარმეო კომიტეტის თავმჯდომარემ თაჰირ მირკიშილმა მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მონაცემთა წინასწარი გაცვლის შეთანხმება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქონლის შეუფერხებლად და სწრაფ საერთაშორისო ტრანსპორტირებას სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით. ასევე, ტვირთების გადაზიდვისას დროის შემცირებას. „თანამშრომლობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საბაჟო კონტროლზე დახარჯული დრო უნდა შემცირდეს, პროცედურები გამარტივდეს მონაცემთა გაცვლის პირველადი ელექტრონული სისტემების გამოყენებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქონელს, რომელიც საჭიროებს სწრაფ ტრანსპორტირებას, ინსპექტირების ჩატარებას რისკის ანალიზის საფუძველზე. მიიღებენ ერთობლივ ზომებს გარკვეულ პუნქტებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს რენტგენის გამოსახულებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციას ტექნოლოგიების განვითარებაზე 6 თვის განმავლობაში გაცვლიან. „დაგეგმილია სამმხრივი თანამშრომლობის კომისიის შექმნა ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეპოზიტარი გახლავთ თურქეთი, ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დოკუმენტი თურქულ მხარეს ექნება“, - აღნიშნა მირკიშილმა. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები არიან აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს შესამოსავლების სამსახური. BTK-მა 2022 წელს 432,284, 2017-2022 წლებში კი, 1,347,585 ტონა ტვირთი გადაზიდა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).
აზერბაიჯანი იტალიაში გაზის ექსპორტს თითქმის აორმაგებს - ევროსტატი
აზერბაიჯანმა 2023 წლის აპრილში, იტალიაში 814 775 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა. მარტში, ეს მონაცემი 473 000 000 კუბურ მეტრს შეადგენდა. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისას აზერბაიჯანული Trend-ი ევროსტატის, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურს ეყრდნობა. შესაბამისად, იმპორტი თვითან თვემდე 1,7-ჯერ გაიზარდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ექსპორტი 10,5 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა, ხოლო 1,1 მილიარდი კუბური მეტრი - თურქეთში. გარდა ამისა, აზერბაიჯანმა იმავე პერიოდში თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, ხოლო საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. დაახლოებით 1,9 მილიარდი კუბური მეტრი თურქეთში ტრანსპორტირებულია ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენით (TANAP), რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მედია: აზერბაიჯანი სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობას 23%-ით ზრდის
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, აზერბაიჯანში რკინიგზით 3,240,952 ტონა (+22,8%), 1,581,904 აშშ დოლარის ღირებულების (+10,9%) ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, 5 თვის განმავლობაში ექსპორტირებული იყო 1 327 557 ტონა ტვირთი (+24%), (552 616 000 აშშ დოლარის (+22%). ამასთან, განხორციელდა 1 029 287 აშშ დოლარის (+4.8%) ღირებულების, 1 913 394 ტონა ტვირთის (+21%) იმპორტი.
სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების ფონზე, მთიანი ყარაბაღის არეალში სროლის შესახებ იუწყებიან
სომხური მედიის თანახმად, აზერბაიჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მის პოზიციებს ცეცხლი მთიანი ყარაბაღიდან გაუხსნეს, დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. აშშ მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც ერთად მუშაობენ გრძელვადიანი და ღირსეული შეთანხმების მისაღწევად, დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე. „დიალოგი გრძელვადიანი მშვიდობის გასაღებია“, - აღნიშნა ბლინკენმა. 27 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან. მოგვიანებით შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართა. 27 ივნისს ვაშინგტონში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკების რაუნდი დაიწყო.
ერდოღანის თქმით, რუსი სამხედროები ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებენ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ ყარაბაღს 2025 წლისთვის დატოვებს. ერდოღანს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ჰკითხა „რუსი სამშვიდობოების“ განლაგების შესახებ, რაზეც ერდოღანმა უპასუხა, რომ შეთანხმების თანახმად, „რუსი სამშვიდობოები“ „ყარაბაღში განსაზღვრულ ტერიტორიაზე 2025 წლამდე დარჩებიან, ხოლო 2025 წლისთვის რუსეთი დატოვებს ამ ადგილებს.“ „მჯერა, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას. ჩემი ძმა ილჰამ ალიევიც ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანი „2020 წლის შეთანხმების არასრული შესრულების“ გამო, მოსკოვს და სომხეთს აკრიტიკებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვი და სომხეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ „აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის 2020 წლის სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული შესრულება არ უზრუნველყო.“ მისივე თანახმად, სომხეთმა არ შეასრულა განცხადების ბევრი დებულება. 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვმა „არაფერი გააკეთა“ რომ შეეჩერებინა აზერბაიჯანის კუთვნილ მთიან ყარაბაღში სომხეთიდან იარაღის მიწოდება სეპარატისტებისთვის, რომლებსაც ერევანი უჭერს მხარს. ბაქოს განცხადებას წინ უძღვოდა ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და მათი შუამავალი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მიშელმა ხაზი გაუსა, რომ მოლაპარაკება იყო „გულწრფელი და საგნობრივი.“ ის „ძალადობის და მძაფრი რიტორიკის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ორივე ლიდერი მიიწვია მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ზაფხულის შემდეგ უნდა გაიმართოს. სომხური მხარე აცხადებს, რომ შემოთავაზებული სამშვიდობო ხელშეკრულება მათთვის განსაკუთრებულ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს და მათი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს.
ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ხელი მოაწერა
აზერბაიჯანი უკრაინას 7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამ მიზნით ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მრავალ ქვეყანას ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე. უკრაინაში ბოლო დროს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გაუწია ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ელექტროტექნიკის შესაძენად და გადაზიდვისთვის გამოეყო 7,6 მილიონი დოლარი. ფინანსთა სამინისტროს ამ ბრძანებით განსაზღვრული ოდენობით დაფინანსება, მინისტრთა კაბინეტს კი, ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების გადაწყვეტა დაევალა.
ირანის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, თეირანი და რუსეთი ელექტროენერგიას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან
ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა განაცხადა, რომ ირანი და რუსეთი ელექტროენერგიას სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაცვლიან, იუწყება სომხური მედია ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით. „რუსეთთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ორი მარშრუტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთი-საქართველო და ვართ საბოლოო მოლაპარაკებებისა და განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანს სურს ელექტროენერგიის გაცვლა ზოგიერთ მეზობელთან გადახდის გარეშე. „მალე ჩვენ დავიწყებთ ელექტროენერგიის გაცვლას რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით. ასევე დღის წესრიგშია რუსეთის ელექტრო ქსელთან დაკავშირება სომხეთისა და საქართველოს გავლით“, - განაცხადა მეჰრაბიანმა. მანამდე სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, გნელ სანოსიანმა და ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, ალი აქბარ მეჰრაბიანმა თეირანში მესამე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულებაზე ისაუბრეს. პროექტი გაზრდის ბარტერის მოცულობას, რომლის მეშვეობითაც ერევანი იღებს ირანულ გაზს და სანაცვლოდ, ელექტროენერგიას აწვდის. ამასთან, დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია არ გავრცელებულა. ინფორმაციისთვის, 2015 წლის დეკემბერში, სომხეთი, ირანი, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ელექტროსისტემის განვითარებაზე იმუშაონ, ოთხ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მაშინ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი, ერვანდ ზახარიანი, მისი იმჟამინდელი ქართველი კოლეგა, კახა კალაძე და ირანელი კოლეგა, ჰამიდ ჩიტჩიანი, ასევე რუსეთის ენერგეტიკული ქსელების ოპერატორი კომპანიის „როსსეტის“ ხელმძღვანელი, ოლეგ ბუდარგინი ერთმანეთს 23 დეკემბერს ერევანში შეხვდნენ. მხარეებმა „ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის სინქრონული მუშაობის მიზნით ტექნიკური და საკანონდებლო ჩარჩოს შესწავლაში თანამშრომლობას მოიცავდა. „როსეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ ბუდარგინი აცხადებდა, რომ „ენერგო დერეფანი, რუსეთი–საქართველო–სომხეთი–ირანი, სტრატეგიული მარშრუტი იქნებოდა მონაწილე ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გადაცემისთვის“ და ხელმოწერილი მემორანდუმის განხორციელება „კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ინტეგრაციული პროცესების განვითარებისთვის.“ „მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა“, – აღნიშნა საქართველოს იმჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 2015 წლის 23 დეკემბერს.
აზერბაიჯანი და საქართველო სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა. საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ტაჰიროვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.
ზელენსკიმ ალიევს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინისთვის ენერგოტექნიკის შესაძენად დახმარების გამოყოფას გულისხმობს. მეგობარი აზერბაიჯანის ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინის ენერგოკომპლექსის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აგრესორის მუდმივი თავდასხმების ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა მოვამზადოთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა ზამთრისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ Twitter-ზე. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას 17 ივლისს მოაწერა ხელი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობამ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 731 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით წერს. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-ით გაიზარდა. მაჩვენებლების მიხედვით, აზერბაიჯანის წილმა საქართველოს მთლიან ვაჭრობაში 7,1% შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 413 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 13,5%), ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 318 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4,4%) შეადგინა.
დავით მირცხულავა: აზერბაიჯან-ევროკავშირის მემორანდუმმა კასპიის აუზის ქვეყნებს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა, აქ განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს
ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული მემორანდუმის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კასპიის აუზის ქვეყნების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ნიშა, რომლის სატრანსპორტო არხებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებში, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილმა ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს. რას ცვლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ისტორიული ენერგეტიკული მემორანდუმი, ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და რა როლი აქვს საქართველოს. ამ და სხვა საკითხებზე ენერგეტიკის ექსმინისტრმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით მირცხულავამ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ET: 19 ივლისს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა, თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო პარტნიორია. რა მნიშვნელობა აქვს ამ მემორანდუმს და რა გავლენა ექნება რეგიონზე ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად უსაფრთხოების კუთხით? უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ევროპისთვის და ზოგადად დასავლეთ ევროპისთვის ენერგორესურსების არასაიმედო მიმწოდებელია. როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდა აზერბაიჯანში, იქ სწორედ ევროკავშირის ქვეყნებისთვის საიმედო მომწოდებლის პოვნაზე იყო ლაპარაკი. ერთ-ერთ კომენტარში მან თქვა, რომ აზერბაიჯანი საკვანძო, მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, ილჰამ ალიევი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპას გაზის მნიშვნელოვანი მოცულობა მიაწოდოს და ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსების გავლენისგან თანდათან გათავისუფლდეს. 2022 წელს აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მოცულობას 3 მილიარდ კუბურ მეტრამდე ზრდის. ანალოგიური ზრდა იქნება 2023 წელსაც. 2026 წელს ახალი საბადოების გახსნის შემდეგ, ევროპა კიდევ დამატებით 4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ET: როგორი იქნება ამ მემორანდუმში სხვა ქვეყნების როლი? იგივე თურქმენეთის, რომელსაც გაზის სოლიდური მარაგი აქვს და გასაღების ბაზარს ეძებს? აზერბაიჯანი ასევე ძალიან ინტენსიურად მუშაობს თურქმენეთთან. 90-იანი წლების ბოლოდან თურქმენული გაზის ექსპორტის მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა, შემდეგ იყო გარკვეული პაუზები. ტრანსკასპიური მარშრუტის თემატიკა ყოველთვის იყო დღის წესრიგში. დღეს ეს ძალიან აქტუალური საკითხია. 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გაყიდვა თურქმენეთს უპრობლემოდ შეუძლია. აზერბაიჯანი კი, TAP-თა და TANAP-ით ევროპისთვის ამ მოცულობის მიწოდებას შეძლებს. ფაქტია, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის გაიხსნა დამატებითი ფანჯარა. სწორედ ამ ქვეყნებისა და მთავრობების აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოიყენებენ ამ ახალ შესაძლებლობას. შექმნილი რეალობა დაახლოებით, 20 წლის წინ არსებულ ვითარებას ჰგავს, როცა კასპიის ნახშირ-წყალბადებზე დაიწყო საუბარი და რამდენიმე ქვეყანამ შექმნა ეს ნიშა. დღეს თითქმის ანალოგიური გამოწვევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ET: რას მიიღებს ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე საქართველო? ბუნებრივია, გაზისა და ნავთობპროდუქტების ასეთი მოცულობების გატარება საქართველოსთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. მივიღებთ დამატებითი მოცულობების სოციალურ გაზს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გაზი უნდა მიიღოს იმ მომხმარებელმა, რომელსაც რეალურად ეკუთვნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო დიდ შემოსავლებს მიიღებს. მე მხედველობაში მაქვს ბუნებრივი გაზის მოცულობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გაზი დამატებითი ღირებულებებით გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკაში, ენერგეტიკაში. აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს სოციალურად დაუცველებზე, რათა მათ შეღავათები მიიღონ. ET: ყველა თანხმდება, რომ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ენერგორესურსების ბაზარზე სოლიდური მოთამაშეა ყაზახეთი. პრეზიდენტმა თოყაევმა თქვა, რომ საკუთარი რესურსების გადასაზიდად ტრანსკასპიურ მარშრუტს განიხილავს. რამდენად რეალურია ამ გეგმის განხორციელება? თოყაევის გეგმების განხორციელება რეალურია. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა თავისი პოლიტიკური ძალა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეაჩერა. მერე ისევ დაუშვა და კომპანიას სასაცილო ჯარიმა დააკისრა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მილსადენია, რომელიც ნოვოროსიისკამდე მიდის და მისი მეშვეობით ყაზახური ნავთობის 80% ექსპორტზე გადის. იყო ვერსია, რომ გაზის ჩასაჭირხვნი მოწყობილობა გაუფუჭდათ, შემდეგ კი, გარემოს დაცვის სტანდარტს არღვევდნენ. ფაქტია, რომ ამან ყაზახეთის პრეზიდენტი აძულა, დაეწყო ფიქრი ალტერნატიულ მარშრუტებზე და ამ ალტერნატიულ მარშრუტებში გაჩნდა ორი ოფციონი. ესაა საქართველოს რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც, ყაზახური ნავთობის საქართველოს პორტებში გადაზიდვა და შემდგომ ევროპაში გატანაა შესაძლებელი. ასევე საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, სადაც აზერბაიჯანულ ნავთობთან ერთად მოხდება დამატებით ყაზახური ნავთობის ჩაჭირხვნა. ჩვენ შემთხვევაში, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, რკინიგზას შეუძლია 4-დან 5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადაზიდვა. საუბარია, რომ ამას დაემატოს 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი. ბუნებრივია, ასეთი პოტენციალი შესაბამისი სამუშაოს ჩატარების საფუძველზე არსებობს. ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ამ მარშრუტით 1 ტონა ნავთობის გადაზიდვა $9-ით მეტი ღირდა, მაგრამ ყაზახეთისთვის ეს მაინც მისაღები იყო, რადგან თუ რუსეთმა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის ფუნქციონირება შეაჩერა ეს საკმაოდ მძიმე იქნება ყაზახეთისთვის, რადგან ბიუჯეტის 80% ამ სეგმენტიდან ივსება. ამასთან, ყაზახეთის ეკონომიკური უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. სწორი იყო და მართებული, რომ ყაზახეთმა დაიწყო ამ ალტერნატიული მარშრუტების ძებნა, საქართველოს აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მნიშვნელოვანი ხდება კასპიის ზღვის ქვეყნებისთვის. გაზთან დაკავშირებით, თურქმენეთიც იწყებს ფიქრს და ყაზახეთთან რამდენიმე სამთავრობო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა თურქმენეთში. ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს შემოსავლების ზრდისთვის. ET: რა როლი აქვს ახალ რეალობაში თურქეთს? ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის შელფზე გაზის სოლიდური მარაგის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. ამასთან, თურქეთი აქტიურად განიხილავს თურქმენული გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბდა. აზერბაიჯანული მილსადენები მათ ტერიტორიაზე გადის. TAP და TANAP-ის ფუნქციონირება სწორედ თურქეთის ტერიტორიებთანაა დაკავშირებული. როგორც კი დაიწყო კასპიის რესურსების გამოყენება, თურქეთი იმ დღიდან არის ჩართული პროექტებში და ცდილობს, თურქმენეთის პოტენციალი გამოიყენოს. სწორედ თურქმენული გაზის ტრანსპორტირების ხელშეწყობაა თურქეთის პრიორიტეტი. ეს ქვეყანა ცდილობს, რომ თურქმენეთის გაზის დიდი მარაგები ევროპის ბაზარზე გავიდეს. თურქეთს აქვს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ET: კასპიის აუზის ქვეყნების რესურსები და საქართველოს სატრანზიტო როლი - რამდენად მზადაა საქართველო და აქვს პოტენციალი, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ეს ფუნქცია წარმატებულად შეასრულოს? მაგისტრალურ გაზსადენებისა და ნავთობსადენების სახით გვაქვს მზა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება რკინიგზას, გადაზიდვებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წილის გასაზრდელად გარკვეული სამუშაო იქნება ჩასატარებელი. თუმცა ის მოცულობა, რაც იყო ნახსენები, 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი, ეს საკითხი შესწავლილია და საქართველოს რკინიგზას აქვს პოტენციალი, ეს მოცულობა გაატაროს, რომელიც შემდეგ ჩვენი პორტების საშუალებით გავა ევროპის ბაზარზე. ყაზახეთის ნავთობის წილი, მსოფლიო ბაზრის 1%-ია. რიგი ქვეყნების მოხმარებაში კი, ყაზახური ნავთობის წილი 20-30%-ს შეადგენს. ყაზახეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ, როგორც სატრანზიტო ქვეყანას მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებამ 90-იან წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, რის შემდეგაც ჩვენ ეს ფუნქცია მივიღეთ და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე უსაფრთხოების კუთხით, რადგან ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანა ვართ.
ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები
„სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი წარმატებით განხორციელდა და უკვე ორ წელზე მეტია, აზერბაიჯანი გახდა ევროპის მნიშვნელოვანი გაზის მიმწოდებელი“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას თემაზე - „ახალი მედია მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.“ იტყობინება AZERTAC-ი. „ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანს სანდო პარტნიორად ასახელებს, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კი აზერბაიჯანს გაზის პან-ევროპულ მიმწოდებელს უწოდებს. და ეს ასეა, რადგან ევროპისკენ ჩვენი გაზის მიწოდების გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება და, იმედია, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ქვეყანა, კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები,“ - აღნიშნა ალიევმა.
ალიევი: წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. „შესწავლითი სამუშოა უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია ალბათ სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება,“ – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას. მისივე თქმით, „გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ.“ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ევროკავშირის კომპანიები შავი ზღვის კაბელების პროექტში ჩაერთვებიან და საქართველოსთან მჭიდროდ იმუშავებენ - ანალიზი NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს
ფაშინიანი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე, აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი „ძალიან სავარაუდოა“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის და ასევე რატიფიცირებული ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ, ომი ძალიან სავარაუდოა. მან აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა. „ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს. ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. ეს ასევე არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა, რომ სომხეთი ახლა თანდათან ხდება მეტოქეობის ზონა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მისი თქმით, არა მარტო რუსები და ამერიკელები, არამედ სხვა ქვეყნებიც აქტიურად ერევიან სიტუაციაში. „ვფიქრობ, სომხეთის მთავრობას არ აქვს მკაფიო საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ყარაბაღის მეორე ომამდე ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ მათ ეს არ აქვთ, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათ,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევი: მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში. Azertag-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს „მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში, 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 000 ადამიანის დაბრუნება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩამოვლენ პირველი მცხოვრებლები და დასახლდებიან ქალაქ შუშაში“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
ალიევი: ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო თანამშრომლობა მართლაც უაღრესად მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გააძლიერებს კავშირებს ქვეყნებს შორის. ქვეყნები გახდებიან უფრო ურთიერთდაკავშირებულნი, უფრო ინტეგრირებულნი. ამის შესახებ ალიევმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში დამატებითი გზა იქნება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია. ასე რომ, აზერბაიჯანის გავლით, არ იქნება მხოლოდ ერთი მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით, არამედ, იქნება ზანგეზურის დერეფნის გავლითაც. ეს ყველაფერი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს მეტი ტვირთის გადასაზიდად. ამავდროულად, აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირება ასევე განხორციელდება საქართველოს საზღვაო პორტების საშუალებით. ჩვენ დიდი ინტერესით ვუყურებთ ზოგიერთ საინვესტიციო შესაძლებლობებს ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, სატრანსპორტო თანამშრომლობა მართლაც უაღრესად მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გააძლიერებს კავშირებს ქვეყნებს შორის. ქვეყნები გახდებიან უფრო ურთიერთდაკავშირებულნი, უფრო ინტეგრირებულნი. ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ახალი საწარმოო ობიექტის შექმნას. ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ მხოლოდ ტრანზიტორი. დიახ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს კარგია. ეს გაძლევთ დამატებითი შემოსავალი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ დიდი ინდუსტრიული ზონები აზერბაიჯანში და რეალურად მივდივართ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ჩინური კომპანიებისთვის შეიძლება, მიმზიდველი იყოს წარმოება ჩვენს ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ამ თვეში გაიხსნა. მართლაც, ეს უფრო ფართო სურათია, რომლის წარმოდგენა ახლა შეიძლება,“ - აღნიშნა ალიევმა.
საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან
აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის" გადატანის უზრუნბელსაყოფად, ერთობლივ საწარმოს ქმნიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „კასპიის ზღვიდან ევროპაში „მწვანე ენერგიის“ გადაცემის პროექტის განსახორციელებლად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ბუქარესტში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კოლეგებმა რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან,“ - წერს შაჰბაზოვი სოციალურ ქსელში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს. დღეს ასევე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების მიერ ერთობლივი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც, კაბელის პროექტის განვითარება გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს თანახმად, მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებით, ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მისივე თანახმად, უნგრეთის, საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მთავრობათა წარმომადგენლები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქში რიგით მე-4 მინისტერიალზე შეიკრიბნენ. „შეუძლებელია, სათანადოდ არ შეაფასო ამ მიზნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონებისთვის. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ერთობლივი საწარმოს ჩამოყალიბებაზე, რომელსაც დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, გამოიყენოს შესაძლებლობები და განახორციელოს ჩვენი ხედვა. ეს, ახალი საწარმო შეგვმატებს მოქნილობას, დააჩქარებს ჩვენს პროგრესს და გაზრდის ჩვენი კომუნიკაციის ეფექტურობას. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ შავი ზღვის კაბელი მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც ძირითადად სკეპტიციზმი ხვდებოდა, თუმცა კოლექტიური მონდომებითა და მტკიცე ვალდებულებით ჩვენ ეს იდეა რეალობად ვაქციეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით ხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 21 ივლისს განაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის სამუშაო დაწყებულია, პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს
აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გულერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკება სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის სფეროში საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა. აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, სამხედრო-სამედიცინო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული დონე. თურქმა და აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
აზერბაიჯანში ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი გაიხსნა
ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი აზერბაიჯანში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს პროდიუსერი რატი აბზიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნანი ბრეგვაძე ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.
აზერბაიჯანმა თურქულ კომპანიასთან SU-25-ის მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმება გააფორმა
აზერბაიჯანი თურქეთთან სამხედრო კავშირებს აფართოებს. 26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ
აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბების“ გამოყენება შეეძლებათ
26 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომა და თურქულმა კომპანია TUSAS-მ სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში თავდაცვის ინდუსტრიის მე-16 საერთაშორისო გამოფენის „IDEF-23“ ფარგლებში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო-ტექნიკური მომარაგების მთავარი დეპარტამენტის უფროსმა, აგილ გურბანოვმა და TUSAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა, თემელ კოტილმა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონტრაქტზე ხელმოწერის მთავარი მიზანია თურქული წარმოების „ჭკვიანი ბომბებისა“ (მართვადი საავიაციო ბომბი) და რაკეტების ინტეგრაცია აზერბაიჯანის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფ თვითმფრინავებთან და ასევე, მათი ავიონიკის მოდერნიზაცია. პროექტი, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ილჰამ ალიევი და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი განიხილავენ, ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინდუსტრიის შიდა და ეროვნული შესაძლებლობებისა და საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას. აზერბაიჯანი და თურქეთი სამხედრო სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ
აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა, პაკისტანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში ჩაერთონ
ბელუჯისტანის (პაკისტანის პროვინცია) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტში შესაძლოა, აზერბაიჯანი და ჩინეთიც ჩაერთონ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დამატებითი დეტალები ჩინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობის მასშტაბებთან დაკავშირებით ჯერ არ მჟღავნდება. ამასთან, პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრმა მუსადიქ მალიკმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა. პროექტში ასევე მონაწილეობს ოთხი სახელმწიფო პაკისტანური კომპანია, Pakistan State Oil (PSO), Oil and Gas Development Company Limited (OGDCL), Pakistan Petroleum Limited (PPL) და Government Holdings Private Limited (GHPL), რომლებმაც თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ქარხანას შეუძლია, დღეში 0,3 მილიონი ბარელი გადაამუშაოს, მათ შორის წლის განმაბლობაში - 8 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 6 მილიონი ტონა ბენზინი.
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის
ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის, ალიმ ბაიელისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ, მიქაილ ჯაბაროვის შეხვედრისას ისაუბრეს. დიპლომატმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვიზიტს, რის შემდეგაც 11 ერთობლივ დოკუმენტს მოეწერა ხელი. თავის მხრივ, მინისტრმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა, უმოკლეს დროში განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ყაზახეთში აწყობილი სარკინიგზო ლოკომოტივების მიწოდება აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანული გემების მიწოდება ყაზახეთისთვის. მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის დიგიტალიზაციისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკის „ერთი გაჩერების სერვისის“ შექმნის მნიშვნელობას. მიქაილ ჯაბაროვმა ასევე შესთავაზა ყაზახეთს, განიხილოს როგორც კასპიის აუზში, ასევე სხვა რეგიონებში ნავთობისა და გაზის პროექტებში ორივე ქვეყნის მონაწილეობის შესაძლებლობა. აზერბაიჯანის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი მარცვლეულის საიმედო მწარმოებელი და მიმწოდებელია.2023 წლის იანვარ-მაისში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით - 162,5 მილიონი დოლარიდან 243,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის დასაწყისიდან შუა დერეფნის გავლით საქონლის მიწოდებამ ერთ მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც 64%-იანი ზრდაა.
აზერბაიჯანი და უზბეკეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ხელმოწერილი 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის თანახმად, კომპიუტერული ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წვრთნები - UZAZ-2023 დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტაშკენტის რეგიონის ჩირჩიკის საწვრთნელ პოლიგონზე ჩატარებული ერთობლივი წვრთნების პირველ ეტაპზე, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის სამხედროებმა სპეციალური საბრძოლო მოქმედებების ორგანიზებისა და დაგეგმვის ამოცანები შეასრულეს. წვრთნების ძირითადი მიზანია გამოცდილების ურთიერთგაცვლა, ორივე სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება, შტაბის ოფიცრების უნარების გაუმჯობესება გადაწყვეტილების მიღებისას, აგრეთვე მათი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის შემდგომი ამაღლება.
აზერბაიჯანი და რუმინეთი „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარების მიზნით, პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს პარვიზ შაჰბაზოვი რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრს, სებასტიან ბურდუჯას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში კავშირების მრავალმხრივ და ინტენსიურ განვითარებას. ასევე, ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯან-რუმინეთის ენერგეტიკული პარტნიორობისთვის კასპიის ზღვა-ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. ბურდუჯამ რუმინეთში SOCAR-ის საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა და ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხსენებული საქმიანობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც კავკასიის რეგიონიდან ევროპაში ენერგეტიკული „ხიდების“ მშენებლობას ითვალისწინებს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი. დაგეგმილია 1000 მგვტ სიმძლავრის და 1195 კილომეტრის სიგრძის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის აშენება. ამკაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთს მიეწოდება, შემდგომ უნგრეთსა და დანარჩენ ევროპას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით ხორციელდება. ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშო უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების DJI Mavic 3 ტიპის კვადროკოპტერი ჩამოაგდეს. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ კვადროკოპტერი გორუსის რაიონის დიღის დასახლებიდან გაუშვეს. მან ლაჩინის რეგიონის მიმართულებით დისლოცირებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე გადაფრენა სცადა, თუმცა აზერბაიჯანის არმიამ მისი ხელში ჩაგდება შეძლო. სომხეთის კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.
