თეგი: ანალენა ბაერბოკი
ანალენა ბერბოკი: მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, დიდი საფრთხეა
მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, არის დიდი საფრთხე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ,,ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ ტანკებითა და საჰაერო რაკეტებით, არა მხოლოდ ყალბი ამბებითა და პროპაგანდით, არამედ ეს არის სასურსათო ომი, რომელსაც უკვე მსოფლიოს გარშემო ვხედავთ. მარცვლეულის უკრაინაში შენახვა, იმის გამო, რომ რუსეთი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს მსოფლიოში, არის დიდი საფრთხე. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ ახლა ამ სესიაზე ფოკუსირებას ვახდენთ გლობალურ სასურსათო კრიზისზე, რომელიც ჰორიზონტზე ჩანს", - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.