თეგი: ბალისტიკური რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტა პირველად 2020 წელს სამხედრო აღლუმზე წარადგინეს, რომლის მასშტაბებმა სამხედრო სფეროს სპეციალისტებიც კი გააოცა. ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

ვლადიმერ პუტინი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე: ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს, დაგვემუქროს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოსცადა. რაკეტა არხანგელსკის რაიონში არსებული ბაზიდან კამჩატკაზე მდებარე პოლიგონის მიმართულებით ისროლეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების ცნობით, სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ამ რაკეტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და კიდევ დიდ ხანს არ იქნება. ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს გაამყარებს. საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენი ქვეყნისთვის დამუქრებას", – თქვა პუტინმა.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

რუსეთი Sarmat-ის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს ციმბირში განათავსებს

რუსეთი Sarmat-ის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს.ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა. როგოზინის თქმით, რაკეტები თანმხლებ ქვედანაყოფთან ერთად ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში განთავსდებიან (მოსკოვიდან 3 000 კმ). სარმატის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს ათასობით კილომეტრით მოშორებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აპრილს გამოცადა.

Reuters-ი: ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს. სულ მცირე ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს  

სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ რვა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს

სამხრეთ კორეამ და აშშ-მა რვა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. სამხრეთ კორეამ პირობა დადო, რომ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს იმის შიშით, რომ ფხენიანი ბირთვულ იარაღს მალე გამოცდის. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კვირას აღმოსავლეთ სანაპიროდან სულ მცირე რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მხოლოდ წელს, ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების მე-18 რაუნდი იყო. გასულ თვეში ფხენიანმა სულ მცირე სამი რაკეტა გამოსცადა, მათ შორის სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა: Hwasong-17.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ერთიანი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ პიონგიანის პროვინციის ტაეჩონის მახლობლად გაისროლეს.  „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის ქმედება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის და ამის გაკეთება უკრაინაში შეჭრის დროს, მიუღებელია“, - განაცხადა თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტოკიოსა და სეულში ჩასვლას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მის მიერ განსახილველ საკითხთა შორისაა ტაივანის უსაფრთხოების საკითხი.    

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის და იაპონიის ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 350 კმ მანძილი, მეორემ კი 800 კმ. დაფარა. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ სამხრეთ კორეის წყლებში ატომურ ავიამზიდს განათავსებს რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის თავზე. საპასუხოდ, აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნების დროს აღმოსავლეთის ზღვაში ოთხი სახმელეთო რაკეტა გაუშვეს. სამშაბათს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალკეული სამხედრო წვრთნები, ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩაატარეს. „აშშ გმობს ამ ქმედებებს და მოუწოდებს DPRK-ს, თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“, - განაცხადა პატრიკ რაიდერმა, პენტაგონის წარმომადგენელმა. „ორივე მხარემ გაუშვა 2, არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის რაკეტა, რათა აჩვენოს მოკავშირეების შესაძლებლობა, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით“, - აღნიშნავს თავის მხრივ, სამხრეთ კორეული მხარე.  

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისევ გამოსცადა

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ეს მესამე გამოცდა იყო გასული კვირის განმავლობაში. „ჩრდილოეთმა კორეამ საეჭვო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა“, - დაწერა იაპონიის პრემიერის ოფისმა Twitter-ზე. Anadolu-ს ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა ასევე დაადასტურეს რაკეტის გაშვება, მაგრამ სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ. გასული კვირის დასაწყისში ფხენიანის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა, რეგიონში სამხრეთ კორეის, იაპონიის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ გააძლიერა. ფხენიანი აცხადებს, რომ „აშშ-ის პირდაპირი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვით ზომებს მიმართავს“.  

Bloomberg: თურქეთმა შავი ზღვის თავზე, საიდუმლო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამშაბათს, 18 ოქტომბერს, თურქეთმა მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ფარულად ჩაატარა. სავარაუდოდ, ეს შავ ზღვაში მოხდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. სააგენტოს ცნობით, მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება მობილური პლატფორმიდან, საპორტო ქალაქ რიზესთან მდებარე აეროდრომიდან ადგილობრივი დროით 07:00 საათზე განხორციელდა. რაკეტამ დაახლოებით 560 კილომეტრი იფრინა და სინოპის სანაპიროდან ჩამოვარდა. სააგენტოს ცნობით, თურქეთი რაკეტის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში, საიდუმლო პროექტის Typhoon-ის ფარგლებში მუშაობდა. „თურქული მხარე ტესტირების მონაცემებს არ ამხელს“, - წერს  Bloomberg-ი.  

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.  ამასთან, სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთის მოქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასა.  ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს ჩაატარა. 2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთმა კორეამ თავი გამოაცხადა ბირთვულ სახელმწიფოდ და მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმის პრევენციისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას.  