ალიევი: სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა დასავლეთისთვის გასაგებია, ჩვენი ლეგიტიმური სურვილი კი, კითხვის ნიშნის ქვეშაა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ფონზე, რომ ევროპა და დასავლეთი სეპარატიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ, მსგავსი მიდგომა აზერბაიჯანის მაგალითზეც უნდა მოქმედებდეს. ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე არ აქვს პრეტენზია და პირობას დებს, რომ „სეპარატიზმს არ შეეგუება.“ „სომხეთზე ტერიტორიული პრეტენზია ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ. ადამიანები ყარაბაღში - იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა დროებით „რუსი სამშვიდობოები“ აკონტროლებენ, აზერბაიჯანში ცხოვრობენ. მათ უნდა აირჩიონ, იცხოვრონ აზერბაიჯანის მოქალაქეებად. როგორ შეუძლიათ, ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ, როგორც სომხეთის მოქალაქეებმა, ყოველგვარი კანონიერი ნებართვის გარეშე, ან როგორც ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ მოქალაქემ, რომელიც არავის მიერ არ არის აღიარებული? ვფიქრობ, ეს არის ლეგიტიმური მიდგომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ეს შეესაბამება პრაქტიკას, რასაც ვხედავთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ასევე ებრძვიან სეპარატიზმს. ახლა ჩვენ ვხედავთ, როგორ გაერთიანდნენ ევროპა და დასავლეთი, რათა დაეხმარონ უკრაინას სეპარატიზმთან ბრძოლაში. და რატომ განიხილება ჩვენს შემთხვევაში სეპარატიზმთან ბრძოლა სხვანაირად? სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს მიდგომა რატომ არის გასაგები დასავლური საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ დგას ჩვენი იგივე ლეგიტიმური სურვილი, დავასრულოთ სეპარატიზმი? რატომ უნდა შევეგუოთ სეპარატიზმს? ჩვენ ამას არ შევეგუებით.“ ალიევმა განაცხადა, რომ „ომის მოგება“ მისი პოლიტიკური ცხოვრების მისია იყო. „ჩვენ აღვადგინეთ სამართლიანობა და აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიბრძოდით ჩვენს მიწაზე. სომხურ მიწაზე არ გვიბრძოლია, და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ეს იყო ნომერ პირველი მისია, რომელიც შესრულდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე იმ ქვეყნისთვის, რომელმაც განიცადა ოცდაათწლიანი ოკუპაცია, მისი ტერიტორია, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მთლიანად დანგრეულია. ყველა ქალაქი არ არის დანგრეული. ფუზული მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული, აღდამიც ანალოგიურად. თითქმის მილიონმა აზერბაიჯანელმა სახლი დატოვა. ასე რომ, მიუხედავად ამ ტკივილისა, ჩვენ არ ვიძიეთ შური. მე ვთქვი, რომ შურს ვიძიებთ ბრძოლის ველზე, მაგრამ როგორც კი სომხეთმა მოგვცა პირობა, რომ გაიყვანდა მის ძალებს ყველა ტერიტორიიდან, რასაც ომის პირველივე დღიდან მოვითხოვდით, შევჩერდით და შემდეგ დავიწყეთ მშვიდობაზე საუბარი. ახლა მშვიდობა ჩვენს დღის წესრიგშია. თუ სომხეთს მშვიდობა უნდა, ჩვენ მას მივაღწევთ,“ აღნიშნა ალიევმა. აშშ აზერბაიჯანთან და სომხეთთან სხვადასხვა დონეზე ჩართულობას გააგრძელებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა პირველ აგვისტოს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ბაქოსა და ერევანს ეწვევა
კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ამ ქვეყნების საელჩოები იუწყებიან. სომხეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, ვიზიტის დროს ამერიკელი დიპლომატი მხარს დაუჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს და განიხილავს მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებს. საელჩომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ პროცესს, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს. „ბონო გეგმავს შეხვედრებს მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ის ეწვევა როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს“, - აცხადებენ თავის მხრივ, აზერბაიჯანში ამერიკის საელჩოში. შეგახსენებთ, რომ ლუი ბონო რეგიონს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან ბაქოსა და ერევანში სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხები განიხილა.
საქართველოს, რუმინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი“ გაიარეს
სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა საქართველოდან, რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან „განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის (EEZ) დაცვის კურსი“ დაასრულეს. ერთკვირიანი სწავლება ბათუმში გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, სწავლებას დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის სკოლის ექსპერტები და ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის, საერთაშორისო საზღვაო სამართლის, საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების, თევზჭერის, გარემოს დაცვის, ძებნა-გადარჩენის საკითხებს, ასევე, საზღვაო მეთვალყურეობის წარმოების ძირითად პრინციპებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს. „ასევე, დიდი შედეგის მომტანი იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება,“ - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.
აზერბაიჯანი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს საქართველოს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში
აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაცია ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. „აზრებაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღრმა სამძიმარი გამოუცხადა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მოძმე საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ჯეიჰუნ ბაირამოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკარგულებს მალე იპოვიან. „მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის, გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მას მადლობა გადაუხადა გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის,“ – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში. „ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში წერს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი. კურორტ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანიც. „ჩემი უღრმესი და გულწრფელი სამძიმარი საქართველოს დასავლეთ ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული კატასტროფის გამო, რომელმაც უდანაშაულო სიცოცხლეები შეიწირა და არსებითი დაზიანება გამოიწვია. ჩემი მტკიცე სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს მოძმე ხალხს და ხელმძღვანელობას ამ ღრმა მწუხარების მომენტში. სრული იმედით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულები, რომლებიც კვლავ სტიქიის ზონაში არიან, შეძლებენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სახლში,“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. შოვში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს საქართველოში თურქეთის საელჩოც. „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. თანაგიგრძნობთ, საქართველო,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მეწყერი იქ 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი. 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ალიევი შოვის სტიქიისას ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შოვის სტიქიისას ადამიანების დაღუპვის გამო, სამძიმარი წერილი გაუგზავნა. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყერისას გამოწვეული ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის გამო, ღრმად დამწუხრებული ვართ. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო და ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებთ დაშავებულების გამოჯანმრთელებასა და სტიქიის შედეგების უსწრაფეს აღმოფხვრას“, - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში. შოვში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა მეწყერი შოვში სამ აგვისტოს ჩამოწვა.
აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ
აზერბაიჯანი უერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც განაღმვის სექტორში უკრაინელ ექსპერტებს გაწრთვნიან. უკრაინული მედიის ცნობით, განაღმვის სფეროს ექსპერტები აზერბაიჯანიდან, უკრაინელებს მოამზადებენ. ამის შესახებ მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერს. კიევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა. „ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა. აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.
ზელენსკი: აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს
აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდოს, მათ შორის განაღმვის აღჭურვილობა, განაცხადა უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მანვე აღნიშნა, რომ განაღმვითი სამუშაო პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინის 174 000 კვადრატული კილომეტრი პოტენციურად საშიშია აუფეთქებელი ნაღმებისა და საბრძოლო მასალის გამო. „რაც უფრო მეტი გამწმენდი მანქანა გვეყოლება, რაც მეტი სპეციალური გამწმენდი დრონი გვეყოლება, მით უფრო აქტიურად შევძლებთ უსაფრთხოების აღდგენას. მადლობა თითოეულ ქვეყანას, რომელიც გვეხმარება!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან დაგეგმილ ახალ დახმარებაზე ცნობილი 10 აგვისტოს გახდა. უფრო კონკრეტულად, აზერბაიჯანელი ექსპერტები უკრაინელებს განაღმვის სფეროში წვრთნებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინაში აზერბაიჯანის ელჩის, სეიმურ მარდალიევის კომენტარზე დაყრდნობით წერდა. იევში გამართულ შეხვედრაზე მარდალიევის ხელმძღვანელობით დელეგაციამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი სწავლების ორგანიზება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბოჰდან დრაპიატისთან განიხილა. „ჩვენი გამოცდილება თქვენთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს. საუბარია არამხოლოდ ეროვნულ შესაძლებლობებზე, არამედ, საერთაშორისო მისიებზეც, რომლებშიც აზერბაიჯანი იყო ჩართული,"- განაცხადა მარდალიევმა. აზერბაიჯანული მხარე ასევე დაჰპირდა უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს მექანიზებულ განაღმვის მანქანას. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ბაქომ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 15 მილიონ ევროზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ივლისში მოაწერა ხელი. აზერბაიჯანი, რომელიც იზიარებს რუსეთთან საზღვარს, ასევე ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას მოსკოვთან.
ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა, კომპანია ექსპორტს საქართველოშიც გეგმავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ბაქოში მედიკამენტების მწარმოებელი ქარხნის გახსნას დაესწრო. ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და შპს „დიამედის განვითარების ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აიტენ გულიევამ ალიევს შესრულებული სამუშაო გააცნეს. ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის დაფინანსებაში (20%) აზერბაიჯანის საინვესტიციო კომპანია OJSC მონაწილეობდა. კომპანიას დაგეგმილი აქვს თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა, მათ შორის საქართველოსა და შუა აზიის ქვეყნებში. ქარხანაში 100 ადამიანია დასაქმებული.
ყაზახეთმა აზერბაიჯანს შუა დერეფნის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა - მედია
ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ აზერბაიჯანს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების განახლებული საგზაო რუკის პროექტი წარუდგინა. მას TITR-ის მონაწილეები მოაწერენ ხელს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან. მედიის ცნობით, დოკუმენტი ყაზახეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების ინსტრუქციები საფუძველზე, ივნისში გამართული შეხვედრის შედეგების შემდეგ შემუშავდა. მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, მარატ კარაბაევმა, რომელიც ყაზახეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია საგზაო რუკის შესახებ. „რუკა ითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირის შესახებ EBRD-ის ანალიტიკურ ანგარიშშია ასახული,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ) იდენტიფიცირებულია, როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. მისივე თანახმად, CTCN-ს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის იძლევა არამხოლოდ სატრანსპორტო ქსელის განვითარების საშუალებას, არამედ, ასევე შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ განვითარებას ცენტრალურ აზიაში. „ამ რეგიონს აქვს ვრცელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც შესაძლოა, შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისა და პროექტების კოორდინირებული განხორციელების საფუძველი გახდეს“, წერია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. ასევე გაეცანით: ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს
აზერბაიჯანი უნგრეთში გაზის ექსპორტს ზრდის
ბუდაპეშტმა და ბაქომ ხელი მოაწერეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის მიერ უნგრეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა დაახლოებით, ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. მინისტრის თქმით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში უნგრეთი 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება უნგრეთის რეზერვუარებში 50 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შენახვაზე. სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აზერბაიჯანთან თანამშრომლობას დიდი ხანია ავითარებს და პოლიტიკური შეთანხმება საშუალებას იძლევა, გაზის მიწოდება მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. უნგრეთი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაზე მუშაობს და ეკვადორიდან ნავთობის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ივნისის დასაწყისში უნგრულმა ენერგეტიკულმა კომპანია - MVM CEEnergy-მ და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანია SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უნგრეთისთვის 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ 2023 წლის ბოლომდე. სავარაუდოდ, მიწოდება წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ალიევი უნგრეთში ვიზიტით იმყოფება. ალიევი: იმედი მაქვს, ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა გახდება აზერბაიჯანული გაზის მიმღები სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ფაშინიანის თქმით, ერევანმა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა
სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ახალი წინადადებები გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, დავადასტურო, რომ სომხეთი ერთგულია მშვიდობიანი დღის წესრიგის. მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანულ მხარეს გადავუგზავნეთ ახალი წინადადბები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ეხება,“ – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავაც დაძაბულია. „ერთადერთი ცვლილება სიტუაციაში არის ის, რომ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ლაჩინის დერეფანში დაიწყო იმ მოქალაქეების გარკვეული მოძრაობა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, ასევე სხვა პირებისაც. ასევე, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მუშავდება გეგმა, რათა ლაჩინის დერეფანი ცალმხრივად გაიხსნას, ანუ მთიან ყარაბაღში ჩასვლა დაშვებული იქნება, მაგრამ გამოსვლა – არა. ნიკოლ ფაშინიანმა 16 თებერვალსაც განაცხადა, რომ სომხეთმა დაასრულა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის მორიგი ეტაპი და ახალი წინადადებები აზერბაიჯანის მთავრობას გადაეგზავნა. ცნობისთვის, სომხეთის ხელისუფლება დერეფნის ჩაკეტვაში ბაქოს ადანაშაულებს, რასაც თავის მხრივ, აზერბაიჯანი უარყოფს. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება.
აზერბაიჯანი და ჩინეთი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ
აერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო და პეკინი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია მონაწილეობდა ღონისძიებაში - „ინვესტირება ჩინეთში: ხელშეწყობის კონფერენცია მომსახურების სექტორში უფრო ღიაობის შესახებ.“ „კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გავცვალეთ აზრები აზერბაიჯან-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პოტენციალის შესახებ, გაიმართა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანი ეკონომიკის მინისტრმა. აზერბაიჯანის დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით, პეკინში CIFTIS გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ, სადაც ათასობით ადგილობრივი და უცხოური კომპანია წარადგენდა თავის მომსახურებას. აზერბაიჯანი CIFTIS-ზე 2019 წლიდან არის წარმოდგენილი.
აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162 კმ-ში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ნგრევის შესახებ შეტყობინება შესაბამის უწყებებში არ შესულა.
საბერძნეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ზრდის
საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამის შესახებ ევროსტატში, ევროკავშირის სტატისტიკურ სამსახურში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. ივნისში იმპორტის შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა, იმპორტირებულია 174,6 მლნ კუბური მეტრი, მაისში 163 მლნ კუბურ მეტრთან შედარებით, რაც 7,1-პროცენტიანი ზრდაა. 2023 წლის იანვრიდან ივნისამდე საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან სულ 1,020 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიტანა. საბერძნეთის მთლიანმა ხარჯებმა აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე 2023 წლის საწყის ექვს თვეში 523,8 მილიონ ევროს მიაღწია. თუმცა ეს თანხა ივნისში შემცირდა მაისში დახარჯულ 68,8 მილიონ ევროსთან შედარებით. იმავდროულად, ენერგეტიკის სამინისტროს 2023 წლის იმავე პერიოდის მონაცემები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანმა 24,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან 6,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) საბადოდანაა მოპოვებული, ხოლო 13,2 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზის საბადოდან.
აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. „შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მიღწეულია შეთანხმება მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე
მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. მას რუსეთიდან მიაწვდიან წითელი ჯვრის გზით და რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლით. პირველი სატვირთო მანქანები მთიან ყარაბაღში დღეს, 10 სექტემბერს უნდა მიემგზავრებიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ტრანსპორტისთვის გამოყენებულ იქნება აზერბაიჯანის ქალაქ აღდამზე გამავალი გზა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ ჰაჯიევმა განმარტა, რომ აღდამის გავლით ტრანსპორტირება ცალკე ხელშეკრულებით რეგულირდება. ასევე განიხილება ჰუმანიტარული მარაგებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნის შესაძლებლობა. ის ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ჰაჯიევმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის შესასვლელთან ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი და საგუშაგო აგრძელებს მუშაობას და ყველა ჰუმანიტარული ტვირთის განბაჟება აზერბაიჯანის წესების შესაბამისად უნდა მოხდეს. ერთი დღით ადრე, შაბათს, მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ მეთაურად აირჩია სამველ შაჰრამანიანი. აზერბაიჯანმა ამ გადაწყვეტილებას „ფიქციური და უკანონო“ უწოდა და პარლამენტის დაშლა მოითხოვა. ლაჩინის დერეფანი 15 ივნისიდან გადაკეტილია. რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოსაა: აღინიშნება საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი. ყარაბაღელები ამბობენ, რომ შიმშილის ზღვარზე არიან, ბენზინის ნაკლებობის გამო ტრანსპორტი არ მუშაობს. აზერბაიჯანი უარყოფს ბლოკადის მოწყობაში ბრალდებებს. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის იმ ტერიტორიაზე რომელსაც სომხეთის ხელისუფლება აკონტროლებს, მას გადაჰყავს სამხედრო მოსამსახურეები, გადააქვს იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ბაქო ერევანს ბრალს სდებს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ფასეულობების უკანონო გატანაში. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა, არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე, მოკლევადიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რამაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა.
ყაზახეთის ელჩი აზერბაიჯანში: ყაზახეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში „საკომუნიკაციო ხაზების განბლოკვით“
ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ალიმ ბაილმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ცენტრალური აზიისთვის. ელჩის თქმით, აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა უნდა მიაღწიონ ნაყოფიერ თანამშრომლობას: „ჩვენ მომხრე ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკომუნიკაციო ხაზების განბლოკვის, რათა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ წავიდნენ. ეს ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ცენტრალური აზიისთვის, რათა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და გადავიტანოთ ჩვენი ტვირთი,“ - განაცხადა ელჩმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა არ არის საჭირო რეგიონში ბარიერებისა და დაბრკოლებების შექმნა, არამედ, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციისა და მარშრუტის გახსნა. „ცენტრალურ აზიას არ აქვს წვდომა მსოფლიო ოკეანეებზე. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაცია. ჩვენ ვმუშაობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ვახორციელებთ ექსპორტს ჩინეთის მიმართულებით; მუშავდება გზა პაკისტანის გავლით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მარშრუტი და მათი დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ელჩმა.
ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმება“ გააფორმა
ისრაელმა აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან „მარცვლეულის შეთანხმებას“ მოაწერა ხელი. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, გარიგება გრძელვადიანია, რითაც ისრაელს თავისი წყაროების დივერსიფიკაცია სურს. უკრაინის ომმა და კიდევ უფრო ადრე, COVID-19-ის ეკონომიკურმა შედეგებმა, ისრაელს საქონლის იმპორტი გაურთულა, რამაც საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხორბლის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ისრაელისგან მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მიიღებენ. „სასურსათო უსაფრთხოების ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებისკენ, რომელთა უმეტესობა არ იწარმოება ისრაელში,“ - განაცხადა ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავი დიხტერმა. მინისტრის განმარტებით, „გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ისრაელთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული.“„ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის შექმნას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეების სურსათის უსაფრთხოებას. ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მეტი პარტნიორობის დამყარებას ისრაელსა და სხვა ქვეყნებს შორის, რითაც უზრუნველვყოფთ ისრაელის მოქალაქეებისთვის სასურსათპ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა დიხტერმა. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიოში დაახლოებით ორ მილიარდ ადამიანს ემუქრება შიმშილის საფრთხე. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, გამოწვეული იქნება კლიმატის ცვლილებებით და ხორბლის წარმოების შემცირებით, ვიდრე რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება.
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი აზერბაიჯანის მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა
რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. არჩევნების მიმართ აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიცია გააპროტესტა. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები წერენ, ვლადივოსტოკში, „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში დღეს, 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს, რადგან ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის „ახალ რეგიონებში ჩატარებული არჩევნების“ შესახებ, ორი ქვეყნის სამოკავშირეო ურთიერთობებს არ შეესაბამება. ზახაროვას განცხადებით, ბაქო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უნდა ეპყრობოდეს ისეთივე პატივისცემით, როგორსაც რუსეთისგან ელოდება, როცა საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე. კრემლმა ე.წ. რეგიონული პარლამენტის არჩევნები უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც ჩაატარა. ეს ტერიტორიად მოსკოვმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დღემდე ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს. უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპირებული რაიონების დასაბრუნებლად კონტრშეტევას აწარმოებენ. 9 სექტემბერს აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქო ლეგიტიმურად მიიჩნევს უკრაინის კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებს და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული პრინციპული პოზიციაა, ამიტომ, ნებისმიერ არჩევნებს, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ შეესაბამება, იურიდიული ძალა არ აქვს. შეგახსებთ, უფრო ადრე მოსკოვის პროტესტი სომხეთის ნაბიჯებს მოჰყვა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
პუტინი უშიშროების საბჭოს იწვევს, განიხილება რუსეთის მეზობელ სახლმწიფოებთან ურთიერთობები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია მოსკოვის მოკავშირეებთან და მეზობლებთან კავშირების განსახილველად, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 14 სექტემბერს. უკრაინული მედია წერს, რომ სომხეთი, რომელიც ტრადიციულად იყენებდა რუსეთთან ურთიერთობას აზერბაიჯანელი მეტოქეებისა და მათი თურქი მოკავშირეების დასაბალანსებლად, კავკასიაში მოსკოვის გავლენის მიმართ ნდობას კარგავს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სომხეთს აღარ შეუძლია, რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს გასული კვირის განმავლობაში სომხეთის ნაბიჯებსმოსკოვის პროტესტი მოჰყვა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ბაქოს მხარდამჭერ განცხადებას მოსკოვის დემარში მოჰყვა. ასევე წაიკითხეთ: ფაშინიანი: რუსეთი თავად ტოვებს სამხრეთ კავკასიას იმ ნაბიჯების გამო, რომლებსაც დგამს ან არ დგამს ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა
კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის უფროსი მრჩეველი ერევანსა და ბაქოს ეწვია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ხსენებულ ქვეყნებში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობები ავრცელებენ. ბონოს ვიზიტის პროგრამა მოიცავს ვიზიტს ერევანსა და ბაქოში, რათა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას დაუჭიროს მხარი. 14 სექტემბერს ბონო სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ყარაბაღის ვითარება და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. გარდა ამისა, ლუის ბონო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მიიღო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბონო ეწვია სამხრეთ კავკასიას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზები განეხილა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროს მრჩევლად, ფილიპ რიკერის შემცვლელად ლუის ბონო მიმდინარე წლის დასაწყისში დანიშნა.
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები SAT-SAS (წყალქვეშა თავდასხმა და თავდაცვა) 8-15 სექტემბერს ტარდება. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით, თურქეთი და პაკისტანი 18-30 სექტემბერს წვრთნებს Eternal Brotherhood-II გამართავენ. ასევე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმები „კავკასიის არწივის“ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დანაყოფებმა და თურქეთის საზღვაო ძალების სპეცრაზმმა ერთობლივი წვრთნები მარმარისში, 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარეს.
მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში -მედია
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაზე 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე, როგორც ეს ასახულია აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ საგზაო რუკებში. ამის შესახებ აზერბაიჯანულიბ მედია წერს, რომელი დუშანბეში ცენტრალური აზიის სახელმწიფოს მეთაურთა მე-5 საკონსულტაციო შეხვედრაზე ალიევის გამოსვლაზე წერს. შეხვედრის მონაწილეებმა შუა დერეფნის პოტენციალის შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. 2023 წელს დაახლოებით ორი მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება იგეგმება შუა დერეფნის გასწვრივ. ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის შემდგომი განვითარებისთვის აზერბაიჯანი მუშაობს, მაგალითად, გემთმშენებლობის ქარხნის შესაძლებლობების გაფართოებაზე. „ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აზერბაიჯანი საიმედო სატრანზიტო ქვეყანა თურქეთისა და ევროპის ბაზრებისკენ მიმავალ მარშრუტზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანზიტი საპირისპირო მიმართულებით. ჩვენმა ძმებმა ცენტრალურ აზიაში იციან, რომ აზერბაიჯანის მთელი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მათთვის ხელმისაწვდომია,“ - აღნიშნა შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ცნობისთვის, (TITR) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ თბილისი-ბაქოს რეისის წინააღმდეგ რადიოსიხშირული ჩარევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა. „რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა," - აღნიშნულია განცხადებაში. ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. მისი განცხადებით, “ამ მარშრუტზე რეისის განხორცილებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.“ „მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში. 15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშაა. აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩათრევას ცდილობენ. ფაშინიანის თქმით, ისინი არ მისცემენ საშუალებას არც შიდა და არც გარე ძალებს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ. ფაშინიანმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის მიერ დაწყებული „ანტიტერორისტული ოპერაციის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის დაბომბვა დაიწყეს. „პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დროის წინ დაიწყეს ოპერაცია მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის გასარღვევად და პოზიციების, გარკვეული მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის დასახლებული პუნქტების ასაღებად. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის, სომხეთს არავისთვის მიუნიჭებია მანდატი მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩასატარებლად. გარკვეული ძალები, როგორც შიდა, ისე გარე, სომხეთის ომში ჩართვას ცდილობენ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. მათ ეს არ გამოუვათ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, კერძოდ, ემოციური თვალსაზრისით, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გარკვეულ ძალებს, არც შიდას და არც გარეს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა დარტყმის ქვეშ დააყენონ,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
მოსკოვის მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი“ არ გააფრთხილა
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას მტკიცებით, ოფიციალური მოსკოვი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო უწყების მტკიცებით, ბაქომ თავისი გეგმების შესახებ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ გაუფრთხილებია. „რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს კონფლიქტის მხარეებისგან შეწყვიტონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზას ", - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ვითომდა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება. „ეს ცრუ ინფორმაცია. რუსულმა კონტინგენტმა აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბაქომ არაღიარებულ ყარაბაღში, სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარეობს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით. „დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად,“ - აცხადებენ უწყებაში. „ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა“, - აღნიშნავენ უწყებაში. ამასთან, სომხური მედია არაღიარებული ყარაბაღის ე.წ.ეროვნული ასამბლეის წევრზე, მეტაქსე აკობიანზე დაყრდნობით წერს, რომ „აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.“ „ომი. ბავშვები სკოლაში. დაბომბვა უკვე ნახევარი საათია გრძელდება. არ არის კავშირი. სკოლებიდან ბავშვების გასაყვანი მანქანები არ არის,“ - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა. დღესვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აღდამის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული, ნაღმმტყორცნებისა და სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც აღდამის რაიონში არიან დისლოცირებული. შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაჭრილ სამხედროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს,“ - ამბობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ხსენებულ ცნობას სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ. „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დეზინფორმაცია გაავრცელა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, რომ 19 სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის საგუშაგოებს, რეალობას არ შეესაბამება,“ - აღნიშნავენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება.
ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ „ფაშინიანმა და ბლინკენმა განიხილეს „აზერბაიჯანის თავდასხმის“ შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება“. ამასთან, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გარკვეული ძალები ომში სომხეთის ჩართვას ცდილობენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ამასთან, ბაქო იტყობინება, რომ შუშაში, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. „და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანს. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით. დაშლა და განიარაღება!“ – დაწერა ჰიქმეთ ჰაჯიევმა Twitter-ზე. მიმდინარე პროცესებს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო აქტორებისგან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აზერბაიჯანს ყარაბაღში ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს. „ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება,“ – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას კონტაქტის ხაზის გასწვრივ და ყარაბაღის სხვა ადგილებში. ბორელი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის დიალოგის დაბრუნება. „ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ყველა მხარის ჭეშმარიტი ვალდებულებაა საჭირო მოლაპარაკების შედეგების მისაღწევად. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეფასებით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება. „აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის,“ - აცხადებს მიშელი. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოუწოდა ბაქოს, შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა „სამხედრო ოპერაციის“ შეჩერების დრო და პირობები გამოაცხადა
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციებს დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე, ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით. პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე მანამდე, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო ცენტრმა გამოაცხადა, რომ დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას მოსკოვის დროით 12:00 საათიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“. აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა. აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.
პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა. განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის მიმართვისას გააკეთა. ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს. „რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც,“ - განაცხადა ალიევმა.
მედიის ცნობით, ყარაბაღში რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა
მედიის ცნობით, 20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში რუსი სამხედროებზე თავდასხმის დროს, ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ძალების მეთაურის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ივან კოვგანი დაიღუპა. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მურმანსკის გამოცემები "ბი-პორტი"და " სევერპოსტი" იტყობინებიან.წყალქვეშა ნავების პეტერბურგის კლუბში განაცხადეს, რომ 52 წლის კოვგანი ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის შეთანხმებით რეგიონში განლაგებული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის მოადგილე იყო. გაჯიევოში ბაზირებულ წყალქვეშა ფლოტში ის იყო მეთაურის მოადგილე, პოლიტიკურ ნაწილში. ფლოტში პირველი რანგის კაპიტნის წოდება პოლკოვნიკის წოდებას შეესაბამება. 20 სექტემბერს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც რუსი სამხედროები იყვნენ. ისინი დაიღუპნენ. მანქანაში მყოფთა რაოდენობა და ვინაობა დასახელებული არ არის. რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოთქვა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ტრაგიკული დაღუპვის გამო“. ალიევმა ასევე პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებენ საფუძვლიანად და „ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება“. გარდა ამისა, ალიევმა გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსურად დაეხმაროს დაღუპულთა ოჯახებს.კრემლის პრესსამსახური არ ამბობს, რა უპასუხა პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგას.
აზერბაიჯანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს 6%-ით გაზრდის
აზერბაიჯანში თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, სავარაუდოდ, 3,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების მიზნით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3 მილიარდი მანეთის (1,8 მილიარდი დოლარი) ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა იგეგმება. მისი მიზანია ჯარის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მოდერნიზაცია.
ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდას ელის
ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების შემდგომ გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ევროკომისიის კლიმატის მოქმედებისა და ენერგეტიკის სპიკერმა, ტიმ მაკფიმ ბრიფინგზე განაცხადა. „2022 წელს აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებამ ევროკავშირის იმპორტის 3 პროცენტი შეადგინა, 2021 წელს 2 პროცენტთან შედარებით. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ანალოგიურ დონეს მივაღწევთ. 2021 წელს ჩვენ მივიღეთ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი, ხოლო 2022 წელს - 11,3. ასე რომ, არის ზრდა. ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის, ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობას,“ - განაცხადა სპიკერმა. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით აწარმოებს. პროექტის ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ გაზის მიწოდების მოცულობა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2027 წლისთვის ამჟამინდელი 10 მლრდ სმ-დან 20 მლრდ სმ-მდე.
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და მშვიდობიანად იარსებონ გვერდიგვერდ, როგორც ორმა სუვერენულმა სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც ბაირამოვმა აღნიშნა, აზერბაიჯანი დაჰპირდა ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. „აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა ღონისძიებებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. სომხეთი და მისი დაქვემდებარებული არალეგალური რეჟიმი იძულებული გახდნენ, დათანხმებულიყვნენ განიარაღებაზე, დაეშალათ ყველა უკანონო სტრუქტურა და დაეტოვებინათ აზერბაიჯანი. მიზეზი იმისა, რომ ეს არ მოხდა მშვიდობიანად, მდგომარეობს სომხეთის მხრიდან თავხედურ უგულებელყოფაში და ჩართული მესამე მხარის, ფასილიტატორების მხრიდან ადეკვატური ქმედებების არარსებობაში,“ – აცხადებს ბაირამოვი.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში
სომხეთი ითხოვს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც „აღკვეთს მთიანი ყარაბაღის ძირძველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას“. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს. მირზოიანის განცხადებით, განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის.“ „შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი,“ – ამბობს მირზოიანი. ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება იანვრამდე გაახანგრძლივა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 2 იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. ცნობისათვის, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან დაკეტილია.
