თეგი: ასშ
აშშ-მ ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია
შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინს მიწვევა ამერიკელი და ჩინეთის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გადასცა. ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის ცნობილი. ჩინეთის ერთი თვის წინ გაუჩინარებული საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდენობიდან გაათავისუფლეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის მაღალი დონის კომუნიკაციები ბოლო კვირებში გააქტიურდა. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა. ვაჭრობის საკითხებში მდივანი, ჯინა რაიმონდო სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს პეკინში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში, დანიელ კრიტენბრინკმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა ჩინეთისა და ტაივანის საკითხებში, სარა ბერანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს, იან ტაოს უმასპინძლეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე მხარემ გულწრფელი, არსებითი და პროდუქტიული დისკუსია გამართა. ამ დისკუსიას ვაშინგტონი კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და ორმხრივი ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის მუდმივი ძალისხმევის ნაწილად თვლის. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და სრუტეების საკითხებზე. აშშ ცდილობს, გააძლიეროს „კომუნიკაციის ხაზები“ ჩინეთთან, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს.