თეგი: ალექსეი ნავალნი
კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ ორი პრიზი მოიპოვა
ამერიკულ კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვა და ასევე მიენიჭა ფესტივალის ფავორიტი ფილმის ჯილდო. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ზე 25 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში, დოკუმენტური ფილმების კონკურსის სექციაში შედგა. ფილმი რუსი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზეა. ფილმის რეჟისორია კანადელი კინოდოკუმენტალისტი დენიელ როჰერი. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ნავალნის გუნდის წევრი მარია პევჩიხი. ფილმი წარმოებულია HBO Max-ისა და CNN Films-ის მიერ. რეჟისორმა აღწერა ფილმი, როგორც „ერთი ადამიანის ისტორია და მისი ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან“. გადაღებები დაიწყო ნავალნის კომიდან გამოსვლის შემდეგ და გაგრძელდა 2021 წლის იანვარში, მის დაპატიმრებამდე. ფილმის მთავარი გმირის თქმით, გადამღები ჯგუფი აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის დროსაც კი მის გვერდით იყო.
ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სასჯელს ოპოზიციის ლიდერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ნავალნი თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 45 წლის ალექსეი ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როდესაც ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში რეაბილიტაცია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. დასავლეთის მთავრობები მკვლელობის მცდელობაში პუტინის სადაზვერვო სააგენტოებს (FSB) ადანაშაულებდნენ. კრემლი დანაშაულში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნისთვის 40 000 ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) განაცხადა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეზე, რუსეთმა ევროპული კონვენცია დაარღვია. საუბარია ნავალნის მოწამვლის საქმეზე, რომელიც დასავლეთის შეფასებით, მკვლელობის მცდელობა იყო. სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა ღია გამოძიებაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა ნავალნის სისტემაში საბჭოთა პერიოდის ქიმიური ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ არსებობის „გარკვეული მტკიცებულება“. „რუსეთის გამოძიებას არ შეეძლო შესაბამისი ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, დასჯა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შესაბამისად, რუსეთს დაევალა ნავალნისთვის 40 000 ევროს (43 000 დოლარი) ანაზღაურება.
ნავალნი ამბობს, რომ 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენ
ასი დღეა, პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ყოველდღე ვლადიმერ პუტინის 2-საათიან სიტყვას ასმენინებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავალნი ადვოკატების მეშვეობით ჰყვება, რა ხდება კოლონიაში. „ნორმალურები ხართ, საერთოდ? სხვა პუტინი ჩართეთ, განა ცოტა სიტყვით გამოსვლა ჰქონია?“, - ამბობს ნავალნი. კოლონიის თანამშრომელს კი ასეთი პასუხი აქვს: „ეს 2023 წლის მიმართვაა, შესაბამისად მას მთელი 2023 წლის განმავლობაში უნდა ვუსმინოთ. გამოვა შემდეგი მიმართვა - მას მოვუსმენთ“. პატიმრობაში მყოფმა სასამართლოსაც მიმართა განმარტებისთვის, რას საფუძვლით ასმენინებენ პუტინის მიმართვას და არ ურთავენ რადიოს. სასამართლოში კი, ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ გარკვეული ინსტრუქციით ახსნეს. კოლონიაში კი განმარტეს, რომ პუტინის გზავნილს რთავენ „მსჯავრდებულებში კანონმორჩილი ქცევის, ადამიანისადმი, შრომის, საზოგადოებრივი ნორმების პატივიცემის ჩამოყალიბების მიზნით“. ადამიანის უფლებადამცველის ოლგა რომანოვას განცხადებით, ასეთი „საგანმანათლებლო“ სამუშაო, რა თქვა უნდა, წამებას ნიშნავს და როგორც ჩანს, ეს კოლონიის ინიციატივაა. მისივე თქმით, მსგავსი „საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი“ სამუშაოების ნაწილია პატიმრებითვის „შამანის და ბაბკინას ამაზრზენი პატრიოტული სიმღერების მოსმენა“. ამას გარდა, ალექსეი ნავალნის ხშირად ათავსებენ სამარტოო საკანში, სადაც კოლონიის ამინისტაცია ურთავს დამაბრმავებენ სინათლეს, მასთან საკანში შეჰყავდათ „არასასურველი მეზობლები“, გვერდით საკანში ათავსებენ ადამიანს, რომელიც ღამ-ღამობით ყვირის. ფსიქოანალიტიკოსი ანასტასია რუბცოვა „Current Time“-თან ამბობს, რომ ყოველ საღამოს პუტინის სიტყვით გამოსვლის სმენა „ფსიქიკისთვის სახუმარო ამბავი არაა“. „როგორც ვიცი მთელი ამ ხნის განმავობაში ის სამარტოო საკანში იმყოფება და ადამიანებთან ნორმალურად დალაპარაკების საშუალებაც არ აქვს, ეს ძალიანა მძიმე ფსიქოლიოგიური წამებაა“, - მაბობს რუბცოვა. რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლექსეი ნავალნის 9 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თაღლითობის ბრალდებით. თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ. ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია. 19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ. ალექსეი ნავალნის კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა.
