თეგი: აკრძალვები
პოლონეთში, რუს ტურისტებს, პორტებისა და აეროპორტების გავლით შესვლა აეკრძალათ
პოლონეთში დღედან, შენგენის ტურისტული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების პორტებსა და აეროპორტებში შესვლა აიკრძალა. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს ჩვეულებრივი ვიზებით რუსების შესვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც აკრძალეს და ამისთვის ემზადება ფინეთი, რომელსაც რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს. იმავდროულად, მედია წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები დღევანდელ შეხვედრაზე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მობილიზაციისგან რუსეთის მოქალაქეების გაქცევასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გადახედვა კიდევ ერთხელ სცადონ. თუმცა ეს რა ფორმით მოხდება, ჯერ არაა ცნობილი. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.