რა დოკუმენტი გაფორმდა ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტის დროს - ალიევის შეფასებით, „ისტორიული ოქმი“ შუა დერეფნის ქვეყნების ინტერესებსაც მოემსახურება
იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენისთვის საძირკვლის ჩაყრის შესახებ ცერემონიის შემდეგ, აზერბაიჯასა და თურქეთს შორის დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში, 25 სექტემბერს ჩავიდა. „წარსულში მე და ჩავუყარეთ საფუძველი TANAP-ის პროექტს და გავხსენით TANAP მილსადენი. დღეს ჩვენ ვიწყებთ გაზსადენის მშენებლობას თურქეთიდან ნახიჩევანში, აზერბაიჯანის ნაწილამდე,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. „ისტორიული მოვლენაა ასევე ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის განზრახვის შესახებ ოქმის ხელმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და მოემსახურება აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნების, როგორც შუა დერეფნის ნაწილის ინტერესებს,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. ალიევის თქმით, ნახიჩევანში ერდოღანის ვიზიტისას ხელმოწერილი დოკუმენტები ემსახურება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებას. „იღდირ-ნახჩევანის გაზსადენის მშენებლობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ძმური ურთიერთობების ისტორიაში. ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს და დიდწილად უზრუნველყოფს ნახიჩევანის ენერგეტიკულს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
სამანტა პაუერი სომხეთის შემდეგ აზერბაიჯანს ეწვევა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი სამანტა პაუერი აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამანტა პაუერი ბაქოში უახლოეს დღეებში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ყარაბაღის რეგიონში არსებული ვითარება განიხილება. პაუერი ამჟამად სომხეთში იმყოფება. 25 სექტემბერს სამანტა პაუერი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სომხეთში ჩადიან სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ჩართულობას აგრძელებს
მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა
მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, არაღიარებული რესპუბლიკა არსებობას 2024 წლის პირველ იანვრამდე შეწყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა. ოფიციალური მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა. „ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე, სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირველ რიგში, ჩემს ახლობლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი გაიგებენ. ჩემი გამოუცხადებლობა, ან უარესი, ჩემი გაქცევა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სულგრძელ ხალხს, ბევრ ადამიანს და მე, როგორც პატიოსან ადამიანს, შრომისმოყვარეს, პატრიოტსა და ქრისტიანს, ამის დაშვება არ შემიძლია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი,“ - წერს ბაბაიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
ბაქო ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ „სახელმწიფო მინისტრს", მილიარდერ ვარდანიანს ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის სასამართლომ მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი ე.წ. სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი რუბენ ვარდანიანი დააკავა. მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება. როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, ერევანში, მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „ეს ეთნიკური წმენდის პირდაპირი აქტია.“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი უწოდა სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დაგმობას, თუმცა, ფაშინიანის შეფასებით, თუ ამას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, ეს განცხადებები განხილული იქნება მხოლოდ „ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნად." სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 28 სექტემბრის 12:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 68 386 იძულებით გადაადგილებული პირი. სომხური მხარის მონაცემებით, ყარაბაღის მოსახლეობა 120 000 იყო. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა
სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. სარჩელში სომხეთი სასამართლოს მოუწოდებს, დაიცვას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციით (CERD) დაცული უფლებები. ერევანი ასევე ითხოვს, ბაქომ თავი შეიკავოს სადამსჯელო ზომების მიღებისგან მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური თუ სამხედრო წარმომადგენლების მიმართ. სომხეთის მოთხოვნები მოიცავს სამხედრო და სამართალდამცავი პერსონალის სრულ გაყვანას მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დაწესებულებებიდან და რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობას. სომხეთი ასევე მოუწოდებს გაეროს სასამართლოს, დაადასტუროს აზერბაიჯანის ვალდებულება, უარი თქვას მოქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღიდან იქ დარჩენილი ეთნიკური სომხების გადასახლებას. მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი: ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, სომხეთში წასულიყვნენ, 100 000-ს გადააჭარბა. ამ მონაცემებს გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი აქვეყნებს. წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობად 120 ათასი სახელდებოდა. აზერბაიჯანი ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ საკუთარ მონაცემებს არ აქვეყნებს. „ყარაბაღიდან სომხეთში 100 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. ბევრი მშიერია, დაღლილი და საჭიროებს სასწრაფო დახმარებას. UNHCR და სხვა ჰუმანიტარული პარტნიორები აძლიერებენ დახმარებას სომხეთის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ საერთაშორისო დახმარება ძალიან სასწრაფოდ არის საჭირო,“ - წერს Twitter-ზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი. ფაშინიანი: უახლოეს დღეებში ყარაბაღში სომხები აღარ დარჩებიან, ეს არის ეთნიკური წმენდის აქტი შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 30 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს
მოლდოვა საქართველოდან მწვანე ენერგიის იმპორტით დაინტერესდა
როგორ შეუძლიათ აზერბაიჯანსა და მოლდოვას, ითანამშრომლონ გლობალური განახლებადი ენერგიის სექტორში, მედიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას უპასუხა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა. „წელს მოლდოვა აპირებს, მოაწყოს პირველი აუქციონი დიდი განახლებადი ენერგიის სფეროში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ სფეროში კარგი პრაქტიკის ათვისებით და ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს თქვენი ქვეყნიდან. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ მწვანე ენერგიის იმპორტით (თერმულის - საქართველოდან, ქარის ენერგიის - აზერბაიჯანიდან), შავი ზღვის კაბელის პროექტით. ამ პროექტზე 5-10 წლის წინ ვერც ვიოცნებებდით. უკრაინის ომმა მთლიანად შეცვალა სიტუაცია რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პროექტით და მოველით რეგიონში ენერგორესურსების ხელმისაწვდომ ფასად შემოტანას. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გვქონდეს განახლებადი ენერგია აზერბაიჯან-საქართველოს ზონიდან რუმინეთ-მოლდოვაში. 2022 წლის მარტიდან მოლდოვა და უკრაინა სინქრონიზებულნი არიან ENTSO-E-სთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების სხვა პროექტების წინსვლაზე. ჩვენი მომავალი ევროკავშირშია,“ - განაცხადა ვიქტორ პარლიკოვმა. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს.
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპიკერმა AFP-ს განუცხადა, რომ "გაეროს მისია ყარაბაღში კვირა დილით ჩავიდა" - ძირითადად ჰუმანიტარული საჭიროებების შესაფასებლად. ეს არის პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ გაეროს გუნდი ადგილზე „დაადგენს ჰუმანიტარულ საჭიროებებს, როგორც დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე, იმ ხალხისთვის, ვინც გადაადგილდება. ყარაბაღის დაახლოებით 120,000 მცხოვრებიდან ტერიტორია თითქმის ყველამ დატოვა. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ბაქოში ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნებს ატარებენ. სწავლებაში „Eternity-2023“ სამი ქვეყნის სამხედრო პერსონალი და შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლებისას, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, ამოცანები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანები შესრულდება. წვრთნების მთავარი მიზანი, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, სამივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის გაძლიერებაა.
აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა საბაჟო სფეროში მემორანდუმი გააფორმეს
აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის საბაჟო ორგანოებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ბაქოში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WTO) შესაძლებლობების განვითარების ევროკავშირის რეგიონალურ ოფისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. მემორანდუმის გაფორმების შედეგად იგეგმება სატრანზიტო სისტემის გაუმჯობესება და ერთობლივი ინფორმაციის გაცვლა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, ღონისძიებას აზერბაიჯანის, უზბეკეთის და საქართველოს საბაჟო სამსახურების, ასევე, აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სატრანზიტო პროცედურების გამარტივება სახელმწიფო საზღვრებზე საქონლის გადაადგილების დაჩქარების მიზნით. სამდღიან ღონისძიებაზე გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები ეფექტიანი სატრანზიტო რეჟიმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ასევე, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაზე რეგიონში ვაჭრობის გაზრდის მიზნით.
აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის პარლამენტმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.
მიშელის, მაკრონის, შოლცისა და ფაშინიანის განცხადება: მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვევ სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით. ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას. „მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით,” - წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების ავტორები დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდნენ. რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის საკითხზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ყარაბაღის თემაზე 12 ოქტომბერს იმსჯელებს. სასამართლომ უნდა განიხილოს სომხეთის მოთხოვნა, გაიყვანოს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამოქალაქო დასახლებებიდან შეიარაღებული ძალები. ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაუდებელი ზომების მოთხოვნას განიხილავს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. ორივე სახელმწიფო სასამართლოს წინაშე ერთმანეთს ადანაშაულებს გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. თებერვალში, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველეყო ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მიმართულებით და იქიდან მომავალ გზაზე გადაადგილების თავისუფლება. გასული წლის დეკემბერში კი ორივე მხარეს მოუწოდა, შეეკავებინათ თავი ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მათ შორის კონფლიქტს გაამწვავებდა. ჰააგის სასამართლო გაეროს სასამართლოა, რომელიც ქვეყანათაშორის დავებს განიხილავს. მისი ბრძანებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მათი პირდაპირი აღსრულების მექანიზმები არ აქვს. სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში 30 სექტემბერს შეიტანა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.
ილჰამ ალიევი საქართველოს ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ფაიგ გულიევი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები
აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი - ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს, წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა. „ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, განხილული იყო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. „ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაო. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის,“ - განაცხადა პრემიერმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია ანაკლიის პორტით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - აღნიშნა ალიევმა თბილისში. „უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები, მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში უშველებელი მნიშვნელობის არის, არამხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ, ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით, ამას მოვახერხებთ,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი, ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე
Politico-ს ცნობით, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას კანონმდებელთა მცირე ჯგუფს განუცხადა, რომ დეპარტამენტი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის სომხეთში შეჭრის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს თანახმად, ენტონი ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ სომხეთში უახლოეს კვირებში შეიჭრას. გამოცემის ცნობით, კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი 3 ოქტომბერს შედგა, მათ ბლინკენს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო ზომების შესახებ პოზიცია მოსთხოვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეძებს გზებს, რათა აზერბაიჯანს პასუხისმგებლობა დააკისროს და არ აპირებს განაახლოს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბაქოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, ბლინკენმა ნდობა გამოუცადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონმდებლებსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით დარეგულირებას. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე რაიმე პრეტენზია აქვს. მან აღნიშნა, რომ კონფლიქტის რისკი დაბალია, რადგან მისი თქმით, ბოლო ორი კვირა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ისტორიაში ყველაზე მშვიდი იყო. ჰაჯიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა აღადგინა ის, რაც სამართლებრივად, ისტორიულად და მორალურად მისი იყო და დე იურე სომხურ ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირეს.
ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. რადიო თავისუფლების ცნობით, ალიევის ვიზიტი რეგიონში 15 ოქტომბერს შედგა. ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ მან მოინახულა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სხვა ადგილი და ქალაქი, მათ შორის ქალაქები აღდარა (მარტაკერტი) და ხოჯალი (ივანიანი), სადაც მან ასევე აღმართა აზერბაიჯანის დროშა. ბაქომ რეგიონზე კონტროლი სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად, სექტემბერში დაიბრუნა. ეს ყარაბაღში ალიევის პირველი სტუმრობა იყო მმართველობის ორ ათწლეულის განმავლობაში. სექტემბერში აზერბაიჯანის სწრაფი იერიშის შედეგად დასრულდა უპირატესად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში მკვიდრი უმრავლესობის სამ ათწლეულიანი მმართველობა. რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად.
ალიევი: ანტიტერორისტული ოპერაცია გარდაუვალი იყო, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის იმედი თანდათან ქრებოდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო.“ ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში აზერბაიჯანის დროშა აღმართა „გასულ თვეში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ გარდაუვალი იყო. აზერბაიჯანელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ მსოფლიო საზოგადოებამაც, რომ ჩვენ გვინდოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე პირადად არაერთხელ ვმონაწილეობდი უაზრო და უშედეგო მოლაპარაკებებში. რატომ? რადგან ვფიქრობდი, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ თანდათან ჩვენი იმედები გაქრა. სომხეთის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთხელ გაანალიზებით, დღეს სრული დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ,“ - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროკავშირი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისით გამოწვეული მზარდი საჭიროებების საპასუხოდ, €5 მილიონს გამოყოფს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული ტერიტორიების ჩათვლით,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი აზერბაიჯანში ჩაფრინდა. თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნახიჩევანში, სომხეთის საზღვრის მახლობლად, სამხედრო წვრთნებში „მუსტაფა ქემალ ათათურქ-2023“ მიიღებენ მონაწილეობას. როოგრც აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრნობით წერს, წვრთნები 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებაზე გაიმართება.
თურქეთში მიმდინარეობს წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობს
თურქეთში წვრთნები Erciyes-2023 მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, წვრთნაში ჩართულები არიან მონაწილეები მეგობარი და მოკავშირე ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პაკისტანიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და ლიბიიდან. დიდი ბრიტანეთი და ბაჰრეინი ასევე იმყოფებიან დამკვირვებლების სახით. სწავლებაში დამკვირვებლების რანგში საქართველო, პაკისტანი, ლიბია, ესპანეთი, იტალია და უზბეკეთიც იყვნენ წარმოდგენილები. წვრთნებში გამოიყენეს 652 პირადი შემადგენლობა, 67 სამხედრო მანქანა, 5 თვითმფრინავი და 354 სხვადასხვა ტიპის იარაღი. სწავლება მიზნად ისახავს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან კომბინირებული და ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას და საჰაერო სადესანტო შესაძლებლობების განვითარებას. გენერალმა სელჩუკ ბაირაქტაროღლუმ, თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, სწავლებას უწოდა „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა" ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და მათი თავსებადობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. „დღევანდელ გარემოში გაიზარდა ასიმეტრიული საფრთხეები და წინა პლანზე წამოვიდა „პროქსი ომები“ („პროქსი ომი“ ეს არის დიდი სახელმწიფოს მიერ წამოწყებული ომი, რომელშიც თავად არ არის ჩართული). ჩვენ უკეთ გვესმის ერთობლივი და კომბინირებული ოპერაციების ჩატარების უნარის მნიშვნელობა,“ - განაცხადა გენერალმა. წვრთნები 2 ოქტომბერს დაიწყო და პარასკევამდე, 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენი და ევროკავშირის ხედვით, ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე. ცხადია, როცა ბრიუსელში შევხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. ეს პრინციპები მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც. ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, რომლის ხაზგასმაცაა საჭირო და როცა აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შემოთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება, განიმარტოს, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა შეიძლება, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყველაფერი ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციის დასრულდეს. „ჩვენ არანაირი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ იმ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გაგვიყვანს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა, რომლის სიტყვებსაც „არმენპრესი“ ციტირებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ერევანი მზად არის „3+3“ ფორმატში შეხვედრებისთვის. მისივე თქმით, თავის დროზე მიღწეული იყო შეთანხმება, რომ „3+3“ ფორმატში მომდევნო შეხვედრა თეირანში გაიმართებოდა. ფაშინიანის თქმით, ერევანი მზადაა, მაგრამ არსებობს დამატებით განსახილველი საკითხები. „უპირველეს ყოვლისა, შეხვედრები ამ მომენტამდე საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე იმართებოდა. ახლა ისიც უნდა დაზუსტდეს, როგორია მხარეების აღქმა, რა დონეზე უნდა გაგრძელდეს საუბარი და ჩვენ მზად ვართ,“ - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ ფორმატში დისკუსია გადაიდო ან არ ჩატარდა ერევნის გამო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. 10 ოქტომბერს, ალიევმა "3+3" ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბაქოში, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რეგიონული პრობლემები რეგიონის ქვეყნის მონაწილეობით გადაიჭრას. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრა რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები, თბილისში საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი აბრეშუმის გზის მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თანახმაა და რომ სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას და შესაძლოა, „სურს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება.“ ცნობისთვის, ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, 26 - 27 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში“ საორგანიზაციო შტაბი იმუშავებს. შტაბი დღეს მისმა ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გახსნა. მისი თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესსექტორიდან და შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. ჩვენ ველოდებით სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის სტუმრებს, მათ შორის, რეგიონიდან - პრემიერ-მინისტრების დონეზე, ასევე ევროპის და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემატიკაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ,“ - განაცხადა გენადი არველაძემ. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეოთხედ იმართება - ის საერთაშორისო ბრენდად და წარმომადგენლობით პოლიტიკურ-ეკონომიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ფორუმს სტუმრების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაესწრება - 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. ფორუმს გახსნიან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. „ფორუმის მონაწილეები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებს. ღონისძიების ფარგლებში ათი სესია გაიმართება: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მოდერატორები იქნებიან BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები. ფორუმის მეორე დღე კი, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს (B2B) დაეთმობა. საორგანიზაციო შტაბი ფორუმის დასრულებამდე ყოველდღიურად, სრული დატვირთვით იმუშავებს,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს
23 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მოკავშირე ძალებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში 3000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლება 5 ოქტომბრამდეა დაგეგმილი. მანევრები სომხეთთან საზღვრებთან ტარდება. სააგენტოების ცნობით, წვრთნები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკურად სომხების კონტროლს 2020 წლიდან აღარ ექვემდებარება. პარალელურად, თეირანში ე.წ. 3+3 ფორმატის მონაწილეები შეიკრიბნენ. შეხვედრას რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საქართველო არც ამჯერად იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვია
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ პატარაძე. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ალი ასადოვი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ფორუმი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. თბილისში ელოდებიან სომხეთის პრემიერსაც.
ასადოვი: აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი
ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში. „ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. „ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა. მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე. „რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა დეტალების დკონკრეტების გარეშე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან 8 ოქტომბერს შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - განაცხადა ალიევმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია, ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შუა დერეფნისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში („The Middle Corridor in the Spotlight“), რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა რეგიონის ქვეყნებისთვის აღნიშნული პროექტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, ამასთან, შუა დერეფანი უფრო სწრაფია, ვიდრე ოკეანის მარშრუტი. ჩვენ შეგვიძლია, ყაზახეთის საზღვრიდან კონსტანცის პორტში ორ დღეში ტვირთის გადატანა, თუნდაც ჩინეთიდან კონსტანცამდე, ოკეანით ამას 44 დღე სჭირდება. უნდა აღინიშნოს - სანდო უწყებები ამბობენ, რომ შუა დერეფანი ემისიების მხრივაც კეთილგონივრული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რაშად ნაბიევმა. დისკუსიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის რეგიონის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და დერეფნის ქვეყნებს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას პროექტის განვითარებისთვის. „შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს, ჩემმა კოლეგებმა საკმაოდ ბევრი ძალისხმევა მიმართეს იმის გასაგებად, რომ ზუსტად გვცოდნოდა - სად არის შუა დერეფნის გამოწვევები და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - სამოქმედო გეგმას,“ - აღნიშნა რაბიევმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით.
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. აღნიშნული ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელებმა სადამფუძნებლო ხელშეკრულება გააფორმეს და ხელი მოაწერეს ახალი კომპანიის წესდებას, რომელიც დამფუძნებლების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირების ერთიან მიდგომებსა და პრინციპებს განსაზღვრავს. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. პარტნიორი ქვეყნების რკინიგზები აქტიური მუშაობითა და ღონისძიებებით ახალი ბლოკმატარებელების მოზიდვას გეგმავენ და ტვირთმფლობელებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპით" მომსახურებას სთავაზობენ. საქართველოს რკინიგზის ცნობით, სწრაფი და გამჭირვალე მომსახურება სრულ მარშრუტზე - ეს არის Middle Corridor Multimodal-ის მთავარი ამოცანა. ერთობლივი მუშაობა საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებსა და კასპიის ზღვის პორტებს შორის 2013 წლიდან მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. „სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - დაწერა მან Twitter-ზე. დღესვე პრემიერმა შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. „განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს
სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, საბჭოთა პერიოდში სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს სამი დიდი გაზსადენით იღებდა და ახლა უკვე შესაძლებელია ამ მილსადენების აღდგენა. „იმედი მაქვს, რომ ეს უახლოეს წლებში მოხდება. ასეთი გამოცდილება საბჭოთა წლებში გვქონდა. როგორც აღვნიშნე, გაზს ვყიდულობდით აზერბაიჯანიდან, სამი უზარმაზარი გაზსადენი გვქონდა და ახლა შეგვიძლია, აღვადგინოთ ეს მილსადენები, თუ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური საკითხი გადაიჭრება. ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ და აღვადგინოთ ეს კომუნიკაციები,“ - განაცხადა ვარდანიანმა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან სომხეთი მდებარეობს რეგიონის ცენტრში, აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან საზღვრების გახსნამ შეიძლება, დიდი შესაძლებლობები შექმნას. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, როლი შეასრულოს აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებასა და ექსპორტში, ასევე საპირისპირო მიმართულებით და შეუძლია ელექტროენერგიის ექსპორტი ორივე ქვეყანაში. მანბე აღნიშნა, რომ სომხეთი ყველაზე მოკლე დერეფანია აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, ასევე საქართველოსა და ირანისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. „ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა. შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს რაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა. ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. ასევე გაეცანით: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
აზერბაიჯანის პრემიერი: საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს
ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერი-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასადოვის თქმით, შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ჩატარებული სამუშაოს შედეგად, მოკლე დროში მიიღწა შედეგები, რაც აისახა ტრანსპორტირების დაჩქარებას და ხარისხში. „ყაზახეთიდან საქართველოს პორტებში ტვირთის ტრანსპორტირების დრო წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ჩვენი მიზანია, რომ მომავალი წლისთვის ეს დრო კიდევ ორჯერ შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს დერეფანი გახდება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი დერეფანი გლობალურ დონეზე. ცხადია, რომ რკინიგზის გარდა, შუა დერეფნის პოტენციალი მჭიდროდ არის დაკავშირებული პორტებში ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობებთან. ამ მხრივ, ბაქოს პორტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია კასპიის ზღვაში, უკვე ზემოთ ხსენებული სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ჯაჭვს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრე 15-დან 25 მილიონამდე გაიზარდოს. ბათუმისა და ფოთის პორტები ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია შუა დერეფნისთვის - ამავდროულად, ყულევის პორტის გაფართოება აზერბაიჯანის მიერ, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, რა თქმა უნდა, წვლის შეიტანს შუა დერეფნის განვითარებაში,“ - აღნიშნა ასადოვმა. ასადოვის თქმით, აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგშია ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტი. „ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სფეროშიც ვითანამშრომლოთ. გარდა პორტებისა, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვის საშუალებები არსებობდეს საქონლის ტრანსპორტირებისთვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე ყველაზე დიდი გადასაზიდი საშუალებები აქვს,“ - აღნიშნა ასადოვმა. მისივე თქმით, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით მუშაობენ სამოქალაქო სატვირთო გადაზიდვების გაფართოებაზე. „რეგიონში უკვე ახალი რეალობებია შექმმნილი, რაც კარგ შესაძლებლობებს ქმნის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს რეგიონული- მრავალმხრივი თანამშრომლობა და უფრო ახალ დონეზე ავიდეს თანამშრომლობა - მეტი ეკონომიკური და სავაჭრო დივიდენდები იყოს შეძენილი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ცდილობენ, ერთობლივი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. „ბაქო-თბილისი ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენი. ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია,“ - განაცხადა ასადოვმა. მან ევროკომისიასთან გაფორმებულ შეთანხმებას გაუსვა ხაზი, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის მიწოდებას აორმაგებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ევროპაში. ასადოვმა „ტრასეკას“ პროექტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ პროექტმა გააფართობა მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი. ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური-სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა აქვს ოთხიდან სამ მეზობელ ქვეყანასთან. მან ამავე ფორუმზე სომეხი კოლეგის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ წამოჭრილ თემაზე გაამახვილა ყურადღება. „მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა პოზიცია, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9 და 10 ნოემბერს გაფორმდა. აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა თავისი ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. ჩვენ გვინდა, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუკი მეორე მხარეც მოისურვებს, ჩვენ შეგვიძლია, რომ წინ წავიდეთ და სხვა შესაძლებლობების გამოყენებაც შეგვიძლია,“ – განაცხადა ალი ასადოვმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ჰაკობ არშაკიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. ამის შესახებ არშაკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლემკინის ინსტიტუტის შეშფოთებას აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშების მონიტორინგისკენ მოუწოდა. „ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. არის თუ არა საფრთხე? უნდა აღინიშნოს გარკვეული პოზიტიური ცვლილება რიტორიკაში. ასევე დადებითი მოვლენაა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოების მიერ რეზოლუციების მიღება, პარლამენტების, მთავრობების და სხვადასხვა ორგანიზიის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ არის გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში,“ - განაცხადა არშაკიანმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და რეგიონში ზოგადი დაძაბულობა სუფევს. Politico 14 ოქტომბერს წერდა, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას. მოგვიანებით, ეს მოსაზრება სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. ანალენა ბერბოკი თავდაპირველად, 3 ნოემბერს ერევანში ჩავა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. ფაშინიანი თბილისში: სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, რამდენიმე თვეში აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას და აღვადგენთ ურთიერთობებს შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გერმანელი კოლეგა ანალენა ბერბოკი, ბაქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში დაადანაშაულა. „აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა სუვერენული სახელმწიფოების ქალაქების სახელებთან დაკავშირებით. გერმანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მაგრამ ქალაქ შუშასა და ხანქენდზე საუბრისას რატომღაც სომხურ სახელებს იყენებს,“ - განაცხადა ბაირამოვმა. აზერბაიჯანში ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ მოგვიანებით, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში, მან ეს ღონისძიება, ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხეთიდან დევნილებთან შეხვდრად აღწერა. „დასავლეთ აზერბაიჯანის საზოგადოებამ“ (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აზერბაიჯანელ ლტოლვილებს) ბერბოკი სიცრუეში“ დაადანაშაულა. ცნობისთვის, 8 ნოემბრის „გამარჯვების დღის აღლუმის წინ“, ხანქენდში აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.
აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში სამხედრო აღლუმი ჩაატარა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 3 წლის აღსანიშნავად, ქალაქ ხანქენდში (სომხ. სტეფანაკერტი) სამხედრო აღლუმი ჩაატარა. სადღესასწაულო მსვლელობები სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბაქოშიც გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს. „ჩვენ არ გვჭირდება ახალი ომი, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ვისწრაფოდით, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ისტორიული სამართლიანობა და ეროვნული ღირსება. მტერს ვაჩვენეთ მისი ადგილი," – განაცხადა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. 28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა. 100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა. მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. რა დასკვნით ტოვებს მთიან ყარაბაღს გაეროს გუნდი ასევე გაეცანით: ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანალენა ბერბოკი „აზერბაიჯანული დასახლებების სომხური სახელებით მოხსენიებაში“ დაადანაშაულა
აზერბაიჯანმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კანონი დაამტკიცა. „კანონის თანახმად, დამტკიცდა 2023 წლის 24 აპრილს ბაქოში ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პარლამენტმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 5 ოქტომბერს დაამტკიცა. შეთანხმებას ხელი ბაქოში, 2023 წლის 24 აპრილს მოეწერა ხელი. დოკუმენტი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას და გაძლიერებას, ასევე, მხარეთა მიერ მიღებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ აქტივობებს.
ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.
ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
„აშშ-ს ცალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების შუამავლობის როლის დაკარგვა,“ - ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომლითაც „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებას“ პასუხობენ. „ამ პირობებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ვაშინგტონში 2023 წლის 20 ნოემბერს,“ - აღინიშნავს ბაქო. როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.
AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
სერბეთი 2024 წლიდან, აზერბაიჯანისგან წელიწადში 400 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. AFP წერს, რომ ეს სერბეთს გზას უხსნის, დასრულდეს ბალკანეთის ქვეყნის თითქმის სრული დამოკიდებულება რუსულ გაზზე. ბაქოში ვიზიტისას სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ხელშეკრულება გაფორმდა Srbijagas-სა და SOCAR-ს შორის, სერბული და აზერბაიჯანული გაზის კომპანიებს შორის, რაც სერბეთს აზერბაიჯანიდან 400 მილიონ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალებას მისცემს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე, დიდი ხანია გეგმავს აზერბაიჯანიდან გაზის შეძენას მას შემდეგ, რაც ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. მისი ექსპლუატაციაში შესვლა უახლოეს მომავალში იგეგმება. სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. „ხელმოწერილი ხელშეკრულება მომავალ წელს 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს და ჩვენ ველით, რომ ეს მოცულობები მომდევნო წლებში კიდევ გაიზრდება,“ - განაცხადა სერბულმა მხარემ. ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 2026 წლიდან სერბეთს შეუძლია, აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად, „მილიარდ კუბური მეტრი გაზი“ მიიღოს. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა თავისი საგარეო პოლიტიკა ბლოკთან გააერთიანოს და რუსეთს სანქციები დაუწესოს.