WSJ: შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, დასავლეთში დაპატიმრებული რუსები ალექსეი ნავალნიში გაცვალოს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შესაძლოა, დასავლეთში დაკავებული რუსი ჯაშუშების გაცვლის სქემის მონაწილე გახდეს. ამ ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, თუ ასეთი გაცვლა მართლაც შედგა, მოსკოვმა შესაძლოა, სიაში შეიყვანოს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერები, მათ შორის ნავალნი. „თუმცა, შეერთებული შტატების უპირველესი მიზანია საკუთარი მოქალაქეების - ადვოკატ პოლ უელანის და ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავს დაკავებული,“ წერს WSJ. ამერიკული მედია წერს, რომ პუტინი პირადად არის დაინტერესებული, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი დაიხსნას. რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. „პუტინმა უსაფრთხოების საკითხებში მთავარ მრჩეველს, პატრუშევს ჯერ კიდევ 2021 წელს დაავალა რუსეთში მყოფ პატიმრებში კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობის შესწავლა. მას შემდეგ მოსკოვმა კრასიკოვის შესაძლო გაცვლის საკითხი დააყენა პატიმრების გაცვლის თემაზე აშშ-სთან მოლაპარაკებისას. საუბარია აშშ-ის მოქალაქეებზე, რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ყოფილ სამხედროზე, პოლ უილანზე, რომელსაც 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ასევე, ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩზე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის მარტში დააკავეს,“- წერს WSJ. Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, პუტინი მხოლოდ კრასიკოვის გათავისუფლებით არის დაინტერესებული. მედია წერს, რომ მისი შესაძლო გაცვლა დიდ წინააღმდეგობას გამოიწვევს გერმანიაში. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა. ამასთან, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.
ნავალნის მეუღლე: თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ
ალექსეი ნავალნის მეუღლემ პირველი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე. „არ ვიცი, უნდა დავირეჯოთ თუ არა ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო წყაროებმა გაავრცელეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინის ხელისუფლება მუდმივად ტყუის. თუ ეს სიმართლეა, მინდა, პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც გაუკეთეს ჩემს ოჯახს, ეს დრო ძალიან მალე დადგება,“ეს განცხადება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნავალნი გარდაიცვალა. იულია ნავალნაია მიუნხენის კონფერენციის მონაწილეების წინაშე წარსდგა. „მინდა, მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უშვრებიან ბოლო წლებში,” - განაცხადა ნავალნაიამ. ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია, შვილის სიკვდილთან დაკავშირებით, სამძიმრის მიღებაზე უარს აცხადებს. „არ მინდა არავითარი სამძიმრის სიტყვების მოსმენა. ვნახეთ შვილი კოლონიაში, 12 რიცხვში [თებერვალს] პაემანზე ვიყავით. ცოცხალი იყო, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე,“ - მედიის თანახმად, ლიუდმილა ნავალნაიამ ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა.
ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი რუსულ ციხეში, ერთი კაცის კომპლექსი და შიში მხოლოდ ხაზს უსვამს პუტინის აშენებული სისტემის სისუსტესა და ლპობას ბლინკენის თქმით, ათ წელზე მეტია, რუსეთის მთავრობა და ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის დევნიდნენ, წამლავდნენ და აპატიმრებდნენ. „ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ალექსეი ნავალნის შესახებ ბევრ სხვა ქვეყანასთან ვისაუბრებთ, მით უმეტეს, თუ ეს ცნობები სიმართლე აღმოჩნდება,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება თუ დადასტურდა, ეს იქნება საშინელი ტრაგედია.
