თეგი: ანა ფოტოგა
ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას
ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს, მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას. „მათგან ყველაზე გამორჩეული ახლა ციხეშია – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნიკა გვარამია, რომელიც არის დღევანდელი დებატების ერთ-ერთი თემა. მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ანა ფოტიგამ. ინფორმაციისთვის, „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ' ევროპარლამენტში რეზოლუციის 7 პროექტია რეგისტრირებული. 9 ივნისს ევროპარლამენტი შეთანხმებულ ტექსტს უყრის კენჭს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისშია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად. უკრაინის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის“, – წერს ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ ვიზიტს პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, საქართველოს დიდი მეგობრის, ლეხ კაჩინსკისთვის პატივის მიგებით იწყებს, რომელსაც რუსული საფრთხეები ძალიან კარგად ესმოდა. რაც შეეხება თბილისში ვიზიტის მიზეზს, ფოტოგა წერს, რომ საქართველოში რუსული აგრესიის დამარცხების გზების განსახილველად იმყოფება.