შუა დერეფნის ქვეყნები ჩარჩო შეთანხმებას მოაწერენ ხელს
შუა დერეფნის ქვეყნების მიერ ბაქოში, მიმდინარე წლის მარტში ხელმოწერილი პროტოკოლის შესაბამისად, ჩარჩო შეთანხმება მომზადდა და ის ხელმოწერისთვის შესაბამის ქვეყნებს გაეგზავნება, ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის (SCC) თავმჯდომარის მოადგილემ, ნატიგ შირინოვმა განაცხადა. მისი თქმით, „შუა დერეფნის ქვეყნებს შორის შეიქმნება ელექტრონული საბაჟო რეგისტრაციის პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს წინასწარი ინფორმაციის გაცვლას ტრანზიტულ გადაზიდვებთან დაკავშირებით.“ ნატიგ შირინოვის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტში 6 ქვეყანას შორის გაფორმდა პროტოკოლი. მისი მიზანი ტრანზიტის საკითხების მაქსიმალურად გამარტივებაა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
ბაქო ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებებს მიუღებელს და მიკერძოებულს უწოდებს
ბაქო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს „უსაფუძვლო განცხადებებში“ ადანაშაულებს. აზერბაიჯანის შეფასებით, ჯეიმს ო’ბრაიენის ცალმხრივი და მიკერძოებული შენიშვნები კონტრპროდუქტიული, უსაფუძვლო და მიუღებელია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები არარელევანტურია და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში. „აშშ, როგორც არარეგიონული ძალა, თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო უსაფრთხოების მცდელობებს. ამერიკული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ სომხეთმა არ შეასრულა მე-9 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები, რამაც აიძულა აზერბაიჯანი, ალტერნატიული გზები მოეძიებინა. აზერბაიჯანის სუვერენული უფლებაა, შეთანხმდეს მეზობელ ქვეყნებთან საკომუნიკაციო ხაზების აშენების შესახებ, რაც ასევე მოიცავს შეთანხმებას ირანთან, რომელიც დაკავშირებულია მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მარშრუტთან. ამ ფონზე, აზერბაიჯანი ასევე ადასტურებს 3+2 ფორმატის (აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი-რუსეთი-ირანი) პრიორიტეტს რეგიონის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც ძირს უთხრის ამ ძალისხმევას, შეუსაბამოა,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ განცხადებაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ე.წ. 3+3 ფორმატი 3+2 პლატფორმით ჩანაცვლდება. თუმცა სხვა წყაროებში რაიმე ოფიციალურ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ იძებნება და არც აზერბაიჯანული მხარის განცხადებაშია განმარტება მოცემული, თუ რას გულისხმობენ უფრო კონკრეტულად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო უწყება 3+2 ფორმატის სახელწოდებას იყენებს. ეს ის ფორმატია, რომელიც აქამდე „3+3“ სახელწოდებით იყო ცნობილი და მასში საქართველო მონაწილეობაზე უარს ამბობს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა 23 ოქტომბერს თეირანში გაიმართა.
აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს
აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიულ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ხელი მოეწერა დოკუმენტს SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ, ასევე, გაზის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას SOCAR-სა და Srbijagas-ს შორის. ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სერბეთის რესპუბლიკის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა, რომ „დღეს სერბეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთ ეკონომიკურ და ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი თავი გახსნეს, ხელი მოაწერეს კონტრაქტს გაზის მოცულობებზე, რომელსაც აზერბაიჯანი სერბეთს მიაწვდის. აღსანიშნავია, რომ გაზის მიწოდების გარდა, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს სერბეთისთვის თხევადი გაწის მიწოდებას, SOCAR-თან თანამშრომლობას და კომპანიის მონაწილეობას გაზის სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, გაზის ელექტროსადგურების მშენებლობაში.
აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს
ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, სახელწმიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში. „ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი აქ თუ სადმე სხვაგან - გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას,“ - აღნიშნა მილერმა. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს
იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მაგისტრალური მილსადენებით, 32 მილიარდ 963,9 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაზიდა, რაც წლიურად, 4 პროცენტით მეტია. სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიის მილსადენი - SCPK) გავლით გატარებული გაზი მთლიანი ტრანსპორტირების 55,2 პროცენტს შეადგენს. ამ მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტი გასული წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, 6,6 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ 209,8 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.
აზერბაიჯანი უკრაინას მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს 900 000 მეტრზე მეტ ელექტრო კაბელს და მავთულს, ასევე, 18 ტრანსფორმატორს და სრულ სატრანსფორმატორო ქვესადგურებს. აზერბაიჯანი 23 სატვირთო მანქანისგან შემდგარმა სატვირთო კოლონამ დატოვა.
ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება დროს, სიტყვით მიმართვისას განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, ორმ საუკუნეებიგავიდა, „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები დღესაც გრძელდება, არ შეცვლილა მათი პოლიტიკა და აზროვნების ფორმა.“ „საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მისი მიკერძოებული პოლიტიკით, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგების გაღვივებით და ასევე, ცდილობს გამოიყენეს დასავლური ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის," - აღნიშნა ალიევმა. ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გენერალური დირექტორი აგილ გურბანოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საჰაერო ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა იგივე ფორმით გრძელდება. „გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს დაუყენებია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის,” – აცხადებს გაჯიევი. „ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „მისი (ო’ბრაიენის) მოლაპარაკებები არის გზა გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარებისა და გაფართოების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იმყოფებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილეს, საჰაერო ძალების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვსა და აგილ გურბანოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტასაც” ეწვივნენ და მის პროდუქციასა და საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია
აზერბაიჯანი საქართველოსთან ერთად ახალი სასაზღვრო პუნქტების შექმნასა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირებას გეგმავს - მედია
აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოსთან ერთად ახალ გამშვები პუნქტებს შექმნას გეგმავს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებულ „2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის გაზრდა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირება იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობის შესახებ, განისაზღვროს ფინანსური და სავარაუდო ხარჯები, ჩატარდეს საპროექტო სამუშაო. შედეგად, შეიქმნება სატრანზიტო გადაზიდვის ალტერნატიული გადაკვეთის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, არსებული სატრანსპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დერეფნებში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხანგრძლივობის შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა.
რა მიზნით იმყოფებოდა თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში
თურქმენეთის დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, რათა მდგრადი ენერგეტიკის სფეროში, ქვეყნის წარმატებული პროექტები, ასევე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა შეესწავლა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დელეგაციაში შედიოდნენ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კორპორაციის Turkmenenergo და თურქმენეთის სახელმწიფო ენერგეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო და წარმოების ცენტრის წარმომადგენლები. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ევროკავშირის პროექტი „მდგრადი ენერგეტიკული კავშირები ცენტრალურ აზიაში“ (SECCA). ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, დელეგატები ასევე გაეცნენ მდგრადი ენერგიის ხელშეწყობის ზოგად სტრატეგიულ და საკანონმდებლო ჩარჩოს, შენობებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (სახელმწიფო შენობების ინვენტარიზაცია, შენობების ენერგეტიკული სერტიფიცირება), მრეწველობის ხელშეწყობის პრაქტიკულ ასპექტებს (მსხვილი საწარმოების რეესტრი, მაღალი ხარისხის ენერგეტიკული აუდიტი). თურქმენეთი ენერგეტიკული ინდუსტრიის გასაძლიერებლად მუშაობს, რისთვისაც განახლებადი ენერგიის მოწინავე მეთოდებს იყენებს. ქვეყანა სწავლობს სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რათა მიიღოს ინოვაციური გადაწყვეტილებები და გაზარდოს ენერგოეფექტურობა, ამით ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და შეამციროს ტრადიციული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა, იუწყება Trend. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
ალიევი: აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ბოლო წლებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ალიევმა SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) სამიტზე განაცხადა. „ჩვენს ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნას მივაღწიეთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 310 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩადო და გახდა ევრაზიის ერთ-ერთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების გასწვრივ მდებარეობს,“ - აღნიშნა ალიევმა. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ბუდაპეშტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით საქართველო სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პრიორიტეტებსა და კლიმატის მიზნებთან. ამ კუთხით ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე „პარტნიორობის შეთანხმების“ საერთო მიზნების კონტექსტში. „შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე კვლევის საკითხები და ასევე დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იმუშავებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება არსებულთან შედარებით ყველაზე ღრმა და გრძელი ელექტროგადამცემი კაბელი. ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები ერთობ დამაიმედებელია. ცხადია, ეს გრძელვადიანი და საკმაოდ რთული პროექტია, რომელიც ვერ განხორციელდება საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ სექტორში პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ენერგეტიკა სულ უფრო მწვანე ხდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, შესაბამისად, შეთანხმების მონაწილე მხარეები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძალისხმევა მიმართულ იქნას ენერგიის განახლებადი წყაროებზე. „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების შემდეგი მინისტერიალი 2024 წლის თებერვალში საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხარეებს უკვე ექნებათ პირველადი მონაცემები კვლევის დასრულების შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ელექტროსისტემა“ თავის კოლეგებთან ერთად იმუშავებს ახალი კომპანიის დაარსების მიმართულებით. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.
ალიევმა თოყაევი მიიღო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი „დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა. „გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.
აზერბაიჯანმა უკრაინას განაღმვის მანქანა გადასცა
უკრაინამ აზერბაიჯანისგან Revival P-ის ტიპის განაღმვის მანქანა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა აზერბაიჯანში ვლადისლავ კანევსკიმ განაცხადა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის თითქმის მესამედი დანაღმულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი 21 ნოემბერს გაიგზავნა.
რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები
ორშაბათს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გიულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თურქეთის გიულერი უკვე ჩავიდა ბაქოში. მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობის მომავალზე, ერთობლივ წვრთნებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ. ბოლო სამმხრივი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია ცნობისათვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თურქეთში გაიმართა წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობდა. ფაშინიანი ბურჭულაძესთან შეხვედრაზე: სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაქოს ეწვია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანში ჩავიდა აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-10 სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაგეგმილია ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები, რათა განიხილონ ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: სამმხრივი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობას
სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა. რა მიზნით გამართავენ შეხვედრას ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები 27 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ. „ხაზი გაესვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას. „სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.
ბაქო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
ბაქოში დღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გულერი უკვე ბაქოშია. თავდაცვის მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ერთობლივი წვრთნების გამართვას და სხვა საკითხებს განიხილავენ.
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი
ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების ზაქირ ჰასანოვსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას 2024 წლისთვის. აზერბაიჯანული მხარის თქმით, სამხედრო სფეროში ორ ქვეყანას შორის კავშირები „მყარდება და ვითარდება.“ „ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას. მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა სამმხრივ სწავლებებზეც. გამოითქვა თავდაცვის სფეროში ორმხრივი და სამმხრივი თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული დონის შეხვედრების არსებული დინამიკის შენარჩუნების სურვილი, რაც ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა. ცნობისთვის, საქართველომ და სომხეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას 17 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების მცდელობები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებისთვის, მიღებელია. ამის შესახებ მან ბაქოში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შორის სტრატეგიულ დონეზე დიალოგის ნათელი მაგალითი. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ რეგიონის გარეთ არსებული ქვეყნების მცდელობები, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის გამწვავებისკენ, მიუღებელია. კიდევ ერთხელ აღინიშნა კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ჰასანოვმა. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში, სამმხრივ ფორმატში მე-10 შეხვედრის შემდეგ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტში ასახულია ერთობლივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას. საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი
ბაქოს პროტესტის შემდეგ, ბლინკენი ალიევს და ფაშინიანს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა. „მდივანი მიესალმა პრეზიდენტ ალიევის ერთგულებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფის შესახებ. მდივანმა აღიარა, ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს ტანჯვა მოუტანა და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება. მდივანმა განიხილა აზერბაიჯანთან ურთიერთობები, აღნიშნა ურთიერთობაში ბოლოდროინდელი შეშფოთების პუნქტები და ასევე ისაუბრა თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით, სამშვიდობო პროცესის გარშემო და მაღალი დონის ჩართულობის მნიშვნელობაზე,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს. „განიხილეს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი და ღირსეული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაზრდის ძალისხმევას, რადგან ჩვენ ვმუშაობთ მისი ხედვის მხარდასაჭერად აყვავებული და დემოკრატიული მომავლის შესახებ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ს ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გაკეთებული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცნობად მიიღო განცხადება აზერბაიჯანთან მაღალი დონის თანამშრომლობის გაუქმების შესახებ. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 16 ნოემბერს გაავრცელა და რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. „ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, მდივანმა ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი დეკემბერში, აზერბაიჯანში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანი ბლინკენი ამას დაეთნხმა,“ - წერს აზერბაიჯანული მედია ალიევის ოფისზე დაყრდნობით. აქვე აღნიშნულია, რომ ბლინკენი ალიევს თავად დაუკავშირდა. ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელშია. მის ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასთან 27 ნოემბერს ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა. მას ჰკითხეს განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე. „ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ბლინკენი ბრიუსელში NATO-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწრება ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
რა საკითხებს განიხილავს სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში ვიზიტისას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, რისი გამოვლინებაცაა მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე. არმენ გრიგორიანმა საქართველოს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მზად იქნება, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას. მხარეებმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილეს „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობებზე. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 28 ნოემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო შეხვედრებს გამართავს,“ - იუწყება გრიგორიანის ოფისი.
აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა
აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა. ბაქოს ამ ნაბიჯის მიზეზი „უკანონო ფინასური ოპერაციების გაპროტესტებაა.“ როგორც ცნობილი გახდა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ის თანამშრომლებს 21 ნოემბერს კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ბაქოს ოფისებში 40,000 ევრო (44,000 აშშ დოლარი) აღმოაჩინეს. სამიდან ორმა უარყო ბრალდება, მესამე კი დუმილის უფლებას იყენებს. სამშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დიპლომატები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მათმა საელჩოებმა და "ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა" Abzas Media-ის ფინანსური მხარდაჭერით უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. აზერბაიჯანის ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ სრულად დაიბრუნა სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი, რამაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თითქმის სრული გასახლება გამოიწვია. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა აზერბაიჯანი გააკრიტიკეს. სომხეთს კი, ჰუმანიტარული დახმარება შესთავაეს. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს.
გადამწყვეტი დრო სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის - მაიკლ კარპენტერის ხედვა
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რა ადგილს იკავებს ამ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის საკითხი - ეს თემა განიხილა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა. კარპენტერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რაც სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. „ჩვენ, შეერთებული შტატებში, მუდმივად ვამბობდით, რომ გვსურს, ვიხილოთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის განმავლობაში არაერთ მოლაპარაკებას. მდივანი ბლინკენი პირადად იყო ჩართული ამ ძალისხმევაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაში, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ღია კომუნიკაციებს და ვაჭრობას მთელ რეგიონში, რაც, ჩვენი აზრით, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, მხარეებზეა დამოკიდებული, ისარგებლონ ამ კარგი შუამავლობის შეთავაზებებით, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის საერთაშორისო პრინციპს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც დავუჭერთ მხარს,“ - აღნიშნა კარპენტერმა. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა ერთი სომეხი ჯარისკაცი. „4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბარძრუნის რაიონში მდებარე სომხური ჯარისკაცების პოზიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.” - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მხარის კომენტარი ჯერ არ გავრცელებულა.
სერბეთ-ბულგარეთის გაზსადენის მსხვილი ენერგეტიკული პროექტი 12 თვეში დასრულდა
სერბეთმა ბულგარეთთან ინტერკონექტორის მშენებლობა დაასრულა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა განაცხადა. „სერბეთი-ბულგარეთის გაზსადენი არის პირველი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც დროულად, 12 თვეში დასრულდა. სულ რაღაც ერთი წლის წინ დავიწყეთ სამუშაო და 12 თვის თავდადებული შრომის შედეგად, ველოდებით გაზსადენის საცდელ რეჟიმში მუშაობის დაწყებას, კვირის ბოლომდე,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა განმარტა, რომ ეს პროექტი აძლიერებს სერბეთის პოზიციას ევროპის რუკაზე. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში
„საქართველო და აზერბაიჯანი ახლო პარტნიორები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ენერგეტიკული თანამშრომლობა. თუმცა ამ თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, ევროპაში სტრატეგიული მნიშვნელობის კონსოლიდირებულ გუნდად წარმოგვეჩინა თავი,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: შინ დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განაცხადა. ილჰამ ალიევმა გაიხსენა, რომ ხშირად სტუმრობს საქართველოს, ისევე როგორც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - ბაქოს და ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ქართველ მეგობრებს წარმატებებს ვუსურვებ ამ წამოწყებაში და ვულოცავ სტატუსის მინიჭებას,“ - აღნიშნა ალიევმა.
ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი 6-8 დეკემბერს აზერბაიჯანსა და რუმინეთში გაემგზავრება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით შეხვდება. რუმინეთში ო'ბრაიენი მარცვლეულის ექსპორტის სამიტში რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკომისიის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, ო'ბრაიენი განიხილავს ორმხრივი ინტერესის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გამოთქმული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ვაშინგტონის საპასუხოდ, თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას - ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში
„ჩვენ გვქონდა პირველი პროდუქტიული დისკუსია პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მომავლის შესახებ,“ ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში ჩასვლის შემდეგ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 6 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენს შეხვდა. „გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება რეგიონში, ისტორიულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნა ო'ბრაიენმა შეხვედრის შემდეგ. მანამდე ალიევი აცხადებდა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. ბაქოს პროტესტის შემდეგ, ჯეიმს ო’ბრაიენი აზერბაიჯანში ჩადის
თურქეთმა საერთაშორისო სამხედრო წვრთნები ჩაატარა
თურქეთში საერთაშორისო სწავლება Nusret-2023 დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწავლება Nusret-2023 თურქეთის საზღვაო ძალების, მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით გაიმართა. „სწავლების დროს წარმატებით შესრულდა ნაღმებისგან გაწმენდის სამუშაო, რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნებში აზერბაიჯანთან ერთად, ბაჰრეინი, ბრაზილია, ბულგარეთი, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ქუვეითი, მალაიზია, პაკისტანი და ომანი მონაწილეობდნენ. თურქეთი საერთაშორისო სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ
„ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე,“ სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ ჯარისკაცს გაათავისუფლებს. ხოლო სომხეთის მხარე იმავე მოსაზრებით აზერბაიჯანს 2 სამხედროს გადასცემს. მხარეებმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.“ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა. „აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებენ მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ და მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას მხარი დაუჭირონ მათ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის დამყარებას და დადებით გავლენას მოახდენს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე," - ნათქვამია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივ განცხადებაში.
ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება. მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. „61 წლის ალიევი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს შვიდი წლის ვადით და პოლიტიკური უთანხმოების დიდწილად ჩახშობის პირობებში, თითქმის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ახალი ვადით აირჩევენ. ნავთობის რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მყარი ალიანსი შექმნა თურქეთის პრეზიდენტ თაიფ ერდოღანთან და ასევე ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან,“ - წერს Reuters-ი. არჩევნები აზერბაიჯანში 2025 წელს იყო დაანიშნული. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზები არ გასაჯაროებულა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.
მიშელი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობეში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმება. მიშელი ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „მივესალმები მნიშვნელოვან გარღვევას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, როდესაც ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განსაკუთრებით მივესალმები დაკავებულთა გათავისუფლებას და უპრეცედენტო დიალოგის გახსნას. მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის პროცესის მთავარი მიზანი: დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია. ახლა მე მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა მიშელმა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის
რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე და ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განიხილა, როდესაც მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, ალიევმა ქვეყანას სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც, ზოგიერთი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა . ამ ქვეყნებს შორის მან თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა. „დარწმუნებული ვარ, „როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაში არაფერი შეიცვლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ევროპა არის ჩვენი ენერგორესურსების მთავარი მიმართულება, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი. ევროპულმა ენერგეტიკულმა კომისიამ აზერბაიჯანს უკვე უწოდა გაზის პან-ევროპული მიმწოდებელი, რაც მართალია. ასე რომ, ბევრი ქვეყანა უკვე იღებს ჩვენს გაზს,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებას. მან აღნიშნა, რომ „ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება აბსოლუტურად უსაფრთხო მხარეზეა.“ „რაც არ უნდა მოხდეს დიდ მოთამაშეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რადგან ეს არის მიწოდების საიმედო წყარო. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის,“ - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის სფეროში ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობით ინტერესდება
აზერბაიჯანმა ჩინურ კომპანიასთან ენერგიის შენახვის სისტემების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი შეხვდა დელეგაციას, რომელსაც ენერგეტიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ჩინურ კომპანიებთან მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობის დამყარებით. მხარეებმა China Energy-თან ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები შეაფასეს ენერგიის შენახვის სისტემებზე, მწვანე წყალბადის წარმოებასა და ექსპორტზე, ასევე, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ტექნოლოგიებზე.
ალიევი: სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერ ხედავს სერიოზულ დაბრკოლებას სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. ალიევის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, ეს ძალიან ცუდი იქნება მთელი რეგიონისთვის. „აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს ჰქონია რაიმე შეშფოთება ან პრობლემა რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით. ნებისმიერს, ვინც იცნობს აზერბაიჯანს, ამის დადასტურება შეუძლია. სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, გვერდიგვერდ ცხოვრობენ უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში. რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ
ალიევი: ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ილჰამ ალიევის თქმით, მისი ქვეყანა გაზის განაწილების არეალს აფართოებს. „ჩვენი ენერგეტიკული განვითარება ნავთობიდან გაზზე ტრანსფორმირდა. ამავდროულად, ნავთობის წარმოება და ექსპორტი კვლავაც მრავალი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამი წლის წინ დასრულებული სამხრეთის გაზის დერეფანი, გაზის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენების ინტეგრირებულ სისტემას წარმოადგენს, აზერბაიჯანს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს თავისი გაზის მიწოდების არეალი. დღეს ჩვენ ვახორციელებთ გაზის ექსპორტს საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში, რუმინეთში და გავაფორმეთ კონტრაქტები უნგრეთთან და სერბეთთან. ალბანეთი ასევე იქნება ჩვენი გაზის განაწილების გეგმების ნაწილი,“ - აღნიშნა ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში.
ალეივი: წელს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროპაში დაახლოებით, 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს
„ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი იყო 2021 წელს. წელს ის დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეადგენს აზერბაიჯანის გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს. ალიევმა აღნიშნა, რომ ევროპაში გაგზავნილი გაზის მოცულობა 2027 წლისთვის უნდა გაორმაგდეს. „ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ ამ მიზნისკენ," - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის, საჰიბა გაფაროვას მიწვევით ბაქოში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო დონეზე. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ექვსჯერ ზრდის
ყაზახური ნავთობის ექსპორტმა აქტაუს პორტიდან 2023 წლის 11 თვის განმავლობაში 3,062 მლნ ტონა შეადგინა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება Report KazTransOil-ი. აქტაუს პორტიდან ექსპორტისთვის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდა განპირობებულია ბაქოს პორტში გაგზავნილი ნედლეულის მოცულობის ზრდით, 205000 ტონიდან 1,238 მილიონ ტონამდე, რაც ექვსჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. პარლამენტის ცნობით, „მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას და ხალხს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.“ „მიმოიხილეს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და აქტივობები. ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების როლს და მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების განმტკიცების საქმეში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ყარაბაღთან დაკავშირებული პროცესები და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები. საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის ვადას აპრილამდე ახანგრძლივებს
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2 აპრილამდე გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება. მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 2024 წლის 2 იანვრამდე იყო განსაზღვრული. „ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2024 წლის 2 აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდეს,“ - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა
აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მომავალ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი „ახალი აზერბაიჯანული პარტიის“ კანდიდატი იქნება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ და ცენტრალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თაჰირ ბუდაგოვმა გააკეთეს. „ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილება. აზერბაიჯანელი ხალხი ამბობდა, რომ ის, ვინც ყარაბაღს გაათავისუფლებს, გახდება აზერბაიჯანის მარადიული პრეზიდენტი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ პოლიტიკით, რომელსაც 20 წელია ახორციელებს, ათავისუფლებს რა ჩვენს მიწებს სომხეთის ოკუპაციისგან, დაიმსახურა ასეთი ტიტულის ტარების უფლება. მჯერა, რომ ამ მოსაზრებას ყველა აზერბაიჯანელი იზიარებს,“ - განაცხადა ბუდაგოვმა. 7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 9%-ით გაზარდა - მინისტრი
აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. მისივე თქმით „ევროპაში ექსპორტირებულია 10,85 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში – 8,7 მილიარდი კუბური მეტრი, საქართველოში – 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. „ამ პერიოდის განმავლობაში TANAP-მა თურქეთს 5,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა,“ - წერს შაჰბაზოვი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
შეთანხმებიდან ერთი კვირის შემდეგ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. Reuters-ის ცნობით, სააგენტოს აზერბაიჯანმა, სომხეთს 2020 წლის ბოლოს ტყვედ ჩავარდნილი 32 სამხედრო დაუბრუნა, სომხეთმა კი, 2023 წლის აპრილიდან დატყვევებული 2 აზერბაიჯანელი სამხედრო გაათავისუფლა. ტყვეების გაცვლა დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. „2020-2023 წლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩავარდნილმა 31 მოსამსახურემ და სექტემბერში მთიან ყარაბაღში დატყვევებულმა ერთმა სამხედრომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება," - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. აქთურქის თქმით, წვრთნები მიზნად ისახავს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთაქტივობის განმტკიცებას.
აშშ-მ და აზერბაიჯანმა ორმხრივი ვიზიტები განაახლეს
სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს. აზერბაიჯანის შემდეგ, აშშ-ც აცხადებს, რომ ორმხრივი ვიზიტები კვლავ შედგება. „მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს 6 დეკემბერს ბაქოში ვიზიტის დროს პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მხარეებმა განიხილეს ჩვენი ქვეყნების ღრმა ისტორიული კავშირები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. მდივნის თანაშემწემ ო'ბრაიენმა პრეზიდენტ ალიევს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორისა და ენერგეტიკის მინისტრის მომავალ ვიზიტებს ვაშინგტონში და რომ მდივანი ბლინკენი მოუთმენლად ელის ვაშინგტონში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯეიმს ო'ბრაიენის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა. ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში: აშშ შუა დერეფნის კონცენფიის განვითარებას მხარს უჭერს რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გამოთქმული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ვაშინგტონის საპასუხოდ, თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა აზერბაიჯანულ-თურქული საინვესტიციო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს. „როგორც ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც გაივლის ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ეს გააუმჯობესებს ჩვენს თანამშრომლობას სატრანსპორტო სფეროში. „შუა დერეფანი, ბაქოს საზღვაო სავაჭრო პორტი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გადის ჩვენს ქვეყანაში, რაც ქმნის უმოკლეს და ეფექტიან სატრანზიტო მარშრუტებს აზერბაიჯანიდან ევროპაში თურქეთის გავლით და პირიქით,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
ანკარაში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი წვრთნები დასრულდა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ზექი აქთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. წვრთნებში სამი ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. აკთურქის თქმით, წვრთნები ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
იტალია აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის
იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა და მან 2023 წლის ოქტომბერში 881,2 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია. სექტემბერში ეს მაჩვენებელი 800,5 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში იტალიის გაზის იმპორტმა აზერბაიჯანიდან, 7,7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 4 მილიარდ ევროს აღემატება. აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის.
ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს
ბაქო მზადაა, ბულგარეთში LUKOIL Neftohim Burgas-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეძენის ვარიანტი განიხილოს, თუ კონკრეტული წინადადება იქნება მიღებული. Euronews Bulgaria-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა ბულგარეთში, ჰუსეინ ჰუსეინოვმა განაცხადა. „თუ შეთავაზება იქნება ბურგასში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესაძენად, სოკარი (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) და ჩვენი მთავრობა მზად არიან განიხილონ ეს,“ აღნიშნა ელჩმა. მანვე განმარტა, რომ არსებითი განხილვისთვის უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, „რომელიც ჯერ არ არსებობს.“ LUKOIL-მა ბულგარეთში ოპერირება 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და ბურგასის გადამამუშავებელი ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, რომლის სიმძლავრე 8,8 მილიონი ტონაა.
აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს. ელჩს პროტესტი გამოუხატეს საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაქოს შეფასებით, არ შეესაბამებიან მათ დიპლომატიურ სტატუსს და ეწინააღმდეგებიან ვენის კონვენციას. ამასთან, საფრანგეთის ელჩს აცნობეს, რომ ისინი აზერბაიჯანის მთავრობამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. ამ პირებს 48 საათის განმავლობაში აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცა. აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად, რა ქმედებამ გამოიწვია ბაქოს პროტესტი. ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს
ალიევმა და ფაშინიანმა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სანქტ-პეტერბურგში შეხვდრა გამართეს. 26 დეკემბერს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების სამიტი ჩატარდა. სომხეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - აღნიშნა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაქომ მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციისა და მოგვიანებით, სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს ბრიუსელში, ივლისში შეხვდნენ. შემდეგ, დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
საქართველო და აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ
ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს (AREA) ცნობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილება. დისკუსია ონლაინ შეხვედრაზე AREA-ს დირექტორის მოადგილის კამრან ჰუსეინოვისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის ჯაბა ხმალაძის მონაწილეობით გაიმართა. როგორც AREA-ში აცხადებენ, მხარეებმა მთავრობის მიერ ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.
აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ვაშინგტონში იწვევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა ინტერვიუ მისცა ამერიკის ხმის სომხურ სამსახურს. Europetime მის თარგმანს გთავაზობთ. _თქვენ ახლახან დაბრუნდით აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე ტყვეები გაცვალეს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოვლენა? ო'ბრაიენი: ვფიქრობ, ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ორმა ქვეყანამ ისაუბროს ერთმანეთთან და მიაღწიოს პრაქტიკულ შეთანხმებებს. მათ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს ერთმანეთის მხარდაჭერა მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, მათი საერთაშორისო მისწრაფებების [მხარდაჭერის] ჩათვლით, [მაგალითად] აზერბაიჯანმა უნდა უმასპინძლოს გაეროს კლიმატის მომდევნო კონფერენციას, რისი უფლებაც მას ახლა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, ასევე, სომხეთის საერთაშორისო მისწრაფებებისთვის. ამგვარი მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნორმალური ორმხრივი ურთიერთობის დამყარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ მხარეების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარემ გამოთქვა ამის ინტერესი. ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და სხვები, მზად ვართ, დაგეხმაროთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან მშვიდობა უზარმაზარ სარგებელს მოიტანს.“ _ბაქოში თქვენი შეხვედრის შემდეგ, უწოდებდით თუ არა „ნორმალურს“ აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს? უმასპინძლებს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ წლის ბოლომდე? ო'ბრაიენი: რაც ჩვენ ვუთხარით ამ ორ ქვეყანას, არის ის, რომ ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს და ამას ისევ გავაკეთებთ, თუ მხარეები გადაწყვეტენ, რომ ეს მათ დაეხმარება მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ შეხვედრისკენ, მათ განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად. წელს ალბათ, შეხვედრა ვერ მოესწრება, რადგან წლის ბოლომდე საკმაოდ მოკლე დროა დარჩენილი.
