თეგი: ალექსანდრე დე კროო

ევროკავშირს შემდგომ გაფართოებამდე რეფორმა სჭირდება - ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ ბლოკმა ახალი წევრების მიღებამდე რეფორმები უნდა გაატაროს. ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად საუბრისას დე კროომ განაცხადა, რომ ბელგია იმუშავებს მოლაპარაკებების ჩარჩოზე ორი კანდიდატი ქვეყნის  - უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებისთვის. „ევროპის მოსახლეობა ევროკავშირს უყურებს... მათი დაცვის მოლოდინით, ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი კეთილდღეობის გაძლიერების მოლოდინით და საერთო მომავლის მომზადების მოლოდინით,” - აღნიშნა დე კროომ. „საერთო მომავალი აქ, ევროპაში, ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკრაინას ევროპის გულში. ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოებისა და კოლექტიური სტაბილურობის საუკეთესო გარანტია,“ - განაცხადა ბელგიის პრემიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს თავისი უნარი, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები ერთიანობის შენარჩუნებით და გახდეს უფრო ეფექტიანი. ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს - ლაიენი