თეგი: ბაქო-თბილისი
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასტანამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა
2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს. „უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.