საფრანგეთმა ორი აზერბაიჯანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
საფრანგეთი ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ აზერბაიჯანის მიერ გადაწყვეტილების გასამართლებლად წარდგენილ ბრალდებებს. საპასუხო ზომად საფრანგეთმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის ელჩი საფრანგეთში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა ინფორმაცია მიეღო ამ ელემენტების შესახებ,” - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
გვარდიელებმა თურქეთში სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ. „სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ. სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი - საქართველო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯეიჰუნ ბაირამოვი: მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოსთან
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სამინისტროს წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაღალი დონის შეხვედრების დროს, მნიშვნელოვანი შედეგებია საქართველოსთან ურთიერთობების თვალსაზრისითაც. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წრის მიკერძოებულმა პოლიტიკამ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას გარკვეული გამოწვევები შეუქმნა, ჩვენ შევძელით მათი დაძლევა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა შინაარსით მდიდარი იყო. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით გატარებული პოლიტიკა მიზნად ისახავს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას. ჩვენი სახელმწიფო. 2023 წელს აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ მაღალი დონის შეხვედრებზე თურქეთთან, საქართველოსთან და რუსეთთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანელმა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ წელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაგრძელდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე. „ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყო აზერბაიჯანის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში. კასპიის ზღვისპირა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. გაიმართა მრავალმხრივი დისკუსია. შეთანხმდნენ, რომ კასპია მეგობრობის ზღვაა“. შეთანხმდნენ, რომ კასპია მეგობრობის ზღვაა,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.
აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოსთან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაპროექტება მიმდინარეობს
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაღიროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაპროექტება მიმდინარეობს. „ჩვენ ახლა ვაპროექტებთ ახალ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს საქართველოსთან და ასევე ვაუმჯობესებთ ძველ პუნქტებს. ეს ადამიანებს უფრო მეტ კომფორტს მოუტანს და გაზრდის ავტომობილების ნაკადსაც. ასევე ვაპირებთ, რომ გამტარ პუნქტებზე სამუშაო განახლდეს. ზოგადად, ჩვენი ყოფნა საკონტროლო-გამშვები პუნქტებზე იზრდება,“ - განაცხადა ახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოსთან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტებს შექმნას გეგმავს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებულ „2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის გაზრდა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირება იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობის შესახებ, განისაზღვროს ფინანსური და სავარაუდო ხარჯები, ჩატარდეს საპროექტო სამუშაო. შედეგად, შეიქმნება სატრანზიტო გადაზიდვის ალტერნატიული გადაკვეთის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, არსებული სატრანსპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დერეფნებში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხანგრძლივობის შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა.
ელჩი გარეჯის საკითხზე: გვაქვს პოზიტივი
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით "გვაქვს პოზიტივი", თუმცა ელჩი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, მან თქვა, რომ საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობის შესაბამისად გადაწყდება. „გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას... შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომლის კომენტარსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.
ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნა
ირანსა და აზერბაიჯანს შორის საავტომობილო ხიდი და ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნ. ირანმა და აზერბაიჯანმა ასტარაჩაის ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას გასული წლის იანვარში მოაწერეს ხელი. გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანულ-ირანული ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეები, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი და ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი ესწრებოდნენ.
„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა
2024 წლის პირველ იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ფორმალურად შეწყვიტა არსებობა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. ერევანმა ბაქო ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა. მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი გასული წლის 28 სექტემბერს მოაწერა. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელების უმეტესობა - მათ შორის სამი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, რუბენ ვარდანიანი - აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა და კვლავ ციხეში იმყოფებიან. ამ პირთა სასამართლო სხდომები ჯერ არ გამართულა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ.
ილჰამ ალიევი: 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში მილიარდი მანათის ინვესტიცია ჩაიდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით, 590 მილიონი აშშ დოლარი. ალიევის თქმით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.“ აერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან. საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში.“ „ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ ჩვენი არმია, ავამაღლეთ პროფესიონალიზმის დონე და შევქმენით ახალი შეიარაღებული ნაწილები. ამ დანაყოფებმა შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აჩვენეს განსაკუთრებული პროფესიონალიზმი ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ახალი იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეძენილია და მიეწოდა ქვეყანას არაერთი ახალი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველო აზერბაიჯანიდან 3 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის იმპორტს გეგმავს
საქართველო 2024 წელს აზერბაიჯანიდან 3,017 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტს გეგმავს. საქართველო ჯამში 3,217 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს გეგმავს. საქართველო ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებას თითქმის მთლიანად იმპორტით აკმაყოფილებს. აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა 2023 წელს რუსეთიდან მიწოდება საგრძნობლად გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 3,191 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. კერძოდ, მოსახლეობა 1,458 მლრდ კუბურ მეტრს მოიხმარს, თბოელექტროსადგურების წილი - 762,6 მლნ კუბური მეტრი, ხოლო 970 მლნ კუბურ მეტრს კომერციული სექტორი იყენებს.
აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას შეიძლება, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოწერონ ხელი. მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სომხეთი უარს იტყვის თბილისის ვარიანტზე და დაჟინებით მოითხოვს, რომ დოკუმენტი ბრიუსელში გაფორმდეს. „ირანის ბოლოდროინდელი გააქტიურება აშკარაა სამხრეთ კავკასიის პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში: თეირანიც არის შემოთავაზებული, როგორც ადგილი, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ვერსია დამტკიცდება და მას ხელი მოეწერება. ბაქოსთვის ეს ვარიანტი არ არის სასურველი, რადგან ირანს აქვს სამშვიდობო მისიების განხორციელებისა და მისი შუამავლობით მოლაპარაკებების წარმართვის უარყოფითი გამოცდილება. იმის გათვალისწინებით, რომ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამოძიება არ დასრულებულა და საელჩოს საქმიანობა არ განუახლებია, ირანის წინადადება აზერბაიჯანისთვის არ არის მისაღები,“ წერს Trend-ი. მისივე ინფორმაციით, სტამბოლი ან ანკარა ასევე იმ პოტენციურ ადგილებს შორისაა, სადაც ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია. თუმცა ცხადია, რომ ევროკავშირი სტამბოლის ვარიანტს მისაღებად არ განიხილავს. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საფრანგეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე, მარტინ რაიანი გასული წლის 4 დეკემბერს დააკავეს. აზერბაიჯანის ელჩის თქმით, სასამართლომ დაკავებულს ოთხთვიანი პატიმრობა შეუფარდა და დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შპს „მერკორამას“ გენერალური დირექტორის, მარტინ რაიანის მანიპულაციას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს აგენტი ახდენდა, რომელიც შემდეგ ბაქოდან გააძევეს. 2023 წლის ბოლოს, საფრანგეთმა ბაქოს ანალოგიური ნაბიჯის საპასუხოდ, აზერბაიჯანის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა.
რა მისიით ჩავიდა ლუის ბონო ერევანში
ერევანში ვიზიტის მეორე დღეს, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ლუის ბონო სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს ხვდება. კერძოდ, ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. დღეს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნულია სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ამ ქვეყანაში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავს თუ არა ჩასვლას. დეტალებზე არც ამერიკული მხარე საუბრობს. აზერბაიჯანი-სომხეთი: სად გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება?
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთს უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება. არარატ მირზოიანის თქმით, სომხური მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს და მოლაპარაკებები, შეხვედრები გაგრძელდება. მირზოიანის განცხადებით, მთავარია ძირითადი პრინციპების კონსოლიდაცია, რომლებზეც სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაფუძნდეს. „არაერთხელ გაჟღერებულა ეს პრინციპები – ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ყოველგვარი დათქმისა და გაურკვევლობის გარეშე. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ სიცხადეს. ხელშეკრულებამ უნდა განსაზღვროს მკაფიო საფუძვლები, რომლითაც გაგრძელდება სასაზღვრო დელიმიტაციის პროცესი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა და დელიმიტაციის პრინციპები, ეს არის ის, რასაც სომხეთი, პირველ რიგში, აყენებს. კიდევ ერთი პრინციპი ეხება რეგიონული ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვას. მშვიდობა ხომ არ არის მხოლოდ სროლის არარსებობა. ეს არის ღია საზღვრები, საქონლისა და ხალხის მოძრაობა. ძნელია, მშვიდობა უწოდო ვითარებას, რომელშიც სომხეთი რჩება ბლოკადაში. განბლოკვა ასევე უნდა მოხდეს რამდენიმე პრინციპის მიხედვით, ისინი ასევე ცნობილია – ქვეყნების სუვერენიტეტი კომუნიკაციებზე, თანასწორობა და ურთიერთგაგება. აზერბაიჯანს თუ ექნება წვდომა სომხეთის კომუნიკაციებსა და რკინიგზაზე, სომხეთსაც უნდა შეეძლოს აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენება,“ – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ალიევი: სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას თუ გადავავადებთ, ეს, შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, რადგან მეგობარ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა
არაერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი სამშვიდობო შეთანხმების საგანი არ იქნება. იქნება თუ არა ეს ასე? ამ შეკითხვით მიმართეს მედიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადგილობრივ ტელევიზიებთან ინტერვიუში. „დიახ. პრინციპში, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცავდეს პუნქტს, რომელიც დაკავშირებულია დელიმიტაციასთან და დემარკაციასთან. თუმცა, თუ დაველოდებით დელიმიტაციას და გადავავადებთ სამშვიდობო შეთანხმებას, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, 30 წლის შემდეგაც არ გაფორმდეს, იმიტომ, რომ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს მეგობარ და მეზობელ საქართველოსთან დელიმიტაცია ჯერ არ დასრულებულა. საზღვრის მხოლოდ 70 პროცენტია იდენტიფიცირებული და დადასტურებული. ჩვენი დელიმიტაციის პროცესი რუსეთთან 20 წელი გაგრძელდა, მას ხელი მოეწერა მხოლოდ 2012 წელს და მართალია 13 წელი გავიდა, მაგრამ ყველა ის ბოძი და სანიშნე ჯერ არ არის განთავსებული და დემარკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დელიმიტაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. სოფლები უნდა დაგვიბრუნონ. შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ანკლავებზე კომისიის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს სრულიად ლოგიკური მიდგომაა,“ - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი 5,3%-ით გაზარდა
აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი იანვარ-დეკემბერში 5,3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „ევროპაში 11,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა ექსპორტზე, თურქეთში - 9,5 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველ - 2,5 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 5,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა," - განაცხადა შაჰბაზოვმა.
საქართველოს აზერბაიჯანისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა
საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ინდივიდი ქურციკი გადმოეცა. ქურციკები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს. საქართველოს დაცული ტერიტოტიების სააგენტოს განცხადებით, „აღნიშნული ღონისძიება საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი აღდგენისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.“ „ქურციკის აღდგენის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული კონსერვაციული პროექტია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის აღდგენას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით. საქართველოში ქურციკის აღდგენის პროგრამის განხორციელება გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. პროგრამის მიმდინარე ფაზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს WWF-გერმანია და WWF-ავსტრია. ქურციკის აღდგენის პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ამჟამად, სამუხის ველზე მათი რაოდენობა 300 ინდივიდს აღემატება. ქურციკების გადმოცემის ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წელს TAP-ის გავლით, 11 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი ტრანსპორტირდა
ტრანსადრიატიკის მილსადენმა (TAP) 2023 წელს 11,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადაზიდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია TAP AG-ზე დაყრდნობით. აქედან 1,39 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 0,67 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 9,37 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტიდა. გაზსადენმა ექსპლუატაციაში შესვლიდან სულ 31 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაზიდა. აქედან 1,83 მილიარდი კუბური მეტრი ბულგარეთში, 3,03 მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთში, ხოლო 25,9 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში ტრანსპორტირდა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა
მმართველი პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს „შეიარაღების კონტროლის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. კერძოდ, „სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს სთავაზობს ორი ქვეყნის სასაზღვრო ზოლიდან სამხედრო შენაერთების ერთდროულად და თანაბრად გაყვანასა და სასაზღვრო რაიონების დემილიტარიზაციას, თუმცა ფაშინიანის თქმით, ბაქო უარზეა. „შემიძლია, კიდევ ერთი წინადადებით გამოვიდე. მოდით, გავაფორმოთ შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეიარაღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიონ და ჰქონდეთ საშუალება, მისი შესრულება აკონტროლონ,” – განაცხადა ფაშინიანმა.
ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან ბაქო-სუფსის ნავთობსადენით წელიწადში 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო. „საკითხი განიხილება აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა განიხილონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე,“ - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში. გასულ წელს აზერბაიჯანმა ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესთავაზა. თუ შეთანხმებას მიაღწიეს, მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა ნავთობი ქაშაგანის საბადოდან. ასევე, წყაროების მიხედვით, აზერბაიჯანი გამოვიდა მოწოდებით, რომ ნავთობი საქართველოს შავი ზღვის პორტებით ტრანსპორტირდეს. ბაქო-სუფსის მილსადენით (დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი) ნავთობის ტრანზიტი კასპიის რეგიონიდან, ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველოს პორტ სუფსამდე ხორციელდება. ნავთობსადენი ოფიციალურად 1999 წლის 17 აპრილს გაიხსნა. ნავთობსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი BP-ია. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში ტანკერებით ხდება.
აშშ-ის აზერბაიჯანში ახალი ელჩი ჰყავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისგან მარკ ლიბისგან რწმუნებათა სიგელები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ამერიკამ ახალი ელჩი აზერბაიჯანში გასული წლის ბოლოს მიავლინა. აშშ-ის სენატმა მარკ ლიბის კანდიდატურა 9 დეკემბერს დაამტკიცა. „ჩემთვის პატივია აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა. მოუთმენლად ველი აზერბაიჯანის გაცნობას, მის ხალხთან შეხვედრას და მუშაობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად,“ - განაცხადა ლიბიმ. მარკ ლიბიბი ვაშინგტონში, ომის ეროვნულ კოლეჯში მუშაობდა. მანამდე ის, ბელგიაში, ევროკავშირში შეერთებული შტატების მისიაში იყო მისიის უფროსის მოადგილე და დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. ლიბი მსახურობდა ვარშავაში, ნასაუში (ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი) ნიქოზიასა და ბაღდადში. ჯეიმს ო'ბრაიენი: ჩვენ გვსურს, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შეგვეძლოს ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც დღის წესრიგში გვაქვს შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ელჩად ერლ ლი ლიცენბერგერი 2019 წლის მარტიდან მსახურობდა. მან მისია ზაფხულში დაასრულა.
რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს
აზერბაიჯანული მედია გასული კვირების განმავლობაში აქტიურად წერდა ვაშინგტონსა და ბაქოს შორის კიდევ ერთ შესაძლო უთანხმოებაზე, რომლის გამოხატულებად კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის ლუის ბონოს ვიზიტზე აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო უარს ასახელებდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ბონომ 8 იანვარს მოლაპარაკებები გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანთან. 9 იანვარს კი, ამერიკელი დიპლომატი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს რუბენ რუბინიანს შეხვდა. მხარეებმა აშშ-სომხეთის თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ძალისხმევა განიხილეს. „აშშ გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს,“ - აღნიშნული იყო სომხეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედია ბაქოში ლუის ბონოს შესაძლო ვიზიტით დაინტერესდა და საელჩოს მიმართა. შესაბამისად, მედია ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში კონკრეტული კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ბონო რეგულარულად ესაუბრება რამდენიმე ძირითად დაინტერესებულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციაში არ იყო დაზუსტებული, ბონო ბაქოშიც გეგმავდა თუ არა ჩასვლას. დეტალებზე ამერიკული მხარე არ საუბრობდა. უკვე 18 იანვრის ტრადიციულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ჰკითხეს, თუ „რატომ აარიდა ლუის ბონომ თავი ბაქოში ვიზიტს და რა იყო ამის მიზეზი, ასევე, რა მესიჯი ჩაიტანა ბონომ სომხეთში, რაზეც მილერმა უპასუხა, რომ შეხვედრების შინაარსზე ვერ ისაუბრებს. „ჩვენ მივესალმებით იმ სამუშაოს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისკენ არის მიმართული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორივე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც აღიარებს ასეთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ წინა მოლაპარაკებების იმპულსი და დადონ ეს შეთანხმება,“ - განაცხადა მილერმა. ცნობისთვის, 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ბაქო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარებით უკმაყოფილო დარჩა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვაშინგტონის საპასუხოდ გააუქმა ყველა დონის მაღალი ვიზიტი, თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს უთანხმოება ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გაქარწყლდა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
აზერბაიჯანმა საზღვაო გადაზიდვები ორჯერ გაზარდა
2023 წელს აზერბაიჯანში საზღვაო ტრანსპორტით 1 924 683 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 602 380 ტონა ტვირთი ტრანსპორტირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2,1-ჯერ და 49,6%-ით მეტია, იუწყება აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 78,913 ტონა (+48%) 182,486,000-ის ღირებულების (+2,6-ჯერ) ტვირთი, ხოლო 1 742 215 000 ღირებულების ტვირთი (+43%) (2,523,467 ტონა) საზღვაო გზით გადაიზიდა.
აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა ხორვატიაში ნავთობის ექსპორტი 16%-ით შეამცირა. 2023 წელს აზერბაიჯანმა ხორვატიაში 590,404,890 აშშ დოლარის ღირებულების 975,165,93 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა. ამ ინფორმაციას აერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. ანგარიშის თანახმად, მონაცემების შესაბამისად, ბაქომ ხორვატიაში წინა წელთან შედარებით, 15,9%-38%-ით ნაკლები ექსპორტი განახორციელა.
აზერბაიჯანმა რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანამ 2023 წელს რუმინეთში ნავთობის ექსპორტი 15%-ით გაზარდა. კერძოდ, აზერბაიჯანმა რუმინეთში 621 947,79 ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა, რომლის ღირებულებამაც 382 756 670 დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანახმად, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15,5%-ით მეტია.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ბევრს ვიმუშავებთ, რათა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო კოორდინაციით, ფინიშის ხაზი გადავლახოთ
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მოლაპარაკებების უზრუნველყოფით დაინტერესებულია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა. კითხვა ეხებოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, „ილჰამ ალიევი მზადაა, მოსკოვში წავიდეს ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად.“ „ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რათა ფინიშის ხაზი გადავლახოთ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და დანარჩენებთან მჭიდრო კოორდინაციით, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ,“აღნიშნა პატელმა. მან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ ლუის ბონოს როლს გაუსვა ხაზი. რას პასუხობს სახელმწიფო დეპარტამენტი ლუის ბონოს ბოლო ვიზიტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ შირვანში მოხდა. ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ჭურვი დაზიანდა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.
აზერბაიჯანის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტს
აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE). ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დაწყებამდე, სადაც ასამბლეამ უნდა განიხილოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შესახებ, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებმა პრესასთან განცხადება გააკეთეს, რომ ისინი აღარ არიან დაინტერესებულნი არსებულ პირობებში ევროპის საბჭოში მუშაობით. კითხვას, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს შემადგენლობაში, აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამად სეიდოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. „ჩვენ ვხედავთ, რომ შეუძლებელია ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა ჩემი ქვეყნისადმი მიუღებელი და აუტანელი მიდგომის გამო,“ აღნიშნა სეიდოვმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაინიცირდა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების არსებითი შეზღუდვა, ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და თანამშრომლობის არარსებობის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს დებატებს მართავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. პროცედურა ოფიციალურად სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ წამოიწყო. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის უფლებების შეზღუდვისა გარდა. "აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი და არ მიიწვიეს ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად," - აღნიშნა შვაბემ.
PACE-მ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი განუცხადა. მიზეზად დასახელდა „აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.“ საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში მიმდინარეობს, შესაბამისი რეზოლუციის პროექტს 24 იანვარს უყარეს კენჭი. რეზოლუციას დარბაზში მყოფი 90-დან 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის 9 და ალბანეთის დელეგაციის 1 წევრი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტზე დებატებსა და კენჭისყრამდე გამოაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს.
აზერბაიჯანმა და თურქეთმა შუა დერეფნის განვითარებისთვის ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს
აზერბაიჯანმა და თურქეთმა განიხილეს ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. მისივე ცნობით, მხარეებმ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. „თურქეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა დღეს არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. პირველ რიგში, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის დირექტორთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰასან პეზუკთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის რკინიგზის სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარება, ყარს-ნახიჩევანის რკინიგზის ორმხრივი ინტერესი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტი განიხილეს. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ორი ქვეყნის სარკინიგზო ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაცვლის შესახებ. მოგვიანებით რუსტამოვი TCDD Tasımacılık-ის გენერალურ დირექტორს უფუკ იალჩინს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები, საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებები,“ წერს აზერბაიჯანული მედია. ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის გეგმა შუა დერეფნის ახალ განშტოებად უნდა განიხილებოდეს - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი დასრულებულია.
სომხეთი აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად იწვევს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქო თავდაუსხმელობის პაქტის გასაფორმებლად მიიწვია. ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს უსაფრთხოების გარანტიის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა. მაგალითად, ჯარების სარკისებური გაყვანა სომხეთის სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრიდან. „ჩვენ აზერბაიჯანს შევთავაზეთ საზღვრის დემილიტარიზაცია, აგრეთვე, იარაღის ურთიერთკონტროლის მექანიზმი. ასევე თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა, თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ერევანს არ აქვს პრეტენზია სხვა ტერიტორიებზე, გარდა მისი სუვერენული ტერიტორიისა, ამიტომ მზადაა, გასცეს ასეთი გარანტიები, მაგრამ ელის მსგავს გარანტიებს სხვებისგან. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ძირითადი პირობები უკვე შექმნილია და ის არ ეთანხმება ერევნის სურვილს ხელშეკრულების გარანტორების შესახებ. ამავდროულად, სომხეთმა გამოაცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიციაში რეგრესია. ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადრე განაცხადეს, რომ სამშვიდობო შეთანხმებისთვის გასული წლის ბოლომდე უნდა მოეწერათ ხელი. მაგრამ საერთაშორისო შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოიტანა.
სუამ-ის სადამკვირვებლო მისია აზერბაიჯანში ჩადის
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამ) მისია აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. მისი ბაქოში 6 თებერვალს ჩავა. ექვსკაციან დელეგაციაში, რომელსაც სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი ხელმძღვანელობს, შედიან უკრაინის უმაღლესი რადას მოადგილეები სვიატოსლავ იურაში და მიხაილო პაპიევი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, ასევე სუამის სამდივნოს პროგრამის კოორდინატორები თეიმურაზ კილაძე და საბუჰი ტამი. სუამ-ის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგის შედეგების ანგარიშს კენჭისყრის შემდეგ გამოაქვეყნებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართება. სუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ოთხი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი მოლდოვა) შედგება. შეგახსენებთ, სუამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1997 წლის 10 ოქტომბერს სტრასბურგში ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ 1999 წელს ორგანიზაციას უზბეკეთი შეუერთდა, თუმცა უზბეკეთმა 4 წლის შემდეგ სუამი დატოვა. უკრაინა სუამის თავმჯდომარეობას აზერბაიჯანს გადასცემს
ალიევმა მშვიდობის მიღწევის პირობად, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა დაასახელა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა, ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდი ვითარებაა. „მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება.“ ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. „გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა. მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა ქალაქ ხანკენდის [სომხ – სტეფანაკერტი] მე-14 უბანზე მისცეს. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ შვიდი კანდიდატი დარეგისტრირდა. ალიევმა ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ივლისში დანიშნა მისი განმარტებით, ამის უპირველესი მიზეზია „აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა“, 30-წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყება“, რაც „საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.“ ის მიზეზებს შორის ასევე ასახელებდა მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. გარდა ამისა, ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20-წლიან მმართველობას აღნიშნავს. ალიევმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.
ეგზიტპოლის თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევი 93.9%-ით ლიდერობს
ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 93.9%-ით ლიდერობს. ააერბაიჯანული მედიის ცნობით, შედეგებს აზერბაიჯანის „მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგა“ და ამერიკული Oracle Advisory Group-ი ერთობლივად ჩატარებულ ეგზიტპოლზე დაყრდნობით ავრცელებენ. 1.8% - აქვს დამოუკიდებელ კანდიდატს ზაჰიდ ორუჯს; 1.5% - “დიდი წესრიგის პარტიის” კანდიდატს, ფაზილ მუსტაფას; 1.2% - “სრულიად აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიის” წარმომადგენელ გუდრათ ჰასანგულიევს; 0.9% - “ნაციონალური ფრონტის პარტიის” კანდიდატს რაზი ნურულაევს; 0.4% - “დიდი აზერბაიჯანის პარტიის” კანდიდატს ელშად მუსაევს; 0.3% - დამოუკიდებელ კანდიდატს ფუად ალიევს. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა
ზელენსკიმ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები გაგრძელდება. „ვულოცავ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხელახლა არჩევას და ვუსურვებ წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას აზერბაიჯანელი ხალხის საკეთილდღეოდ. ვაფასებ ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემას. ჩვენ ვაფასებთ აზერბაიჯანის ჰუმანიტარულ და სხვა დახმარებას ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ვაფასებ ჩვენს კონსტრუქციულ და სანდო ურთიერთობას პრეზიდენტ ალიევთან, ისევე როგორც პრაქტიკულ თანამშრომლობას ჩვენს გუნდებს შორის,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 90%-ზე მეტი დააგროვა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.
ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა
აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია. ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა. აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები: ეუთო შეზღუდულ გარემოსა და პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობაზე მიუთითებს
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებლებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მათ აქვთ "სერიოზული კითხვები" აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვა. 8 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ხმების 93 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგად, ალიევმა ხმების 92.05 პროცენტი მიიღო. დამკვირვებლების შეფასებით, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა ახასიათებდა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის მზადება პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა, მას აკლდა ნამდვილი პლურალიზმი და კრიტიკულ ხმებს მუდმივად ახშობდნენ,“ აღნიშნავს ეუთო. მისივე თანახმად, გამოხატვის თავისუფლების ხანგრძლივი შეზღუდვები გაძლიერდა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით, რასაც შედეგად მოჰყვა კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. ალიევის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა უარყო კრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნები იყო "თავისუფალი, დემოკრატიული და სრულად ასახავდა აზერბაიჯანელი ხალხის ნებას." ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებში მონაწილე კიდევ ექვს კანდიდატს თავის საარჩევნო კამპანიაში მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა დამაჯერებლად არ გაუკრიტიკებია და ამომრჩევლებს ნამდვილი ალტერნატივა არ ჰყავდათ. ოპოზიციური მუსავატის და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის განცხადებით, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხდეს, ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა, რადგან არ იყო შეჯიბრი, თავისუფლებები სრულიად შეზღუდული იყო, ხმის მიცემა შიშის, მუქარის და ადმინისტრაციული ტერორის გარემოში ხდებოდა. ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 335 დამკვირვებლისგან შედგებოდა.
ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო
ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიან პრეზიდენტს აკრიტიკებს. საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავშეკავება, პოლიტიკური სიბეცეა.“ მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც "პატრონების" დავალებებს ასრულებს. „გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. „პატრონებისგან“ - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ მიზეზი, თითქოს, ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება. მან გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მილოცვა. „ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. თავის მხრივ, ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც „ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია.“ „ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს, ვინაიდან ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაქვს, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ როცა, ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, წარმატებები უსურვოს ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან აზიანებს და მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა, თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია, აღასრულებს,“ - განაცხადა ჩიქოვანმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ თემაზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მოიპოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. ადმინისტრაციის ეს განმარტება, მთავრობის წევრების მხრიდან, პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას მოჰყვა. ამავე განმარტების თანახმად, ალიევისადმი მისალოცი წერილი 9 თებერვლით არის დათარიღებული. ვიცე-პრემიერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ „ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის“ გამო
ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, პიტერ მიჩალკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს გამოითქვა სერიოზული შეშფოთება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საქმიანობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება თავდაპირველ შეთანხმებებს ამ მისიასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღინიშნა, რომ მისია მოქმედებს მისი გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ და რეგიონში სტაბილურობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისია არსებითად იქცა "ბინოკლების დიპლომატიის" აგენტად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ევროპელი ოფიციალური პირებისა და არაოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს სასაზღვრო რაიონებში და ყველა ასეთი ვიზიტი გამოიყენება აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილის და უსაფუძვლო აზერბაიჯანოფობიის გასავრცელებლად. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთთან მშვიდობა მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ადანაშაულებენ. მხარეები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. „12 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მორიგი სამხედრო პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. სომხური მხარის ეს პროვოკაცია სერიოზულ დარტყმას აყენებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესს. ბოლო 4-5 თვის სტაბილურობის პირობებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება სომხეთის გაცხადებულ სამშვიდობო გზავნილებს," წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცია სცადეს, განადგურდნენ. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშ
აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს 10%-ით ზრდის
2024 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან ევროპაში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია (+0,1 მილიარდი კუბური მეტრი, ანუ 10%) ექსპორტირებული. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში გაზის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან 2,3 მილიარდი კუბური მეტრი (+4,5%) შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა თურქეთს მიჰყიდა 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, საქართველოს კი, 0,4 მილიარდი კუბური მეტრი. თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 11,1%-ით, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა 0,1 მლრდ კუბური მეტრით, 33,3%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) თურქეთში ტრანსპორტირებულია დაახლოებით 0,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი (-0,1 მილიარდი კუბური მეტრი, 20%).
მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს
აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო, რამაც გამოიწვია რამდენიმე მსხვერპლი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან არის. ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ აღმოფხვრილი. მდივანი ბლინკენი გამუდმებით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, სასაზღვრო შეტაკება ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ მოხდა. ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში, დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, ეს პირველი ასეთი შეტაკებაა. აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.
ალიევმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
ილჰამ ალიევმა, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავა, ფიცი დადო. ინაუგურაცია აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის საგანგებო სესიაზე დღეს გაიმართა. აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მთავრობა უნდა გადადგეს, რის შემდეგაც ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება. 7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ხმების 92%-ზე მეტი მიიღო. 13 თებერვალს, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაადასტურა.
ჯეიმს ო'ბრაიენი: ვაშინგტონი გააგრძელებს ერევნისა და ბაქოს პოზიციების დაახლოების ძალისხმევას
აშშ გააგრძელებს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციების დაახლოების მცდელობას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა მიუთითებს დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე. „არ მსურს რაიმე კონკრეტული ქმედების შესახებ სპეკულირება, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ მხარეების გაეთიანების მცდელობის გზას,“ - დასძინა ო'ბრაიენმა. მეთიუ მილერი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებებზე: ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით გაიზარდა
იანვარში BTC-ით გადაზიდული ნავთობის მოცულობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური ნავთობსადენებით 3,269,100 ტონა ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა, რაც 0,43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრანსპორტირებული ნავთობის 76% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა და 2023 წელს ამ მილსადენით 2 486,1 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1,87%-ით მეტია. საანგარიშო პერიოდში BTC მილსადენით გადაზიდული ნავთობის 82,7% - 2 055,3 ტონა წარმოებულია აზერბაიჯანში, აქედან 17,3% - 430,8 ათასი ტონა (16,2% ზრდა) თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობია.
ფაშინიანი: აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შიშობს, რომ აზერბაიჯანმა შეიძლება სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი სთავაზობს ბაქოს, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დროს გამოყენებული იყოს საბჭოთა პერიოდის რუკები და ამ ხაზებიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილი იყოს. მაგრამ, ფაშინიანის თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს და დროდადრო აყენებს საბჭოთა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული 4 ანკლავის საკითხს. ამასთან, არაფერს ამბობს, იმაზე, რომ დღეს აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ სომხეთის 30 სოფლის ტერიტორიაა. მისი თქმით, სომხეთი თანახმაა საზღვრების დელიმიტაციაზე ან ამ პროცესის ლოკალურად განხორციელებაზე, საზღვრის ნაწილებად დაყოფით. „მაგრამ აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, თავს არიდებს ამ ვარიანტს. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ შეიძლება, არსებობდეს ამის ერთი მიზეზი - დაიწყოს საბრძოლო მოქმედება საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე, სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის, ფართომასშტაბიან ომში გადაყვანის პერსპექტივით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, 13 თებერვალს, „აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შედეგად სიუნიქის ოლქის კაპანის თემის ნერკინ ჰანდის მონაკვეთზე სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე საბრძოლო მოვალეობის შესრულებისას 4 ჯარისკაცი დაიღუპა.“ „საჭიროდ მიმაჩნია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი აზერბაიჯანის დესტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 12 თებერვალს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამ განცხადების შემდეგ სომხეთის სამხედრო პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება, რადგან არსებობს თავდაცვის მინისტრის მკაფიო ბრძანება, არ დაუშვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და პროვოკაციებზე აყოლა. ამის მიუხედავად, მეორე დილით აზერბაიჯანმა მასიური ცეცხლი გაუხსნა აღნიშნულ პოზიციებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დავკარგეთ. მოვლენების აღწერა გვიჩვენებს, რომ აზერბაიჯანის განზრახვები იგივე რჩება - სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარება,“ - განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას განაცხადა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიული სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზისა და შუა დერეფნის პროექტის განხორციელების მნიშვნელობას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჰაკან ფიდანი დარჩიაშვილთან შეხვედრაზე: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დღეს ანკარაში თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი სურვილი და პოზიცია, რომ აღვადგინოთ სტაბილურობა და შევქმნათ კონსტრუქციული გარემო რეგიონში უახლოეს მომავალში," - განაცხადა ფიდანმა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთი მხარს უჭერს რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ განვხილეთ აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგიონებში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე პოზიცია ამ კონტექსტში და განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარების პროცესში თურქეთის როლი,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, საქართველო არის თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „აღსანიშნავია, რომ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთერთობები უმაღლეს დონეზეა. ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე მივესალმეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარმდე გაიზარდა და ამით დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ამჟამად ჩვენი მიზანია სავაჭრო ბრუნვის ხუთ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ამ თემაზეც გვქონდა საუბარი,“ – განაცხადა ჰაქან ფიდანმა.
აზერბაიჯანი პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებას იწყებს
მიმდინარე წლიდან, აზერბაიჯანიდან პაკისტანსა და დიდ ბრიტანეთში, საავტომობილო გზით, საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (AYNA) განუცხადეს. ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებთან ნებართვის ფორმები ორმხრივად უკვე გაცვალეს. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობამ, სადაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ტვირთებს გადაზიდავს საავტომობილო ტრანსპორტით, 50-ს მიაღწია.
აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას გააფორმებენ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად ემზადებიან. ყაზახური მედიის ცნობით, ხელშეკრულების განსახორციელებლად, რესპუბლიკის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს თანხებია გათვალისწინებული. „ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანდართული შეთანხმების პროექტი,“ - ნათქვამია დადგენილების პროექტში. აქვე აღნიშნულია, რომ „მხარეთა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.“
საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება - სიიარტო
ორშაბათს, 19 თებერვალს, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ოთხმხრივი შეთანხმება ამოქმედდება. როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით, ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. „ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა,“- აღნიშნა პიტერ სიიარტომ, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს. ივნისში გადაწყდა, რომ ამ პროექტს ბულგარეთი შეუერთდებოდა. კაბელის მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება. ევროკომისია 2,3 მილიარდი ევრო გამოყოფას გეგმავს. საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ საწარმოს ქმნიან საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს
ზელენსკი მიუნხენში ალიევს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და იგი არ შეიცვლება. ჩვენ, როგორც ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ ქვეყანას, თქვენი მდგომარეობა მშვენივრად გვესმის და უკრაინელებსა და უკრაინას მშვიდობას ვუსურვებთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, მხარეებმა აზრები გაცვალეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ლიდერებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორში. საუბარი იყო უკრაინული გაზის საწყობების შესაძლო გამოყენებაზე.
ერდოღანმა ალიევს მოუწოდა, თავიდან აიცილოს დაძაბულობა სომხეთთან
19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია. „ეჭვგარეშეა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იქნება იმედის ახალი წყარო მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში,” - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად, განახლების სამუშაო სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
ალიევი თურქეთში: თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ევრაზიისთვის
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა დღეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრადიციისამებრ, ის კიდევ ერთხელ, პირველად, მოძმე თურქეთს ეწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. „ბუნებრივია, დღეს გაჩნდა ახალი შესაძლებლობები თავდაცვის ინდუსტრიაში. ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. Anadolu-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებსაც განიხილავდნენ. თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, ალიევი თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, კვირას, 18 თებერვალს, გვიან საღამოს ჩავიდა. ალიევი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ალიევი მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებიც გამართა. მან ზელენსკისთანაც გამართა შეხვედრა.
აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის - მინისტრი
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა მუხტარ ბაბაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მწვანე ენერგიის ექსპორტისთვის ახალ დერეფნებს ქმნის. „მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ჩვენი ემისიები მხოლოდ 0,1 პროცენტია. მაგრამ აზერბაიჯანმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკის პროექტებში. ჩვენ ასევე დავიწყეთ ახალი დერეფნების შექმნა მწვანე ენერგიის სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ევროკავშირთან, აზერბაიჯანიდან, რეგიონიდან მწვანე ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტრმა. ჯერ კიდევ 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, დოკუმენტი ითვალისწინებს ენერგეტიკული ხიდის განვითარებას, რომელიც კავკასიას ევროპასთან დააკავშირებს.
EBRD გასცემს სესხს მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), NOMAGAS-ის (გაზის გადაცემის ლიცენზირებული ოპერატორის (TSO) სასარგებლოდ, 98,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს. სესხი გათვალისწინებულია მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს. „პროექტი ხელს უწყობს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკის მილსადენისა ("TAP") და საბერძნეთში LNG ტერმინალებით, ასევე, იძლევა მეზობელი სერბეთისთის მიწოდების შესაძლებლობას," - აღნიშნავს EBRD. პროექტის ჯამური ღირებულება 140 190 000.00 ევროს, ხოლო EBRD-ის მიერ გაცემული სესხის მოცულობა 98 590 000.00 ევროს შეადგენს შეადგენს. სესხის დამტკიცება 2024 წლის 24 აპრილს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დაინტერესებულ ქვეყნებს შორისაა. აზერბაიჯანული გაზი ევროპას ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით მიეწოდება. 2021 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის 878 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზსადენით „ლურჯი საწვავის“ კომერციული ტრანსპორტირება დაიწყო. ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად, შაჰ-დენიზ-2-ის პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში გატანას უზრუნველყოფს. ეს მილსადენი ვრცელდება იტალიის სამხრეთით, საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით. მილსადენის პოტენციალი იძლევა მისი გადაცემის სიმძლავრის გაორმაგებას, წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე.
აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების მორიგ პარტიას უგზავნის
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი ელექტროტექნიკის ბოლო პარტია დღეს გაიგზავნა. როგორც ცნობილია, ჰუმანიტარული დახმარება სუმგაიტის ტექნოლოგიური პარკის ტერიტორიიდან 25 სატვირთო ავტომანქანით გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს 670 000 მეტრზე მეტ ელექტრო კაბელს და მავთულს, ასევე, 26 სრულ სატრანსფორმატორო სადგურს.
აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით ენერგორესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეფრი პიატთან, რომ ვითანამშრომლოთ სამხრეთ გაზის დერეფნის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები ტრადიციული ენერგეტიკული პარტნიორობის განვითარების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა შაჰბაზოვმა. აშშ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ გაზის დერეფანს, რადგან ვაშინგტონის შეფასებით, ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან. ცობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ევროპული სარდლობა: საქართველო აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ სტაბილურობას
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს ბერლინი უმასპინძლებს
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების შეხვედრა სავარაუდოდ ამ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ რადიო Azatutyun აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეჰუნ ბაირამოვს ციტირებს. ბაირამოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეფერხდა, თუმცა ტექსტზე მუშაობა გრძელდება და უახლოეს დღეებში ორმხრივი შეხვედრა იგეგმება. „სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში, მიუნხენში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად გაიმართება“, - განაცხადა თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა.
შაჰდენიზის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის მოპოვება დაიწყო
შაჰ-დენიზ 2-ის პროექტის ფარგლებში, საბადოს ჩრდილო-აღმოსავლეთის ფლანგზე გაზის წარმოება დაიწყო, იუწყება აზერბაიჯანული მედია bp-ზე დაყრდნობით. მანამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა დაკავშირებული სამშენებლო სამუშაო და ოპერატიული ტესტირება წარმატებით დასრულდა და სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა. შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის საბადოა. ის მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე თბილისში: მზად ვართ, შუა დერეფნის სრული პოტენციალი გამოვიყენოთ
ზანგაზურის დერეფანი შუა დერეფნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში 8-10 მილიონ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა, რომელიც საქართველოში შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობს. მისი თქმით,„ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რაიონებში ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.“ „კიდევ ერთი პრიორიტეტული პროექტია აღმოსავლეთ ზანგაზურის ეკონომიკური რეგიონიდან თურქეთამდე სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნა. ეს კავშირი შექმნის დიდ შესაძლებლობებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის და იქნება შუა დერეფნის ნაწილი,“ აღნიშნა ჰუმმატოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ზანგაზურის დერეფანი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების დროს. „გაიზრდება წლიური სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ შუა დერეფნის სრული პოტენციალი და მისი, როგორც ვაჭრობის სასიცოცხლო არტერიის უწყვეტი წარმატება იყოს უზრუნველყოფილი,“ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. „გასული ორი თვის განმავლობაში ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტით ბლოკის 13 მატარებელი გაიგზავნა და მიღებული ზომების შედეგად, ამ კონტეინერებს საქართველოს პორტებში მხოლოდ 12 დღე დასჭირდათ, მანამდე კი, 40-50 დღე სჭირდებოდათ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მოლაპარაკებებს განაგრძობენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს დღეს ბერლინში გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა განაცხადა. ბადალიანმა დასძინა, რომ 28 თებერვალს ბერლინში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბარბოკს შორის. განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. „ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით გაგრძელდა მოლაპარაკებები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. დისკუსია გაგრძელდება 29 თებერვალს, როგორც შეთანხმებული იყო," - აღნიშნა მან. როგორც სომხური მედია წერს, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე მირზოიანმა ცალკე შეხვედრა გამართა ბერბოკთან. მისივე ცნობით, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, ასევე, იმავე დღეს ბერლინში ორი ქვეყნის მინისტრების მონაწილეობით მიმდინარე დისკუსიების მიმდინარეობას. „მიუნხენში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, გერმანიაში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბერბოკმა გამოაცხადა ორი ქვეყნის თამამი ნაბიჯების შესახებ. ოთხშაბათს, 28 თებერვალს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მიიღო ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ათწლეულის მანძილზე კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის ფარგლებში. წერს თავის მხრივ, DW. `ახლა არის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა,“ განაცხადა ბურბოკმა. ორივე მხარემ უკვე გადადგა გაბედული ნაბიჯები წარსულის უკან დასატოვებლად, აღნიშნა მან. ორდღიანი მოლაპარაკებების გახსნისას ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა მოითხოვს "ნამდვილ ერთგულებასა და მონდომებას" და რომ კავკასიის ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა "დადებით გავლენას მოახდენს ორივე ქვეყნის საზღვრებს მიღმა" და "გახსნის გზას უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისკენ სამხრეთ კავკასიაში.“
ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას აანონსებს
KazMunayGas JSC (KMG, ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია) აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ KMG-ის საბჭოს თავმჯდომარის მაგზუმ მირზაგალიევის განცხადებაშია ნათქვამი. „სახელმწიფოს მეთაურმა (ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი) ამოცანად დასახა ე.წ. შუა დერეფნის - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის გავლით. ამ მარშრუტის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მიმართულებით და შემდგომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის გასწვრივ. ჩვენი გეგმებია ამ მარშრუტზე ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა მირზაგალიევმა.როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ყაზახეთი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობსადენის ალტერნატივას ეძებს. „CPC რჩება საიმედო, სტაბილურ და, რაც მთავარია, უსწრაფეს მარშრუტად ჩვენი ნავთობის საექსპორტო ბაზრებზე. გასულ წელს ჩვენ ასევე დავიწყეთ ნავთობის ტრანსპორტირება გერმანიაში. 2023 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში გადავიტანეთ თითქმის 1 მილიონი ტონა ნავთობი. და ჩვენ ველით, რომ წელს ამ მოცულობას გადავაჭარბებთ,“ - აღნიშნა მირზაგალიევმა.
ილჰამ ალიევი: სამხრეთის გაზის დერეფანი ნამდვილად წარმატების ისტორიაა
„სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე სამი წელია ფუნქციონირებს, ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ევრაზიაში,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში. „ეს პროექტი არის ენერგეტიკული უსაფრთხოების და თანამშრომლობის პროექტი, რადგან სამხრეთის გაზის დერეფნის მარშრუტზე მდებარე ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა ილაჰმ ალიევმა. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამუშაოს სწრაფ დასრულებას განიხილავენ - მედია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის როვშან რუსტამოვის ხელმძღვანელობით დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მიმდინარეობის გაცნობაა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდება BTK-ის ქართულ მონაკვეთზე სამუშაოს სწრაფ დასრულებასა და ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდაზე. პროექტის დასრულება სრულად 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. წელს ასევე დასრულდება საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის, რაც აუცილებელი პირობაა დამატებითი ტვირთების ნაკადების მოსაზიდად. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. BTK-ის საშუალებით ტვირთის მიტანა შესაძლებელია პეკინიდან (ჩინეთი) ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) 12-15 დღეში, ხოლო ტვირთის ტრანსპორტირება ევროპიდან აზიაში ზღვით აფრიკის გავლით 45-62 დღე, ხოლო ჩინეთიდან ევროპაში საქონლის მიტანა რუსეთის გავლით - 32 დღე.
ალიევის თქმით, სამხრეთის გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას ცვლის
აზერბაიჯანში, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მეათე და მწვანე ენერგეტიკის მრჩეველთა საბჭოს მეორე მინისტერიალი გაიმართა. განიხილეს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ევროპისთვის მეტი გაზის მიწოდების გეგმები. 23 ქვეყანა შეიკრიბა ბაქოში, რათა ემსჯელათ გაზის მიწოდების გაფართოების შესაძლებლობებზე, რაც განიხილება გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის გადამწყვეტ გზად ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. დღის წესრიგში მთავარი იყო ერთობლივი მიზნების შესწავლა გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე და განახლებად ენერგიაზე გადასვლა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას შეცვლის. „3 500 კილომეტრის სიგრძის მილსადენი უკვე რეალობაა. ეს ოცნება აღარ არის. ის სულ უფრო მეტ ქვეყანას მოიცავს. გვაქვს ახალი ინტერკონექტორები, რაც ბუნებრივი აირის ახალ დანიშნულების პუნქტებში ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ფაქტობრივად, ეს სრულად ცვლის ენერგომატარებლების მიწოდების გეოგრაფიას და ასევე ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა Euronews-თან ინტერვიუში. მან ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანს ძალიან ამბიციური პროექტები აქვს განახლებადი ენერგორესურსების წარმოების კუთხით. „აზერბაიჯანის კასპიის ზღვის პოტენციალი 157 გიგავატს შეადგენ, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის შეფასებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით სვლა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ვაპირებთ, ათი წლის შემდეგ მაქსიმალურად გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიის წყაროები და შევამციროთ ბუნებრივი აირის მოხმარმება,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, სამხრეთის გაზის დერეფანმა ევროპაში ტრანსპორტირება აზერბაიჯანული გაზის 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ის კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირებას საქართველოსა და თურქეთის გავლით ახორციელებს. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. SGC პროექტზე კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად ანაზღაურდება 8-10 წლის განმავლობაში. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-სთან შევთანხმდით, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისთვის ვითანამშრომლოთ - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი
ალიევი: ევროპისგან დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანულ გაზზე, ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა
აზერბაიჯანის გაზი სტრატეგიულ როლს ასრულებს იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის უზრუნველსაყოფად, განაცხადა იტალიის გარემოსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გილბერტო პიჩეტო ფრატინმა პირველ მარტს, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მე-10 მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე. იტყობინება იტალიის საელჩო აზერბაიჯანში. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა. დიპლომატიური მისია აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან აზერბაიჯანის 26 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მიეწოდება იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP), საიდანაც 10 მილიარდი 2023 წელს იყო მიწოდებული. „სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების და ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პროექტი ისე უნდა დაფინანსდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არ შეილახოს. იყო და არის ევროპისგან დიდი მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე,“ აღნიშნა თავის მხრივ, ალიევმა. „ჩვენ ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა. როგორც ვთქვი, ჩვენს ბუნებრივ აირს უკვე ექვსი ქვეყანა იღებს. არის კიდევ რამდენიმე, სადაც გვაქვს მოლაპარაკებები. გაზი საჭიროა და გვაქვს რესურსი, გვაქვს ინფრასტრუქტურა. მე ვფიქრობ, რომ ევროპული ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში, ამ პროექტის, რეალისტური მიდგომით უნდა მოხდეს და არ უნდა დაიჩრდილოს ზოგადი წიაღისეული საწვავის საწინააღმდეგო ტენდენციებით. ყველამ ვიცით, რაც ხდება. აზერბაიჯანი, როგორც ვთქვი, მწვანე ენერგიაზე გადასვლის აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ამავდროულად, ვერავინ უგულებელყოფს იმას, რომ წიაღისეული საწვავის გარეშე მსოფლიო ვერ განვითარდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში,“ - აზერბაიჯანის დასძინა პრეზიდენტმა. სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში ქართული მხარეც მონაწილეობდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პროექტის დაწყებისთანავე მისი აქტიური მონაწილეა და უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს მას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან). „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი) ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში. „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი, რომლის ქმედებაც მიმართულია სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური (ან ინტრაკასპიური) გაზსადენის პროექტის განხორციელებას. საქართველო მზად არის, გააგრძელოს აქტიური დიალოგი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთის გაზის დერეფნის სხვა მონაწილეებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბულგარეთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდება
„ბულგარეთი აპირებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდეს,“ - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა. AZERTAC-ის ცნობით, როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა შეაქო აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ურთიერთობების განვითარება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ემყარება. მანვე აღნიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს COP29-ის მასპინძლობა მიულოცა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობას. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს. ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.
აზერბაიჯანი და პაკისტანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას განიხილავენ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებულ შტაბს შორის, აზერბაიჯან-პაკისტანის სამუშაო ჯგუფის დონეზე მე-10 შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე, სამხედრო განათლებისა და მეცნიერების, ოპერატიული დაგეგმვის, ერთობლივი წვრთნებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.
აზერბაიჯანმა უკრაინას 2023 წელს $16 მილიონზე მეტის დახმარება გაუწია
2023 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას 28 მილიონი მანეთის (16,45 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია, მათ შორის, აღდგენითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის. აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობამ 57 მილიონ მანეთს (33,50 მილიონი დოლარი) გადააჭარბა. ამ დახმარებების დაახლოებით ნახევარი 2023 წელს განხორციელდა. 2023 წლის ივლისში ალიევმა უკრაინისთვის $7,6 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი.
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა სურთ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომლის მიზანიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების გაძლიერებაა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და ყაზახეთის KazMunayGaz-ს შორის, რათა წამოიწყონ კონკრეტული ქმედებები აზერბაიჯანის გავლით ყაზახური ნავთობის დივერსიფიცირებული ტრანზიტისთვის. ეს მოიცავს BTC შეთანხმების შესრულებას ყოველწლიურად, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ და ამ რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროებმა განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
აზერბაიჯანმა და საქართველომ მტკვრის აუზის დაცვისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის, ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეადგინეს - მედია
აზერბაიჯანმა და საქართველომ მდინარე მტკვრის აუზის დაცვისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის ერთობლივი სამოქმედო გეგმა შეადგინეს, იუწყება აზერბაიჯანის მთავრობა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მდინარე მტკვრის დამაკავშირებელი მცირე მდინარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაცვლა და მდინარე მტკვრის აუზში წყალდიდობისა და გვალვის რისკის შეფასების შედეგები, ასევე აუზის წყლის რესურსების ერთობლივი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის ჩატარება.
ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს”, საფრანგეთი დაადანაშაულა, რომ ის „ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.“ „საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკით, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას. ალიევმა აღნიშნაა, რომ საფრანგეთი „სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. „ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თოყაევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შედიან
ყაზახეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მზარდია, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანულ გაზეთთან ინტერვიუში. მისი თქმით, სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კონტაქტების დასამყარებლად. გარდა ტრადიციული ურთიერთქმედების მექანიზმებისა, ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ბიზნეს და ექსპერტთა საბჭოები. ბაქოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევქმნით უმაღლეს სახელმწიფოთაშორის საბჭოს და გავმართავთ მის პირველ სხდომას. მარეგულირებელი და სამართლებრივი ბაზა თანდათან ფართოვდება; მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 40-მდე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერა ხელი. მოახლოებული ვიზიტის დროს ხელმოწერისთვის მზადდება დოკუმენტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი. ბუნებრივია, ეს ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. 2020 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა (109 მილიონი დოლარიდან 529 მილიონ დოლარამდე). ეს არის შთამბეჭდავი დინამიკა და ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ მოცულობის გაზრდა. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს ბევრ პროექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის. ეს არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) შესაძლებლობების გაფართოება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) და ენერგეტიკული კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე, ნავთობისა და ურანის ექსპორტი. აზერბაიჯანის გავლით, ხოლო ხორბლის მიწოდება ყაზახეთიდან აზერბაიჯანის ბაზარზე. რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. ჩვენი საერთო მიზანია, შევქმნათ მართლაც ძლიერი ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ აღნიშნა თოყაევმა.
ალიევი თოყაევთან შეხვედრაზე: შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ყაზახ კოლეგას უმასპინძლა. საუბარი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო შუა დერეფანსაც. ალიევის შეფასებით, შუა დერეფანი თავის სრულ პოტენციალს ახლა წარმოაჩენს. ამის შესახებ მან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენც (აზერბაიჯანი და ყაზახეთი - რედ.) მეზობლები ვართ. მხოლოდ კასპიის ზღვა გვყოფს. მაგრამ ის (კასპიის ზღვა - რედ.) დღეს არ არის ბარიერი. პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არამხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ, ბევრ სხვა სახელმწიფოს შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ახლა წარმოაჩენს თავის სრულ პოტენციალს,“ - აღნიშნა ალიევმა. დღესვე, ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა ყაზახეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს საბჭოს მე-2 შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და ყაზახეთი მსხვილ რეგიონულ პროექტებს ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს მოიცავს შუა დერეფნის განვითარების პროექტებს, კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის გაყვანას და ა.შ. „გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 530 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია,“ - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ არსებობს სავაჭრო ბრუნვის შემდგომი გაფართოების პოტენციალი. ბაიელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესსაბჭოს საქმიანობის გაფართოება, როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის მოზიდვა. შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს - ყაზახეთის პრეზიდენტი შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ტრანზიტული ნავთობის მოცულობის ზრდის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აზერბაიჯანში, ბაქოში, ყაზახურმა KazMunayGas JSC (KMG) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტის მოცულობის ეტაპობრივად გაზრდას ითვალისწინებს. KMG-ს ცნობით, ორმხრივ დოკუმენტებს ხელი მოაწერეს KMG-ის მართვის საბჭოს თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა. ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ შეთანხმება აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე, ყოველწლიურად, 2,2 მილიონ ტონამდე ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეები გააგრძელებენ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირების ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხების განხილვას გააგრძელებენ. „დოკუმენტები, რომლებსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს კომპანიებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში ყაზახური ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაგზუმ მირზაგალიევმა.
აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რამილ უსუბოვს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოხატავს მზაობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ყოველწლიური გეგმის მიხედვით ინტენსიურად მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს,“ წერს თავდაცვის სამინისტრო. დღესვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონულ პროექტებს. „კობახიძემ აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, აღინიშნა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“ წერს მთავრობის პრესსამსახური.
ალიევი: სომხეთთან მშვიდობის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო ახლა ისე ახლოსაა ერევანთან მშვიდობის მიღწევასთან, როგორც არასდროს. „ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოს XI გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან, რადგან დადგა დრო, რომ რეგიონში არასტაბილურობა დასრულდეს. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. გასული წლის 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ბაქო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას ხვალ უმასპინძლებს
15 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ჰაქან ფიდანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს
შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას. „მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა ხოლმე დადებით როლს. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში -სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იმართება
ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯეიჰუნ ბაირამოვის, ჰაკან ფიდანისა და ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ჰეიდარ ალიევის ცენტრში მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში სექტორული კავშირების განვითარების შესაძლებლობასა და მის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც სამი ქვეყნის ჩართულობით მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზე. სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ პირველად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ანკარაში შეხვედრისას ისაუბრა. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
ბაირამოვი: აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო მოქმედებენ, როგორც „ხიდის მშენებლები“
აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო როგორც კრიტიკული, საიმედო და მდგრადი პარტნიორები, მოქმედებენ როგორც ჭეშმარიტი ხიდის მშენებლები, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის თურქ და ქართველ კოლეგებთან ჰაკან ფიდანთან და ილია დარჩიაშვილთან 15 მარტს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. ბაირამოვის თქმით, დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა შემთხვევითი არ არის და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრების მე-9 სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში, 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. 2019 წლის შეხვედრიდან ხუთი წელი გავიდა. ბოლო სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ დონეზე. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული მოვლენები განვითარდა. მზარდი ზეწოლის ფონზე რეგიონული თანამშრომლობის სერიოზული საჭიროებაა. ეს შეხვედრა საშუალებას აძლევს სამივე ქვეყანას, ისარგებლოს თანამშრომლობით ორმხრივი ინტერესის სფეროებში. ამავდროულად, ჩვენი თანამშრომლობა უაღრესად ღირებულია რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით,“ - დასძინა ბაირამოვმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო არიან კრიტიკული, სანდო და მდგრადი პარტნიორები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ნამდვილი ხიდის მშენებლები და დგანან გლობალური ძალისხმევის სათავეში, რომლის მიზანიც „გეოპოლიტიკური უწესრიგობის“ შედეგების შემცირებაა. „ამავდროულად, აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული სტატუსის ახალი რეპუტაციის შედეგად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონულ სიტუაციაში ისტორიული ცვლილებები მოხდა. აზერბაიჯანი ინარჩუნებს თავის უნიკალურობას რეგიონში,“ - აღნიშნა ბაირამოვმა.
რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - ფიდანი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ცენტრად გადაქცევის აუცილებლობას. ბაქოში აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფიდანმა აღნიშნა, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ მსოფლიოში არაერთი ნეგატიური მოვლენა მოხდა, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური ცვლილებებია. „აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში,“ - განაცხადა ფიდანმა. ფიდანმა ასევე განაცხადა, რომ „ყარაბაღში გამარჯვებამ რეგიონში ახალი რეალობა შექმნა.“ „ამ მომენტში, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა უკვე შესაძლებელია,” - განმარტა თურქმა დიპლომატმა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 4,2%-ით გაიზარდა
BTC-ით (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით) ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა ცნობილია.2024 წლის იანვარ-თებერვალში, მაგისტრალური ნავთობსადენებით, 6,307,700 ტონა ნავთობია ტრანსპორტირებული, რაც 4,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანგარიში სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი.
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგი მეათე სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან მეცხრე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრმა მეცხრე შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და ყველა მათგანი სრულად უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა აზიიდან ევროპაში ენერგიის ტრანსპორტირების და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში," - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ამავე დროს, მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი და სამხრეთის გაზის დერეფანი. „მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა შუა დერეფანი სრული დატვირთვით ამოქმედდეს და ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კავშირები, რათა გავზარდოთ ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი," - დასძინა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
სტოლტენბერგი აზერბაიჯანს 17 მარტს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17 მარტს აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან გამართავს და აზერბაიჯანსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა 14 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.
საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს. აღინიშნა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მჭიდრო თანამშრომლობა. პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში. ლიდერებმა პირისპირ შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა არაერთ, მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში. პირისპირ შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერს დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიმყოფები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში და მე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს გულთბილი მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისათვის. თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა და რა თქმა უნდა, ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ჩვენი ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. დღეისათვის გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევს, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის, ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვისთვის დღევანდელ დღეს. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება
ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ორ თვეში დასრულდება
ალიევმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც საქართველოში არსებობს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 9 00 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არცერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება, იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება, იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით, არამარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. „ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო. ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე. გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანმა საზღვაო გადაზიდვები 16%-ით გაზარდა
2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში საზღვაო ტრანსპორტით 1 273 900 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით, 15,9%-ით მეტია, იტყობინება სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი. ტვირთის ნახევარზე მეტი (50,5%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ტერაქტი აღკვეთა
აზერბაიჯანში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭმიტანილები გამოაშკარავდნენ, იუწყება Trend აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში მცხოვრები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ბაჰრუზ ასგაროვი (დაბადებული 1988 წ.) სხვა პირებთან ერთად, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის წარმოქმნის, სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ამზადდებდა ტერორისტულ აქტს, რომელსაც ადამიანების სიკვდილი და სხვა სოციალურად საშიში შედეგები უნდა გამოეწვია. გარდა ამისა, დადგინდა, რომ ბახრუზ ასკეროვმა დაამყარა საიდუმლო კავშირი რესპუბლიკის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან და გასცა ბრძანება, მოეწყოთ თავდასხმა ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე. „კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბახრუზ ასკეროვი დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 214.2.1 (ტერორიზმისთვის მომზადება) მუხლით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ბახრუზ ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნების ორგანიზებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პირებისთვის, რომლებთანაც კონტაქტში იყო, მაგრამ სსს-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მან ეს დანაშაულებრივი ქმედებები ვერ ჩაიდინა. ამ დროისთვის მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის ყველა ასპექტის დასადგენად,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის შესყიდვას კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა იწყებს
ალბანეთი აზერბაიჯანული გაზის საკუთარი საჭიროებისთვის გამოყენებას 2026 წლიდან აპირებს, ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია S&P Global Ratings-ზე დაყრდნობით წერს. „გარდა ამისა, არსებული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა, ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP), მიზნად ისახავს ალბანეთის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას და მისი დამოკიდებულების შემცირებას ჰიდროენერგეტიკაზე. TAP-ის მთავარი როლია ალბანეთში, ხელი შეუწყოს გაზის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან ევროპის ბაზრებზე, მათ შორის, იტალიაში,“ - აღნიშნავს S&P. ალბანეთში აზერბაიჯანული გაზის წლიური მიწოდება დაახლოებით 200 მილიონი კუბური მეტრს მიაღწევს. ალბანეთი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მეცხრე მყიდველი იქნება იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოს, თურქეთის, უნგრეთის და სერბეთის შემდეგ. ამასთან, არის ქვეყნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც აზერბაიჯანიდან გაზის შეძენა სურთ. ესენია ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვაკეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრიდან 2023 წელს 11,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. მთლიანობაში ქვეყანამ გასულ წელს 23,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაატარა. ევროკავშირთან მემორანდუმის მიხედვით, ბაქომ 2027 წლისთვის ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით შაჰდენიზის გაზის კონდენსატის საბადოდან 2020 წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. TAP-ის მთლიანი სიგრძეა 878 კმ, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ იტალიის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი 2,6 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანას აქვს კიდევ რამდენიმე პერსპექტიული გაზის საბადო, კერძოდ, ბაბაკი, აბშერონი, უმიდი და ყარაბაღი.
აზერბაიჯანი საქართველოს საზღვრამდე გზის გაფართოების სამუშაოს ასრულებს
აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე ბაქო-ალიათ-ღაზახის 130-კილომეტრიანი გზის განჯა-ღაზახის მონაკვეთზე მაგისტრალის 4 ზოლამდე გაფართოების პროექტი სრულდება. აზერბაიჯანის საავტომობილო გზების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, მაგისტრალი, განჯა-ღაზახი-საქართველოს საზღვარი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილია, 27,5 მეტრამდე გაფართოვდა, ხოლო გზის საფარი 4-6 ზოლისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია. „მთავარი მაგისტრალი, ბაქო-ღაზახი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის გავლით გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასა და აზიას შორის როგორც საერთაშორისო, ისე შიდა საავტომობილო ტრანსპორტირების გაზრდაში,“ - წერია განცხადებაში. საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო სამ ლოტად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ და მეორე ლოტზე, ასევე, მესამე ლოტის ნაწილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო 2023 წლის 7 აგვისტოს 102 კმ საერთო სიგრძის განჯა-ღაზახბეილის მონაკვეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა გახსნა. ამ მონაკვეთზე 1b ტექნიკური კლასის გზის რეკონსტრუქცია ჩატარდა, რაც აზერბაიჯანის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2019-2023 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სულ 67 მიწისქვეშა გადასასვლელი, 19 საგზაო კვანძი და 17 ხიდი გაკეთდა. ამჟამად სამშენებლო სამუშაო ღაზახბეილი-საქართველოს საზღვრამდე საავტომობილო გზის 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტის 102,2-130,15 კმ-ზე გრძელდება. მიმდინარეობს ახალი ნიადაგის დაგება, ასევე, წყალსადენების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ხიდების მშენებლობა. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ნატეხი ქვის საძირკვლისა და ასფალტობეტოვანი საფარის მოწყობაზე. პროექტის მიხედვით, საჭირო ადგილებზე ავტობუსის 28 გაჩერება დამონტაჟდება.
აზერბაიჯანი და თურქეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ერთობლივ ფილმს გადაიღებენ
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARKA) და ცნობილ თურქულ კინოკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ARKA. მემორანდუმი სააგენტოსა და თურქეთის ცნობილ კინოკომპანიებს Skala Film Production-სა და Tulpar Film-ს შორის გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი ფილმის, სახელწოდებით - Altin Qatar (ოქროს მატარებელი) წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე გამოვა. ფილმი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-20 საუკუნის დასაწყისის ურთიერთობს შეეხება. თურქული კომპანიები აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში ინვესტიციებს პირველად ახორციელებენ. ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას თურქები გაუწევენ. მემორანდუმში ასევე ასახულია TURKSOY-ის წევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღების საკითხიც.
რუსულმა AvtoVAZ-მა აზერბაიჯანში Lada-ს წარმოება დაიწყო
რუსეთის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა AvtoVAZ-მა აზერბაიჯანში Lada-ს მანქანების წარმოება დაიწყო. „მომდევნო რამდენიმე წელიწადში წარმოების მოცულობამ შეიძლება, 4000-5000 მანქანას მიაღწიოს, განაცხადა Avtovaz-ის ხელმძღვანელმა მაქსიმ სოკოლოვმა. პირველი მოდელი იქნება Granta, 2024 წლის ბოლოსთვის ასევე იგეგმება Niva-სა და Vesta-ს წარმოების დაწყება. ერთ-ერთ ადგილობრივ წარმოების ობიექტზე მოეწყო სატრანსპორტო საშუალებების ნაკრების მიმღები, ასამბლეის მაღაზია და ავტოსადგომი მზა მანქანების შესანახად, იტყობინება კომპანია, წარმოების ადგილისა და პარტნიორის დასახელების გარეშე. „ადგილობრივი წარმოების გახსნა დაეხმარება Lada-ს, დაუბრუნოს თავისი ადგილობრივი ბაზრის წილი კრიზისამდელ დონემდე და გაზარდოს ბრენდის ყოფნა აზერბაიჯანში,” - აღნიშნა სოკოლოვმა. ცნობისათვის, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ განაცხადა რუსეთის დატოვების შესახებ.
რუმინეთმა აზერბაიჯანს შესთავაზა, საქართველოს გავლით ტვირთის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს
რუმინეთმა შესთავაზა აზერბაიჯანს, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით კონსტანცის პორტში, საქონლის მულტიმოდალური ტრანსპორტირების ორგანიზება დააჩქაროს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მდივანმა ადრიან ჯორჯ ფოგისმა გააკეთა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის, ისევე როგორც სხვა მსოფლიო მოთამაშეებთან, არის დადებითი ფაქტორი ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა, გზების, რკინიგზის, პორტებისა და ტვირთის გადაზიდვის ტერმინალების მშენებლობა ან მოდერნიზაცია - რეგიონის ქვეყნებს შორის ან სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს ტვირთების ტრანსპორტირებას და ტრანზიტს ცენტრალურ აზიაში. რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფაში. მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს
აზერბაიჯანმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მკვეთრად შეამცირა
აზერბაიჯანმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მკვეთრი კლება დააფიქსირა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. 2024 წლის იანვარში, აზერბაიჯანმა რუსეთიდან 15 436 580 დოლარის ღირებულების 27 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შეიტანა. „იანვარში აზერბაიჯანმა ნედლი ნავთობის იმპორტის მოცულობა შვიდჯერ შეამცირა, 2024 წლის იანვარში აზერბაიჯანმა 15 მლნ 436,58 ათასი დოლარის ღირებულების 27 ათას 617,99 ტონა ნედლი ნავთობი შემოიტანა,“ წერს მედია.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლა მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“ - ბლინკენი ალიევს ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 აპრილს პარიზში ბლინკენთან გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილი თქვა, როდესაც დაადანაშაულა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის არაღიარებაში. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ერთგულებას 2022 წელს პრაღის შეხვედრის დროს მიღებული განცხადებისა და ალმათის დეკლარაციის მიმართ. ალიევის თქმით, აზერბაიჯანის შეშფოთების მიუხედავად, ინკლუზიურობის ნაკლებობა და 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის გადადება დაძაბულობის ესკალაციას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და თანამშრომლობის ნაცვლად ახალი გამყოფი ხაზების შექმნას გამოიწვევს. ალიევმა გაიმეორა აზერბაიჯანის დიდი ინტერესი შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით იმ სფეროებში, რომლებიც ადრე განიხილებოდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მათ შორის, ენერგეტიკისა და კლიმატის კუთხით პრიორიტეტებს. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლის მნიშვნელობა, რაც მთელ რეგიონს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარზე გაზრდილ დაძაბულობას გამართლება არ აქვს. ბლინკენი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი მხარის აგრესიული ქმედებები და რიტორიკა ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. „მდივანმა გაიმეორა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მოუწოდა უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებისკენ,“ აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთობლივ წვრთნებს გამართავენ
აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი ერთობლივი გეგმის მიხედვით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუში, ოპერატიულ-ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Бірлестик (ერთობა) - 2024“-ის დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აზერბაიჯანის დელეგაცია, განიხილეს სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები და შესასრულებელი ამოცანები. 2024 წლის ივლისში, ყაზახეთის რესპუბლიკის ოიმაშის საწვრთნელ მოედანზე, ასევე ტოკმაკის კონცხზე კასპიის ზღვის აკვატორიაში გასამართი სწავლების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები: „საბრძოლო წვრთნის ამოცანების შესრულება შეიარაღებული კონფლიქტების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის.“
შუა დერეფნის საშუალებით, აზერბაიჯანი უზბეკეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება - ელჩი
აზერბაიჯანი უზბეკეთის სატრანზიტო კერა ხდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის საშუალებით. ამის შესახებ აშშ-ში უზბეკეთის ელჩმა ფურქათ სიდიკოვმა განაცხადა. ეს მოსაზრება მან ვაშინგტონში გამართულ კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ღონისძიებაზე გამოთქვა. ელჩის თქმით, ცენტრალური აზია შეიძლება, იყოს ევრაზიისა და სამხრეთ აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც შეიძლება, საინტერესოდ აღიქმებოდეს აშშ-სთვის. „ამჟამად განვიცდით მიწოდების მარშრუტებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს. აშშ-ის ბიზნესს ახლა ესაჭიროება წვდომა ახალ ბაზრებზე და ცენტრალურ აზიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს ეს საჭიროება," - დასძინა სიდიკოვმა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
Romgaz-სა და SOCAR-ს რუმინეთში, LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტირება სურთ
რუმინეთის ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მწარმოებელი Romgaz და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) კონსტანცის პორტში, ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ. ამის შესახებ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან-იოან ბურდუჯამ განაცხადა. ბაქოში საქმიანი ვიზიტის დროს აზერბაიჯანელ კოლეგასთან პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას ბურდუჯამ აღნიშნა, რომ Romgaz-ისა და SOCAR-ის მიერ კონსტანცის პორტში გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის ერთობლივი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში LNG ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების შესახებ, 2022 წელს Romgaz-მა (მემორანდუმი) SOCAR-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. პროექტი მოიცავს LNG ტერმინალის და რეგაზიფიკაციის ტერმინალის, ასევე, სხვა ობიექტებისა და სტრუქტურების მშენებლობას, რომლებიც საჭიროა კასპიის რეგიონიდან რუმინეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის. Romgaz-მა და SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა: შედეგები დადებითია და საჭირო თანხები გამოიყოფა შავი ზღვის LNG ტერმინალის დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს ოდესღაც AGRI (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების პროექტი) ერქვა. პროექტის მიზანია აზერბაიჯანული გაზის ევროპის ბაზარზე გატანა საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. პირველ ეტაპზე გაცხადებული იყო რომ: AGRI-ს პროექტის აქციონერები იყვნენ SOCAR (აზერბაიჯანი-25%), GOGC (საქართველო-25%), ROMGAZ (რუმინეთი-25%) და MVM (უნგრეთი-25%). მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთმა გამოავლინა მზადყოფნა კონსტანცის პორტში ტერმინალის მშენებლობის დასაფინანსებლად: „მიმდინარე წლის ბოლომდე დადგინდება პროექტის კომპანიის სტრუქტურა და საჭირო დაფინანსება. რუმინეთისთვის ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს, როგორც ენერგეტიკული ცენტრის პოზიციას, ხოლო ევროპისთვის ეს იქნება რუსული გაზის ახალი ალტერნატივა.“ ცნობისთვის, იულიან კიფუ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრის უკვე ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, Europetime-თან საუბრობდა : რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცის პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ამრიგად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ გააჩნიათ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი მიმდინარე წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე, ამერიკის ხმის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. დაფინანსების წყაროებზე სასაუბროდ, მომავალ კვირას, ბრიუსელში, საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების (EBRD,EIB) მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართება. ო'ბრაიენი ევროკავშირთან პარტნირობას ხაზს უსვამს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი და ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის იმაზე აქტიური და მნიშვნელოვანი ზონა გახდება, ვიდრე ეს მანამდე იყო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად.“ AGRI-ს პროექტი საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით რუმინეთის, უნგრეთისა და სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის კასპიის რეგიონიდან გათხევადებული გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივების შეთანხმება დაამტკიცა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გასამარტივებლად, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეთანხმება მიზნად ისახავს ტრანზიტით გადატანილი საქონლის საბაჟო პროცედურების გამარტივებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადის. შეგახსენებთ, 2022 წლის 18 აგვისტოს ბაქოში გაფორმდა „შეთანხმება თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის, მონაცემების წინასწარი გაცვლის შესახებ, საბაჟო სატრანზიტო ოპერაციების გამარტივებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში.“
აზერბაიჯანმა არასანავთობო სექტორში წარმოება 8%-ით გაზარდა
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, ნავთობისა და გაზის სექტორში წარმოება გასულ წელს 0,2%-ით, ხოლო არასანავთობო და გაზის სექტორში - 7,8%-ით გაიზარდა. სამრეწველო პროდუქციის დაახლოებით 64,5% მომზადდა სამთო სექტორში, 29% გადამამუშავებელ სექტორში, 5,7% ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში და 0,8% წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში. სამთო სექტორში სარეალიზაციო ნავთობის მოპოვება შემცირდა 6%-ით, ხოლო სარეალიზაციო გაზის წარმოება გაიზარდა 5,4%-ით. ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში წარმოება შემცირდა 5.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში 6.6%-ით.
ყაზახეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს
ყაზახეთი მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შესთავაზოს მოედანი მოლაპარაკებებისთვის. შესაბამისი განცხადება ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ასტანა მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის სურვილს, გააფორმონ სამშვიდობო ხელშეკრულება. „ჩვენი მთავარი მიზანია, დავაახლოოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და გავხსნათ გზა ურღვევი მეგობრული ურთიერთობებისთვის, მშვიდობისა და სტაბილური განვითარებისთვის”, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებამ, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში. „ჩემს კოლეგას წარვუდგინე უახლესი მოვლენები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დავადასტურე სომხეთის მთავრობის მზადყოფნა რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებულ სამ პრინციპზე დაყრდნობით. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განხორციელება ალმა-ათის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, მიღებული 1991 წლის 21 დეკემბერს, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. „პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რაზე არის საუბარი. ბაქო აქტიურად აკრიტიკებს პარიზს სომხეთის მხარდაჭერისთვის, ასევე აზერბაიჯანის მიმართ მის მკაცრ რიტორიკას მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.
კრემლი ადასტურებს, რომ „რუსეთის სამშვიდობო ძალებმა“ მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან გასვლა დაიწყეს
კრემლმა გამოაცხადა 17 აპრილს, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ბრძოლის შემდეგ დაიბრუნა კონტროლი თავისი რეგიონზე. მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის მედია წერდა, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს პოზიციების დატოვება, რომელიც 2020 წელს დაიკავეს ერევანსა და ბაქოს შორის მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად. რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა, რომ „კი, ეს სიმართლეა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. რუსეთმა „სამშვიდობო ძალები“ - ორი ათასი სამხედრო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში განათავსა. 2020 წლის ომის შედეგად აზერბაიჯანმა რეგიონის და მიმდებარე არეალების დაკავება მოახერხა. ბაქომ ტერიტორიის დაკავება შარშან, სექტემბერში ელვისებური იერიშით დაასრულა, რასაც მოჰყვა კრიზისი - მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გასვლა სომხეთში რეპრესიების შიშით. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, სადაც უმრავლესობას სომხური მოსახლეობა წარმოადგენდა და თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მას სეპარატისტული ძალები მართავდნენ. კონფლიქტმა რუსეთს და სომხეთს შორის კავშირები დაარღვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ადრე განაცხადა, რომ ერევანმა დე ფაქტო შეაჩერა მონაწილეობა მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ თავდაცვის ალიანსში - „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (CSTO), მან არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ „მხარი არ დაუჭირა მის ქვეყანას აზერბაიჯანის აგრესიისას.“ ერევანი ასევე შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ერევანი ვალდებულია დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის სომხეთში ჩავა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. ორი ქვეყნის საზღვრისპირა ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ ცნობები ხშირია.
აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა. სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაში მდებარე ოთხ სოფელზე, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე - ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შორის, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე, 19 აპრილს გაიმართა. განცხადების თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ დელიმიტაციის პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავს მონაკვეთებს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტავუშის პროვინციის ოთხ სოფელსა და ოთხ მიტოვებულ სოფელს შორის, რომლებიც ადრე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ყაზაქსის ოლქის ნაწილი იყო. „სომხეთი დათანხმდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ოთხი სოფლის დაბრუნებას," - წერს თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აიხან ჰაჯიზადა სოციალურ ქსელში. აღნიშნული სოფლები სომხეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იყო 1991-92 წლებში, როდესაც გაძლიერდა ეთნიკური შეტაკებები ორ ყოფილ საბჭოთა ერს შორის. შემოთავაზებული საზღვარი კი, ახლა სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებს შორის გაივლის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია სოფლები, როგორიცაა ბაღანისი (სომხეთი) და ბაღანის აირუმი (აზერბაიჯანი), ვოსკეპარი (სომხეთი) და ასაგი ასკიფარა (აზერბაიჯანი), კირანცი (სომხეთი) და ქსეირიმლი (აზერბაიჯანი) და ბერქაბერი (სომხეთი) და ყიზილჰაჩილი (აზერბაიჯანი). განცხადების მიხედვით, მიზანია, ეს პროცესი „შეესაბამებოდეს კანონიერად დადგენილ რესპუბლიკურ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მისი დაშლის დროს.“ „გადაწყდა, რომ სასაზღვრო ხაზის ამ მონაკვეთების აღწერილობა შედგენილი იქნება ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით, რაც გაფორმდება შესაბამისი ოქმი-აღწერით, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი 2024 წლის 15 მაისამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში. მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება. მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის პირველი ივლისი ეძლევათ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესი დაეფუძნება 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას. „შეხვედრის შედეგად გაფორმდა ოქმი. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი და ადგილი სამუშაო წესით შეთანხმებულიყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო შეთანხმება ორი დღის შემდეგ ფორმდება, რაც სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის სამ საზღვრისპირა სოფელს ეწვია, რათა შეხვედროდა მოსახლეობას და განეხილათ მომავალი ღონისძიებები, რომლებიც, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო მისი მეორე ვიზიტი რეგიონში, სადაც საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია საბჭოთა პერიოდის კონფიგურაციის შესაბამისად ართმევს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას და გაართულებს მათ კომუნიკაციას ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე გზის ზოგიერთი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ შეშფოთებას, რომ სომხეთის ამჟამინდელი სამხედრო პოზიციებიდან გასვლა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ბევრად უფრო დაუცველს გახდის აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმების მიმართ. შეხვედრების დროს ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას მიმართავს იმ სირთულეების გადასაჭრელად. მანამდე, აზერბაიჯანი მოითხოვდა, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.
ფაშინიანი: პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს - ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს. მანვე დაადასტურა, რომ „რუსი მესაზღვრეები“ ტავუშის რეგიონს დატოვებენ. ფაშინიანის თქმით, რუსული ბაზები იქ შექმნილი სიტუაციის გამო გაჩნდა და ის რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, სიტუაციის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს და ამ ცვლილებას თავისი ეფექტი ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეს. „არ ვისურვებდი, რომ ის, რაც მოხდა, გადამეტებულად შეგვეფასებინა, მაგრამ არც ამის დაკნინება მსურს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელები უკვე კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
ალიევი მოსკოვში ჩავიდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამის ინფორმაციას ალიევის ოფისი ავრცელებს. „22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კრემლის ინფორმაციით, „რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.“
შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ ოპერირება შესაძლოა, წლის ბოლოს დაიწყოს
აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შექმნილმა ერთობლივმა საწარმომ შპს Middle Corridor Multimodal-მა შესაძლოა, ფუნქციონირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყოს, განუცხადა Report-ს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფარიზ ალიევმა. გასულ წელს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზასა და საქართველოს რკინიგზას შორის ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ფარიზ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია შეასრულებს ერთი ოპერატორის როლს შუა დერეფნის ფარგლებში, რომლის სათაო ოფისი ასტანაშია. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს Middle Corridor Multimodal-ის შექმნას. ერთობლივი კომპანიის მიზანი შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობაა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 23 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, პირველი სასაზღვრო მარკერი დამონტაჟდა. ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფების მუშაობა გრძელდება. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა, რომ პირველი სასაზღვრო ნიშანი სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშ-ღაზახის მონაკვეთზე დამონტაჟდა. მან შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა. აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ
ალიევი: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივი აირის სფეროშუ თანამშრომლობას ორმხრივად მომგებიანი უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ჩვენ უკვე ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა. თქვენ ახსენეთ ელექტროენერგიის სფერო და სწორად განსაზღვრეთ სამი ქვეყნის პოტენციალი. დიახ, მართალია. მაგრამ თუ აქვე დავამატებთ ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, დავინახავთ, რომ ეს ასევე ორმხრივად მომგებიანია,“ - აღნიშნა ალიევმა.
ერევანი მზადაა, ბაქოდან ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილოს
ერევანი მზადაა, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. შესაბამისი განცხადება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გააკეთა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „დადებითად მიმაჩნია, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს იყიდის, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლაც, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ, არის აზერბაიჯანული," - განაცხადა სიმონიანმა. სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ ჩვენი განადგურება სურთ, მაშინ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ სურვილის კონტროლი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის განადგურების სურვილს მხოლოდ ლეგიტიმაცია გააკონტროლებს და, შესაბამისად, სომხეთმა საერთაშორისო ურთიერთობები სწორედ ლეგიტიმაციაზე უნდა დააფუძნოს. „გარანტიას გაძლევთ, რომ ლეგიტიმაცია ბევრად უკეთესი გარანტიაა, ვიდრე ცუდი გარანტი. მეზობლებთან ურთიერთობის მოწესრიგების ლეგიტიმურობის ფორმულა ბევრად უკეთესი გარანტია, ვიდრე თუნდაც კარგი გარანტი. თუ გსურთ, გაცვალოთ თქვენი ლეგიტიმაცია სხვის კარგ გარანტიებზე, მაშინ თმობთ თქვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ აქ არის არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ დაუცველ საერთაშორისო სამართალს თუ დაურღვეველ საერთაშორისო სამართალს. გვინდა, გამოვიდეთ ამ ფორმულიდან, სადაც არჩევანი არ არის, ვიყოთ ფორპოსტი თუ არა,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანი ბუნებრივი აირის ექსპორტს 18%-ით ზრდის
2024 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანმა 2 758 782 820 აშშ დოლარის ღირებულების 7 706 860 610 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა, იუწყება მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი აირის ექსპორტირებული მოცულობა 2023 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება განახევრდა. ბუნებრივი აირის წილმა აზერბაიჯანის მთლიან ექსპორტში მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 33,77% შეადგინა.
თურქეთი და აზერბაიჯანი შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მიწოდების ხელშეკრულებას ახანგრძლივებენ
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ. დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია 2025-2028 წლებში, უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი ენერგეტიკული პარტნიორობის გაგრძელებას. 2021 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა და თურქეთმა გააფორმეს ყიდვა-გაყიდვის ახალი ხელშეკრულება, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის საშუალებით, 11 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალიდან 2024 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს, ითვალისწინებდა 3,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის წლიურ მიწოდებას Shah Deniz Stage-1-დან. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდება დაიწყო 2021 წლის პირველ ოქტომბერს. შაჰ-დენიზის საბადოს შესწავლის, განვითარებისა და წარმოების გაზიარების შესახებ შეთანხმება თავდაპირველად, 1996 წლის 4 ივნისს მოეწერა ხელი და ის რატიფიცირებულია 1996 წლის 17 ოქტომბერს. 2013 წელს შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების შეთანხმების ხანგრძლივობა 2036 წლიდან 2046 წლამდე გაგრძელდა, რაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული კომპანია, BP, როგორც ოპერატორი, 29,99%-იან წილს ფლობს, მას მოჰყვებიან Lukoil (19,99%), TPAO (19%), NIKO (10%) და SGC Upstream (21,02%).
აზერბაიჯანი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები განახლებადი ენერგიის სფეროში ერთობლივ პროექტს იწყებენ
აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანში მზისა და ქარის სადგურის სამი ძირითადი პროექტის (1 გვტ სიმძლავრის) მშენებლობის ითვალისწინებს. იუწყება Euronews-ი. პროექტები მოიცავს 445 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ბილასუვარში, 315 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ნეფჭალაში და 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს აბშერონ-გარადაღში. მოსალოდნელია, რომ ქარხნები გამოიმუშავებენ საშუალო წლიურ ენერგიას 2 მილიარდ 3025 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიით, რაც თავის მხრივ, დაზოგავს 496 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს წელიწადში და ხელს უშლის 943 ათას ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას.
აზერბაიჯანმა შესაძლოა, ჩინეთში სარკინიგზო ტერმინალი შეიძინოს
აზერბაიჯანის რკინიგზა CJSC ჩინეთში ტერმინალის შეძენის ან აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Report-ს რკინიგზის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განუცხადა. „ჩინეთის ბაზარი აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ქვეყანაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ამჟამად აზერბაიჯანის რკინიგზასწავლობს ჩინეთის ბაზარს. სამომავლოდ, შეიძლება, გავხსნათ წარმომადგენლობა ჩინეთში. მოგვიანებით, ჩვენ ვფიქრობთ ჩინეთში ტერმინალის შეძენას ან აშენებას. ჩვენ მიზანმიმართულად შევდივართ ჩინეთის ბაზარზე,“ - აღნიშნა რუსტამოვმა.
