თეგი: აზოვი
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მეთაური და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩავიდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქში და რუსეთის წარმომადგენლებთან სამხედროების ევაკუაცია განიხილონ, - ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ დღეს დავუკავშირდით უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. კერძოდ, დავიდ არახამიასა და მიხაილო პოდოლიაკს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის მოლაპარაკებებზე ჩამოვიდნენ", – თქვა კაპიტანმა პალამარმა. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
„აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ
„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო საგანგებო მიმართავს ავრცელებს და აცხადებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. „მარიუპოლის გარნიზონი, უკვე 70-ე დღეა ებრძვის მოწინააღმდეგის აღმატებულ ძალებს. 25 აპრილიდან ჩვენ წრიულად ვიცავთ „აზოვსტალის“ ქარხანას. მეორე დღეა რაც მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ“, - განაცხადა პროკოპენკომ. მან მადლობა გადაუხადა მთელ მსოფლიოს „მარიუპოლის გარნიზონის“ მხარდაჭერისთვის. „ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ.“ „ვითარება უკიდურესად მძიმეა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვასრულებთ ბრძანებას დაცვის შენარჩუნებაზე“, - აღნიშნა პროკოპენკომ. 4 მაისის საღამოს მდგომარეობით, უკრაინის ხელისუფლებას კავშირი აქვს მარიუპოლის მცველ ქვედანაყოფებთან, ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. „მეორე დღეა, ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე იმყოფებიან აზოვსტალის ტერიტორიაზე", - განაცხადა არახამიამ. მანამდე, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ახალი ბრძოლები დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება უკრაინელ დამცველებთან ერთად. „უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ქარხანაში 30 ბავშვი იყო ჩარჩენილი, რომლებიც გადარჩენას ელოდნენ. „ისინი ელიან ახალი მოლაპარაკების პროცესს და ახალ ევაკუაციას“... უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევას, თუმცა - უშედეგოდ. უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ ზაპორიჟიეში მარიუპოლიდან ევაკუაციის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა - BBC ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მარიუპოლში, უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად რუსეთი შეთავაზებებს არ თანხმდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. „მარიუპოლში კვლავ რჩებიან დამცველები. ისინი განაგრძობენ წინააღმდეგობას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა მათი გადარჩენა შევძლოთ. მაგრამ რუსეთი, აქამდე შეთავაზებულ არცერთ ვარიანტს არ ემხრობა“, - აცხადებს ზელენსკი. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს სთხოვა გადაუდებლად საჭირო იარაღი, რათა მარიუპოლი განებლოკა და გადაერჩინა მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. „მაგრამ სწორედ ეს იარაღი და ამ მოცულობით არ გვაქვს, რაც მარიუპოლის განბლოკისთვისაა საჭირო“, - თქვა ზელენსკიმ. პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ოლექსი არესტოვიჩი: ადამიანები, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ, მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მას და ოჯახს სიკვდილით ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან. „მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა, მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ „აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. ამასთან, არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, არ იცის, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები „აზოვის“ მებრძოლთა ნათესავები არიან და ამ ფაქტს გადამოწმება სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზა ბრძოლაა. აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება
უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილების გამოყვანას. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ ისინი 12 მაისს შეხვდნენ რუსეთის მხარეს. ასევე გაეროს წარმომადგენლებთან მოვილაპარაკეთ და მათ მანდატი გადავეცით. ჩვენი სურვილია ხელი მოეწეროს დოკუმენტს, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ამასთან ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, შუამავალია თურქეთი. მისი თქმით, სპეცოპერაციას ექნება რამდენიმე ეტაპი, მათ შორის პირველია მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
აზოვი: ოკუპანტები „აზოვსტალზე“ იერიშს, მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით განაგრძობენ
„მტერი საჰაერო თავდასხმით, მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ცდილობს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეღწევას“, - ნათქვამია „აზოვის პოლკის“ ახალ შეტყობინებაში, რომელიც Telegram-ში გავრცელდა. „რუსი ოკუპანტები განაგრძობენ საწარმოს დაბომბვას, ქვეყანაში აგრესორის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 80-ე დღეს.ბომბების გარდა, რუსები მძიმე არტილერიას და ტანკებს იყენებენ. უფრო მეტიც, მათ განათავსეს დიდი რაოდენობით ქვეითი ჯარისკაცები უკრაინის პოზიციებზე შტურმისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში. „აზოვსტალის“ დამცველები სიტუაციას უკიდურესად კრიტიკულად აფასებენ, თუმცა იცავენ პოზიციებს და ცდილობენ მტრის ჯარების შეკავებას. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ
„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ, რათა ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ. Reuters: „აზოვსტალი“ რუსების მეთვალყურეობით, კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს ვიდეომიმართვისას მან განაცხადა, რომ სამხედროები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუს დამპყრობლებთან. „82 დღე ისინი იბრძოდნენ წარმოუდგენელ პირობებში. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის – საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვის პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უსიტყვოდ შევა სამხედრო სახელმძღვანელოების ისტორიაში. ახლა მთავარი ამოცანა ამ ადამიანების გადარჩენაა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: არ ვავნოთ საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას. ამიტომ უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც სურს აზრის გაზიარება, თუ რა ხდება „აზოვსტალში“, ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს – დაიტოვეთ ისინი თქვენთვის. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , – აცხადებს ბილეცკი. ბილეცკის თქმით, გარნიზონი ადგილზეა. „ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშზეა. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას“,- აცხადებს ბილეცკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები
მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა აზოვსტალის ქარხანა ამ კვირაში, მარიუპოლის პირას ალყაში მოქცეული კომპლექსის შიგნით, სავარაუდოდ, ასობით ადამიანია დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანია მაიორი ბოჰდან კროტევიჩი, აზოვის პოლკის შტაბის უფროსი. ამის შესახებ CNN წერს. „ომი არ დასრულებულა, სრულმასშტაბიანი ომი ახლახან დაიწყო. თქვენ მოგიწევთ, გახდეთ მეთაურები და აიღოთ კონტროლი, ან გაიქცეთ და შემდეგ კიდევ უფრო დიდი დანაკარგი გელით“, ამბობს კროტევიჩი. „აზოვის“ პოლკის კიდევ ერთმა ოფიცერმა, რომელიც ჯერ კიდევ ფოლადის ქარხანაშია, მოკლე ვიდეო გაავრცელა. სვიატოსლავ პალამარი ამბობს: „მე და ჩემი სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია. დეტალებს არ ვასახელებ. მადლობა მთელ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველთა უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაცია დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ „დღემდე ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა - ისინი, ვინც დაბლოკილი იყო ქარხანაში [აზოვსტალში]. ყველა სხვა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ქარხნის მახლობლად ან მარიუპოლის სხვა რაიონებში - ეს დიდი ხნის წინ დაიწყო. სამოქალაქოები გამოიყვანეს. ექიმები გამოიყვანეს. მძიმედ დაჭრილები გამოიყვანეს, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ წუთში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, მეც ვიცი რაც ხდება [მარიუპოლში]. ყველას გაყვანა რამდენიმე დღეში დასრულდება. სტრუქტურა რთულია. ჩვენ შევთანხმდით, რომ შუამავლები - დასავლელი პარტნიორები - გაუმკლავდნენ განბლოკვას. თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, ჯერ საფრანგეთთან მოლაპარაკება მქონდა რუსეთის ფედერაციასთან [ამ ქვეყნების] ლიდერების ურთიერთობის გამო. როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია. ჩვენმა სამხედროებმა მიიღეს სიგნალი, რომ მათ აქვთ სრული უფლება გამოვიდნენ და გადაირჩინონ სიცოცხლე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: კიევი მზადაა რუსი ტყვეები „აზოვსტალის“ სამხედროებზე გაცვალოს
უკრაინა მზადაა, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს უკრაინელი სამხედროები, რომლებიც „აზოვსტალიდან“ მარიუპოლში, შემდეგ კი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ ზელენსკი: მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია, დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ჩატარდა მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების გადარჩენის თაობაზე ისევ მიმდინარეობს. ამ ინიციატივების ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთის, შვეიცარიის, ისრაელისა და საფრანგეთის ლიდერებთან, განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმ აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ კიევი ელოდა და მზად იყო, რომ უკრაინელი სამხედროები რუს სამხედრო ტყვეებზე გაეცვალა. „ჩვენ დავაბრუნებთ მათ სახლში. ეს უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომელთაც პასუხისმგებლობა აიღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ყველა ღონეს გამოიყენებს კონფლიქტის დასასრულებლად და ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა გააჩაღა. „ომი რთულია, გამარჯვება კი ძალიან რთული და სისხლიანი იქნება, როგორც ბრძოლაში, მაგრამ დასასრული აუცილებლად დიპლომატიაში იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს უსაფრთხოების გარანტების წრის ფორმირება კიევის მიერ სანდო პარტნიორი ქვეყნებიდან. „ჩვენ მათთან ერთად ვაფართოებთ ამ პროექტს“, - თქვა ზელენსკიმ. 17 მაისს, უკრაინამ „აზოვსტალის“ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია მარიუპოლის ქარხნის ტერიტორიიდან დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის დეტალები. რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მონასტირსკი: „აზოვის“ პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კავშირზე, უკრაინის დაზვერვის ოფიცრები არიან
„აზოვის პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაცია აქვთ უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეშვეობით, უკრაინული მხარე იგებს თუ რა პირობებში იმყოფებიან რუსული მხარის მიერ დატყვევებული აზოვის პოლკის მებრძოლები. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას „დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაციას ახორციელებენ ჩვენი დაზვერვის ოფიცრები, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათი საშუალებით ვიგებთ მეტ ინფორმაციას: დაკავების პირობების, კვებისა და განთავისუფლების შესაძლებლობებზე. ვიცით, რომ ისინი ყველა აქ, კიევში აღმოჩნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა შსს-ს ხელმძღვანელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ სამხედრო ტყვეების გაცვლის ფუნქცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ დირექტორატს გადასცა. ამიერიდან ტყვეების გაცვლის პროცედურაში ჩართულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური. შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1700-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა მარიუპოლში, იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ქარხნის ევაკუაცია გრძელდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე დაარეგისტრირა, რომლებაც ქარხანა დატოვეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია.
