თეგი: ბენიამინ ნეთანიაჰუ
ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა
ისრაელის მედიის ცნობით, კვირას, ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა. ნეთანიაჰუმ მთავრობის შექმნის მანდატი პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან სამდღიანი კონსულტაციები დაასრულა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას სრული უმრავლესობა მოაპოვებინა მთავრობის შესაქმნელად.
The Jerusalem Post: ისრაელმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ჩამოაყალიბა
ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების შესახებ, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ დადგენილ ვადამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაცხადა. ამის შესახებ Jerusalem Post-ი წერს. „გასულ არჩევნებში მიღებული უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით, მე შევძელი შემექმნა მთავრობა, რომელიც იმუშავებს ისრაელის ყველა მოქალაქის სასარგებლოდ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ ტვიტერზე. გაზეთის ცნობით, ახალ მთავრობაში შედიან ისეთი პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლები, როგორებიცაა „ლიკუდი“, „რელიგიური სიონიზმი“, „შასი“, „იაჰადუტ ჰა-ტორა“, „ოცმა იეჰუდიტი“ და „ნოამი“. „ამრიგად, ახალი მთავრობა, იქნება ყველაზე მემარჯვენე ისრაელის ისტორიაში“,- აღნიშნავს BBC. ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას ისრაელის პარლამენტის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები გახდება ცნობილი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასახელდება. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კენჭისყრა და თუ პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ის ოფიციალურად დაიწყებს მუშაობას. „ლიკუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წელს დატოვა. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ნეთანიაჰუმ გაიმარჯვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინა მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ. მომავალ პრემიერ-მინისტრს ახალი მთავრობა 11 დეკემბრისთვის უნდა ჩამოეყალიბებინა, თუმცა, როდესაც მან ეს ვადა ვერ დაიცვა, ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მას კიდევ ათი დღე მისცა. ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ კანდიდატი ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას დადგენილ ვადაში, პრეზიდენტს შეუძლია ეს დავალება სხვა კანდიდატს მიანდოს.
მედია პუტინისა და ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება ისრაელის მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ მიულოცა. შესაბამის ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მხარეებმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს და როგორც ისრაელის მედია იუწყება, ნეთანიაჰუმ პუტინთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მალე დასრულდება. „არსებობს ორმხრივი რწმენა, რომ რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები პროგრესულად განვითარდება და კონტაქტები სხვადასხვა დონეზე გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზარის შემდეგ. ელჩი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე: ისრაელს აქვს საკუთარი „წითელი ხაზები“ ახლო აღმოსავლეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ზოგიერთი მოელის, რომ ნეთანიაჰუ შეეცდება, შუამავლის როლი შეასრულოს კიევსა და მოსკოვს შორის - როლი, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ვერ შეასრულა“, - წერს თავის მხრივ, ისრაელის მედია. ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, მან და პუტინმა ასევე ისაუბრეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე, ნეთანიაჰუმ კი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მტკიცედ მოწოდებულია, აღკვეთოს თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება და შეაჩეროს მისი ძალების გამაგრება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე სირიაში, სადაც მოსკოვს დიდი გავლენა და სამხედრო წარმომადგენლობა გააჩნია. „ისრაელმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება და ზოგიერთი არალეტალური აღჭურვილობა მიაწოდა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები მას საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისკენ მოუწოდენ. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისრაელის სტრატეგიული მიზანია, შეინარჩუნოს ოპერაციების თავისუფლება სირიაში, როგორც მისი მცდელობის ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს ირანის გაძლიერება. ამ მიზნით, ისრაელი რუს სამხედროებთან თანამშრომლობს, რომლებიც დიდწილად სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ“, - წერს The Times of Israel-ი.
ბენიამინ ნათანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გახდა
დღეს, 29 დეკემბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მეექვსე ვადით ოფიციალურად გახდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა ნეთანიაჰუმ ფიცი დადო და პრემიერ-მინისტრის პოსტი მეექვსე ვადით დაიკავა. მისმა წინამორბედმა იაირ ლაპიდმა პლენუმი მასთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა. ნეთანიაჰუმ თავისი ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა: ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა; სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება - აქცენტი ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან გაერთიანებაზე; ისრაელში შიდა უსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ წარმატებით შექმნა ახალი კოალიცია და მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებდა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას მთავრობის შესაქმნელად სრული უმრავლესობა მოაპოვებინა.
ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მისცემს
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება და ასევე, მთავრობას მეტი უფლება მისცეს. იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ზომები შეცვლის მოსამართლეთა დანიშვნის ფორმას, რომლითაც ქნესეთს კონტროლი, მთავრობას კი - მეტი უფლებამოსილება მიენიჭება იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს. „ეს რეფორმები გააძლიერებს სასამართლო სისტემას და აღადგენს ხალხის ნდობას მის მიმართ. ხალხი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, ჩვენ ნაცვლად წყვეტს. ეს დემოკრატია არ არის“, - იარივ ლევინმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის „რკინის გუმბათის“ გაგზავნის საკითხს განიხილავს - უკრაინული მედია
ისრაელი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რკინის გუმბათის სისტემის გაგზავნის საკითხს განიხილავს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. შესაბამის შეკითხვას მან დადებითი პასუხი გასცა. მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელის ტერიტორიიდან უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი გადაიტანა. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ასევე ეხმარება უკრაინას ირანში იარაღის წარმოების აკრძალვით. „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ისრაელი გარკვეულწილად მოქმედებს ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იარაღის წარმოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ მთავრობის წევრებს მოუწოდებს, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ისრაელის მთავრობის ფორმირებიდან და პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ არჩევიდან ორი თვის გასვლის შემდეგ, თეთრ სახლში ჯერ არ მიუწვევიათ. ამასთან, ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათ შორისაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს.
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის სადავო რეფორმა გადადო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმის სადავო გეგმის შესახებ პირველ განცხადებას აკეთებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ამის შესახებ BBC წერს. ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო. გადაწყვეტილებას ის ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილებისა და ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილით ხსნის. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს. მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისის წინაშე დგას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთობას. „ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავდო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, რომელიც ნეთანიაჰუს პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებდა. ამავე თემაზე წაიკითხეთ: ისრაელის უშიშროების მინისტრის თქმით, გადაიდო სასამართლო რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია
„ტერორისტული თავდასხმის“ ფონზე, ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დააბრუნა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს. 10 აპრილს, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშაა. „ჩვენი ქვეყანა ტერორისტული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა. წინა ხელისუფლების პირობებში ტერაქტების რაოდენობა გაორმაგდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გალანტმა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა ეს რეფორმა.
ნეთანიაჰუმ განმარტა, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განმარტავს, რატომ იკავებს თავს ისრაელი უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე. ისრაელის მედიასთან - „იერუსალემ პოსტთან“ ინტერვიუში ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფება, ვიდრე, მაგალითად, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი და დასავლეთის ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. ნეთანიაჰუმ ისრაელის ხელმძღვანელობის მიდგომას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, დაბალანსებული და სწორი უწოდა. ისრაელის პრემიერის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა უმრავლესობა მასთან საუბარში მის არგუმენტებს იზიარებდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მომხდარი ტრაგედიის გამო, „გლოვობს ადამიანების დაღუპვას“ და სურს, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინას სამოქალაქო თავდაცვის უზრუნველყოფაში ეხმარება. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს რუსეთთან მჭიდრო სამხედრო საზღვარი აქვს და ისრაელის საჰაერო ძალები სირიის თავზე რუს მფრინავებთან ახლოს დაფრინავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი უწოდა ისრაელის მიერ თავისუფლად მოქმედების შენარჩუნებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, მოიპოვოს სამხედრო შესაძლებლობები ისრაელის ჩრდილოეთში. „ჩვენ ვშიშობთ, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ უკრაინას, შესაძლოა მოხვდეს ირანის ხელში და გამოყენებული იყოს ჩვენ წინააღმდეგ... ასე მოხდა, ფაქტობრივად, დასავლეთის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ საზღვრებთან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის მედიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამხედრო იარაღის მიწოდება უარყოფითად იმოქმედებს რუსეთთან ურთიერთობებზე და რომ მოსკოვი შეზღუდავს ისრაელის მოქმედების თავისუფლებას სირიაში ირანის პოზიციებზე თავდასხმისთვის.
