თეგი: ანა წითლიძე
ექიმი: ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა
სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. „სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. წითლიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
ანა წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ შიმშილობის მე-12 დღეს, ექიმების კატეგორიული მოთხოვნით, შიმშილობა შეწყვიტა. შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა ამის შესახებ პარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს. ანა წითლიძემ ექიმებს, პარლამენტის აპარატსა და მეგობრებს, მხარდაჭერისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. „მე, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან არ მქონდა იმის იმედი, რომ ჰუმანურობისგან დაცლილი ხელისუფლება რამეს იზამდა და ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე, ბოღმაზე, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გვკვებოს. იმ სიძულვილის მორევში რაშიც გვითრევენ, ვერ გადარჩება ვერავინ. ეს ვიცი ძალიან ზუსტად და არის ზღვარი, სადაც სიძულვილი უნდა გაჩერდეს... ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, იმიტომ რომ სიძულვილი არის არის ის, რაც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპული მომავლისკენ",- თქვა დეპუტატმა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დავით კირკიტაძემ შიმშილობა შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ 16 დეკემბერს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თემურ ჯანაშია საავადმყოფოში გადაიყვანეს