თეგი: ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამით დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია. ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს პროკურატურა: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინია ამოღებული დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. სამართალდამცველებმა გალიფ ოზოთურქი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფატზე 500 ლარით დააჯარიმა
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 500 ლარით დააჯარიმა. ბიზნესმენს გამოძიება მარიხუანას შეძენა-შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას ედავებოდა. თავად ბრალდებული სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, მან სასამართლოს განუცხადა, რომ შანტაჟის მსხვერპლია. გალიფ ოზთურქის ადვოკატმა თენგიზ კახიძემ სასამართლოს ექპერტიზის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება - გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. ცნობისთვის, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.