თეგი: ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, მორიგი ფანტაზია და ტყუილია
რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს. „შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.
საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციებს აწესებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო. მისივე თქმით, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. „მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღვრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი“, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს „გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი - დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა. გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს. ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში. საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით. საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია - სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით. პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, - ნათქმია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ნოემბერს, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. „ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრამუთის დედათა მონასტერში, უცნობი პირი შეიჭრა
როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები - დეკანოზი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა, მიხეილ სააკაშვილზე საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად", - აღნიშნავს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ანდრია ჯაღმაიძე: საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ
საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფელებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იყოს მომართული მედიასაშუალებები. „ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს. პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე, ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი. ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით. ამ დროს კი, საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები. სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას: ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა): 2012წ - 78; 2013წ - 136; 2014წ- 146; 2015წ - 143; 2016წ - 91; 2017წ – 295; 2018წ – 387; 2019წ – 1109; 2020წ - 866; 2021წ - 1038; 2022წ - 286. ჯამში: 4557. ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე პირველ კომენტარს აკეთებს
საქართველოს საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ. ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები. ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო. რაღაც პერიოდის წინ მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით, ანალიზები ჩაიტარა. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ სხვადასხვა ანალიზები გავაკეთეთ. სასმელი წყლის, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვების, ძირითადად რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევასა და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი. რადგან ეს მაინც არის პირადი ინფორმაცია, არ მინდა დეტალებში შევიდე, თუმცა კვლევა საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში გაკეთდა. [სისხლში მძიმე მეტალების აღმოჩენის] მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, საჭიროა საკითხი შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „დროდადრო საჭიროა კვლავ ანალიზები გადამოწმდეს და საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა შესაბამისი ძიება განახორციელონ, რომ თუ არის რაიმე შანსი, ხდებოდეს გარედან ჩარევა, ამისი პრევენცია, აღმოფხვრა და აღმოჩენა მოხდეს. მეუფე კლინიკაში არც ყოფილა, თავს კარგად გრძნობს, მუშაობს, უბრალოდ იყო პერიოდი, როცა განსაკუთრებით სისუსტეს გრძნობდა. გამორიცხული არ არის [მოწამვლას ჰქონდეს ადგილი] იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც მის სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები რომ მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. როგორც დეკანოზი ამბობს, შესაძლებლობა, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლა გარედან ყოფილიყო განხორციელებული, არსებობს. „ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. მას შემდეგ, რაც მეუფე პატრიარქმა მოსაყდრედ გამოირჩია, მის მიმართ სულ მუდამ მიმდინარეობს კამპანია და ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი დემონიზაცია ადამიანის. ეს კამპანია მუდამ არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელი არის, რომ უკვე მეორე, მისი ფიზიკური განადგურების ეტაპი დადგეს. ზოგადად, ეს ეტაპი არის. პირველი ეტაპი ცხადი იყო, ყველა ვხედავდით. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია ეს ერთობლივად განვიხილოთ, ამის შესაძლებლობა არის. რაც შეეხება გარედან ჩარევას, არ არის გამორიცხული, თუმცა მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს სხვა სახის ძიებისა და კომპეტენციის ხალხის უფლებაა. მეც და მეუფეც ერთად ვფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი. იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი, ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამის საშუალებები, რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან. პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, საპატრიარქოს იურისტი გამოეხმაურა~ პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს.
ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით“: ძალადობის საფრთხე შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე. ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან. „შეიძლება, არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ -აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. კითხვას, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ [რომ არ იძალადონ?]“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. დღესვე, საპატრიარქომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფებას, კანონით შეიზღუდოს „ლგბტ მოძრაობა". საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა. „ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“: „მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“. როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“. საპატრიარქო: დაანონსებულ „ლგბტ კვირეულს" არ შეიძლება, თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მონაწილეობდა „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. ამასთან, გაეროს წარმომადგენელმა „მადლობა გადაუხადა შსს-ს, რომ დაცულია თბილისში მიმდინარე პრაიდის ღონისძიების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.“ 2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია - "სიყვარულს ვერ დაამარცხებ". 2021 წელს „ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. დაზარალებულები ხაზგასმით აღნიშნავემ რომ აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულს „სამართლებრივი თვალსაზრისით, ორგანიზატორი არ ჰყოლია.“ „პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე.
ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: გამოძიება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“. ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან. „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა. „ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია
„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა,“ - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - წერს ჯაღმაიძე. ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. „რუსთავი 2" წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა "მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა" სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. მედია აღნიშნავს, რომ მეუფე შიო "მოწამლეს თუ მოიწამლა - ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც".
