თეგი: ანკარა
რუსმა მაღალჩინოსანმა ანკარაში დახურული მოლაპარაკებები გამართა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა. მხარეებს შორის დახურული შეხვედრა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ინფორმაცია გაცვალეს, ბოლო დროს მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.
ანკარამ და ბაქომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება განიხილეს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ყველა საკითხში თურქეთის გვერდით იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო მოვლენებზე ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების, ამჟამინდელ მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე მოსაზრებები გაცვალეს.
ანკარა და ბაქო გამარტივებულ საბაჟო დერეფანს ქმნიან
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მეჰმედ მუშის განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესაქმნელად, დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ. „ჩვენ ვქმნით ტექნიკურ ბაზას, რათა აზერბაიჯანთან ამ პროექტის საპილოტე რეჟიმში რეალიზაცია დავიწყოთ. თურქეთი ასევე მზადაა, ასეთივე საბაჟო დერეფანი შექმნას უზბეკეთთან“, - ამის შესახებ მეჰმედ მუშმა ტაშკენტში აზერბაიჯანის, თურქეთისა და უზბეკეთის ვაჭრობის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, თურქეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვა $1 ტრილიონს გაუტოლდა, ხოლო სამი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 130 მილიონს აღწევს, რაც უფრო დიდი პოტენციალის მაჩვენებელია. მუშმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან გაფორმებული შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი ამ პოტენციალის რეალიზებას. „აზერბაიჯანი და უზბეკეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თურქეთის ვაჭრობაში ცენტრალურ აზიასთან, თურქეთი კი, თავის მხრივ, ხიდის როლს ასრულებს აზერბაიჯანისა და უზბეკეთისთვის ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აფრიკასთან ვაჭრობაში“, - განაცხადა მან.
აშშ ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს. „19 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იუნუს ელიტასს ესაუბრა, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო მრავალმხრივი სანქციების აღსასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევა განეხილა. მდივნის მოადგილე ადეიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ, გამოიყენონ თურქეთი შეერთებული შტატებისა და 30 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად”, – ნათქვამია შტატების განცხადებაში.
ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ
ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ. ეს საკითხი მხარეებმა ბაქოში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 შეხვედრაზე განიხილეს. „ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-სიადარიაკ-ნახჩევანი-ჯულფა სარკინიგზო პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეების პროგნოზით, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და ნახიჩევანამდე რკინიგზის მშენებლობის შედეგად აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაფართოვდება“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში. ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ჯამური მოცულობა 60,2%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა - 96,3%-ითაა გაზრდილი.
ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმებს. „ორი ლიდერის (თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) შეხვედრის დროს მიღწეულია შეთანხმება, თურქეთში, მეორე ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ არის სალაპარაკო“, - განმარტა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეძლო გადაემოწმებინა თურქი კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დროს. მისი თქმით, სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება.
შსს-ს თანამშრომლები ანკარაში, ანტიტერორისტულ სწავლებაში მონაწილეობდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანკარაში ჩატარებულ ანტიტერორისტულ საერთაშორისო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. სწავლება შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ნაწილისგან. პრაქტიკული კურსი დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავდა ავტომობილსა და ავტობუსზე, ხოლო მეორე ეტაპი - მატარებელსა და თვითმფრინავზე იერიშის სიმულაციურ წვრთნებს. კურსის ძირითადი ამოცანა იყო ტერორისტის ამოცნობა და მისი გაუვნებლება, ასევე, პირადი შემადგენლობის ვერტმფრენით გადაყვანა დანაშაულის ადგილამდე და ევაკუაცია დანაშაულის ადგილიდან. აღნიშნული სწავლება, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმაც გაიარეს. კურსი მიზნად ისახავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
ბერდიმუჰამედოვი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ
თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. ბერდიმუჰამედოვის თქმით, სამი ქვეყანა ეფექტურად თანამშრომლობს რეგიონულ საკითხებზეც. თურქმენეთის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიის აუზის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „გასული წლის იანვარში, ბაქოსა და აშხაბადს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კასპიის ზღვაში დოსტლუგის ნავთობისა და გაზის საბადოს ერთობლივი გამოკვლევის და განვითარების შესახებ. ეს არის ბაქოსა და აშხაბადს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი, ურთიერთპატივისცემისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა. მისივე თქმით, თურქეთი ასევე არის თურქმენეთის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. „თურქმენეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მუშაობენ მსოფლიო ბაზრისთვის ენერგორესურსების მიწოდების ჰარმონიული, უნივერსალური სისტემის შესაქმნელად“, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ეს სისტემა მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული. „სისტემა უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ უნდა შევაფასოთ ერთობლივი ინიციატივები თანამშრომლობისთვის ბუნებრივი აირის თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთში და იქიდან მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირების მიმართულებით“, - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
ანკარაში, რაკეტების ქარხანაში აფეთქება მოხდა
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ქარხანაში აფეთქება მოხდა. 5 მუშა დაიღუპა. გამოძიება დაიწყო. საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს მდებარეობს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი, ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.
თურქეთი აცხადებს, რომ ანკარაში, სამთავრობო შენობებთან „თვითმკვლელმა ტერორისტმა“ აფეთქება მოაწყო
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობებთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისივე ცნობით, ერთ-ერთმა „ტერორისტმა თავი აიფეთქა,“ ხოლო მეორე გაანეიტრალეს. ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ „ტერორიზმთან დაუნდობელი ბრძოლა გაგრელდება.“
ანკარის ცენტრში აფეთქების შემდეგ, თურქეთმა ერაყში, ქურთ მებრძოლებზე საჰაერო იერიში მიიტანა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უწყების ინფორმაციით, 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს". საჰაერო დარტყმების სამიზნე იყო საწყობები და ბუნკერები, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა."ოპერაციის მიზანი იყო "ქურთისტანის მუშათა პარტიისა" და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალება, ჩრდილოეთ ერაყიდან ჩვენი მოსახლეობისა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“ - განააცხადეს უწყებაში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.
"შუა დერეფნით" 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია
2023 წელს "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით" (TITR ) 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-იანი ზრდაა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანკარაში გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს. 2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს. ამასთან, 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს რკინიგზის დელეგაციას გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ხელმძღვანელობდა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტისადმი მიძღვნილი ე.წ. ,,მრგვალი მაგიდაც“ გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც შუა დერეფანში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის „Middle Corridor Multimodal LTD” -ის მმართველობის პირველი საერთო კრება გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანობები განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი