თეგი: ალმაზბეკ ატამბაევი
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემა იგეგმება
ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენცია შესაძლოა მოხუცთა თავშესაფარს გადაეცეს. ამის შესახებ კომენტარი ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა გააკეთა. მანამდე ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა კოი-ტაშში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი სპორტული კომპლექსის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა. ამის საპასუხოდ სახელმწიფო ქონების ფონდმა განაცხადა, რომ „სოფელ ქოი-ტაშში 2,7 ჰექტარზე 1385,5 კვ.მ საერთო გამოსაყენებელი ფართის ჯანდაცვის ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა“, ხოლო 12 აპრილს საკუთრება კადასტრმა დაარეგისტრირა. დეპარტამენტმა ასევე გაიხსენა, რომ 30 მაისს ფონდის თანამშრომლებმა ჩაატარეს ადგილზე ვიზიტი ქონების ინვენტარიზაციის მიზნით და აცნობეს ატამბაევის წარმომადგენლებს, რომ დაწესებულება სამ დღეში უნდა გაათავისუფლონ. ფონდის თანახმად, ატამბაევის მხარდამჭერებს არ აქვთ უფლება შექმნან სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბავშვებისთვის, დაწესებულება გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში. „ფონდმა შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტი ამ დაწესებულების ბაზაზე მოხუცთა სოციალური სტაციონარული დაწესებულების შექმნისა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზების შესახებ“. - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს კამათი სახელმწიფო ქონების ფონდის წარმომადგენლებსა და ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის წარმომადგენლებს შორის სოფელ კოი-ტაშში, მისი სახლის ტერიტორიაზე. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ატამბაევის ოჯახის ქონება ხელახლა დარეგისტრირდა და ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულნი. 2020 წლის 23 ივნისს ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბათუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. მოგვიანებით ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიმდინარე წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც ძალაში დატოვა