ჯაღმაიძე მლეთაში ჩასვლის შემდეგ: ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს
სოფელ ზედა მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან, რუსეთის საოკუპაციო ძალის ჯარისკაცების გამოჩენის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთაში იმყოფებოდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც იქ შემნილ ვითარებას Facebook ლაივის დროს გამოეხმაურა. „ლომისის ტაძარი საქართველოში რამდენიმეა. გუშინდელ სიუჟეტში საუბარი იყო, რომ ლომისის ტაძრის კარი აჭედილია. მოსახლეობისგან აღებულია ინტერვიუ, სადაც ამბობენ, რომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. შემდგომ, ეს კადრები გადმოდის მლეთის წმინდა გიორგის ტაძარზე და სიუჟეტიდან გაუგებარი ხდება, რომელ ტაძარზეა საუბარი. საერთოდ არ არის ნახსენები ის სოფელი, რომელსაც კირბალი ჰქვია. სოფელ კირბალშია სწორედ ეს ტაძარი. მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იმ ტაძარში ცოტა ხნის წინ. იქაც შესაძლებელი იყო, რაღაც პერიოდის წინ გადასვლა. წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ იქ ვიღაცამ ააფრიალა ქართული დროშა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს - აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. მსგავსი ტაძრები რამდენიმე გვაქვს გორის რაიონში, ეს არის სოფელ აძვში წმინდა გიორგის ტაძარი, სოფელ ქერეში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი. ამიტომ, ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, სახელებისა და ადგილების აღრევა, რაღაც მოვლენების გადანაცვლება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს,“ - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები. „2009 წლიდან ე.წ. სასაზღვრო პატრული ამოდის ამ ტერიტორიაზე. კარგად ვიცით, რომ ქსნის ხეობის ოკუპაციის შემდეგ, ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, პირობითი, ე.წ. საზღვარი ამ ქედზე გაატარეს რუსმა სამხედროებმა. პირობითი საზღვარი და ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი სწორედ ამ ჩვენს წმინდა გიორგის ტაძარსა და დამხმარე ნაგებობას შორის გადის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ აქ ამოდის პატრული, ქედის იქით მხარეს უკვე არის ქსნის ხეობა და აქედან ჩანს რუსული ბაზა, მათ მორიგეობა აქვთ აქ და ამოდიან. გუშინდელი გავრცელებული კადრებიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. უცნაურობა ის იყო, რომ რუსმა სამხედროებმა აქ ამოსვლისას ააფრინეს დრონი, თუმცა დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამ დრონის აფრენა და ყოფილა ეს შემთხვევები, ამ ტერიტორიის დათვალიერება დრონის საშუალებით ხდება მუდმივად. როგორც გითხარით, ეს არის ე.წ. სასაზღვრო ზოლი და ამიტომ აქ, ყოველთვის არის გარკვეული საფრთხეები,” - აღნიშნა ჯაღმაიძემ. ასევე გაეცანით: სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „მლეთის ინციდენტზე“ კომენტარს აკეთებს ცნობისთვის, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ გუშინ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის.“ „ლომისის წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ. „ქოცხელისუფლება“ კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ახლა?“ - წერდა ქაცარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.
ანდრია ჯაღმაიძე: უნდა გავაკეთოთ დასკვნები, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო. ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის). ჯაღმაიძე მლეთაში ჩასვლის შემდეგ: ყოველგვარი დაუფიქრებელი, გაუცნობიერებელი განცხადება, საფრთხეს უქმნის ისედაც დაძაბულ გარემოს როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში, ქართველი სასულიერო პირები და მრევლი, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით ტაძართან, ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი დღეს კი სამწუხაროდ მსხვერპლი გვაქვს. მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე, ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა. დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში. 25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები. მე როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს. ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური.” შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კომენტარი გააკეთა სამების ტაძარში არსებულ ხატთან დაკავშირებით და დღესასწაულის სკანდალის გადაფარვის მცდელობაზე მიუთითებს. ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ის, რომ „ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში, არაფრის მომცემია და ეს მეორადი საკითხია, ისიც, რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის.“ „მთავარი რამ, რასაც ამ სიუჟეტიდან ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა. ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ.გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის. ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოების სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც," - აცხადებს ჯაღმაიძე. ის ფიქრობს, რომ "ეს არის მიზანმიმართული ტაქტიკა, რომ არ მივიდეს მაყურებლამდე ნამდვილი შინაარსი დღესასწაულისა." „შობაზე თუ ამას იკადრებდნენ, ძნელი წარმოსადგენი იყო, თუმცა იკადრეს და მათი მაყურებელი, ამაღლებული საიდუმლოს გააზრების ნაცვლად ორი დღეა, სტალინზე ფიქრობს. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს. რეალურად დასცინიან მსმენელს. ისტორია შობის შესახებ მეორდება, ხალხი ამაოებაში ჩაფლული, მათი მხსნელის ამ ქვეყნად მოსვლას ვერც იგებს, ეს ოცი საუკუნის წინ. და დღეს ისევ იგივე, ამ ტელევიზიების მაყურებელი დარჩა შობის სიხარულის გარეშე, სიყვარულის ნაცვლად განკითხვაში და სიხარულის ნაცვლად, ლანძღვაში," - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" ანდრია ჯაღმაიძე. დეკანოზმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: „ბეთლემში ქრისტეს შობისას, თითქმის მთელი სამყარო, მათ შორის ხალხი ვინც მესიის მოსვლის წინასწარმეტყველება იცოდა და მოლოდინი ჰქონდა, ამაო საქმიანობით და საფიქრალით იყო გართული. ვერავინ შენიშნა, რომ ქრიტე მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი იშვა, ვერავინ გაიხარა ამით გარდა მწყემსებისა. - რატომ არ ელოდა ხალხი მის მხსნელს? - არ ეცალათ - რატომ არ ეცალათ? - ალბათ ჟურნალისტები დარბოდნენ და ტირანი ჰეროდეს შესახებ ელაპარაკებოდნენ ხალხს, ქრისტეს შობის ხარების ნაცვლად. რა საბრალონი იყვნენ, იმის ნაცვლად, რომ ამ დიდ საიდუმლოზე ეფიქრათ იმ დღეს, ჰეროდეზე ფიქრობდნენ და მათ გულში ქრისტეს ნაცვლად ჰეროდე პოულობდა ადგილს. მე კი გილოცავთ გულით ქრისტეს შობას, თქვენს გულებში იპოვოს სამყოფელი ახალშობილმა, ყრმა იესომ," - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა. მისივე თქმით, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინთან შეხვედრაა ასახული.
სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება დაიწყო
სამების ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ში განაცხადეს, რომ უწყებამ სამართალწარმოება დაიწყო. მედიის ცნობით, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები კი, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. საუბარია წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც ასევე არის გამოსახული იოსებ სტალინიც. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამის გამო, პროტესტის ნიშნად მას საღებავი შეასხეს. ანდრია ჯაღმაიძე: პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს - ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი სტალინზე უყვებიან თავის მსმენელს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, „ხატზე სტალინის გამოსახვა არ ნიშნავს, რომ სტალინი ლოცვის ობიექტია, რადგან ხატზე შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟიც მოხვდეს, მაგალითად, დიოკლიტიანე, თუმცა აქ განსხვავებული შინაარსია, ამ ხატზე სტალინი უარყოფით კონტექსტში არ არის.“ „ეს არ არის სტალინის ხატი და სტალინი აქ არ არის პირი, რომელზეც ლოცულობს ვინმე.
ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიესალმებიან ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული.“ ის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მომხდარ „ვანდალიზმე მიუთითებს“ და ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. დეკანოზს იმედი მაქვს, რომ „დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება.“ ანდრია ჯაღმაიძე ძალიან სამწუხაროს უწოდებს იმ „ფაქტსს, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი.“ დეკანოზი დარწმუნებულია, რომ „სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. „რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა.“ „ჩვენ ვნახეთ შობის დღეებში, რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში, შექმნეს კიდეც, მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული და მათი მსმენელის, აი, ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელების და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის. პირველი მცდელობა არ არის, რომ ცდილობენ, გადაფარონ დღესასწაული. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა, ეს არის სახე და გამოხატულება იმისა, რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე იმ ხალხისა, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე, ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმი, ეს არის სახე, აი, ამისა. დარწმუნებული ვარ, სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული, ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია ეს ხალხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანის სათანადო მხილება მოხდება. ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. ასე რომ იყოს, როგორც ახლაა, განუკითხაობაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს, რაც ეკლესიაში მოხდა, არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არცერთმა საელჩომ არ ახსენა ეს მოვლენა, როგორც ვანდალიზმი. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად ატყდებოდა დიდი აჟიოტაჟი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისათვის. განცხადებები, რომლებიც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, ყოველთვის პატრიარქთან არის უშუალოდ შეთანხმებული ტექსტი. პირველივე განცხადებებში ვთქვი, რომ მითი უფროა სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის, ვიდრე დადასტურებული ფაქტი. სწორედ ეს აისახა ამ განცხადებაში, რომ კანონიკური ტექსტი მატრონას ცხოვრებისა, რომელიც რუსეთის ეკლესიის მიერ არის წმინდანად შერაცხილი, არ შეიცავს ამ მომენტს. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა ამ ვანდალიზმის მიმართ, გაჩნდა ნაკლულევანების გრძნობა, რომ განცხადებაში თითქოს, უნდა ყოფილიყო მოთხოვნა კონკრეტული რომელიმე პირის დასჯისა, რაც სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა," - ნათქვამია ანდია ჯაღმაძის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს. საპატრიარქო: მივმართავთ წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ
საპატრიარქო: მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს
საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მოუწოდებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. „ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ, მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება. ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული. შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს. ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 11 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. უფრო ადრე სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, Facebook-ზე რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
ანდრია ჯაღმაიძე: ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ანდრია ჯაღმაძის განცხადებით, სამწუხაროა პრეზიდენტისგან ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა. „ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით. პირველ რიგში, პრზიდენტისთვის, მით უმეტეს რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა. გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან "პროდასავლური რიტორიკის მიყოლის" შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია "ახლოსაა ძალასთან"? სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი, ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს,” - წერს ანდრია ჯაღმაძე სოციალურ ქსელში. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.
“ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა“ - ანდრია ჯაღმაიძე დავით ხიდაშელზე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მის განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „წარმოგიდგენთ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას დავითგარეჯის საკითხის შესახებ: ბოლო დღეებში კვლავ დაიწყო მორიგი დეზინფორმაციული შეტევა დავითგარეჯისა და მის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის საქმის შესახებ. სამწუხაროდ, პერიოდულად, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების დაცვისგან შორს მყოფი ხალხი თავს ესხმის ამ ეროვნულ და საკრალურ საკითხს და ცდილობს, დეზინფორმაციითა და ღვარძლით ჩირქი მოსცხოს იმ სიმართლეს, რაც საზოგადოებისა და ქართველი ერისთვის თავზარდამცემი გახდა. ალბათ, ასეთი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა, როდესაც ქვეყანა, რომელიც თავისი ათასწლეულობით კუთვნილი ტერიტორიების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ საკუთრებას ადასტურებს, კერძოდ, კარტოგრაფიული და იურიდიული დოკუმენტაციით, და ამ დროს იმავე ქვეყნის მოქალაქეთა თუნდაც უმცირესი ნაწილი აღნიშნულ პროცესს ეწინააღმდეგება და ებრძვის. დღეს ამ საკითხისადმი ახალი დეზინფორმაციის საშუალებად ბატონი დავით ხიდაშელის სახელი წამოწიეს. აბრალებენ და შეურაცხყოფენ ადამიანს იმის გამო, რომ მან საქართველოში ჩამოიტანა უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას 1936-41 წწ. ჩათვლით გვიჩვენებს. მოგეხსენებათ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წელს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში შედგა პრინციპული და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთაშორის საზღვრის დამდგენ ხაზს 1938 წლის მდგომარეობით აღიარებს. ბატონი დავითის მიერ სწორედ ამ წლების კარტოგრაფიული მასალა იქნა გადაცემული სახელმწიფოსთვის, მათ შორის, არა მარტო რუსული რუკა, არამედ ამერიკულიც და გერმანულიც, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს 1936-41 წლებში საქართველოს სასარგებლოდ საზღვრავს. გარდა ამისა, ბატონმა დავითმა საქართველოს გადასცა 200-ამდე უნიკალური კარტოგრაფიული მასალა, რაც უდავოდ ქვეყნის სიმდიდრეა. დეზინფორმაციის შემქმნელები ხაზს უსვამენ მხოლოდ რუსულ, 1936-38 წლების რუკას და დიახ, ეს უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალაა, რომელიც იურიდიულად დამოწმებული სახით არ მოგვეპოვებოდა და ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტაში, მაგრამ მათი მიკერძოებულობა იქიდან ჩანს, რომ ისინი არაფერს ამბობენ ამერიკულ და გერმანულ კარტოგრაფიულ მასალებზე, რომლებიც ბატონმა დავითმა ჩამოიტანა და ზუსტად, იდენტურად იმეორებენ 1936-38 წლებში რუსეთში გამოშვებული კარტოგრაფიული მასალის სასაზღვრო ხაზს! ებრძვიან ადამიანს, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა და იცავენ ადამიანებს, რომელნიც, რომ არა ეკლესიის და ქართველი ერის ერთად დგომა, ქვეყანას, ჩვენს დედასამშობლოს, არა მარტო ისტორიულ, არამედ საკრალურ ტერიტორიებსაც დააკარგვინებდნენ. დიახ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გარეჯი საქართველოა და ის ასეც დარჩება მომავალში!" “მთავარი არხის” ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა. კერძოდ, ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით ხიდაშელთან თავდაცვის უწყების მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე დეტალურად არ საუბრობს. „დავით ხიდაშელი ჩემს მრჩევლად?… იყო რაღაც პერიოდი, როცა გარეჯაზე ვმუშაობდით, იცით თქვენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე ვმუშაობდით და მაშინ დავითიც [ხიდაშელი] ჩართული იყო ამ საკითხზე. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ დაგვჭირდებოდა კითხვები.” კითხვა, მისი ინფორმაციით, დღესაც არის თუ არა ის მრჩეველი, ასე პასუხობს: “არ მგონია, დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული.” თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 თებერვალს წარუდგინა. თავდაცვის სამინისტროს 15 მარტის განცხადებით, 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეუწყდა და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.