თეგი: არმია
თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა
15 ივლისს, ყაზახეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თავმჯდომარეობით ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილეს. ამის შესახებ აკორდას პრესსამსახური იტყობინება. თოყაევმა, შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარებისა და სამხედრო ფორმირებების მშენებლობისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების შესახებ სახელმწიფო უწყებების პირველი პირების მოხსენებები მოისმინა. შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯარში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ, უწყებების ხელმძღვანელებს კონკრეტული მითითებები მისცა.
BBC: რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა
BBC-ის რუსული სამსახური, ღია წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ომში რუსეთის დანაკარგთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ღია წყაროებზე დაყრდნობით 5 702 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობა დაადგინდა. ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ომში რუსეთის მხრიდან უმცროსი ოფიცრები იღუპებიან. BBC აღნიშნავს, რომ რუსული მხარე ცოცხალი ძალის დანაკარგის მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავს, ამიტომ შესაძლოა, ეს მონაცემები დარუპულთა რაოდენობაზე 40-60%-ით ნაკლები იყოს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პირველად 2 მარტს გაასაჯაროვა. მაშინ განაცხადეს, რომ 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაღუპულია 498, დაჭრილია 1 500. მეორედ ინფორმაცია 25 მარტს გასაჯაროვდა. „სამწუხაროდ სპეციალური „სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას გვაქვს დანაკარგები. 25 მარტის მონაცემებით დაღუპულია 1351 სამხედრო, ხოლო დაზიანებები მიიღო 3815-მა სამხედრომ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო
ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. აღსანიშნავია, რომ შემოწმება დღეს, 11 ოქტომბერს დაიწყო. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ მზადყოფნაში მოქცევის, მსვლელობის, დანიშნულ ზონებში განლაგების საკითხებს. რაც ითვალისწინებს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულებას“, - აცხადებენ სამინისტროში. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა
სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა
სერბეთის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებით, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გაუქმდა. საბრძოლო მზადყოფნა 26 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოცხადდა. სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.
შოიგუმ აღიარა, რომ რუსეთის არმიას მასშტაბური რეფორმა სჭირდება
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის არმიის მოსალოდნელი რეფორმის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფედერაციის შეიარაღებული ძალების 1,5 მილიონ ადამიანამდე გაზრდას ითვალისწინებს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. კრემლის კონტროლირებადი მედიის ცნობით, 2023-2026 წლებში დაგეგმილია „მასშტაბური ცვლილებები შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოხდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა და მნიშვნელოვანი ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციულ განყოფილებაში“. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია „არმიის კორპუსის ჩამოყალიბება კარელიის რესპუბლიკაში, სამი მოტომსროლელი დივიზია სახმელეთო ძალებში და ორი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის დივიზია უნდა შეიქმნას. ასევე, შოიგუს თქმით, „აუცილებელია სამხედრო ოლქებსა და რუსეთის ფედერაციის ახალი შემადგენელი ერთეულების ტერიტორიებზე საწვრთნელი მოედნების რაოდენობის გაზრდა, სამხედროების წვრთნების ორგანიზება ჯარების პრაქტიკული მოქმედებების უზრუნველსაყოფად. თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტებში იუნკერებისა და სტუდენტების მომზადება“.