უკრაინა: „აზოვის“ მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების იარაღის საწყობი გაანადგურეს
უკრაინა აზოვის ქვედანაყოფის მიერ ხარკოვის რეგონში, სოფელ ტერნოვაში რუსული სადამკვირვებლო პუნქტისა და საბრძოლო მასალის საწყობის განადგურების შესახებ იუწყება. ამის შესახებ აზოვის სპეცოპერაციის ძალების მეთაურმა ანატოლი სიდორენკომ განაცხადა. „სოფელ ტერნოვას აღმოსავლეთ ნაწილში, ოპერაციის დროს, „აზოვის“ მებრძოლებმა გაანადგურეს ორი მანქანა, ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა (IFV), საკონტროლო და სადამკვირვებლო პუნქტი, საბრძოლო მასალის საწყობი და მტრის ცოცხალი ძალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს აზოვსტალის დატყვევებულ დამცველებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივი ზომების მიღება დაავალა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) უკრაინის შუამდგომლობა რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელი დამცველების უფლებების დაცვის შესახებ სასწრაფოდ განიხილა და გადაუდებელი ზომების გამოყენება განაგრძო სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საქმეზე - „უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ (X)“. სასამართლომ მიიღო გადაუდებელი ზომები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარება, რომელიც უკრაინის სახელით ნებისმიერ მოთხოვნას მოიცავს. „ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეიარაღებულ აგრესიასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს, მიუხედავად იმისა, არის ეს სახელმწიფოთაშორისი თუ ინდივიდუალური საქმე. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელმწიფოთაშორის საქმეში დროებითი ზომები ასევე მოიცავს სამხედრო ტყვეების უფლებებსაც“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირინა მუდრამ. ჰააგის სასამართლომ რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა შეგახსენებთ, უკრაინამ რუსეთის მიერ აზოვსტალის დამცველების დატყვევებასთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს მიმართა. აზოვსტალის დამცველებთან მიმართებით უკრაინამ მოითხოვა სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის უზრუნველყოფა. უკრაინამ ასევე მოითხოვა გადაუდებელი ზომების მიღება უკრაინელი დამცველების ექსპლუატაციის აღსაკვეთად რუსი დამპყრობლების მიერ, ნებისმიერ „ტრიბუნალებს“ და სხვა ყალბ „სასამართლოებში“.
აზოვის მეთაური: მარიუპოლის 900-ზე მეტი დამცველი ტყვეობაში რჩება
მარიუპოლის 900-ზე მეტი დამცველი რჩება რუსეთის ტყვეობაში, განუცხადა პირველ თებერვალს უკრაინულ მედიას აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 31 იანვარს რუსეთის ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა 207 უკრაინელი ტყვე. პროპენკომ ანაცხადა, რომ აზოვის ორი მებრძოლი გაათავისუფლეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო მარიუპოლის დამცველი. აზოვის მებრძოლები უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხნის მტკიცე დაცვით, ომის პირველ სამ თვეში. რუსულმა ძალებმა მარიუპოლი 2022 წლის მაისისთვის საბოლოოდ აიღეს. პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და საზღვაო მეთაური სერხი ვოლინსკი რუსული ტყვეობიდან 2022 წლის სექტემბერში ტყვეთა მასიური გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. რუსული პროპაგანდა რეგულარულად ცდილობდა აზოვის პოლკის დემონიზაციას ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან მისი სავარაუდო ასოციაციის გამო. დაბრუნებული ტყვეების გუშინდელი ჯგუფი 180 რიგითისა და სერჟანტისგან, ასევე, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო დაცვისა და ეროვნული პოლიციის 27 ოფიცრისგან შედგებოდა.