თეგი: ბალტიის ზღვა
მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს
ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები, ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა. დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც. მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო. მასში 3,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება. ყოველწლიური წვრთნები „Baltops 23“ 4 ივნისს დაიწყო. მასში ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი მონაწილეობენ. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების, ნაღმსაწინააღმდეგო და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს. წვრთნები 16 ივნისამდე გასტანს. ესტონეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო წვრთნებში მონაწილეობენ ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. STRIKFORNATO არის NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლობა, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაარსდა. დოკუმენტს ხელი NATO-ს 13 წევრმა: დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიან, საბერძნეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს.
ლიეტუვა ბალტიის ზღვაში წვრთნებს ჩაატარებს
ლიეტუვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე NATO-ს საარტილერიო წვრთნები ჩატარდება. იტყობინება ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური. „29-30 აგვისტოს კაირიუს საწვრთნელ მოედანზე (კლაიპედას რაიონი) ლიეტუვაში დისლოცირებული NATO-ს მოწინავე ძალების საბრძოლო ჯგუფის წვრთნები ჩატარდება, რომლის დროსაც, საბრძოლო ჯგუფის კუთვნილი საარტილერიო ქვედანაყოფი ბალტიის ზღვაში სროლას განახორციელებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. საარტილერიო წვრთნები ბალტიის ზღვაში მდებარე სამიზნეებზე სროლით, ლიეტუვაში ბუნდესვერის სამხედროების მიერ ჩატარდება. „29 აგვისტოს და 30 აგვისტოს კაირიაის ზოლიდან 155 მილიმეტრიანი PzH 2000-ის ტიპის ჰაუბიცებიდან სროლა განხორციელდება ბალტიის ზღვის სანაპიროდან 15-25 კმ-ში მდებარე სამიზნეებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ბალტიის ზღვაში წვრთნების დროს ნავიგაცია შეიზღუდება და საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.
ბალტიის ზღვაში პირველად გაიმართება წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული - Reuters
ბალტიის ზღვაში დაიწყება ძირითადი საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს იქნება პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ორკვირიან წვრთნებს, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, NATO-ს ყველა ქვეყანა შეუერთდება. სწავლებაში ასევე ჩაერთვება მომავალი წევრი შვედეთი. ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება. „ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა. „თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი. 100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ჰყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.
ბალტიის ზღვაში დაიწყო წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზეა ორიენტირებული
ბალტიის ზღვაში დღეს, 9 სექტემბერს დაიწყო საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წვრთნების დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია გერმანიის საზღვაო ფლოტი, კერძოდ, გერმანიის საზღვაო ძალების შტაბი. „ეს არის პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო ძალები გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, კანადიდან და შვედეთიდან. ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება. „ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა. „თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა. ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი. 100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს.
NATO-ს ბაზები შესაძლოა, ბალტიის ზღვის კუნძულებზე პირველად განთავსდეს - მედია
ფინეთმა შესაძლოა, ალანდის კუნძულების დემილიტარიზაციის შესახებ ხელშეკრულებას გადახედოს. ფინეთში, პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მთავრობამ, უკრაინაზე თავდასხმიდან 16 თვის შემდეგ, შესაძლოა, დაუცველი ალანდის კუნძულები მის ფოკუსში მოაქციოს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Politico წერს. ფინეთის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტი პეტერი ორპო ხელმძღვანელობს, არქიპელაგის სტატუსის საკითხი რუსული აგრესიის გაზრდის ფონზე პრიორიტეტული გახდა. ორპომ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ მისი ეროვნული კოალიციის პარტიის წევრები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არსებულ სტატუს კვოს. ფინეთის დაზვერვის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა პეკა ტოვერიმ, რომელიც პარლამენტში აპრილში აირჩიეს, განაცხადა, რომ ალანდის დემილიტარიზაცია უნდა დასრულდეს. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ფინეთი ოფიციალურად, NATO-ს ახალი წევრი აპრილის დასაწყისში გახდა. ფინეთი შეერთებულ შტატებთან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგების თაობაზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციისთვის, კუნძულები განლაგებულია ბალტიის ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არეალში, რომელმაც მთელი ისტორიის განმავლობაში მიიპყრო ახლომდებარე ქვეყნების ყურადღება. შეგახსენებთ, მედიაში აპრილში გაჩნდა ინფორმაცია, რომ NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი ალანდის კუნძულების დემილიტარიზებული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. იუწყებოდა ფინური გაზეთი Ilta-Sanomat-ი. 1856 წლიდან ამ ტერიტორიას დემილიტარიზებული სტატუსი აქვს, რაც არაერთი შეთანხმებით დასტურდება. ინფორმაციისთვის: ალანდის კუნძულები აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები. ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ. ეს არის ფინეთის ავტონომიური რეგიონი, რომელიც მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი პატარა კუნძულებით. ტერიტორია 1580 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური.
NATO ბალტიის ზღვის პატრულირებას აძლიერებს
NATO წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაზიანების შემდეგ, ბალტიის ზღვის პატრულირებას აძლიერებს. გაზრდილი ზომები მოიცავს დამატებით სათვალთვალო და სადაზვერვო ფრენებს, მათ შორის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებით, NATO-ს AWACS-ის თვითმფრინავებითა და დრონებით. „ნაღმების მონადირის“ 4 ფლოტი ასევე გაგზავნილია ტერიტორიაზე. 2022 წლის სექტემბერში, Nord Stream-ის დივერსიის შემდეგ, NATO-მ გააძლიერა პატრულირება კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად და ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ ინოვაციებს - მათ შორის თვითმფრინავებით - ნებისმიერი საეჭვო აქტივობის უკეთ აღმოსაჩენად. ამ წლის დასაწყისში ალიანსმა შექმნა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო მექანიზმი მთავრობებს, სამხედრო, ინდუსტრიულ აქტორებსა და NATO-ს შორის კავშირების გასაღრმავებლად და მას შემდეგ დააარსა საზღვაო ცენტრიც. ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა. ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ინციდენტი სავარაუდოდ, „გარე აქტივობით“ იყო გამოწვეული.
ბალტიის ზღვის ქვეშ გამყინვარების ხანის ქვის კედელი აღმოაჩინეს
მკვლევრების აზრით, მათ აღმოაჩინეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი სტრუქტურა. კედელი 10 000 წელზე მეტი ხნისაა. თითქმის 1 კილომეტრის სიგრძის ქვის კედელი გერმანიის სანაპიროზეა აღმოჩენილი. კედელი, რომლის შესახებაც მკვლევრებმა პირველად 2021 წელს შეიტყვეს, შეიძლება, აღმოჩნდეს ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ბალტიის ზღვის რეგიონში. ეს ტერიტორია დაახლოებით 8500 წლის წინ დაიფარა წყლით. სტრუქტურა მდებარეობს აღმოსავლეთ გერმანიის შტატის მეკლენბურგ-დასავლეთ პომერანიის სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში, 21 მეტრის სიღრმეზე. იგი შედგება თითქმის 1700 ჩოგბურთის და ფეხბურთის ზომის ქვისგან, ძირითადად მეტრზე ნაკლები სიმაღლის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კედელი აშენდა ირმის დასაჭერად, რომლებზეც ნადირობდნენ.