თეგი: ანგელა მერკერი
ანგელა მერკელი ვოლოდიმირ ზელენსკის: 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად მივიჩნევ
გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს. „ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით. კანცლერი მხარს უჭერს ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ანგელა მერკელი: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შევასრულებ
"მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შეასრულებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება", - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ერთი მხრივ, პუტინი მზად აღარ იყო ნორმანდიულ ფორმატში სამიტებისთვის. მეორე მხრივ, მე ვერ მივაღწიე იმას, რომ შევქმენი დამატებითი სადისკუსიო ფორმატი რუსეთისა და ევროპისთვის, ნორმანდიული ფორმატის პარალელურად. პოლიტიკიდან წასვლამდე ვცდილობდი, უკრაინული კრიზისი არ დამეშვა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიე“, - განაცხადა მერკელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.