თეგი: ბათუმის პორტი
საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გაატარა
საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა კომპანია CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გადაზიდა. Wondernet Express Investment Group-ი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან უზრუნველყოფს, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფნის გავლით გაატარა. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, ეს დიდი მიღწევაა რეგიონისთვისაც. „ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გაატარა ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფანში, რაც ჩვენს პარტნიორ Tramo-სთან ერთად დიდი მიღწევა იყო არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის. პირველად მოხდა, რომ CHEVRON-მა თავისი ტვირთი, რომელიც ყაზახეთიდან მოდის, გამოატარა ჩვენს დერეფანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად სასუქებზე ვმუშაობთ. უნდა აღინიშნოს, რომ CHEVRON და Tramo დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები ჩვენს რეგიონში გადმოერთნენ“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა BMGtv-ს ეთერში. შუა დერეფნის მიმზიდველობაზე საუბრისას, მამუკა მურჯიკნელმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიმართულებით ვმუშაობათ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა. ცნობისთვის, საქართველოს ამ დღეებში სტუმრობდა Tramo-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ვაინერი. მისი შეფასებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ჩვენს პარტნიორ Wondernet Express Investment Group-თან ერთად, იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა აბრეშუმის გზა და გამოგვეყენებინა შესაძლებლობა მაქსიმალურად, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოგვეტანა პროდუქტი, რომელიც აწყდება დიდ დაბრკოლებას. ეს არის ნედლეული, რომელიც ბაზრამდე უნდა მივიდეს ეფექტური გზებით. იდეა იყო ის, რომ ტვირთი კასპიის ზღვაში შეგვეტენა აზერბაიჯანის გავლით, მანქანების გადაზიდვით, შემდეგ საქართველოს გავლით, ჩვენი ახალი ტერმინალის გავლით ბათუმში. ეს ტვირთი, CHEVRON-ის პროდუქტი, რომელიც გავგზავნეთ, ჩინეთში ჩადის, ეს არის ყველაზე მსხვილი ტვირთი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - 46 000 ტონა“, - განაცხადა ვაინერმა.
მედიის ცნობით, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შევიდა
მედიის ცნობით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმის პორტში შევიდა. მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილზე გასაპროტესტებლად მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ლელოდან.“ განახლება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ გემის შემოსვლა საქართველოს წყლებში კომერციული ხასიათისაა. „27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ს ტრაბზონიდან შემოვიდა. გემს თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, 22 ივლისს სოჭიდან გამოვიდა. მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში არ ახსენებს სოჭს და განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. რუსული სამთავრობო არხის, Россия 1-ის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე დამატებითი გაჩერება ტურისტების მოთხოვნით დაამატეს. გამოცემა “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ კრუიზი ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას სთავაზობს. ამასთან, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. 24 იანვრის განცხადებაში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სოჭის პორტთან მოლაპარაკების არსებობა უარყო.
ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ
საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს მოქალაქეები სტვენითა და შეძახილებით აცილებენ ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა," - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. „რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს," - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში ტრაბზონიდან შემოვიდა და მისი მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს
საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. IPN-ის ცნობით, ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა." აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ. ცნობისთვის, მედიასაშაულებებში გავრცელებული ცნობებით, 22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 25 ივლისის განცხადებაში განმარტავს, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემის სააგენტო კომპანიის “INFLOT” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა იგეგმება. რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International” - ი ემსახურება. აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება,“ - განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმში პროტესტით ხვდებიან
განახლება: საკრუიზო ლაინერი დაახლოებით 05:00 საათზე, პროტესტის ფონზე შემოვიდა პროტესტით გაცილებიდან მეოთხე დღეს, 31 ივლისს საკრუიზო გემი - ASTORIA GRANDE ბათუმში სავარაუდოდ, დილის 05:00 საათისთვის ისევ შემოვა. მანამდე კი, ონლაინ გამოცემა "ბათუმელების" პირდაპირი ეთერის თანახმად, ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და სხვა მოქალაქეები ადგილზე, პორტის სიახლოვეს შეიკრიბნენ. ისინი საკრუიზო გემის დახვედრას საპროტესტო აქციით გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, თითქმის ყველა ის მონაკვეთი ჩაკეტა ბარიკადებით, საიდანაც ნავმისადგომთან მიახლოება შეიძლებოდა. აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევიან. აქციის მონაწილეები, რომლებიც ახლა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე არიან შეკრებილნი, ამბობენ, რომ „სოჭიდან წამოსულ საკრუიზო გემზე, რომელიც ბათუმში უნდა შევიდეს, ტურისტებთან ერთად, პუტინისა და ომის მომხრე მომღერლები და არტისტები არიან. განმარტავენ, რომ სწორედ ეს იწვევს მათ აღშფოთებას.“ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების დაკავების შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი - Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება. საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები პროტესტის ფონზე გააცილეს
ბათუმის ნავთობტერმინალმა ყაზახეთის მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა განაახლა
შპს „ბათუმის ნავთობის ტერმინალმა“ Aframax-ის ტანკერებზე ყაზახეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა განაახლა. შემდეგ ტვირთი ევროპის ქვეყნებში იგზავნება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშაუელებები KazTransOil -ზე დაყრდნობით ავრცელებენ. ყაზახური წარმოების მუქი ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა ყოველთვიურად იგეგმება. ამ სამუშაოს განახლება საქონლის გადაზიდვის სატრანზიტო და სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას უკავშირდება. მაზუთის და VGO-ს (ვაკუუმური გაზის ზეთის) გადაზიდვები ფაქტობრივად 2018 წლის ოქტომბრიდან არის შეჩერებული. მუქი ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობით გადაზიდვა Aframax-ის ტანკერებზე შპს ბათუმის ნავთობტერმინალის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამციროს ტრანსპორტირების ხარჯები, რაც თავის მხრივ, ბათუმის გავლით საექსპორტო ტვირთების მარშრუტს უფრო მიმზიდველს ხდის, გაიზრდება გადაზიდვის მოცულობა. Aframax-ის ტიპის დიდი ტევადობის ნავთობის ტანკერები განკუთვნილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, შეუზღუდავ სანავიგაციო ზონაში. ტანკერის სიგრძე 250 მეტრია, სიგანე - 44 მეტრი.
ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალის მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 82%-ით გაზარდა
ყაზახეთმა 2024 წლის პირველ კვარტალში, ბათუმის ნავთობტერმინალის (BNT) მეშვეობით, საწვავის ექსპორტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის 136,685 ტონიდან 248,887 ტონამდე გაზარდა. „2024 წელს ყაზახური ნავთობის ექსპორტი BNT-ით 600 000 ტონას შეადგენს,“ აღნიშნა Kaztranoil-მა. BNT-ის ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევს მას წელიწადში, 1,5-2,0 მლნ ტონა საწვავი გადაზიდოს. 2024 წელს BNT-ის მეშვეობით იგეგმება 1,980 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. BNT Kaztransoil-ს ეკუთვნის და აქვს 12 მილიონი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში - სამი ნავმისადგომი გემებისთვის 5000-დან 140000 ტონამდე გადაადგილებისთვის. BNT-ს აქვს ხუთი სატანკო მეურნეობა, რომელიც აერთიანებს 134 საწყობს, რომელთა საერთო მოცულობა 590000 კუბურ მეტრზე მეტია.