თეგი: ახალი მთავრობა
საფრანგეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია
საფრანგეთში ახალი პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის მთავრობის შემადგენლობა გახდა ცნობილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფოლიოების განაწილებას კატრინ კოლონა უხელმძღვანელებს. კოლონამ ამ თანამდებობაზე შეცვალა ჟან-ივ ლე დრიანი და გახდა მეორე ქალი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის იყო საფრანგეთის ელჩი ბრიტანეთში და ასევე ეკავა გარდაცვლილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის სპიკერის პოზიცია. საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი იქნება თავდაცვის ახალ მინისტრად სებასტიენ ლეკორნიუ დაინიშნა. თანამდებობები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დარმანენმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლე მერმა. კლემან ბონი ასევე განაგრძობს მუშაობას ევროპულ საქმეთა მინისტრად. მაკრონმა ელიზაბეტ ბორნი პრემიერ-მინისტრად ორშაბათს დანიშნა. მას თითქმის ერთი თვე დასჭირდა ახალი კაბინეტის დასაკომპლექტებლად აპრილში ხელახლა არჩევის შემდეგ, როდესაც მან პირობა დადო, რომ საფრანგეთს „სხვაგვარად“ უხელმძღვანელებდა. საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ ხუთი წლით ყოფნის უფლება ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს, არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც ხმათა 58,55%-ით მარინ ლე პენი დაამარცხა.
ქუვეითში ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყო
ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ახალი მთავრობის შექმნა თავის უფროს ვაჟს, შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს ანდო. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მინისტრები დასამტკიცებლად სახელმწიფოს მეთაურს წარედგინება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო KUNA. შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს, ქუვეითის ემირის უფროსი ვაჟს, მანამდე ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ესტონეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს
ესტონეთის ახალი მთავრობა საქმიანობას შეუდგა. „მთავრობა მზადაა, იმუშაოს მომდევნო რვა თვის განმავლობაში. 2023 წლის მარტში ქვეყნის პარლამენტის არჩევნები იმართება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ეროვნულ ტელევიზიასთან ETV-სთან ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთის პრემიერმა გადადდგომის შესახებ, ოფიციალურად განაცხადა მთავრობას კაია კალასი ხელმძღვანელობს. რეფორმის პარტიიდან პოსტები ჰანო პევკურმა (თავდაცვის მინისტრმა), ურმას კრუზემ (სოფლის მეურნეობის მინისტრმა), კიტ პენტუს-როსიმანუსმა (ფინანსთა მინისტრმა) და სიგნე რიისალომ (სოციალური დაცვის მინისტრმა) დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ წინა მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ „ცენტრალური პარტია“ და „რეფორმის პარტია“, რეფორმებზე შეუთანხმებლობის გამო დაიშალა. ახალი კოალიცია 2030 წლისთვის ქვეყანაში განათლების სრულად ესტონურ ენაზე გადაყვანას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათების გაზრდას და ელექტროენერგიის ფასების სტაბილიზაციის მიზნით, ელექტროენერგიის შესყიდვის წესების დანერგვას გეგმავს.
სერბეთში ახალი მთავრობა აირჩიეს
სერბეთის პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ, 153 ხმით 68-ის წინააღმდეგ, ახალი მთავრობა აირჩია. ახალ მთავრობას ანა ბრნაბიჩი ხელმძღვანელობს, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი იყო. ბრნაბიჩი არის პირველი ქალი, რომელიც სერბეთის მთავრობას მეთაურობს და პირველი პოლიტიკოსი, რომელიც არ მალავს იმ ფაქტს, რომ ქალზეა დაქორწინებული. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება სტაბილურობის შენარჩუნება „იმ დროს, როცა კაცობრიობას ემუქრება მესამე მსოფლიო ომი“, ხოლო შიდა პლანზე – ენერგეტიკის სექტორის სტაბილურობა. ბრნაბიჩი კოსოვოსთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რას სთავაზობს ბელგრადი. სერბეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილის დასაწყისში გაიმართა. არც პრეზიდენტმა და არც პრემიერმა არ უპასუხეს ოპოზიციის კითხვას, თუ რატომ გადადო ექვსი თვით აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბება კოალიციამ, რომელსაც უმრავლესობა ჰყავს.