თეგი: აშშ დოლარი
1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0249 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9546 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 7.03 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1833 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.33 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ნახეთ Europetime-ს სტატია, რატომ მყარდებოდა ლარი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7986 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8456 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა
1-ელი აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.68 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 10 000 000 დოლარი შეისყიდა სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა.0.01-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3649 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.11 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.33 თეთრი გახდა.
რუსეთმა დოლარისა და ევროს გატანაზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, აშშ დოლარისა და ევროს განაღდებაზე არსებული შეზღუდვები 6 თვით, 2023 წლის 9 მარტამადე გაახანგრძლივა. როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს შეზღუდვები, რადგან, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს დასავლეთის ქვეყნების ფულადი ვალუტის შეძენა ეკრძალებათ. 2023 წლის 9 მარტამდე მოქმედებს შეზღუდვები უცხოური ვალუტის შესყიდვაზე: ბანკებს შეუძლიათ მოქალაქეებს მიჰყიდონ მხოლოდ სალაროებში მიღებული ევრო და აშშ დოლარი. სხვა უცხოური ვალუტების გაყიდვაზე შეზღუდვები გაუქმებულია. რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, 9 მარტიდან უცხოური ვალუტის გაყიდვაზე, ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს. 19 მაისს შეზღუდვები აშშ დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტებზე მოიხსნა. მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები დოლარსა და ევროზეც გაუქმდებოდა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8030 ლარი გახდა.2.05-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3444 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.27 თეთრი გახდა.
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.95 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.1.45-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3299 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.22 თეთრი გახდა.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ლარი დოლართან მიმართებით 1.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.65 თეთრით. 26 დეკემბრის საღამოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7028 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8712 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად. რამდენიმე დღეა, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან უფასურდება.