რუსეთი აცხადებს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებით, მოსკოვმა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ხსენებული ჯარების არსენალში ბირთვული იარაღია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „წარმატებული გამოცდა“ 11 აპრილს ასტრახანის ოლქში, კაპუსტინ იარის პოლიგონზე ჩატარდა.  

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა - Reuters

Reuters-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა. რაკეტა ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს და მან დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეამ მომხდარი „მძიმე პროვოკაციად შეაფასა“. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან. ფაქტი დაგმო თეთრმა სახლმაც. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით კი, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩავარდნილა. რაკეტის გაშვების გამო, იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობას ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა, თუმცა გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა.

უკრაინის საჰაერო ძალები ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას არ ადასტურებს

უკრაინის საჰაერო ძალები უარყოფს ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებას კიევის თავზე. საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა 5 მაისს, Suspilne-ს განუცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტები 4 მაისს, კიევის თავზე არ აღმოუჩენიათ.  უფრო ადრე, ამის შესახებ უკრაინული მედია წერდა.  

ირანი აცხადებს, რომ ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა

ირანმა მეოთხე თაობის რაკეტა „ხაიბარი“ გამოსცადა. ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილია 1500-კილომეტრიანი საბრძოლო ქობინით. ის თავდაცვის სამინისტროს აეროკოსმოსური მრეწველობის ორგანიზაციის ბოლო პროდუქტია. Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ უახლესი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინეს ცერემონიაზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. თეირანის მტკიცებით, პროგრამა თავდაცვითი ხასიათისაა და შეკავებას ისახავს მიზნად.  

იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა

ჩრდილოეთ კორეის მიერ თანამგზავრის გაშვების გამო, იაპონიამ ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაში მოიყვანა. იაპონა მზადაა, ჩამოაგდოს ნებისმიერი ჭურვი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სერიოზული დარღვევა იქნება. მედიის თანახმად, ოფიციალურმა ფხენიანმა სამხედრო საჯაშუშო თანამგზავრზე მუშაობა დაასრულა და მისი გაშვება 31 მაისიდან 11 ივნისამდე იგეგმება.  

იაპონიის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

Reuters-ის ცნობით,  სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით, კორეული სააგენტო Yonhap-ი წერს, რომ რაკეტა გაშვებული იყო ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. მეტი დეტალი არ გავრცელებულა. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფხსენიანმა შესაძლოა, მეორე რაკეტაც გაუშვა. უახლესი Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას გამოსცადა და განაცხადა, რომ ეს იყო გაფრთხილება შეერთებული შტატებისა და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ახალი კრიზისი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“ სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გაუშვა მას შემდეგ, რაც ამერიკული წყალქვეშა ნავი სამხრეთში ჩავიდა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე განლაგდა. 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში განთავსდა იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. ჩრდილოეთ კორეამ ამაზე რეაგირება მოახდინა და განაცხადა, რომ ასეთი განლაგება შეიძლება, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. გასულ კვირას მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ გასულ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

აშშ ბალისტიკურ რაკეტას გამოცდის

პენტაგონის განცხადებით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) ოპერატიული საცდელი გაშვება დაგეგმილია ჩრდილოეთ ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან, 5 სექტემბერს, საღამოს 11:47 საათზე. 6 სექტემბრამდე, 5:47 სთ-მდე - წყნარი ოკეანის დროით. „ჩვენი მიზანია აშშ-ს ბირთვული ძალების მზადყოფნის დემონსტრირება და სანდოობის უზრუნველყოფა. ეს ტესტი რუტინულია და დაგეგმილი იყო წლების წინ. ICBM-ის სატესტო გაშვება ერთგვარად შეამოწმებს იარაღის სისტემის ეფექტიანობას, მზადყოფნას და სიზუსტეს. სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა წინასწარი შეტყობინება ჰააგის ქცევის კოდექსის შესაბამისად გაავრცელა და ICBM-ის დაგეგმილი სატესტო გაშვების შესახებ, ჩვენი ორმხრივი ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთის მთავრობას წინასწარ აცნობა,“ -  განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა.  

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების სანდოობას აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა. „გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში,“ - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისროლა - სეული

ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს ბალისტიკური რაკეტა ისროლა ზღვისკენ, რაც ერთი თვის განმავლობაში მისი მხრიდან რაკეტის გამოცდის პირველი შემთხვევაა - სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების ფაქტი დღეს დაფიქსირდა, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროც აცხადებს, რომ აქვს ცნობა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვებაზე, დეტალები არც მის განცხადებაშია მითითებული. ჩრდილოეთი კორეის მხრიდან ეს რაკეტის გაშვების პირველი შემთხვევაა მას მერე, რაც 18 დეკემბერს მან გამოსცადა თავისი ყველაზე მაღალტექნოლოგიური იარაღი - Hwasong-18-ი, მყარ საწვავზე მომუშავე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. Hwasong-18 გამიზნულია აშშ-ის ტერიტორიის მისაღწევად. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა - სეული