თეგი: ატომური ავიამზიდი
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, აშშ თავის ატომურ ავიამზიდს სამხრეთ კორეის წყლებში განათავსებს. ამის შეახებ Anadolu წერს. (USS Ronald Reagan) ავიამზიდი, რომელმაც ნახევარკუნძული აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი საზღვაო წვრთნების შემდეგ, გასულ კვირას დატოვა, ახლა აღმოსავლეთით დაბრუნდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი, რომელიც სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ციტირებს. რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.
აშშ-ის ატომური ავიამზიდი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა
აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson 2023 წლის 21 ნოემბერს, სამხრეთ კორეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მდებარე პორტში განლაგდა. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ამერიკული ავიამზიდი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების ჩვენების მიზნით განლაგდა. იაპონიის სანაპირო დაცვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებას გეგმავს. განახლება: ჩრდილოეთ კორეამ ტოკიოს შეატყობინა, რომ 22 ნოემბრიდან, პირველ დეკემბრამდე პერიოდში აპირებდა პირველი „ჯაშუშური თანამგზავრის“ გაშვებას ორბიტაზე. ფხენიანი ამტკიცებს, რომ რაკეტა 22 ნოემბერს გაუშვა. სამხრეთ კორეამ, აშშ-მ და იაპონიამ ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს
ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა
აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ პუსანში შევიდა. მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 15 დეკემბერს, ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ამ თვეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. მეორე ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს პორტში შევიდა. ცნობისთვის, ამერიკული ავიამზიდი USS Carl Vinson პუსანის პორტში, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ, შეკავების გაზრდის მიზნით შევიდა.