თეგი: ანტალია
ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მივიდნენ სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. მათ თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ მასპინძლობს. ამასთან, მხარეებს შორის შეხვედრას თურქეთის პირველი დიპლომატიც ესწრება. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება მოლაპარაკებას დღეს, ანტალიაში გამართავენ
დმიტრო კულება: ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ვერ შევთანხმდით
ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა. როგორც დმიტრო კულებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ, დმიტრო კულებას თქმით, ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის პირობაც ვერ დადო. „ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ რუსეთი ახლა არ არის იმ პოზიციაზე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დააწესოს. მათ სურთ, უკრაინა ჩაბარდეს, ეს ის არ არის, რასაც ისინი მიიღებენ. უკრაინა არის ძლიერი, უკრაინა იბრძვის, უკრაინამ ჩაშალა რუსეთის თავდაპირველი გეგმები. ჩვენ მზად ვართ, ვეძებოთ დაბალანსებული დიპლომატიური გამოსავალი, რათა დავასრულოთ ეს ომი, თუმცა ჩვენ არ დავნებდებით“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ანტალიაში, უძრავი ქონების შესყიდვაში, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები დაწინაურდნენ
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2017-2021) უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თურქეთში, ანტალიაში 41,7 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი შეიძინეს. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, უძრავი ქონების შესყიდვის კუთხით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირველ სამეულში რუსეთი, ირანი და გერმანია არიან. უძრავი ქონების სააგენტო Helmann-ის თავმჯდომარემ, სელმან ოზგუნმა, Anadolu Agency-ს განუცხადა, რომ ანტალია თურქეთში უძრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთის „ტურისტული დედაქალაქი“ მხოლოდ სტამბოლს ჩამორჩება. რეგიონი ასევე ლიდერობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და აქ განთავსებული კომპანიების დამფუძნებლების რაოდენობით, განაცხადა ოზგუნმა. „100-ზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება ანტალიიდან ათობით ქვეყანაში. მუდმივად საცხოვრებლად აქ ხალხი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდის. ადგილობრივი და გლობალური ბრენდების ინვესტიციები არ წყდება“, - განაცხადა ოზგუნმა. მისივე თქმით, ანტალიის თავისებურებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ინვესტორები რეგიონში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ამჯობინებენ. 2017 წლიდან 2021 წლამდე უცხოელებმა ქვეყნის მასშტაბით 206 768 უძრავი ქონება შეიძინეს, საიდანაც 20,2% ანტალიაშია.
ანტალიაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ოპერაციაში 7 ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, მაშველებმა კაბინებიდან 120-ზე მეტი ადამიანის დროულად გამოყვანა შეძლეს. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.