თეგი: ალექსანდრე დარახველიძე
შს მინისტრის მოადგილემ გიორგი მჟავანაძის დაკავების მიზეზები განმარტა
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გამოეხმაურა მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორის გიორგი მჟავანაძის განცხადებას, რომ პოლიციის განყოფილებაში მას სამართალდამცავებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „გიორგი მჟავანაძემ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და დააკავეს ადმინისტრაციული წესით - პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე მის პრეტენზიებს რაც შეეხება, იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,- განაცხადა დარახველიძემ. მისი თქმით, მჟავანაძეს ჰქონდა შესაძლებლობა იმავე დღეს შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველსა და ექსპერტებს. "მჟავანაძის შემთხვევას რაც შეეხება, ის მისული იყო პოლიციის განყოფილებაში, რომ ჩაებარებინა მის მიმართ დაკისრებული სამართალდარღვევის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელებს და მოხდა მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, ამის შემდეგ პირველი სასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და მას ღია სასამართლო სხდომაზე ჰქონდა შესაძლებლობა მტკიცებულებები წარედგინა. ჩვენი მხრიდანაც სასამართლოზე წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევაში მისი მონაწილეობის ფაქტს. ჯერ პროცესი არ დასრულებულა, პირველ ივლისს უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. რაც შეეხება მისი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს, რომ მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულ საკითხზე იმავე დღეს გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც არის დამოუკიდებელი უწყება, შესაბამისად, იმავე დღეს მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა გამომძიებელს, სახალხო დამცველს, ექსპერტს, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ დადასტურდება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება",- განაცხადა დარახველიძემ. კითხვაზე, რატომ ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას პოლიციელები, რომელთაც მჟავანაძე ძალადობაში ადანაშაულებს, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ "ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს არ დადასტურდა ბრალი, ის ითვლება უდანაშაულოდ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“. „სირცხვილიამ“ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: ქვეყანაში დაუსაბუთებელად თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა გვაქვს
"საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. „უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს საკმაოდ მძიმე შეიარაღება ჰქონდა. კერძოდ, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები. მისი თქმით, დანიშნულია ექსპერტიზა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძემ უპასუხა, რომ ის მოქმედი თანამშრომელი არ არის. თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. თავის მხრივ, შსს აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც ეტაპობრივად გათვისუფლდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 12 მძევლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ალექსანდრე დარახველიძე: ყველა სამართალდამცავი უწყება, უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. შსს: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა „ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პოლიტიკა არის უმკაცრესი იმ პირების მიმართ, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულს სჩადის, თუმცა იმისათვის რომ, ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს, ამ დანაშაულთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოების ჩართულობა, ის რომ დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება, იმისთვის, რომ ჩვენ ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს.“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შეხება არ აქვს. გიორგი კაკაურიძე: საქართველოს საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია „საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იყო. ФСБ-ს მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი უკრაინიდან, ოდესის პორტიდან ბულგარეთში, ქალაქ რუსეში გაგზავნეს, აქედან საქართველოში, ფოთის პორტში, ამის შემდეგ კი სომხეთში. შემდეგ კი, ტვირთი სომხეთიდან კვლავ საქართველოში დააბრუნეს, საიდანაც რუსეთში გადაიტანეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრალდებას, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის მზადების თანამონაწილეთა შორის საქართველოს 2 მოქალაქეა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უსაფუძვლოს უწოდებს. „არ მაქვს არანაირი ვალდებულება, თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან", - განაცახადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. „ყოველთვის შეუძლია, ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას“, - აღნიშნა კაკაურიძემ. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს
შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას. ახალგაზრდა ქალი მეუღლემ სამუშაო ადგილზე, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ეს შემთხვევა და ზოგადად, ძალადობის შემთხვევები თითოეულ ჩვენგანს გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, რომ ყველა მოძალადემ, ვინც ჩაიდენს მსგავს ქმედებას, კანონის წინაშე უნდა აგოს უმკაცრესად პასუხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალებმა ჩვენს ქვეყანაში თავი დაცულად იგრძნონ", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა. შეგახსენებთ, თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს
„შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - „ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო,“ - ამბობს დარახველიძე. რა ვითარებაა ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა მისივე ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს. „დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს,“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის. „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ Facebook-ზე. დღეს, 8 ივლისს, „პრაიდის ფესტივალი“, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე შეღწევა მოახერხეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.
ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის მხარდაჭერილი სასწავლო პროგრამის მონაწილე შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ჩატარებული ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. შსს-ს ცნობით, დასკვნითი ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა და მას გენერალური პროკურორი - ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება ელექტორნული/ციფრული მტკიცებულებების ეფექტური გამოძიების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის სერტიფიკატები გადაეცათ.