თეგი: აშშ-ის საელჩო
აშშ-ის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში
აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში. „გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში. აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო, „ტვ1“-ის დამფუძნებელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.
აშშ-ის საელჩო გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. დღეს 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა და დაშავდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება
ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის
ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ის აკადემიაში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. "უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდაჭერას სამართალდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, FBI - გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უწყებაა. ექვემდებარება გენერალურ პროკურორს, დაარსდა 1908 წელს.
აშშ-ის საელჩო: ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება
ექვსი ქართველი მოსამართლის ამერკული გამოცდილება, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცადებაში. ახლახანს, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ატლანტაში სასწავლო ტურის ფარგლებსი 6 ქართველო მოსამართლე იმყოფებოდა. „ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სასამართლოს გაძლიერებისთვის. უახლესი სასწავლო ტურის ფარგლებში ექვსი ქართველი მოსამართლე ატლანტას ეწვია და ამერიკელ კოლეგებს შეხვდა. ინფორმაცია და საუკეთესო გამოცდილება, რომელიც მათ გაცვალეს, საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს სახელით, რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანის რაჭაში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „რაჭა უდავოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა, როგორც თვალწარმტაცი პეიზაჟების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრის გამო. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ელჩმა დეგნანმა საელჩოს სახელით გამოთქვა მზაობა რაჭაში პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფრმაციაში. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანმა მასპინძლებს, ასევე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის შესახებაც უამბო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს არაერთი ისტორიული ძეგლი შენარჩუნდა. „დღემდე, ამერიკის მთავრობას ოცი პროექტი $2 მილიონით აქვს დაფინანსებული საქართველოს სხვადასხვა საგანძურის გადასარჩენად. მადლობას ვუხდით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძესა და მოადგილე ლაშა ჭიჭინაძეს საინტერესო შეხვედრისთვის, თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის. აგრეთვე, დიდი მადლობა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვედრაში მონაწილეობისათვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კელი დეგნანი: ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო
ჩვენ, როგორც თქვენი პარტნიორი, გვერდში გიდგავართ, რომ შექმნათ უფრო ძლიერი, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ამის შესახებ ელჩმა კელი დეგნანმა, დღეს სასამართლო სისტემის პროგრამის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. ამ პროგრამის წარმატების აღნიშვნისას ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სასამართლოსთან მუშაობას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებას. „მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს სასამართლო სისტემის 1000 თანამშრომელი მოვამზადეთ და სასწავლო პროგრამით 50 ქართველი მოსამართლე გავგზავნეთ შეერთებულ შტატებში. ვიცით რამდენს ნიშნავს ეს შესაძლებლობები და შეერთებულ შტატებში მიღებული ცოდნის საქართველოში წარმატებულად დანერგვის მაგალითებიც გვაქვს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში პოტენციურად სახიფათო ბირთვული მასალა დარჩა, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრი ყოფილი წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო დარჩა პოტენციურად სახიფათო ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მასალების მარაგის პირისპირ. 1992 წლიდან შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოს მთავრობაში თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს ამ მასალების უსაფრთხო შენახვის, დამუშავების, ტრანსპორტირებისა და განადგურების გაძლიერებული შესაძლებლობების დასანერგად. ამ კვირაში მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის განსახილველად DTRA-ს გუნდი საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ საქართველოს იყოს უფრო უსაფრთხო და დაცული", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: საქართველოს აქვს პოტენციალი, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი გახდეს
საქართველოს აქვს პოტენციალი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში გადაამზადეს. "ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადავამზადეთ საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში. საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი. მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: ბონი ჯენკინსის გზავნილი ნათელია. ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის შრომობენ
საქართველოში აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა, სადაც თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა. „საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო და თავდაცვა ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ამ სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე სასაუბროდ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს სახელმწიფო მდივნის მაოდგილე ბონი ჯენკინსი შეხვდა. გზავნილი, რომელიც მდივნის მოადგილე ჯენკინსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა ნათელია. ეს არის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც 30 წელზე მეტია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისთვის შრომობს. ჩვენ ვამაყობთ თქვენთან თანამშრომლობით და მზად ვართ დაგეხმაროთ საქართველოს წინსვლისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს
საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ინფორმაცია საელოს Facebook-ზე გავრცელდა. „ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ილინოისის შტატის პოლიციის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის ტრენინგები ჩაატარეს
უკვე მრავალი წელია, გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკელ სამართალდამცველებს ქართველ კოლეგებთან ვაკავშირებთ - მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ეს თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს პოლიციის აკადემიის, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, სასამართლო ლაბორატორიებისა თუ კინოლოგიური ოპერატიული დანაყოფების მომზადება და პროფესიული ზრდა. ამ ძალისხმევაში აშშ-ის არაერთი შტატის პოლიციაა ჩართული და სიხარულით გაცნობებთ, რომ მათ რიგს ოფიციალურად შეუერთდა ილინოისის შტატის პოლიცია, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოს პოლიციისთვის უკვე სამი ტრენინგი ჩაატარეს. ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სამომავლო ტრენინგების დასაგეგმად ილინოისის შტატის პოლიციის ხელმძღვანელმა, ბრენდან კელიმ საკონსულტაციო შეხვედრები სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ამ კვირაში გამართა. მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩომ, დადიანების სასახლის აღსადგენად, $300 ათასი გამოყო
დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამ პროცესიის მხარდაჭერის მიზნით, სასახლეში არსებული კოლექციის დასაცავად, ამერიკის საელჩომ $300 000 გამოყო. „დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა
ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ყვარლის ამერიკული თარო ახალ სივრცეში გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით სულ 14 ასეთი სივრცე გვაქვს და მათ მსგავსად ყვარელშიც კარი ყველასთვის ღიაა. აქ არის უამრავი რესურსი და ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისთვის. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ. გელით სააკაძის 2 ნომერში!“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროექტი კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის და სწავლების პროცესში მონაწილე სტუდენტებს წარმატებები უსურვა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს ორი ძირითადი მიმართულებით: გაიზრდება დაინტერესება მსაჯულთა სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია გაცილებით მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს პროცესში, რომელიც გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოს თანამედროვე მართლმსაჯულების ისტორიაში. „იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია ინსტიტუტის შესახებ, გააცნობიეროს სამოქალაქო ვალდებულების შესრულების მნიშვნელობა და იგრძნოს მისი წილი პასუხისმგებლობა სამართლიანობის აღსრულების პროცესში, ჩვენ საერთო ძალებით და მობილიზაციით, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით კიდევ არაერთ ღონისძიებას ჩავატარებთ და ვიმედოვნებ ჩვენი საერთო მონდომებით შევძლებთ და დროის მოკლე მონაკვეთში ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით", - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივმა მრჩეველმა ლენა ოუენსმა განაცხადა, სტუდენტები ამ პერიოდის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს და როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სისტემა. „ჩვენ, ამერიკის საელჩო, მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას, რომლის მსგავსიც პრაქტიკულად არ გვქონია. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტს პროკურატურა ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ძალიან კარგია, რომ ტრენინგებში მონაწილეობისთვის ათი უნივერსიტეტიდან არიან სტუდენტები შერჩეული, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უფრო კარგად გაიგებენ თუ რას ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა სისტემა და როგორ მუშაობს იგი. ჩვენი საელჩო საქართველოში 13 წელია რაც ხელს უწყობს ამ სისტემის ჩამოყალიბებას და ახლა მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ პროექტის ფარგლებში, რადგან ისინი მომავალი პროფესიონალები არიან", - აღნიშნა ლენა ოუენსმა. პროექტი საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ჩართულობით, INL-ის ბიუროს ხელშეწყობით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა თემაზე „კამპანია გახდი ნაფიცი მსაჯული - კამპანიის როლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას და მათ მიერვე პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას მოიცავს. სწავლების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. იმიტირებულ სასამართლოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები წარუძღვებიან. ამასთან, სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებას და მათ მომზადებას მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში მონაწილეობისთვის. კამპანია „გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება, რაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილე სტუდენტები ესწრებოდნენ.
აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს. კელი დეგნანი ომბუდსმენს: ძვირფასო ნინო, ნამდვილი ჩემპიონი იყავით „სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში და უზრუნველყოფს მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. დღეს ელჩი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს შეხვდა ადამიანის უფლებების გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე სასაუბროდ, და მათთვის საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადასახდელად“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა
საქარველოში აშშ-ის საელჩო, აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავად, იმერეთში ვიზიტის შესახებ ინფპრმაციას ავრცელებს. „საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა. მოსამართლეებს ამ პროცესში შეუცვლელი როლი უკავიათ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა აუცილებელი ცოდნით, უფრო დამოუკიდებელი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. იმერეთში აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავი ვიზიტისას ზესტაფონის რეგიონული სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს შევხვდით. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტებზე, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს. მადლობელი ვართ საინტერესო საუბრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ, სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ - ამერიკის საელჩო
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა, - ამონარიდს საელჩოების განცხადებიდან ამერიკის საელჩო ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს. „საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა“, - წერს საელჩო. საელჩოები მოუწოდებენ ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა - იოსელიანი
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩო
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - ბლინკენი აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას - საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება.“ ამერიკის საელჩო განმარტავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. „ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოეთის აგენტების კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ერისთვის, ვიდრე - სარგებელი, ევროკავშირის წევრობისთვის მისი დღისწესრიგის დასაწინაურებლად. ამ გზაზე დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას,“ წერია განცხადებაში. „ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ [შეერთებულ შტატებში] ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოლიტიკა [საქართველოს მიმართ] არ შეცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია,“ - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა. ის ხაზს უსვამს ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ აუცილებელია, არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.