ჯიმ ო'ბრაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი. „ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა – რომელიც თაობაში ერთხელ ან, შესაძლოა, რამდენიმე თაობაში ერთხელ ჩნდება ხოლმე – ავაშენოთ სავაჭრო გზა ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა იქნება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. კითხვას, იქნება თუ არა შეერთებული შტატები მზად, იმოქმედოს, როგორც ორ მხარეს შორის შეთანხმების გარანტორმა, ო’ბრაიენმა უპასუხა, რომ აშშ-თვის არცერთ მხარეს არ უთხოვია ამ როლის შესრულება. „ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს. რეალურად, ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, შეგვეძლება რაიმე როლის შესრულება თუ საერთოდ არანაირი როლი არ დაგვეკისრება. ჩვენ არ ვცდილობთ, ჩავერიოთ პროცესებში ან ვიმოქმედოთ, როგორც ზესახელმწიფომ რეგიონში,“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს სომხეთის ახალი კონსტიტუცია
აზერბაიჯანის მოთხოვნის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია. ბაქოს სურს, სომხეთის კონსტიტუციიდან ამოიღონ ფრაზა, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანებას. ამ გადაწყვეტილებამდე 2022 წელს შექმნილი საკონსტიტუციო რეფორმის საბჭო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ამუშავებდა. კონცეფციის წინასწარი ვერსია მთავრობას მიმდინარე წლის იანვარში გაეგზავნა. ახლა ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის შემუშავებას ავალებს. გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, რომ „კონსტიტუციაში ცვლილებების“ ნაცვლად, ფორმულირება - „ახალი კონსტიტუცია“ დაიწეროს. რას ნიშნავს ეს, უარს ამბობენ საწყის ვერსიაზე და წერენ სრულიად ახალ პროექტს? საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს წევრი არტურ საქუნცი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს შეიტყო. გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთი თვე გავიდა, თუმცა, საქუნცის თქმით, საკითხი საბჭოში ჯერ არ განხილულა. პრემიერის გადაწყვეტილებაზე მთავრობის წარმომადგენლები ამ პერიოდში საჯაროდ არ საუბრობდნენ. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს ვადა 2026 წლის 30 დეკემბრამდე მისცა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერევნისგან კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა და ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად დაასახელა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. ალიევმა მიუთითა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია სომხეთის კონსტიტუციაშიც. „გარდა ამისა, სომხეთის სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში ასევე არის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანის მიმართ, ბევრ კონვენციაში, რომელსაც შეუერთდა სომხეთი და სხვა დოკუმენტებში არის მრავალი დათქმა, რომელიც არ ცნობს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს ყარაბაღზე,“ - განაცხადა ალიევმა. მანამდე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. სომხეთის კონსტიტუცია, კერძოდ, შეიცავს მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ დადგენილებაზე. პრობლემურად განიხილება დამოუკიდებლობის დეკლარაციის მე-11 პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი მხარს უჭერს 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუიდან მთიან ყარაბაღს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის აღდგენის შემდეგ, მთიანი ყარაბაღის მკვიდრმა ათიათასობით ეთნიკურმა სომეხმა დატოვა საცხოვრებელი და სომხეთს შეაფარა თავი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. „საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს,“ - იტყობინება საგარეო უწყება.
რა საკითხები განიხილა ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში ვიზიტისას
27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს. „აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საქმეში. ხაზი გაესვა სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა მიულოცა,” - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში. თავის მხრივ, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. „არაერთხელ დაგვიმტკიცებია, და კვლავ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრმა დარჩიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, რეგიონის ჭრილში, განხილული იყო საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტრის განცხადებით, აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობაზე აღნიშნულ პროექტში, ასევე აღინიშნა საქართველოს ინიცირებული ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა ჩვენი რეგიონის დაკავშირებადობის და „შუა დერეფნის“ ფუნქციის გაზრდის საქმეში. „ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ერების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე ასევე გამოიხატა მზაობა რეგულარული შეხვედრების გაგრძელების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით. თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. მისი თქმით, დარჩიაშვილთან საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. „დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც აქამდე მიღწეული შედეგები, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა. ინტენსიური თანამშრომლობისა და საუბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დონის ურთიერთობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. 2023 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განხორციელდა აზერბაიჯანში. მთავრობათაშორის მჭიდრო ურთიერთობა არის ყოველთვის,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა. აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ოფიციალური ბაქო საერთაშორისო დონეზე ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ აქტიური საკითხები განიხილოს. „ჩვენი დღის წესრიგი იყო პოლიტიკური დიალოგს წარმართვა. ასევე, საერთაშორისო პლატფორმაზე მჭიდრო ურთიერთობის დონეზე, მაგალითად, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ასევე, სხვა უწყებებში განსახორციელებელ გეგმებზე ვისაუბრე. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო იურიდიული ნორმების ფარგლებში აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ორმხრივი და მრავალმხრივი პლატფორმებს გარდა, ძალიან სასარგებლო სამმხრივი პლატფორმაც გვაქვს. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ფორმატი,“ - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს
აზერბაიჯანულ გაზს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა - ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი, ასევე - ორი კანდიდატი ქვეყანა - საქართველო და სერბეთი; და თურქეთი იღებენ,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქსფორდში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ 18 ივლისი მნიშვნელოვანი იყო სლოვენიისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის თვალსაზრისით. „იმედია, რამდენიმე თვეში შევძლებთ სლოვენიის ბაზარზე გასვლას. ახლა, მას შემდეგ, რაც ევროპული ურთიერთდაკავშირების პროექტები მიმდინარეობს, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპული ქვეყნებს მიეწოდოს,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება. „ჩვენ 2021 წელს ევროპაში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს მხოლოდ ევროპას მივაწვდით 13 მილიარდ კუბურ მეტრს. 2027 წლის ბოლომდე ევროპაში ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გავზარდოთ. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის – სამხრეთის გაზის დერეფნის, ასევე ინტერკონექტორების საშუალებით,“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევი: ევროპისგან დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანულ გაზზე, ბევრმა ქვეყანამ მოგვმართა
ირანი, რუსეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს მართვენ
ირანმა, რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი წვრთნები "CASAREX24“ დაიწყეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის საზღვაო ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მიერ ორგანიზებული სწავლება მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მონაწილე ქვეყნების მზადყოფნის გაუმჯობესებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას. ეს წვრთნები კასპიის ზღვაში ირანის ინიციატივით პირველად ტარდება. წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ირანული ხომალდები, მათ შორის, სარაკეტო კატარღები Paykan, Joshan, Derafsh და Separ, ასევე IRGC-ის (ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი) საზღვაო ქვედანაყოფი Martyr Basir. უსაფრთხოებისა და სამაშველო წვრთნებში მონაწილეობს რუსული ხომალდი SB 45. კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია, წვრთნების სხვადასხვა ეტაპს მონიტორინგს გაუწევენ.
აშშ სომხეთის მხარდაჭერის ვარიანტებს განიხილავს - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარმა მოადგილემ იური კიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, დაამყაროს კავშირები ერევანსა და ბაქოს შორის, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმებას. მან ასევე დაამატა, რომ აშშ განიხილავს სომხეთისთვის მხარდაჭერის სხვა ვარიანტებს, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. „მიმდინარე ფინანსურ წელს დახმარება დაახლოებით 77 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მხოლოდ ორი წლის წინ იყო. ეს თანხები მიმართული იქნება სომხეთის სტაბილურობისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კლიმატი და სასურსათო უსაფრთხოება, ასევე, იზოლაციიდან სომხეთის გამოყვანის მცდელობებს,“ - განაცხადა კიმმა. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ სომხეთისთვის მხარდაჭერის გაფართოების შესახებ გამოაცხადა
აზერბაიჯანი და ყაზახეთი ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის გაყვანას დაიწყებენ
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პრაქტიკული სამუშაო სავარაუდოდ, 2024 წელს დაიწყება. ამის შესახებ ყაზახეთის ელჩმა აზერბაიჯანში ალიმ ბაილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კონტრაქტორი კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს. „პირველ რიგში საჭიროა კაბელის დამზადება, შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაყვანა და ფსკერზე ჩაშვება. პროექტის უმეტესი ნაწილი დასრულდება წელს და მომავალ წელს,“ - აღნიშნა ელჩმა. ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს. პროექტის მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.
აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაძლიერებლად, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიმძლავრეს აფართოებს - მედია
აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს. „2021 წელს ევროპას სულ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება; 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ წლიურ ექსპორტს 16 მილიარდი კუბური მეტრამდე,“ განუცხადა Trend-ს წყარომ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება. ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) არის ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ახდენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სანგაჩალის ტერმინალიდან (შეიქმნა შაჰდენიზის საბადოს ექსპლუატაციის პირველ ფაზაში) საქართველო–თურქეთის საზღვრამდე. SCP მილსადენი პარალელურად მიჰყვება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნედლი ნავთობის მილსადენს აზერბაიჯანსა და საქართველოში და გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ის უერთდება თურქეთის ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემას. სამშენებლო პროცესი დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2006 წლის ბოლოს. მილსადენის სიგრძეა 690 კმ, დიამეტრი – 42’’, ხოლო სისტემის საპროექტო წარმადობა – 7მლრდ. კუბ. მ. (მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში დაიწყო 2006 წლის სექტემბერში. 2010 წელს SCP- ს დღიური გამტარიანობა იყო დაახლოებით 12.5 მილიონი კუბური მეტრი აირი, ანუ დაახლოებით 73,500 ბარელი ნავთობის ექვივალენტი დღეში. SCP–ს ადგილმდებარეობას ასახავს სურათი 1-1, სადაც SCP–ს აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაკვეთები აღნიშნულია წითლად, ხოლო თურქეთის გადამცემი სისტემა ქალაქ ერზერუმამდე – ლურჯად.
აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია
აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია. საუბარია „კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე.“ შესაბამისი განცხადება აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობათაშორისი კომისიის (ISC) აზერბაიჯანელმა თანათავმჯდომარემ საჰილ ბაბაევმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების საკითხებს შორის იყო და რომ სერბეთის მონაწილეობა პროექტში ძალიან სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კამალ აბასოვმა აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე მუშაობა კარგად მიმდინარეობს და მასში ჯერჯერობით ოფიციალურად არიან ჩართულნი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები. „ამ პროექტზე შემდეგი შეხვედრა სექტემბერში ბუქარესტში გაიმართება და ერთობლივი საწარმო ოფიციალურად დაფუძნდება. ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა წლის ბოლომდე დასრულდება,“ - განაცხადა აბასოვმა.
საქართველომ განჯაში ახალი გენერალური კონსული დანიშნა
საქართველომ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში ახალი გენერალური კონსული დანიშნა. იუწყება აზერბაიჯანული Report. ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ნიაზ ბაირამოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ახალდანიშნულ გენერალურ კონსულ კახაბერ აბდალაძესთან. საუბრისას ბაირამოვმა ხაზი გაუსვა ქალაქის სამრეწველო პოტენციალს და ახსენა ისეთი ძირითადი საწარმოები, როგორიცაა, განჯის საავტომობილო ქარხნის წარმოების ასოციაცია, AzerAluminium OJSC, Ganja Sharab-2. ბაირამოვმა ასევე აღნიშნა პირველი სამრეწველო ფეთქებადი მასალების წარმოების ქარხნის ახლახან ამოქმედება, რომელსაც AzerBlast LLC, AzerGold CJSC-ის შვილობილი კომპანია მართავს. „შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებს. გენერალურმა კონსულმა აბდალაძემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს. მან აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორივე ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობამ. შეხვედრა დასრულდა ამ კავშირების შემდგომი გაფართოების პოტენციური ნაბიჯების განხილვით, რასაც მოჰყვა სამახსოვრო საჩუქრების გაცვლა,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
აზერბაიჯანი გახდა დამატებითი შესაძლებლობა სლოვენიისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბოიან კუმერმა. მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) გაფორმებულ ბოლო შეთანხმებას, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს ქვეყნის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ლუბლიანაში საუბრისას კუმერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გარიგება გზას გაუხსნის გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას არამხოლოდ ორ კომპანიას, არამედ, ორ ქვეყანას შორისაც. „ამის წყალობით, ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ და უსაფრთხოდ მივაწოდეთ სლოვენიას ბუნებრივი აირი მომავალი ზამთრისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა. კუმერმა ასევე გაამხილა, რომ 2024 წლის 17 ივლისს ბაქოში ვიზიტის დროს მან მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, რათა შეესწავლა ორივე ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვა სფეროებში, როგორიცაა, წყალბადი, ხელოვნური ინტელექტი და განახლებადი ენერგიის წყაროები. ცნობისთვის, სოკარმა სლოვენიაში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო. მანამდე, 17 ივლისს SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანია Geoplin-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. SOCAR-მა არ გაასაჯაროვა სლოვენიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა. „სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს,“ განაცხადა SOCAR-მა. აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 2023 წელს 5,3%-ით გაიზარდა და მან 23,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 3,5%-ით გაიზარდა და მან 11,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია იმავე წელს. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი 2024 წელს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს განახორციელებს, მათ შორის, 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროპისკენ წავა. ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ყაზახეთი აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, გაზის სექტორში პროექტების ერთობლივად განხორციელებას სთავაზობს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გაზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ასტანაში. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან იწყებს გლობალური პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, ქვეყანა ასევე აქტიურად განიხილავს ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის Kambarata HPP-1-ის მშენებლობას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან. „ამ კუთხით, მე გამოვდივარ შეთავაზებით, რომ განიხილებოდეს მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა რეგიონის სახელმწიფოებთან, კერძოდ, გაზის ინდუსტრიაში,“ - აღნიშნა მან. მისივე თქმით, დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებია ენერგომომარაგების სტაბილურობის გლობალური დარღვევა, ნავთობისა და გაზის ფასების მერყეობა და სხვა ფაქტორები. „ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ გამოწვევების პროგნოზირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება,“ - აღნიშნა სატკალიევმა. მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკული ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების გზით.
ბაქოში პუტინის ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა
აზერბაიჯანმა "ბრიკსში" (BRICS) გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. იუწყება Report-ი იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან აიხან ჰაჯიზადეზე დაყრდნობით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან განაცხადი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის მეორე დღეს გაკეთდა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.
მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს
აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ერთობლივი საწარმო დააარსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი აცხადებს. „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის თაობაზე ბუქარესტის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა - მივედით ერთობლივი საწარმოს შექმნამდე. შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული კომპანიის JV-Green Energy Corridor-ის ხელმძღვანელობა, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, დაფუძნებული უნდა იყოს როტაციაზე - ასევე შევთანხმდით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რათა დაჩქარდეს პროცესები მომდევნო შეხვედრამდე,“ – განაცხადა მინისტრმა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიცავდეს ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო ხაზთან დაკავშირებულ ამოცანებს და ბულგარეთის ინტეგრაციის საკითხებს. თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთახმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ - ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ, სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ. „ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ, საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ამასთან, მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. „განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანი ხორვატიაში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხორვატიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. იუწყება Trend „სოკარზე“ დაყრდნობით. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანისა და ხორვატიის მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.“ „ზამთრის სეზონის წინ, ხორვატიისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანის, როგორც ევროპისთვის სანდო პარტნიორისა და გაზის მიმწოდებლის პოზიციას,“ - აცხადებენ კომპანიაში. აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-11 სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ Trend-ს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განუცხადეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და მისმა თურქმა და ქართველმა კოლეგებმა იაშარ გიულერმა და ირაკლი ჩიქოვანმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. უწყების ცნობით, კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს. „ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა,“ წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაქო: აზერბაიჯანმა და საქართველომ სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეათანხმეს, საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს
„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სადავო საკითხები არ არის, არის საკითხები, რომლებიც არ არის შეთანხმებული,“ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ Report-თან ინტერვიუში. „სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებს, არამედ, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონში, ხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ჰაჯიზადამ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი საკითხია. „1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის შესაბამისი კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე და დღემდე შეთანხმებულად ითვლება საზღვრების 2/3. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე არ არის სადავო საკითხები, არამედ ის საკითხებია, რომლებიც არ არის შეთანხმებული. ეს ბუნებრივია, რადგან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს. ამ კუთხით მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს,“ აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასული წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე. ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა.“ 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს არ გამორიცხავს
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა მომავალში. „ჩვენ ვახორციელებთ გაზის იმპორტს რუსეთიდან, ასევე შემოგვაქვს გაზი ირანიდან,“ - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის გლობალურ სამიტზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში გაკეთდა განცხადებები, რომ სამომავლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთს შეეძლო აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანა. თუ წარმოვიდგენთ სატრანზიტო მილსადენს, რომელიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, ნახჭევანისა და თურქეთის მიმართულებით, ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს
აზერბაიჯანის გაზიფიკაცია ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს - Azerigaz
აზერბაიჯანში გაზიფიკაციის დონე 97 პროცენტს უახლოვდება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა სოკარის Azerigaz-ის წარმოების გაერთიანების ხელმძღვანელმა აზერ მამედოვმა ბაქოში მიმდინარე ფორუმის დროს. „გაზიფიკაციის მხრივ, ჩვენი ქვეყანა აჭარბებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, ნიდერლანდები, საქართველო, იტალია და დიდი ბრიტანეთი. გაზიფიცირების სამუშაო გრძელდება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ინტეგრაციის გათვალისწინებით," - განაცხადა მამედოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზის გამანაწილებელი ქსელის ამჟამინდელი სიგრძე 73 ათას კილომეტრს აჭარბებს და ის 2,6 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.
EBRD-მა აზერბაიჯანში მზის ელექტროსადგურის პროექტისთვის $100 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აზერბაიჯანის ბილასუვარის რეგიონში 445 მეგავატიანი მზის ფოტოელექტრული ელექტროსადგურის პროექტისთვის დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდას და ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შეესაბამება პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. პროექტის ჯამური ღირებულება სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დამატებითი მხარდაჭერის ჩათვლით, 380 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
7 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციები საერთაშორისო ასოციაცია - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტს“ ქმნიან
აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, ჩინეთისა და ავსტრიის სარკინიგზო ადმინისტრაციები, საერთაშორისო ასოციაციის - „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 20 სექტემბერს, ბაქოში, საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მიიჩნევენ, რომ „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ დაარსება ევრაზიის გლობალური რეგიონის ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების მოცულობას გაზრდის. „ყველა ოფიციალური პროცედურა უახლოეს მომავალში დასრულდება,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა პრესკონფერენციაზე. შუა დერეფნის გაძლიერება „ასოციაციამ უნდა შეასრულოს სტრუქტურირებული სამუშაო, შეიმუშაოს დერეფნის კონცეფცია, ჩამოაყალიბოს სატარიფო პოლიტიკა და შეისწავლოს ციფრული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები, რათა უზრუნველყოს უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტი,“ - განმარტა რუსტამოვმა. მიზანია, რომ შუა დერეფანი გახდეს უფრო ეფექტური და მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის, გაუმჯობესდეს მარშრუტის საერთო ოპერაციები. რუსტამოვმა განაცხადა, რომ ჩინეთი "შუა დერეფნით" 1000 საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის გაგზავნას გეგმავს. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ჩინეთიდან "შუა დერეფნით" 212 ბლოკ-მატარებელი გაიგზავნა. „მარტში, სიანის პორტიდან პირველი საკონტეინერო მატარებელი ბაქოში სულ რაღაც 11 დღეში ჩავიდა. ამ მატარებლებს საშუალოდ, 8-დან 10 დღემდე სჭირდებათ აზერბაიჯანამდე, ხოლო 12 დღე საქართველოს პორტებში მისასვლელად,“ - განაცხადა რუსტამოვმა. ტვირთის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით 420 000 ტონაა. შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გადამწყვეტია აზიასა და ევროპას შორის ტრანსპორტის გასაადვილებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ამ დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მედია წერს, რომ ახლად შექმნილი ასოციაცია ზედამხედველობას გაუწევს ამ მარშრუტის კოორდინაციასა და განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. თურქეთის რკინიგზის TCDD Tasimacilik Company-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი უფუკ იალჩინი მიიჩნევს, რომ ახლად შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტი“ ტვირთების გადაზიდვის არეალს გააფართოებს, იუწყება Trend. ბაქოში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას იალჩინმა აღნიშნა, რომ მულტიმოდალური ტრანსპორტირების დონზე ჩინეთსა და ევროპას შორის იზრდება და სატრანზიტო ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ ამ ტენდენციებს. „ახალი ქვეყნების ხარჯზე, ევრაზიული მარშრუტის განვითარების ინიციატივა ეფექტიანად და კომერციულად მიმზიდველად იმუშავებს,“ - აღნიშნა თურქეთის რკინიგზის წარმომადგენელმა. „ბაქო-თბილისი-ყარსი მნიშვნელოვანი მარშრუტია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში,“ - განაცხადა იალჩინმა. მისი თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის სარკინიგზო საკონტეინერო ტრანსპორტის კორპორაციის ხელმძღვანელის იან ბინის თქმით, ჩინეთი „ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის“ შექმნის ინიციატივას უერთდება, რადგან პეკინი ევრაზიის რეგიონის გავლით საქონლის ტრანსპორტირების გაზრდით არის დაინტერესებული. მისი განმარტებით, ეს ორგანიზაცია ჯდება პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარების კონცეფციაში. მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთის 40 ქალაქი ევროპის 225 ქალაქს სხვადასხვა სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება, რომელთა შორისაც შუა დერეფანმა მნიშვნელობა მოიპოვა. ბინმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მარშრუტზე მატარებლების რაოდენობა და ტრანსპორტირების მოცულობა გაიზრდება. უზბეკეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ ზუფარ ნარზულაევმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ "ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტის" საერთაშორისო ასოციაციის შექმნას, რადგან ეს გააძლიერებს ურთიერთობას ქვეყნების რკინიგზების ადმინისტრაციებს შორის. „უზბეკეთში ყველა პირობა იქმნება ტრანსპორტის და სატრანზიტო პოტენციალის გასაფართოებლად. ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში რკინიგზის მშენებლობისა და მოდერნიზაციისკენ. გარდა ამისა, უზბეკეთში ვითარდება ინტეგრირებული ლოგისტიკური ცენტრები და მიღებულია ზომები ამ სფეროში მარეგულირებელი ბაზის გასაუმჯობესებლად,“ - აღნიშნა ნარზულაევმა.
იტალიამ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 12%-ით გაზარდა
იტალიამ ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან, საგრძნობლად გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მონაცემები წლიურთან შედარებით, თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ Trend-ს ევროსტატში განუცხადეს. 2023 წელს აზერბაიჯანმა ევროკავშირში ბუნებრივი აირის ექსპორტი, 2021 წელთან შედარებით, 45%-ზე მეტით გაზარდა. აზერბაიჯანმა 2020 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყო. ეს დერეფანი ხელს უწყობს გაზის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 33 მილიარდი აშშ დოლარია, სავარაუდოდ, 8-10 წლის განმავლობაში აინაზღაურებს მის კაპიტალურ ხარჯებს. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ - ამჟამინდელი 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე 2027 წლისთვის. საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო
ჩინური კომპანია აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ საწარმოს შეუერთდება
აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC (AZD) თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა China Railway Container Transport Corp-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, მათ შორის, შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო მიმოსვლის გაზრდაზე. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd“ CRTC-ის გაერთიანებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში შუა დერეფნის განვითარებაზე ჩატარებული ფუნდამენტური სამუშაოს შედეგად აღდგა ჩინეთიდან საკონტეინერო ბლოკ- მატარებლების მოძრაობა და რომ 2024 წლის დასაწყისიდან 212 კონტეინერი ჩინეთის პორტებიდან აზერბაიჯანში ბლოკ-მატარებლები გაიგზავნა. გატარებული ღონისძიებების წარმატებით შედეგად ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაქოს პორტში კონტეინერების მიწოდების დრო 8-10 დღეა, ხოლო შავი ზღვის პორტებში - 10-12 დღე. ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ CRTC-ის გაერთიანება ერთობლივ საწარმოში "Middle Corridor Multimodal Ltd", ხელს შეუწყობს შუა დერეფნის გასწვრივ გადაზიდული ტვირთის მოცულობის ზრდას. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
"Eternity-2024" - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ტარდება
საქართველოში, აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება „Eternity-2024“ მიმდინარეობს. იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. სწავლებაში, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება, სამი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების შესახებ ამოცანას შეასრულებენ. მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და შერიგების გასაძლიერებლად ჩატარებული საერთაშორისო წვრთნები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე, მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების - ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 24 სექტემბერს ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ცნობით, სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება. „ETERNITY 2024“ მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე, რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა.
აზერბაიჯანი შუა დერეფნის მარშრუტზე მწვანე დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის
აზერბაიჯანს სურს, შექმნას მწვანე დერეფანი შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთიდან ევროპაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. იუწყება აზერბაიჯანული მედია. ზიადოვმა განმარტა, რომ აზერბაიჯანის იდეა არის, შექმნას დერეფანი, რომელიც მთლიანად მწვანე იქნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალშიც კი, თუ სიტუაცია შეიცვლება, ყველა ამჯობინებს ამ დერეფნის გამოყენებას მისი ეკოლოგიურად სუფთა ბუნების გამო. ამასთან, გამწვანების პროცესი მოიცავს ტრანსპორტის ყველა რეჟიმს, რომელიც ჩართულია შუა დერეფანში, მათ შორის, კონტეინერებს, პორტებს, გემებს, რკინიგზებს - აზერბაიჯანსა და საქართველოში. მისივე ინფორმაციით, ყაზახეთი სერიოზულად განიხილავს წყალბადის, როგორც მწვანე საწვავის გამოყენებას და რომ 5-10 წელიწადში ეს [წყალბადი] უფრო ხელმისაწვდომი გახდება ზოგადი გამოყენებისთვის.“ ზიადოვმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შუა დერეფანში ჩართულმა ყველა მხარემ გააერთიანოს ძალისხმევა მის მწვანე მარშრუტად გადაქცევისთვის. „ეს ეხება პორტს, რკინიგზას, აზერბაიჯანის კასპიის გადაზიდვის კომპანიას (ASCO), ასევე ყველა ჩართულ ქვეყანას. კოორდინაცია ახლა ხდება. ყველას ესმის, რომ მწვანე დერეფანი ყველასთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა ზიადოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მწვანე დერეფნის მოთხოვნები არ არის ვრცელი და ის ძირითადად მოიცავს პორტების სერტიფიცირებას და რკინიგზის გადასვლას სუფთა ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა, მზის და ქარის ენერგია. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
რუსეთს ავარიების შემთხვევაში საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი სურს
რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი,“ - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას უპასუხა, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ფიზიკურად არის დაკავშირებული ოთხივე მეზობელი სახელმწიფოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან. "ოპერირების პროცესში, გადამცემი სისტემის ოპერატორი იღებს გადაწყვეტილებას ტრანსსასაზღვრო რეჟიმების შესახებ, მათ შორის, ამა თუ იმ სისტემასთან სინქრონულ-პარალელური, საექსპორტო/საიმპორტო, ავარიული, კუნძულოვანი ან ნულოვანი ოპერირების თაობაზე. აღნიშნული საკითხები დამატებით რეგულირდება შესაბამისი ქვეყნების სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. ელექტროენერგეტიკული სისტემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს მსოფლიოში დანერგილი, ჩვეული პრაქტიკაა?. რუსეთის შემთხვევაში, ეს რეგულირდება "რუსეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორთან 2007 წელს გაფორმებული ორი ხელშეკრულებით: რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან რუსეთში ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელი, საბჭოთა კავშირის დროს ისეა დაპროექტებული, რომ გულისხმობს საქართველოს ოპერირებას რუსეთის სინქრონულ რეჟიმში. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აქტიურად ახორციელებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდისკენ მიმართულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელთა შორისაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერების სხვა მრავალი ინიციატივა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდას და შეამცირებს ერთ კონკრეტულ წყაროზე დამოკიდებულებას," - ნათქვამი ეკონომიკის სამინისტროს წერილობით პასუხში.
ალიევი: ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია საქართველოზე გადის, ჩვენი ურთიერთობა კარგი მეზობლობის კარგი მაგალითია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლს რეგიონში. „დიახ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავია. ჩვენ ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუწოდებთ. აზერბაიჯანი არის პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და პირველი ან მეორე უმსხვილესი გადასახადის გადამხდელი. პირველს ან მეორეს იმიტომ ვამბობ, რომ ერთი წელი თურქეთია, მეორე წელი - აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გვქონდა საპრეზიდენტო სამიტები, მინისტრთა შეხვედრები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრების, საგარეო საქმეთა მინისტრების, ეკონომიკის მინისტრების დონეზე. ყველა ჩვენი ძირითადი სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაცია გადის საქართველოზე. ჩვენ გვყავს დიდი აზერბაიჯანული თემი საქართველოში, დაახლოებით - 300 ათასი ადამიანი. ამიტომ, ურთიერთობები შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, იყოს კარგი მაგალითი. ისევე როგორც ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე არის კარგი მეზობლობის კარგი მაგალითი. თურქეთს შეუძლია, უზრუნველყოს სტაბილურობა, პროგნოზირებადობა რეგიონისთვის და როგორც ქვეყანა, რომლის დღის წესრიგი ძალიან მკაფიოა, ის იცავს საერთაშორისო სამართალს. საერთაშორისო სამართალი ამბობს, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. მაშ, რას აკეთებენ ისინი? ისინი უბრალოდ ითხოვენ საერთაშორისო სამართლის დაცვას. თურქეთის როლი ძალიან პოზიტიურია. და მას შემდეგ, რაც სომხეთთან ომი შეწყდება და პოლიტიკური დარეგულირება მოხდება, დარწმუნებული ვარ, თურქეთის როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური,“ განაცხადა ალიევმა.
პრემიერი: გვჯერა, შავი ზღვის კაბელები, ასევე, საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ეფექტიან გადაწყვეტილებებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში
„გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - Energy: Advancing Climate Mitigation Action - განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი თქმით, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.