თეგი: ახრა ავიძბა
მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დონეცკში, რუსეთის მხარეს მებრძოლი „პიატნაშკას“ ბატალიონის მეთაური, ახრა ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. სააგენტო „აიაშარასთან“ კომენტარში მან თქვა, რომ „ვიზიტი“ აფხაზეთში გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს - 30 სექტემბერს ემთხვევა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ აფხაზეთში „პიატნაშკას“ სხვა მებრძოლებიც ჩავიდნენ. მანამდე ავიძბამ განაცხადა, რომ ის არ იყო გათავისუფლებული რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით, მან შეძლო მოსკოვში გამგზავრება, სადაც შეხვდა პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა მიტინგ-კონცერტზე - „ჩვენ არ ვტოვებთ საკუთარს“. 19 სექტემბერს ვიდეომიმართვაში ავიძბამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას „დროებითი პრეზიდენტი“ უწოდა. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.
ახრა ავიძბა: საქართველოს ხელისუფლებას ომი გულწრფელად არ სურს
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრები, დონეცკში მებრძოლი ბატალიონის „პიატნაშკას“ მეთაური ახრა ავიძბა (სახელწოდებით „აფხაზი“) აცხადებს,, რომ დასავლელი კურატორები ახორციელებენ ზეწოლას თბილისზე, რათა საქართველომ ომი დაიწყოს. ამის შესახებ Exokavkaza წერს. მედია: დონეცკში მებრძოლი ბატალიონის, „პიატნაშკას“ მეთაური ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ომი არ სურს. „საქართველოს ხელისუფლებას, გულწრფელად გითხრათ, არ სურს ომი. მას ესმის, რომ თუ ომი დაიწყება, ის შეიცვლება. ოპოზიციას სურს ციხიდან გამოიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, რათა ამ ტალღის ქვეშ ჩვენ თავს დაგვესხას“, - განაცხადა ახრა ავიძბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. „პიატნიშკას“ მეთაური ამბობს, რომ 2008 წელს საქართველო „იარაღით იყო გაჭედილი“, რომელიც შემდეგ „გაისროლეს“. „დღეს თურქეთიდან ხომალდებით მისდით იარაღი, ორჯერ ჩატარდა სწავლება, ამ სოუსით შეჰქონდათ იარაღი და არაფერი გაუტანიათ [უკან], დღეს მათთან ძალის მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა ავიძბამ. „საქართველოს ემზადება ომისთვის. იმისთვის რომ გადაიფიქროს, ჩვენც უნდა მოვემზადოთ ამისთვის“, - აღნიშნა ავიძბამ. ახრა ავიძბამ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ „ქართველ ხალხს უშუალოდ იცნობს“. „მეორე ვაჟი მყავს ქართველი ქალისგან. პრეტენზია არ მაქვს ხალხზე. მათ შორის გავიზარდე სოჭში. ჩემს დარბაზში 90% ქართველი იყო. მაგრამ მათი აზროვნება და მათი სახელმწიფოს აზროვნება განსხვავებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ნაციონალისტური ქცეყნები უკრაინა და საქართველოა“, - განაცხადა ავიძბამ. ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითმარქვია DPR-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში შეიყვანა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა" პიატნაშკას" ხელმძღვანელობს და ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია.