თეგი: ალექსანდრ ლუკანშენკო
ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 3-4 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინში ლუკაშენოსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დღის წესრიგში სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებია. მინსკს ვიზიტის დეტალური პროგრამა არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც ბელორუსის სახელმწიფო მედია წერს, ვიზიტი მოიცავს არაერთ სოციალურ და ჰუმანიტარულ ღონისძიებასაც.