თეგი: ალიანსი
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს
უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა წამოიწყეს თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებას და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კულებას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ დღეს ლოგისტიკური მიზეზის გამო პირადად ვერ ჩავიდა კიევში. „დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდით დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ახალი ფორმატის წევრები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ თებერვალს, რადაში გამოსვლისას განაცხადა.
მედია: ჯონსონი ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, Corriere Della Sera-მ დაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ამ ალიანსში უკრაინისა და ბრიტანეთის გარდა, გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და მოგვიანებით თურქეთს. გამოცემის წყაროების ცნობით, ჯონსონმა ზელენსკის ეს იდეა 9 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას გაუზიარა. „ალიანსი დააკავშირებს იმ ქვეყნებს, რომელთაც ბრიუსელისადმი უნდობლობა აერთიანებთ, ასევე არ მოსწონთ გერმანიის პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში“, - წერს გაზეთი. ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა 2014 წელს, უკრაინას არ დაეხმარა გამოცემის ცნობით, კიევს ამ შეთავაზებასთან მიმართებით, აქტიური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა არც საწინააღმდეგო აზრი გამოუხატავს. „როგორც ჩანს, ზელენსკი ელოდება ევროკავშირის სამიტს, რომელიც 23 ივნისს იმართება და 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭონ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი“, - წერს მედიასაშუალება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ალიანსი შეიქმნა
თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ფინტექ ასოციაციაებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსის შექმნის შესახებ, იტყობინება აზერბაიჯანული Report-ი, აზერბაიჯანის Fintech ასოციაციის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე დაყრდნობით. დოკუმენტი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კანონმდებლობა და რეგულირება, ფინანსური ინკლუზიის გაზრდა, სტარტაპის ეკოსისტემის მხარდაჭერა, საერთაშორისო გადახდების და ტრანსფერების ხელშეწყობა და კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვჯერა, რომ დღეს შექმნილი თურქული სახელმწიფოების Fintech ალიანსი დადებით წვლილს შეიტანს Fintech სექტორის გაძლიერებაში ყველა მოძმე ქვეყანაში და რეგიონული თანამშრომლობის უფრო სწრაფ განვითარებაში,“ - ნათქვამია საზოგადოებრივი ასოციაცია „აზერბაიჯანის ფინტექ ასოციაციის“ განცხადებაში.