თეგი: არაბეთის გაერთიანებული საამიროები
ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) 14 თებერვალს გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და აბუ-დაბის საამიროს მმართველის ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის მოწვევით ხორციელდება, ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტისას თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილება. მხარეები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და შენარჩუნების საკითხზე. ორი ლიდერი დაესწრება სხვადასხვა შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას პირისპირ და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. შეთანხმებები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ინვესტიციებს, თავდაცვას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და მედიას. თურქეთის ლიდერი 15 თებერვალს ასევე ეწვევა ექსპო 2020-ს დუბაიში, სადაც თურქეთის ეროვნული დღე აღინიშნება.
6 წლის შემდეგ პირველად, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს
არაბეთის გაერთიანებული საამიროები ირანში ელჩს აბრუნებს, რადგან რეგიონი პოტენციური ბირთვული შეთანხმებისთვის ემზადება. „საემიროების ელჩი ირანში, საიფ მოჰამედ ალ ზააბი, თეირანში უახლოეს დღეებში დაბრუნდება, რათა ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა განაგრძოს, ორი მეზობლისა და რეგიონის საერთო ინტერესების მისაღწევად“, იტყობინება არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ი. ამერიკელი და ირანელი დიპლომატები ახლა ცდილობენ, მსოფლიო ძალებთან ბირთვული შეთანხმების შესახებ 16-თვიანი მოლაპარაკებები დაასრულონ. გასულ კვირას, ქუვეითმა 2016 წლის შემდეგ პირველად, თეირანში ახალი ელჩი დანიშნა. მხარეებს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც ირანული ჯგუფი საუდის არაბეთის ორ დიპლომატიურ მისიაში შეიჭრა, რითაც სამეფოს მიერ ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯა გააპროტესტა. 2016 წელს, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა თეირანში თავისი ელჩი გაიწვია.
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
ეგვიპტემ, საბერძნეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნაში ასევე მიიღებენ მონაწილეობენ საუდის არაბეთის და კვიპროსის ძალები. ინფორმაციას ეგვიპტური მხარე ავრცელებს. Hercules-2022 რამდენიმე დღის განმავლობაში ეგვიპტეში, მოჰამედ ნაგიბის სამხედრო ბაზასა და ჩრდილოეთ სამხედრო ზონის სხვა სასწავლო ზონებში გაიმართება. ტრენინგში დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ აშშ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ბაჰრეინი. განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნების პირველი ეტაპი კონცეფციების გაერთიანებას ისახავს მიზნად და მოიცავს ტრენინგში გამოყენებული იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენას, ასევე, ლექციებს კიბერუსაფრთხოების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროებში. Hercules-2021 გასული წლის სექტემბერში ეგვიპტისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ძალების მონაწილეობით, საბერძნეთში გაიმართა.
ყირგიზეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პორტების მეშვეობით, მსოფლიო ბაზრებზე გასვლას გეგმავს
ყირგიზეთი ქალაქ ბიშკეკსა და ოშში აეროპორტების მოდერნიზაციას იწყებს. ამის შესახებ ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აქილბეკ ჯაფაროვმა მთავრობის რეგულარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა. „ჩვენ ასევე ვიწყებთ საბაჟო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას. მომავალი წლის პირველ თებერვლამდე განხორციელდება ყველა სასაქონლო ნაკადის ანალიზი და 2023 წლის პირველი სექტემბრისთვის წარმოდგენილი იქნება საბაჟო სფეროს მოდერნიზაციის პროგრამა. არაბეთის გაერთიანებული საამიროების პორტების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვაჭრობა მთელ მსოფლიოში. ეკონომიკის სამინისტრომ ბანდარ აბასში პორტის საკითხის შესწავლა უნდა დაასრულოს. შემდეგ გვექნება ორი პორტი. ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იყენებს პორტს ბანდარ აბასში, მოგვცემს წვდომას ოკეანეებზე, ბაზრებზე, სადაც 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ძალისხმევა უნდა განხორციელდეს გეგმების განსახორციელებლად“, - განაცხადა აქილბეკ ჯაფაროვმა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, კატარმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საელჩოები გახსნეს
კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საელჩოები გაიხსნა და განაახლეს მუშაობა მას შემდეგ, რაც ყურისორი სახელმწიფო დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ, განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს. კავშირების აღდგენა ხდება ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც არაბულმა სახელმწიფოებმა დოჰასთან ურთიერთობა შეწყვიტეს. „2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, ირანთან კატარის ურთიერთობისა და რადიკალური ისლამისტური მოძრაობების დაფინანსების გამო, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტეს. 2021 წლის იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს AlUla-ს დეკლარაციას, რითაც დავა დასრულდა. რიადი და კაირო იყვნენ პირველები, რომლებმაც 2021 წელს, ხელახლა დანიშნეს ელჩები დოჰაში, ხოლო ბაჰრეინს ჯერ არ გაუხსნია თავისი საელჩო დოჰაში.