თეგი: არაბული ქვეყნები
უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ
უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბჰმა კაიროში არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიისას მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვა მოსკოვთან მოლაპარაკებების განახლებას შეუძლებელს გახდის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუბჰი ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად 12 ივლისს დანიშნა.