თეგი: აშშ-ის სალეჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩო: $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი
საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა. $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი, შევიძინეთ ბაგის ტიპის ორი სატრანსპორტო საშუალება, ერთი დამტვირთავი, პერიმეტრის გარშემო დამცავი ღობე და დამატებითი უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. "საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერის კიდევ ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა. $1.5-მილიონიანი პროექტის ფარგლებში განვაახლეთ საბრძოლო მასალების საწყობი, შევიძინეთ ბაგის ტიპის ორი სატრანსპორტო საშუალება, ერთი დამტვირთავი, პერიმეტრის გარშემო დამცავი ღობე და დამატებითი უსაფრთხოების სხვა აღჭურვილობა. ეს მხოლოდ პროექტის პირველი ფაზის ნაწილია. ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. სამუშაობი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის დაფინანსებით თავდაცვის სამინისტროსთან, გოლდენ უესტთან და დელტასთან თანამშრომლობით ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.