რუსი ოპოზიციონერი, პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, ნავალნიმ თავი გასეირნების შემდეგ შეუძლოდ იგრძნო და პრაქტიკულად მყიდიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. უწყების ცნობით, „დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.“ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამსახური ატარებს შემოწმებას, ხოლო ნავალნის გარდაცვალების მიზეზი მედიკოსებმა უნდა დაადგინონ. პუტინს ნავალნის გარდაცვალებაზე უკვე მოახსენეს. ნავალნის ადვოკატმა, ლეონიდ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ადვოკატი პოლიტიკოსთან 14 თებერვალს, ოთხშაბათს იყო მისული. „ალექსეი ნავალნის ოჯახის გადაწყვეტილებით, კომენტარს არ ვაკეთებ. ახლა საკითხს ვარკვევთ. ადვოკატი ოთხშაბათს იყო. მაშინ ყველაფერი ნორმალურად იყო,“ – აღნიშნავს სოლოვიოვი. 2023 წლის ბოლოს, ნავალნი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს. 2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია "Полярный волк-ში" (რუს. პოლარული მგელი), იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში. სადამსჯელო იზოლატორის საკნის პირობები განსაკუთრებით მკაცრია: პატიმრებს არ აძლევენ თეთრეულს, ეკრძალებათ შეხვედრა ახლობლებთან, სატელეფონო საუბრები, ამანათების მიღება გარედან, სეირნობა და სურსათის შეძენა მაღაზიაში. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული ჯგუფის დაარსებაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებასა და მის დაფინანსებაში. პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მას რიგი ორგანიზაციები პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ. ნავალნის მოწამლვა 2020 წელს სცადეს, რის შემდეგაც, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. „ალექსეი ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მის გაჩუმებას. მისი დაკავება მხოლოდ ხაზს უსვამს ნავალნის მიერ წამოყენებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას, რომ ის მოწამლეს სახელმწიფო აგენტებმა, რომლებიც უმაღლეს დონეზე გაცემული ბრძანებით მოქმედებდნენ," - წერდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ და მას სინდისის პატიმარს უწოდებდა. თავის სისხლისსამართლებრივ დევნას თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. სადამსჯელო საკანი პატიმრობის განსაკუთრებით მკაცრი პირობებით გამოირჩევა. ნავალნი მას აღწერდა, როგორც ორი - სამ მეტრზე ზომის საკანს, სადაც რკინის უზურგო სკამზე უხდებოდა ჯდომა. ის ასევე ჰყვებოდა, რომ სადამსჯელო საკანში არის მხოლოდ ადუღებული წყალი და ერთი წიგნი, განსხვავებით ჩვეულებრივი საკნისგან, სადაც არის "ყავა და ორი წიგნი."
ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი: ალექსეი ნავალნი მოკლეს
ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა X-ით გაავრცელა მოკლე ცნობა, რომელშიც ის წერს, რომ „ალექსეი ნავალნი მოკლეს.“ ეს ნავალნის წარმომადგენლების მხრიდან პირველი დადასტურებაა. „დედის ოფიციალური განცხადებით, ალექსეის სიკვდილი დადგა 16 თებერვლის 14:17 საათზე, ადგილობრივი დროით. კოლონიის თანამშრომლის თანახმად, მისი ცხედარი ახლა სალახარდშია. ის იქ საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა გადაასვენეს. ახლა ისინი „საგამოძიებო მოქმედებას“ აწარმოებენ. „მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს,“ წერს კირა იარმიში. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური.
