თეგი: არაბეთის გაერთიანებული საემიროები
Reuters: თურქეთმა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებმა შესაძლოა, სანქციების შეუსრულებლობის გამო აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ
აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირაში ვიზიტისას, ამ ქვეყნების ოფიციალურ პირებს გააფრთხილებს, რომ სანქციების შეუსრულებლობის გამო შესაძლოა, აშშ-ის ბაზარზე წვდომა დაკარგონ. WSJ: ვაშინგტონი ანკარას სთხოვს, რუსულ ავიაკომპანიებს თურქეთში ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით ფრენა აუკრძალოს ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე (ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში) ბრაიან ნელსონი, 29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ეწვევა ომანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთს, სადაც შეხვდება ოფიციალურ პირებს, ასევე ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რათა დაუდასტუროს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებას განაგრძობს“, - აცხადებენ სააგენტოში. რეგიონში ყოფნისას ნელსონი განიხილავს აშშ-ს ხაზინის ძალისხმევას, დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, გვერდი აუააროს სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის, ირანის რეგიონში დესტაბილიზაციისა და უკანონო ფინანსური რისკების გამო, რომლებიც ძირს უთხრის ეკონომიკურ ზრდასა და უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მაღალჩინოსანი სანქციების განსახილველად თურქეთსაც ეწვევა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებული გაფრთხილებების სერიის შემდეგ, რუსეთზე აშშ-ის შეზღუდვების განხორციელების მიზნით, ვაშინგტონმა ანკარაზე ზეწოლა გააძლიერა.