თეგი: აქტაუ
ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს
ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბს შექმნის. ამის შესახებ მედია მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები შესწავლილია, რათა მიწოდების ჯაჭვის შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. ყაზახეთი ელის, რომ 2022 წლისთვის, აქტაუსა და კიურიკის პორტებიდან გადაზიდვები 10 მლნ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთები იქნება. ყაზახეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონტეინერო ჰაბი აქტაუს პორტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. მედიის ცნობით, მთავარი აქცენტი ტრასკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე კეთდება.„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიის შექმნაზე. ახლა ყველა დოკუმენტის განხილვისა და მომზადების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა იერლან აბსატოვმა. საკონტეინერო ჰაბი სავარაუდოდ, პორტთან ახლოს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსდება, პროექტში სინგაპურული კომპანიების ჩართვაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.
ყაზახეთის აქტაუს პორტის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა
საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა აქტაუს პორტის გავლით, საგრძნობლად გაიზარდა, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სს "NC "Kazakhstan Temir Zholy"-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ამის შესახებ სს „Kazakhstan Temir Zholy“-ის დირექტორთა საბჭოს წევრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი. ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს ყაზახეთი, აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის პროექტისთვის ინვესტორებს ეძებს მათ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აქტაუს კომერციული საზღვაო პორტი, კურიკის პორტი და აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალი მოინახულეს. ამრიგად, აქტაუს პორტის გავლით მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლითონის გადაზიდვა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდა. აზერბაიჯანს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ტრანზიტის გამარტივებაზე შესაძლოა, ხელშეკრულება გაფორმდეს ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა მედია: ყაზახეთის ახალ საექსპორტო მარშრუტში საქართველოც მოხვდა ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს „აქტაუს პორტის გამტარუნარიანობა გაიზარდა აქტაუს ზღვის ჩრდილოეთ ტერმინალის პროექტის განხორციელების გამო. ტერმინალის ძირითადი და დამხმარე აღჭურვილობა იძლევა ყველა სახის ზოგადი და საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვის საშუალებას“, - აღნიშნეს ვიზიტის დროს. ასევე წაიკითხეთ პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ
აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართება. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 25 ნოემბერს აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებზე მინისტრთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან. სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
მედია: კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში ტვირთების გადაზიდვას საფრთხეს უქმნის
კასპიის ზღვაში წყლის დონის დაწევის პროცესის დაჩქარებამ, ბაქოდან ყაზახეთის პორტებში საზღვაო ტვირთების გადაზიდვას საფრთხე შეუქმნა. ყაზახური მედიის ცნობით, ბოლო წლებში გემები, რომლებსაც კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე აქტაუსა და კურიკის პორტებში ტვირთები გადააქვთ, მოცულობას ამცირებენ, რადგან მეჩეჩზე დაჯდომის რისკი მაღალია. აქტაუსა და ატირაუს პორტები განლაგებულია შუა დერეფანში (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი), რომლის მნიშვნელობა საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით (რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ) გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ამ დერეფნის მონაწილეები ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის საკითხზე სხვადასხვა დონეზე დისკუსიებს მართავენ. თუმცა, კასპიის ზღვაში წყლის დონე კვლავ კლებულობს, რამაც შესაძლოა, მომავალში სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნას ტვირთების გადაზიდვას. ყაზახური მედიის ცნობით, მშრალი ტვირთების გადამზიდავი გემები და ტანკერები სრულად არ არის დატვირთული. კასპიის ზღვაში წყლის დონის კლება არა მხოლოდ გემებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს საზღვაო ეკოსისტემასაც. ამ დროისთვის, აქტაუს პორტი კასპიის ზღვის ყველაზე დიდი სატრანსპორტო კერაა, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე მდებარეობს, როგორიცაა TRACECA, ჩრდილოეთ-სამხრეთი, INOGATE და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს უკანასკნელი გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და