თეგი: აღდგომა

აღდგომის ღამეს მეტროს მუშაობის საათები გახანგრძლივდა

ღდგომის ღამეს მეტრო თბილისში გახანგრძლივებული რეჟიმით იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას ინფორმაცია წარუდგინა 23, 24 და 25 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ განმარტა 24, 25 აპრილს 08:00 საათიდან 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. „აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ეს ყველაფერი ძალიან გვიან მთავრდება. შესაბამისად, ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნეთ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კერძოდ, 23 აპრილს, ღამის თორმეტი საათიდან 24 აპრილის, დილის 04:00 საათამდე მეტრო გახანგრძლივებულად იმუშავებს. გარდა ამისა, 24, 25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00-მდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებს და უფასოდ მოემსახურება თბილისელებს. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ დიდუბიდან გაიყვანს. ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან იქნება ავტობუსები. საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე მეტროსადგურ დელისიდან იქნება ავტობუსები, რომელიც მოემსახურება თბილისში მცხოვრებ ადამიანს, ყველა იმ ადამიანს ვინც საჭიროებს გადაადგილებას. ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ მეტროსადგურ სარაჯიშვილიდან გაემგზავრება ავტობუსები. ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსები გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ. ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ ვარკეთილიდან და შუამთის ქუჩიდან", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აპრილს თბილისი-ფოთისა და 21 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. "აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 აპრილს თბილისი-ფოთისა და 21 აპრილს თბილისი-ბათუმის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით 4 რეისს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისს ნიშნავს. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია: "21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი–მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი, გაფრენა 14:30 ნატახტარი–ამბროლაური გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20 28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი- გაფრენა 14:30 ნატახტარი –ამბროლაური , გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20 ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. „პარლამენტის წევრებთან ერთად მოვინახულეთ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები – ბავშვები და მათი მშობლები. მივულოცეთ დამდეგი აღდგომა და გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელი მოქალაქეები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ბექა ოდიშარია და ეკა სეფაშვილი უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინელ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრებიც გადასცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

სალომე ზურაბიშვილი: ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა

ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვიდრე საქართველო მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადება, ჩემი ფიქრები უკრაინელ მეგობრებთან და მათ დიად მსხვერპლთანაა. ტანჯვის შემდეგ დადგება აღდგომის ჟამი. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა  

ვოლოდიმირ ზელენსკი: გასულ წელს, აღდგომა პანდემიის გამო აღვნიშნეთ სახლში, წელს კი - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია

უკრაინის პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი მიმართვა გადაღებულია კიევის წმინდა სოფიას ტაძარში, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს გაუძლო მისი ქვეყნის ნაცისტურ ოკუპაციას. „შარშან აღდგომა სახლში აღვნიშნეთ პანდემიის გამო. წელსაც ქრისტეს აღდგომას აღვნიშნავთ არა ისე, როგორც ადრე - სხვა ვირუსის გამო, ჭირის გამო, რომელსაც ომი ჰქვია“.  მისივე თქმით, შარშანდელ და წლევანდელ საფრთხეს ერთი რამ აერთიანებს: ვერაფერი დაამარცხებს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას კიევს ეწვევა. თეთრ სახლს არ დაუდასტურებია ვიზიტი, რომლის დროსაც ზელენსკის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც უნდა იყოს დელეგაციაში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამავე ღამეს, 23:00 საათიდან, დამატებითი დროის განმავლობაში, მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. „აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან - „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა რეისს ნიშნავს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება: 13 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -14:30 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -14:30 საათზე. 17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -16:30 საათზე. 14 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -10:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 12:10 საათზე. 15 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 9:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 11:30 საათზე; 18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე; 22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე; 15 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა-13:30, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 15:20 საათზე;22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე; შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. სამ წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო სამიდან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე – ticket.vanillasky.ge.  

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება უფასოდ. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.  

უკრაინა აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის დაწყებიდან 417-ე დღეს, აღდგომას გამარჯვების ურყევი რწმენით აღნიშნავს. შესაბამისი შინაარსის განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. „დღეს აღდგომის დღესასწაულს ჩვენი გამარჯვების ურყევი რწმენით აღვნიშნავთ. ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის, თუმცა ამასაც დავძლევთ. და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს, როცა მზე ამოვა მთელ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ლურჯი და ყვითელი დროშა. ის აუცილებლად აღიმართება ჩვენს ღვთისგან ბოძებულ მიწაზე, ეშმაკების მიერ დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ "მზე გამოანათებს სამხრეთით, მზე გამოანათებს აღმოსავლეთით და მზე გამოაანათებს ყირიმში". „ყვითელი მცხუნვარე მზე მშვიდობიან ლურჯ ცაზე. ეს არის სამართლიანობის შუქი. ქრისტე აღდგა! „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება... ერთი წლის წინ, ამ დღეს, ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ კი არ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. „16 და 17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.  

მსოფლიო პატრიარქს აღდგომის დღესასწაულის საერთო თარიღის დადგენა სურს

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს აღდგომის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Catholic Culture იუწყება. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო თარიღზე შეთანხმება უკვე მომავალ წელს მიიღწევა. 2025 წელს სრულდება 1700 წლისთავი ნიკეაში პირველი საეკლესიო სინოდის მოწვევიდან, რომელმაც ჩამოაყალიბა აღდგომის თარიღის განსაზღვრის წესები. მრავალი წლის წინ, მსოფლიო პატრიარქმა აღდგომის საერთო თარიღის შესახებ შეთანხმებასსაიუბილეო თარიღისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხი უწოდა. „ვევედრებით უფალს, რომ მომავალი წლის აღდგომის აღნიშვნა [ორივე კალენდრით 20 აპრილი] არ იყოს მხოლოდ შემთხვევითი მოვლენა, არამედ, იყოს ერთიანი თარიღის დასაწყისი მის აღსანიშნავად როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ქრისტიანობის მიერ.“ „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან ორივე მხარეს არის კეთილგანწყობა და სურვილი. რადგან, მართლაც არ არის მართებული, ერთი უფლის ერთი აღდგომის უნიკალური მოვლენის განცალკევებით აღნიშვნა," აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა. აღდგომა წელს გრიგორიანული კალენდრით 31 მარტს, ხოლო იულიუსის კალენდრით 5 მაისს აღინიშნება.  

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.  

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა! აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა! აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი! დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17). დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს. დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV). ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი… მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს… არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21). უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს… ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით… ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა… სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება. დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება! მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი). ქრისტე აღდგა! თბილისი აღდგომა ქრისტესი, 2026 წელი.“