თეგი: აზოვის პოლკი

რუსეთი აზოვის პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს პოლკი „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა. სასამართლო სხდომა 26 მაისს არის ჩანიშნული და დახურულ ფორმატში გაიმართება. „აზოვის პოლკი“ შეიქმნა მარიუპოლში 2014 წელს მოხალისეებისგან, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა. „აზოვის“არსებობის ადრეულ ეტაპებზე მის მებრძოლებს არაერთხელ ადანაშაულებდნენ ულტრამემარჯვენე და ნეონაცისტური იდეოლოგიის გამოყენებაში. ახლა პოლკის ხელმძღვანელობა და უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფენ დანაყოფის რაიმე იდეოლოგიურ ორიენტაციას. „აზოვის“ მებრძოლები შეადგენენ სამხედრო კონტინგენტის დიდ ნაწილს, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაში იყვნენ გამაგრებული. 16 მაისიდან სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოყვანა დაიწყო. Reuters: „აზოვსტალი“ რუსების მეთვალყურეობით, კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ უკრაინა: 53 დაჭრილი მებრძოლი მარიუპოლიდან ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, „მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს, ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო, მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211 - ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გაცვლის შედეგად დააბრუნებენ. აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება. „რთული დღეა, მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა დღე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინელი სამხედროების ქმედებების წყალობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე, მომლაპარაკებელი ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, უკრაინას ცოცხლები სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს. ჩვენი ბიჭების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს სამუშაო დელიკატურობასა და დროს საჭიროებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ Reuters-მა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ალყაშია 2022 წლის მარტიდან. ქალაქის უმეტესი ნაწილი ახლა ნანგრევებად არის ქცეული. ადგილობრივი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კვლავ შენობების ნანგრევებშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა რუსი დიპლომატების გაძევება მოითხოვა

ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატი კრის ბრაიტენი მიიჩნევს, რომ „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უნდა გააძევოს.  „ეს განცხადება უკანონოა და არის სამხედრო დანაშაულისკენ მოწოდება. დროა, ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი მოსკოვში დააბრუნოს. ლიზ ტრას, რის გაკეთებას აპირებთ?“- დაწერა ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატმა Twitter-ზე.   აზოვი პუტინს: სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.  „აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ. 29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.  უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს. უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.  

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მეუღლე ამბობს, რომ პროკოპენკო სავარაუდოდ, რუსეთში წაიყვანეს

„რუსული მედია იტყობინებოდა, რომ აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ ამას ჯერ არც უკრაინის სამთავრობო უწყებები და არც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) ადასტურებენ“, ამის შესახებ დენის პროკოპენკოს მეუღლემ, კატერინა პროკოპენკომ Suspilne-თან ინტერვიუში განაცხადა. კატერინა პროკოპენკო ამ ცნობებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მისი ქმარი რუსეთშია გადაყვანილი. მისივე განმარტებით, სხვა ინფორმაციას არ ფლობს. უკრაინის შს მინისტრი: „აზოვის“ პოლკის დატყვევებულ მებრძოლებთან კავშირზე, უკრაინის დაზვერვის ოფიცრები არიან „ძირითადად, ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) მოცანაა, გამომეხმაუროს, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი, სად არის ჩემი ქმარი. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან არის გარკვეული შეთანხმება, რომ არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ. მოხარული ვიქნები, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმა მოხდება. მათ უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, ადამიანის სიცოცხლე“, - აღნიშნა კატერინა პროკოპენკომ.    

„აზოვის პოლკი“ აცხადებს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინელთან, რომელიც რუსეთის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ნატალია ვოვოკს, რომელსაც ფედერალური სამსახური, მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაში ადანაშაულებს, უკრაუნულ „აზოვის“ პოლკთან დაკავშირებული არ არის. ამის შესახებ, განცხადება „აზოვის პოლკის“ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.  დარია დუგინას მკვლელობა გახსნილია - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური „ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში „აზოვის“ მონაწილეობის დადასტურებას ცდილობენ, ფაქტობრივად სხვა არაფერია, თუ არა „იაროშის“ მორიგი სავიზიტო ბარათი. ტერორისტული აქტში დადანაშაულება თავისთავად არის „აზოვის“ ხალხის წინააღმდეგ "ტრიბუნალის" მომზადება. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით რუსეთი  თავისი მოქალაქეებში ამკვიდრებს საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლო პროცესის „აუცილებლობის“ შესახებ“, - ნათქვამია „აზოვის“ პოლკის განცხადებაში.  მანამდე რუსულმა პროექტმა NemeZida-მ, რომელიც უკრაინის უშიშროების ძალების მონაცემებს აქვეყნებს, გამოაქვეყნა ოფიციალური პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, ვოვკს ეკუთვნის. მოწმობაში ნათქვამია, რომ ვოვკი მსახურობდა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში და ეკუთვნოდა მარიუპოლის 3057 სამხედრო ნაწილს, ვიდრე ქალაქი რუსულმა ჯარმა არ დაიპყრო ამ შენაერთში შედიოდა „აზოვის“ პოლკიც. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს, გვიან ღამით დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 29 წლის დარია დუგინას ავტომობილი მოსკოვის მახლობლად მდებარე გზაზე ააფეთქეს. ფიქრობენ, რომ მამამისი ალექსანდრე დუგინი, რომელსაც „პუტინის ტვინსაც" უწოდებენ, შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო. ალექსანდრ დუგინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ალექსანდრ დუგინი და მისი ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის იდეოლოგმა ლექცია წაიკითხა. გავრცელებული ცნობით, თავად ალექსანდრ დუგინიც ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და სხვა ავტომობილი არჩია.