თეგი: ბავშვები
ამირან გამყრელიძე: 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი Pfizer-ის ვაქცინა მეორე კვარტალში შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა Pfizer-ის მეორე კვარტალში შემოვა. „5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე წინასწარი მსჯელობები იმუნიზაციის საბჭოზე იყო. Pfizer-ისთვის დაკვეთილი გვაქვს ვაქცინა, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომენტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ ალბათ შესაბამისად, სურვილისა მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია", - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება
გაერო: უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა
გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში ბავშვების ორმესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. აღნიშნულის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ ხელმძღვანელმა, მანუელ ფონტენმა განაცხადა. "უკრაინის 7,5 მილიონი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა. მსგავსი ვითარება 31 წლიანი მუშაობის განმავლობაში არსად უნახავს", - განაცხადა ფონტენმა. ამასთან, გაერომ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რიცხვი არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტზე: საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ
"ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, “დელტა” და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე",- აღნიშნავს გამყრელიძე. ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება; – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. „შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ამ დროისთვის 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე სწავლობს
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ამ დროისთვის 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე სწავლობს. ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის შესახებ პრემიერის წერილობით მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. „აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის სრულად არის შეთავაზებული უკრაინული სასწავლო პროგრამა. დამატებით ისინი შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და ასევე − საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილი პედაგოგები, ფსიქოლოგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინულენოვანი მასწავლებლები. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე ბათუმსა და თბილისში 400-ზე მეტი მოზარდი სწავლობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
UNICEF: 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული
"5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ ინფორმაციას “გაეროს ბავშვთა ფონდის” (UNICEF) ავრცელებს. UNICEF-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში, სულ მცირე, 262 ბავშვი მოკლეს და ასობით სკოლა დააზიანეს. ”5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. ცეცხლის გადაუდებელი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გარეშე, ბავშვებს კვლავ ზიანი მიადგებათ და ომის შედეგები გავლენას მოახდენს დაუცველ ბავშვებზე მთელს მსოფლიოში“ , - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 313 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა და 579 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება. "მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ინციდენტების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვისა და კიევის ოლქები მოსდევს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში სულ მცირე, 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. "უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. აღნიშნული მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ასევე წაიკითხეთ: გუბერნატორი: უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები
როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს
ზაფხულის ცხელი დღეები უარყოფითად აისახება პატარების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა, მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ზაფხულის ცხელ დღეებში. „ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის. ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის ბავშვები იმყოფებიან, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მაღალი სიცხისგან გამოწვეულ გართულებებს : თუ გაქვთ თერმოსტატის მქონე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220Сდა 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს. მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას; გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზია ან ბიბლიოთეკა, მეტრო; ბავშვი აბანავეთ გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად);. ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში; გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში; თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას; არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ; დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ცნობილია, რამდენი ბავშვი დაიკარგა უკრაინაში უგზო-უკვლოდ
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 236 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ხოლო 7 343 დეპორტირებულად ითვლება. ამის შესახებ მედია უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმა დაკარგულად მიჩნეული 5 391 ბავშვი იპოვა და აქედან ოჯახს მხოლოდ 55 დაუბრუნდა. ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის დაწყებიდან 382 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 740 სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
კახაბერ გვანცელაძე: ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მშობლებს უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ამის შესახებ გვანცელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება. "მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მშობლებს, რომ COVID19-თან დაკავშირებით რეგულაციები შემსუბუქდა და მათ უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება. ასევე, შეუძლიათ უშუალოდ ადმინისტრაციას მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბაღების მართვის სისტემა. ბაღებში ინერგება კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი. ჩატარდა ანალიტიკა და შეიძლება ითქვას, რომ ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს სრულიად ამ სტანდარტს და მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება ამ სტანდარტის ინტეგრირება ჩვენს ბაღებში. თბილისში 187 ბაღი ფუნქციონირებს და ყველა დღეს გაიხსნა. ასევე, 11 ათასი თანამშრომელი და 61 000 ბავშვი გვყავს", - განაცხადა გვანცელაძემ. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ ჩხენკელი: განათლებული თაობა საქართველოს განვითარების მყარი საფუძველია საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ივანე ჩხაიძე: ნოემბრიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება
მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. კორონავირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვები. ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში. შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები", განაცხადა ჩხაიძემ.