ბლინკენი: ნავალნის სიკვდილი არის პუტინის განსაკუთრებული სისასტიკის შეხსენება
აშშ-ის სახელმწიფო მდიავნმა ენტონი ბლინკენის განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე განაცხადა. „ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავია. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება,“ – განაცხადა ბლინკენმა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
„საქართველო რუსეთი არაა“ - ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის და ნავალნის შედარება არ შეიძლება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შედარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: _დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა, გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს... არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია. _უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ... შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება. „შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება... თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში მონაწილეობდა), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა შეკითხვის საპასუხოდ. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ იყო ალექსეი ნავალნი
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი - რუსი ნაციონალისტი, ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი იყო. 44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა წლების წინ დაიწყო და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა. მისი მთავარი მიზანი ვლადიმერ პუტინის შეცვლა და რუსეთში კორუფციის დამარცხება იყო. მოსახლეობაში მისი აზრები ხშირად იწვევს აზრთასხვადასხვაობას, თუმცა მისი რეიტინგი მუდმივად მზარდი იყო. ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებები რუსეთის მოსახლეობაზე იყო მორგებული. ნავალნის საწყისები ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა. ის განათლებით ეკონომისტი და იურისტი იყო. რუსეთის ფედერაციაში დამთავრებული აქვს ორი უნივერსიტეტი. ასევე, განათლება მიიღო ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იეილის უნივერსიტეტში. მისი მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობენ. წლების წინ მისმა დედ-მამამ ქსოვილების ფაბრიკა დაარსა, რაც მოგვიანებით, წარმატებულ ბიზნესად იქცა. მისი ძმა ოლეგ ნავალნია, რომელიც რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი დაუწესეს. კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, კერძო გადამზიდავი კომპანია დააფუძნა. ძმა ოლეგთან ერთად, რომელიც ამ პერიოდში რუსულ ფოსტაში მუშაობდა, ივ როშეს და კიდევ ერთ კომპანიას გზავნილებზე მაღალი ფასები დაუწესეს და კომპანიას 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს. თუმცა, რუსულ გამოძიებას არავინ ენდობა და საქმეს თავად ნავალნიც პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა. ნავალნი მეუღლე იულიასთან და შვილებთან (დარია და ზახარი) ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. იულია ნავალნი მოსკოვში ცნობილი ეკონომისტია. ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს და ორჯერ მოწამლეს. “ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც,” - ამბობდა ნავალნი. ნავალნიმ, დაახლოებით, 20 წლის წინ, ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა და პატრია "იაბლოკოში" გაწევრიანდა. მალევე პარტიიდან წასვლა მოუწია. მიზეზი მისი ხისტი პოზიციები, ნაციონალისტური შეხედულებები და ქმედებები გახდა. ის პარტიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული "რუსული მარშის" ორგანიზებასა და საქმიანობაში, ასევე, სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ მოძრაობას. "რუსული მარში" ყოველი წლის ნოემბერში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებდა -"ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა." ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა. ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი, ვინც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ეწინაღმდეგებოდა, ალექსეი ნავალნი იყო. ის ითხოვდა აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე. “ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის,” - ამბობდა ალექსეი ნავალნი. მისი ქმედებები და განცხადებები ხისტი და მკვეთრად ნაციონალისტურია, რის გამოც ის საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში პოპულარობით ვერ სარგებლობდა. ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალექსეი ნავალნი 2011 წელს მოექცა. მანამდე, მისი ცნობადობა რუსეთში 10 პროცენტსაც არ შეადგენდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი, მისი რეიტინგი იზრდებოდა. რეიტინგის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორუფციასთან ბრძოლამ. ნავალნის რეიტინგი და ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა დასავლეთშიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ნავალნის მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა იყო. უფრო კონკრეტულად, მისი მიზანი იყო, დაესრულებინა პუტინის მმართველობა და ქვეყანაში რეალური რეფორმები გაეტარებინა. ალექსეი ნავალნი ფიქრობდა, რომ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა ყოფილიყო. ის ასევე თვლიდა, რომ ქალებს და კაცებს კანონით დაცული თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ. გარდა ამისა, ის სექსუალური უმცირესობების საკითხებზეც მუშაობდა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი ახალი თაობის რუსებში მკვეთრად იზრდებოდა. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ალექსეი ნავალნის ცნობადობა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება - პერიოდს, როცესაც მან "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" დაარეგისტრირა და მის მუშაობას სათავეში ჩაუდგა. “ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს და არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს,” - ალექსეი ნავალნი. მისი და შესაბამისად, ანტიკორუფიული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებია. მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საზოგადოებას გაუზიარა ისეთი მსხვილი კომპანიების შესახებ მამხილებელი ინფორმაცია, როგორიცაა - "როსნეფტი". ნავალნის გადაღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ის ცდილობდა, რუსებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იყენებენ ბოროტად სახელმწიფო თანამდებოებებს მოხელეები და როგორ იპარავენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. ნავალნი ხშირად ეუბნებოდა თანამოქალაქეებს, რომ ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელშია და არა მთავრობებში. მის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა დმიტრი მედვედევის შესახებ მომზადებულმა ფილმმა, სადაც ის მედვედევის ქმედებებს აღწერდა და მას სხვადასხვა დანაშაულში ამხელდა. სწორედ ამიტომ, ნავალნი მაშინ ათასობით ადამიანთან ერთად მედვედევის გადადგომას ითხოვდა, მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ფილმი, სახელად "ჩაიკა" არამხოლოდ მედვედევის, არამედ, მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდება. კორუფციული ფონდის საქმიანობა კრემლისთვის რომ მიუღებელი იყო, წლებია, ნათლად ჩანდა. ნავალნი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი, ნავალნის წარდგენილ ფაქტებს მოგონილსა და ტყუილს უწოდებდა. ის, რომ პუტინის რუსეთისთვის ნავალნისა და ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობა მიუღებელია, არაერთი გადაწყვეტილებებით დასტურდება. კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი “უცხოელ აგენტად” შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა. ნავალნის, მიმდინარე გამოძიების გამო, მოსკოვის დატოვებაც კი, ეკრძალებოდა. წარუმატებელი (გაყალბებული) არჩევნები სკანდალური გამოძიებების ფონზე, ნავალნის რეიტინგი როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ ეტაპობრივად გაიზარდა. მიუხედავად მისი მზარდი რეიტინგისა, მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. არჩევნები რომ გაყალბდა და დარღვევებით გაიმართა ამას ბევრი ფაქტი და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს თავად ნავალნიმაც თქვა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა, როგორც ყოველთვის, კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა. მიუხედავად არაერთი მარცხისა, ნავალნი ბრძოლას განაგრძობდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობა აუკრძალეს, მიზეზი “კრიმინალური” წარსულია, თუმცა ნავალნის მიმართ წარმოებულ საქმეებში ნათლად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები. “ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში,” - ალექსეი ნავალნი. ალექსეი ნავალნის ასი ათასობით მხარდამჭერი ჰყავდა და ის დანებებას არ აპირებდა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და აქციები, რომელსაც ის სათავეში უდგას, არაძალადობრივია, თუმცა კრიტიკული და მასშტაბური. მიუხედავად იმისა, რომ მასზე და მის მხარდამჭერებზე პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ხორციელდება. სასიცოცხლო საფრთხე პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშრად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეების გრძელი სია წლიდან წლამდე იზრდება. მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტიკოვსკაია, მოწამვლით მოკლეს იური ჩეკოჩიხინი, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში. სიკვდილს ორჯერ გადაურჩა თავად ალექსეი ნავალნიც. ერთხელ, როგორც თავად ამბობს, ციხეში მოწამლეს, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა. მას რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია, დღემდე უცნობია. ის კიდევ ერთხელ მოწამლეს. კომაში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. გერმანელი ექიმები ფიქრობდნენ, რომ ნავალნი გადარჩებოდა. მისი მეუღლე და მეგობრები კი, ამბობდნენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლმა მოწამლა. ოჯახი და ნავალნის მხარდამჭერები საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. გერმანელი ექიმები ადასტურებდნენ, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს. ამ დასკვნას ისინი პაციენტის ორგანიზმში გარკვეული ნივთირებების აღმოჩენაზე აფუძნებენ. გერმანიის კანცლერი და სხვა დასავლელი ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები რუსეთს დროული ქმედებისკენ, გამოძიების დაწყებისა და დამნაშავეების გასამართლებისკენ მოუწოდებდნენ. კრემლში უარყოფდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს. მეტიც, ამბობდნენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი არავის მოუწამლავს და მისი კომაში ჩავარდნა ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ განაპირობა. საგარეო პოლიტიკა ალექსეი ნავალნის მიზანი დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპასთან და ამერიკასთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა იყო. ნავალნი ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უკრაინაში, კერძოდ კი, პროპაგანდას ყირიმის ანექსიაზე, რომელსაც კრემლი ავრცელებს. ნავალნის ცნობილი და პოპულარული გამონათქვამები: “პატარა წიგნს ვკითხულობდი. მას რუსეთის კონსტიტუციას უწოდებენ. აქ წერია, რომ რუსეთში ძალაუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. ასე რომ, ვინ არის ძალა აქ?” “ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია, თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს, რატომ არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”. “ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის.” “ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც”. “ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში”. “როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე. მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.” წყარო - ამერიკის ხმა მასალა გამოქვეყნებულია 2020 წლის აგვისტოში.
ევროკავშირი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე. მისი თქმით, წევრი ქვეყნები აუცილებლად გამოვლენ სანქციების დაწესების წინადადებით, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს" - იულია ნავალნაია
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. „მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, დადგეთ ჩემ გვერდით. გაიზიაროთ არამხოლოდ მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. გთხოვთ, გაიზიაროთ მრისხანება, ბრაზი და ზიზღი მათ მიმართ, ვინც ჩვენი მომავლის მოკვლა გაბედა... სირცხვილი ის კი არაა გააკეთო ცოტა, სირცხვილია არაფრის კეთება. სირცხვილია თავი დააშინებინო,“ - აღნიშნა ნავალნაიამ. მისივე შეფასებით, რუსებს სჭირდებათ „თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი, მშვენიერი მომავლის რუსეთი.“ „მე ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება, მინდა ასეთში ცხოვრობდნენ ჩემი და ალექსეის შვილები. მინდა, ის ავაშენო თქვენთან ერთად. ზუსტად ისეთი, როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა. ღირსებით, სამართლიანობით და სიყვარულით სავსე რუსეთი.“ იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
ნავალნის სიკვდილის, გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ დამატებით სანქციებს განვიხილავთ, დიახ,“ - უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს. ამასთან, ჯო ბაიდენმა აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი დიდ შეცდომას უშვებენ, რადგან წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცებაზე უარს ამბობენ. ააშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ნავალნის სიკვდილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცებაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ არის. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს.
ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს
ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ, ვიდეომიმართვა ჩაწერა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი, რომელშიც შვილის ცხედარის გადაცამას ითხოვს. „ჩემ ზურგს უკან კოლონია ИК-3 „პოლარული მგელია“, სადაც 16 თებერვალს დაიღუპა ჩემი შვილი ალექსეი ნავალნი, მეხუთე დღეა მას ვერ ვნახულობ, მის ცხედარს არ მაძლევენ და იმასაც არ მეუბნებიან სად არის ის. მოგმართავთ თქვენ, ვლადიმირ პუტინ, საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მომეცით ბოლოს და ბოლოს ჩემი ვაჟის ნახვის საშუალება. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გადმომცეთ ალექსეის ცხედარი, რომ ადამიანურად დავკრძალო,“ - ამბობს ლუდმილა ნავალნაია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ნავალნის სიკვდილის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „დიდ პაკეტს“ ამზადებს
შეერთებული შტატები პარასკევს, 23 თებერვალს, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. „პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების დიდ პაკეტს ამ პარასკევს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმაზე, რაც მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა AFP-ის ცნობით. მან არ დააკონკრეტა ამ პაკეტის დეტალები, მაგრამ, როგორც AFP აღნიშნავს, მისი განცხადება ასევე ემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
ევროკავშირმა ნავალნის სიკვდილის გამო რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა
20 თებერვალს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის საქმეთა რწმუნებული ბრიუსელში ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის პატიმრობაში სიკვდილის გამო გამოიძახა. „ევროკავშირის მმართველმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, შუა აზიის რეგიონუდ და ეუთოს საკითხებში, მიხაელ ზიბერტმა გამოიძახა რუსეთის საქმეთა რწმუნებული ევროპის კავშირში კირილ ლოგვინოვი და მოუწოდა რუსეთს, ნავალნის სიკვდილის „გარემოებათა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება ჩაატაროს“ - ნათქვამია ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
ნავალნის მიმართ პატივისცემის საუკეთესო გამოვლენა უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს NATO-სა და და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა. 20 თებერვალს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ალიანსის ხელმძღვანელმა, სხვათა შორის თქვა, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა ქალაქ ავდეევკიდან რამდენიმე თვიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ აჩვენებს სამხედრო დახმარების აუცილებლობას „რათა იყოს იმის გარანტია, რომ რუსეთს არ ექნება შემდგომი წარმატება.“ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
კარა-მურზა პუტინზე: მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - შემდეგ იყო ჩეჩნეთი, სირია, ბესლანი, საქართველო, უკრაინა
რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აკისრებს და აღნიშნავს, რომ მან 25-წლიანი მმართველობის პერიოდში სიკვდილი მოიტანა, არამხოლოდ რუსეთში, არამედ, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, სირიაში, ჩეჩნეთში, საქართველოსა და უკრაინაში. „ერთი რამ დანამდვილებით და მტკიცედ ვიცი, ალექსეი ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირდაპირ ვლადიმერ პუტინია, რადგან ნავალნი პირადად მისი პატიმარი იყო. მხოლოდ მისი პირადი ბრძანების საფუძველზე შეუძლიათ მოქმედება FSB-ს მეორე სამსახურის მომწამვლელებს, საქმეების განხილვა და სასჯელების გამოტანა გამომძიებლებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს, ციხის მაღალჩინოსნებს კი, პატიმრების წამება. ამ კაცმა, მისი 25-წლიანი ძალაუფლების განმავლობაში, მხოლოდ სიკვდილი მოიტანა - სწორედ იმ შემოდგომიდან, როცა ბინებში მძინარე მშვიდობიანი ადამიანები ღამე საცხოვრებელი ბინებში ააფეთქა. შემდეგ იყო ჩეჩნეთი, ნორდ-ოსტი, ბესლანი, საქართველო, სირია, უკრაინა. ეწირებიან საუკეთესოები - ყველაზე მამაცები, ყველაზე გულწრფელები, ყველაზე მზრუნველები. ყველა ბრუნდება - მათ გარდა, ვინც საჭიროა". და მხოლოდ შურისმაძიებელი, მშიშარა, ხარბი მოხუცი კაცი ინარჩუნებს სასიკვდილო ძალას და ანადგურებს ყველას, ვისგანაც საფრთხე შეექმნება მის ძალაუფლებას," - წერს კარა-მურზა სოციალურ ქსელში. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, რომელშიც ნავალნი დაიღუპა
ბრიტანეთმა 21 თებერვალს სანქციები დაუწესა რუსეთში, არქტიკაში მდებარე იმ ციხის დირექციის ექვს წარმომადგენელს, რომელშიც კრემლის ოპონენტი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. სანქციები დაუწესეს ციხის დირექტორს, პოლკოვნიკ ვადიმ კალინინს და მის ხუთ მოადგილეს - მათ აეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, გაიყინება მათი ქონება, აცხადებს ბრიტანეთი. „მათ, ვინც პასუხს აგებენ ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე, ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ - ჩვენ დავაყენებთ მათი ანგარიშვალდებულების საკითხს," - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის სიტყვებსაც BBC ციტირებს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. ალექსეი ნავალნის დედა პუტინს შვილის ცხედრის გადაცემას სთხოვს.
ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი შვილის ცხედარი ანახეს. მან აღნიშნა, რომ გამოძიება მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას ითხოვს, ხოლო უარის შემთხვევაში იმუქრებიან. „გუშინ საღამოს მორგში მიმიყვანეს, სადაც ალექსეი მანახეს. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ მათთვის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია… მათ მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რომლებიც ვითომ ვნახე, ვითომ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო მოწმობას ხელი მოვაწერე. კანონით მათ მაშინვე უნდა მოეცათ ჩემთვის ალექსეის ცხედარი, მაგრამ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად, როდის და როგორ უნდა იქნას ალექსეი დაკრძალული. ეს უკანონოა. მათ ბრძანებები მოსდით ან კრემლიდან, ან საგამოძიებო სამსახურის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდეს, გამომშვიდობების გარეშე. უნდათ, რომ სასაფლაოს კუთხეში ახალ საფლავთან მიმიყვანონ და მითხრან: “აი აქ წევს თქვენი შვილი”. ამაზე თანახმა არ ვარ… ამ ვიდეოს ვწერ, ვინაიდან მუქარები დაიწყეს: პირდაპირ თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, რომ საიდუმლო დაკრძალვას თუ არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რამეს უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: “დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება”. განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვ, მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი კანონით მოხდეს. ვითხოვ, დაუყოვნებლივ გადმომცენ ჩემი შვილის ცხედარი,” - განაცხადა ნავალნაიამ. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ. ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა. 19 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე, მისი მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის - ეს სატანიზმია." მისი თქმით, გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც ნავალნის ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ, ვლადიმირ პუტინი დგას. „დღეს 9 დღე გავიდა ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან. 9 დღე მას შემდეგ, რაც პუტინმა მოკლა ალექსეი ნავალნი. მაგრამ მკვლელობა არ იყო საკმარისი პუტინისთვის, ახლა მას მძევლად ჰყავს აყვანილი მისი ცხედარი, დასცინის დედას, აიძულებს, დათანხმდეს ფარულ დაკრძალვას... ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა. რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს? მომეცი ჩემი ქმრის ცხედარი. ჩვენ გვინდა, რომ მას პანაშვიდი ჰქონდეს და შემდეგ ადამიანურად, მიწაში დაკრძალონ, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია მიღებული. დაგვითმეთ ალექსი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შენ ის ცოცხლად აწამე და ახლა მკვდარზეც იგივეს აგრძელებ. თქვენ დასცინით გარდაცვლილის ნეშტს. შეუძლებელია უფრო დიდი ეშმაკის წარმოდგენა... თქვენ არღვევთ ყველა კანონს: ადამიანურსაც და ღვთაებრივსაც," - აცხადებს იულია ნავალნაია. ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა - ნავალნის პრესმდივანი
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დღეს, 24 თებერვალს დედას გადაეცა. „ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება მათ განხორციელებაში ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი კი ხელმისაწვდომი გახდება,“ - აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე
მედიის ცნობით, მოსკოვში ნავალნის ადვოკატი დააკავეს
ადვოკატი ვასილი დუბკოვი, რომელიც პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის იცავდა, მოსკოვში დააკავეს. განუცხადეს წყაროებმა Novaya Gazeta Europe-ს. წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში“ ედება. წყარომ განაცხადა, რომ დუბკოვი შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, დუბკოვი რუსი ოპოზიციონერის დედის გვერდით იდგა.
ნავალნის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პუტინია - ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პუტინის რეჟიმია პასუხისმგებელი. რეზოლუციაში ევროპელმა დეპუტატებმა კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალებას მკვლელობა უწოდეს და განაცხადეს, რომ ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთის რეჟიმს და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ რუსეთის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა. ევროპარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცალკე რეზოლუცია, რომლითაც ითხოვენ, უკრაინას მიეცეს ყველა საჭირო იარაღი და მხარი დაუჭიროს მას გამარჯვებამდე. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა. მანამდე ნავალნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვერ პოულობდნენ გამოსამშვიდობებელი პანაშვიდისთვის ადგილს, სარიტუალო სააგენტოების მიერ სივრცის გამოყოფაზე უარის გამო. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ნავალნი მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო რესურსი Meduza იტყობინება. ნავალნის გუნდის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოები აჩვენებს, რომ სამგლოვიარო პროცესიას სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, ისინი სკანდირებდნენ ნავალნის მხარდასაჭერად და ვლადიმერ პუტინს მკვლელს უწოდებდნენ. „მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „რუსეთი პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია.“ Meduza-ს ცნობით, ნავალნის პატივსაცემად, ბევრი ადამიანი მივიდა და ეკლესიისკენ მიმავალი რიგი, დაახლოებით ორ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. როგორც მედიასაშუალება წერს, ხელისუფლებამ არეალში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდა. პოლიცია დაკრძალვაზე მისულთა საბუთებსა და პირად ნივთებს ამოწმებდა. ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ტელეგრამ-არხით ალექსეი ნავალნის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა ანა ახმატოვას ლექსი - "რეკვიემი.“ შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.
გვარი - ნავალნი რუსეთში "ექსტრემისტულ სიმბოლიკას" გაუთანაბრეს
ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის გვარი ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს - იუწყება უფლებადამცველთა პროექტი "Первый отдел". ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ცნობა ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სამი მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ - ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს მურმანსკშიც. ოთხ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯა, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი - ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა [2021 წლიდან], ხოლო გვარი ნავალნი - „ატრიბუტიკად და სიმბოლიკად“ სახელდება. "სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ იკრძალება და ვერც აიკრძალება გვარი - ნავალნი,“ - წერს "Первый отдел"-ი. თუმცა იმის გამო, რომ ოთხი სასამართლო გეოგრაფიულად ვრცელ არეალს მოიცავს, უფლებადამცველები ნავალნის გვარის გამო ადამიანების დასჯას უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად თვლიან და არა ცალკეულ შემთხვევებად. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს.
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კანადამ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ახალი სანქციების ქვეშ მოექცა ექვსი თანამდებობის პირი, პროკურატურიდან, ასევე სასამართლოდან. სანქციები დაუწესდა იმ ციხის წარმომადგენლებს, სადაც ნავლნი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.
ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს. ინფორმაციას გაეროში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს. „ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას,“ - განაცხადა ლოტე კნუდსენმა. გაეროში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო ითხოვს და საბოლოო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. დასავლეთი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პუტინს და მის რეჟიმს აკისრებს. ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პირველ მარტს დაკრძალეს.