თეგი: ანა აბაშიძე
მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ - ანა აბაშიძე
მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ, - ამის შესახებ ასე უპასუხა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეკითხვას. "მე შემიძლია, ბევრი შემთხვევა გავიხსენო. უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეზე, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა "ხულიგანი" ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების", - განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.
დავითულიანი: აბაშიძის და ჯანეზაშვილის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს განვიხილავთ ომბუდსმენად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა. „მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში, წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე). ჩვენი პოზიცია მარტივია, ვთქვით, რომ არ წარვადგენთ კანდიდატს, ამის უფლება დავუთმეთ ოპოზიციას და ვთქვით, რომ არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - განაცხადა დავითულიანმა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს გულისხმობს. „ორივეს - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა,"- განაცხადა დავითულიანმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შანსები აქვს ანა აბაშიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამაზე კომიტეტი იმსჯელებს.