2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა - საქსტატი
2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ - ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. მიხეილ ჩხენკელი: 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დაწყებულია "საქსტატის მონაცემებით: 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება. 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.1 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.9 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს. 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი - ბიჭი. 2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება. 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.6 პროცენტია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა
თბილისში, ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გატაცებული 30-ზე მეტი ბავშვი ქვეყანაში დავაბრუნეთ
ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინას“ ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 31 ბავშვი ქვეყანაში დააბრუნა. „ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდან რუსების მიერ გატაცებული ბავშვები რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბავშვების 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება - "საქსტატის" კვლევა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. „სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე არ დადის, ხოლო 6% - ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება. 2021-2022 სასწავლო წელს, 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98% სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას ესწრებოდა, ხოლო ბავშვების 2%-ამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი. კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19% და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, აღნიშნული სერვისით ისარგებლოს. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერი ფინანსების ნაკლებობაა, რომელიც შემთხვევების 87%-შია აღნიშნული. საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45%-ს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29%) შემდეგ სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები მოდის. მშობლების უმრავლესობა სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით კმაყოფილია. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სასკოლო პერიოდში კვებაც, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%) ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%) სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან. ასევე, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო. „ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად - მთელი ძალით ცემა, ბავშვების ერთ%-ზე ნაკლებს შეეხო”,- აღნიშნულია კვლევაში.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას - გაბუნია
სამინისტრომ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში ადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები. „მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება, ექსპერტების მოსაზრებები, გაიდლაინები, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი დანერგვა უსაფრთხოდ, ბავშვებისთვის საუკეთესო ფორმატში და შემდეგ უკვე სამინისტრო მზად არის დაიწყოს შესყიდვის პროცედურები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა პაციენტების მშობლებთან, სწორედ ვადებს უკავშირდება. „მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს მოხდეს დაუყოვნებლივ, დღესვე, მაგრამ ამას სჭირდება მთელი რიგი სამუშაოები, რაც სამინისტროში დაწყებულია. იშვიათი დაავადებების მართვის საბჭო ჩამოყალიბდა და ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. ექსპერტების წინადადებაც არის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საფუძველი, ვიდრე ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივალთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. „საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ - ომბუდსმენი
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა. „როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები. მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი. ცნობისთის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ადმინისტრაციამ მხოლოდ ფოტოები გაავრცელა. პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი მერვე დღეა, მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტია სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება - გაბუნია
„ვოზორიდიტი“ დღეს არის ერთადერთი ცნობილი მედიკამენტი, რომელსაც აქვს ერთადერთი ცნობილი ეფექტი და ეს არის სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. თუ ბავშვი სხვა ქვეყანაში იღებს იმ დადებით შედეგს, რაც „ვოზორიდიტმა“ შეიძლება, თეორიულად მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, გვერდით ეფექტებზე ვსაუბრობთ და არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები, ჩვენც გავხსენით დიალოგი ამასთან დაკავშირებით და დღემდე მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით, მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ "პირველ არხთან".
თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტებზე: უნდა მოვახერხოთ, რომ კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს. ახლა, აქ, ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ლევან იოსელიანი: ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ „ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება, ან ის რისკები, რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყოს. ბევრი წლის მანძილზე, ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი ფონი ამ დაფინანსებას არ ქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზოგადად, მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე, მედიკამენტის, ან სერვისის დაფინანსებისთვის. პაციენტის უსაფრთხოება არის პირველი. არ ავნო - ეს არის ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ პირველი, რაც სამინისტრომ გააკეთა, მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52-კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების საზოგადოებას მე პირადად მივმართე, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას ჭირდება გარკვეული, მეტი დრო", - განაცხადა გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია
აქციის მონაწილე მშობლები: ჩვენთვის დიალოგი არავის შემოუთავაზებია
ჩვენთვის დიალოგი არავის შემოუთავაზებია, - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ უხერხულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მოწოდება, რომ პროცესები კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გადავიდეს. თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტებზე: უნდა მოვახერხოთ, რომ კონსოლიდირებული რესურსით გავაგრძელოთ პროცესი „ქალბატონმა თამარმა ყველანაირი მზაობა გამოხატა, რომ მედიკამენტი შემოიტანონ, დაიწყონ პროტოკოლის, გაიდლაინის გამართვა. ასევე მზაობა გამოთქვა, შეგვხვდეს. ჩვენ ვართ მზად შეხვედრისთვის. ცოტა უხერხულია მისი მხრიდან მოწოდება, რომ ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს ქუჩაში, არამედ დიალოგის რეჟიმში გადაინაცვლოს, მაშინ, როცა ამას არ გვთავაზობს. ჩვენთვის ეს არავის შემოუთავაზებია. ტელევიზიით გავიგეთ. შემოგვთავაზოს, ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოდის. ამ განცხადებებს „ფეისბუქიდან“, ტელევიზიებიდან ვისმენთ და აქ ღამეებს ვათენებთ. მოვიდეს ჩვენთან, პირადად გვითხრას. პროტესტი არ არის პროტესტისთვის, პროტესტი არის მედიკამენტისთვის. რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, თუ მათგან ამ ნაბიჯების შესახებ პირადად მოვისმენთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია
სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ - აზარაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა ივნისიდან შეეძლებათ. „140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე. საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი, სავარაუდოდ, ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად - ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. „სამუშაო ჯგუფი პროტოკოლის დასრულების ეტაპზეა. როგორც იყო განცხადება გაკეთებული, ეროვნული პროტოკოლი სავარაუდოდ ივნისის პირველ კვირაში იქნება მზად. ეს არის, ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადადგმული მედიკამენტის შემოტანის წინ. ამ მედიკამენტის დანერგვას სჭირდება მომზადება. მომზადებაში იგულისხმება როგორც ტექნიკური მხარე, ასევე კრიტერიუმები, ვის უნდა დაენიშნოს პრეპარატი. ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მუშაობს კრიტერიუმებზე, იმ პაციენტების შერჩევაზე, რომლებისთვისაც პრეპარატი მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ეროვნული პროტოკოლი აუცილებელია. ეს არის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - ღარიბაშვილი
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე. წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას. ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ღარიბაშვილი.
ომის დაწყების შემდეგ, 484 ბავშვი დაიღუპა - უკრაინა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სულ მცირე 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა. „გენერალური პროკურატურა აწვდის პროცედურულ მითითებებს ომთან დაკავშირებით ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ 2900-ზე მეტ დანაშაულზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე, მათ შორის: მკვლელობასა და დაზიანებაზე, სექსუალური ძალადობაზე, ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებზე, დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებასა და გატაცებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა - ჯანდაცვის სამინისტრო
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი. „1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას ერთდროულად შეძლებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს. ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები 3 - თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა. დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარები შეძლებენ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ. დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.