შემდგომ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში მიდის. აქტაუს საზღვაო პორტის გარდა, რეგიონში კურიკის პორტი სარკინიგზო და საავტომობილო ნავსადგურებით ფუნქციონირებს, რომლებიც ერთდროულად ოთხ ბორანს ემსახურება. ნავთობპროდუქტები, ქიმიური პროდუქტები, ლითონები, სამომხმარებლო საქონელი და მრავალი სხვა გადაიზიდება კურიკის გავლით. იმპორტს შეადგენს საკვები, სამრეწველო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და სხვა საქონელი. პორტში სატრანზიტოა ტექნიკა, ელექტრონიკა, ტექსტილი, ქიმიური ნაწარმი, ლითონის ნაწარმი. გარდა ამისა, აქტაუს საზღვაო ტერმინალი (AMST) კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოქმედებს, რომელიც ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განუყოფელი ნაწილია. ჩრდილოეთ ტერმინალიდან ტვირთების ტრანსპორტირება ძირითადად ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის პორტების მიმართულებით ხდება. საზღვაო ტრანსპორტის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის კუანიშ ესეტოვის თქმით, „კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში, გადამზიდავ კომპანიებთან ჯერ კიდევ 2006 წელს შეექმნათ. ეს პირველებმა იგრძნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც ქაშაგანის პროექტის ფარგლებში ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობაში ჩაერთნენ. სამშენებლო მასალების მიწოდებისას ბარჟები წყლის დაბალი დონის გამო გადატვირთვის ადგილზე ვერ მოდიოდნენ. ეს იყო პირველი ნიშნები იმისა, რომ კასპიის ზღვამ შესაძლოა, სიღრმე დაკარგოს. სწორედ მაშინ დაიწყო საუბრები, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება, მაგრამ შემდეგ ქაშაგანის ხელოვნური კუნძულისა და ყინულის ბარიერების მშენებლობა დასრულდა და ყველა დამშვიდდა“. ის, რომ კასპიის ზღვაში წყლის ამჟამინდელი დონე უარყოფითად მოქმედებს ნაოსნობაზე, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. აქტაუს საზღვაო პორტის თანახმად, ნავთობის ტანკერებს, რომელთა ტევადობა დღეს 12000 ტონაა, შეუძლიათ ბორტზე მაქსიმუმ 9000 ტონა დატვირთონ. მსგავსი ვითარებაა მშრალი სატვირთო გემების შემთხვევაშიც. თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 კონტეინერის გადატანა 20 ფუტის ეკვივალენტში, ახლა მხოლოდ მაქსიმუმ 280 კონტეინერის გადატანაა შესაძლებელი. „ახლა კასპიის ზღვაში მდებარე ყაზახეთის საზღვაო ნავსადგურებს გაწმენდა სჭირდება. წელს იგეგმება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება, შემდეგ კი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. თავად სამუშაოები 2025 წელს განხორციელდება. პორტები სამართლიანად შიშობენ, რომ ზღვის დონის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში საზღვაო გადაზიდვის ღირებულების ზრდა გამოიწვიოს, შემდეგ კი ტვირთების სარკინიგზო და საგზაო მარშრუტებზე გადაადგილება“, - წერს მედია.
ყაზახეთისა და თურქმენეთის პორტები რუმინეთის პორტ კონსტანცას, საქართველოს გავლით დაუკავშირდება
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია „ADY Container-ი, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია - COSCO SHIPPING Lines-თან თანამშრომლობით იწყებს ახალ სერვისს, რომელიც ყაზახეთის აქტაუს და თურქმენეთის თურქმენბაშის პორტებს რუმინეთის კონსტანცის პორტთან დააკავშირებს. „ADY Container“-ისა და COSCO Shipping Lines-ის თანამშრომლობისას ერთობლივი ტრანსპორტირება აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებსა და რუმინეთის კონსტანცის პორტს შორის სარკინიგზო და საზღვაო გზით განხორციელდება. საკონტეინერო მატარებლები აქტაუსა და თურქმენბაშის პორტებიდან საქართველოში, ბათუმის პორტამდე კასპიის ზღვისა და რკინიგზის გავლით გადაადგილდება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება. კონტეინერები ბათუმიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტში გადაიგზავნება COSCO Shipping Lines-ის მეშვეობით. ახალი სარკინიგზო-საზღვაო კავშირი, აქტაუს და თურქმენბაშის პორტებსა და კონსტანცის პორტს შორის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობასა და ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებას სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებით ურუნველყოფს. საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან იწყება
აქტაუს პორტმა შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვა 85%-ით გაზარდა
ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში აქტაუს საზღვაო პორტის გავლით 1,1 მილიონ ტონაზე მეტი შეადგინა, რაც 14%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ყაზახეთის რკინიგზა. პორტმა უზრუნველყო 24 000 ტონა მარცვლეულის, 920 000 ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. საზღვაო პორტმა 7400-ზე მეტი ოცი ფუტის ეკვივალენტური კონტეინერი (TEU) დამუშავდა, რაც 33%-ით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ 6400 TEU-ზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 85%-ით გაიზარდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.