თეგი: არასრულწლოვანი
შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს
შიდა ქართლის რეგიონში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) მიმდინარეობს. ამასთან, დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წარუდგენენ.
პროკურატურა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 000 ლარის ოდენობით შეეფარდას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზარალებულის ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, 14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არ გამოიკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი და ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებული, ქორწინების მიზნით, ნებაყოფლობით წაიყვანა ნათესავის კუთვნილ სახლში და 14 აგვისტოს მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის კავშირი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა: არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული გააუპატიურა. "აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა, სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულებისა და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, - ამის შესახებ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ. მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.
ასპინძაში მაშველებმა არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს
არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გუშინ, 9 ივნისს დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.