ბაიდენი და ნეთანიაჰუ შეხვედრაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი, ბენიამი ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს წლის ბოლომდე შეხვდებიან. თეთრი სახლი სპიკერის თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება. „ლიდერებმა შეთანხმებას სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, შეხვედრის დეტალებზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მისი გამართვის ადგილი დაზუსტებული არ არის. შეხვედრა ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა შედგეს. კირბიმ განმარტა, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება, შეხვდეს ნეთანიაჰუს, არ ნიშნავს, რომ აშშ-ს ნაკლებად აშფოთებს სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები. ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს ამ კვირაში თეთრ სახლში უმასპინძლებს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩადის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც მომავალ კვირას თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება. ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ თურქეთში 28 ივლისს გაემგზავრება. 25 ივლისს ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს უმასპინძლებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში არ ყოფილა ბოლო 15 წლის განმავლობაში, 2008 წლის შემდეგ, თუმცა პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შარშან ეწვია თურქეთს, ხოლო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, იაირ ლაპიდი ნიუ იორკში შეხვდა ერდოღანს.
ისრაელის პრემიერი კლინიკაში გადაიყვანეს
შაბათს ღამით ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კლინიაში გადაიყვანეს. BBC-ის ცნობით, მას კარდიოსტიმულატორის იმპლამანტციისთვის მიზნით, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. სამედიცინო ცენტრის Sheba-ს ექიმების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნეთანიაჰუს ჰოსპიტალიზაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში სასამართლო სისტემის სადავო რეფორმას უნდა უყარონ კენჭი. რეფორმის წინააღმდეგ პროტესტებმა მთელი ისრაელი მოივცა. ოპერაციის წინ ვიდეომიმართვისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავს „შესანიშნავად“ გრძნობდა, მაგრამ თავისი ექიმების რჩევებს ისმენდა. გასულ კვირას ის სავარაუდოდ, დეჰიტრაციის დიაგნოზით კლინიკაში მოხვდა. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს კვირას გაწერენ, თუმცა კვიპროსსა და თურქეთში დაგეგმილი ვიზიტების დრო შეიცვალა.
ნეთანიაჰუ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია. პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. „ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ - „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ნეთანიაჰუ: გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ჰამასს“ ძალზე ძვირად დაუჯდება ისრაელზე თავდასხმა. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის „მთელ ძალას“ „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად გამოიყენებს. ნეთანიაჰუ აფრთხილებს „ჰამასს,“ რომ ისრაელი მას პასუხისმგებლობას დააკისრებს მძევლებზე, რომლებიც აიყვანა. „ისრაელი შურს იძიებს ყველაზე, ვინც ზიანს მიაყენებს.“ „ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს. ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყვნენ ახალგაზრდები და მოხუცები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები. „ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა „ღაზის მცხოვრებლებს“, დატოვონ ტერიტორია. „ახლავე წადით, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უპირობო მხარდაჭერისთვის.
ნეთანიაჰუმ ოპოზიციურ პარტიებს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ცენტრისტული პარტიის, ეშ ატიდის ხელმძღვანელმა, იაირ ლაპიდმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მე ახლახანს შევხვდი პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე,“ - განაცხადა ლაპიდმა. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლაპიდი და განცი ახლა იკრიბებიან, რათა განიხილონ მთავრობაში მონაწილეობის პირობები. ისრაელზე „ჰამასის“ იერიშის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი, საავადმყოფოებში მკურნალობს. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშს 230-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ წლების განმავლობაში ესხმოდა თავს ისრაელს, თუმცა დღევანდელი იერიში ყველაზე მასშტაბურია. ღია წყაროების მიხედვით, ტერორისტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწიეს. აიყვანეს მძევლები და სამხედრო ტყვეები. ქვეყნის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მათ განადგურებით ემუქრება.
ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა თავდასხმები, იყო დაძაბულობა და ომები, მაგრამ ეს კრიზისი განსხვავებული და საშიშია - უპირველეს ყოვლისა, ისრაელის მხრიდან მძევლების დიდი რაოდენობის, მაგრამ ასევე - ისრაელის მხარეს მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო. ამის შესახებ BBC ანალიზს გვთავაზობს. ანალიტიკურ სტატიაში მედია ხაზს უსვამს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იქნება დიდი ზეწოლის ქვეშ მისი მემარჯვენე მთავრობის მხრიდან, რათა გააკეთოს ის, რასაც ის და ისრაელის სხვა ლიდერები წარსულში თავს არიდებდნენ - ძირითადი სახმელეთო შეტევის წარმოება ღაზაში - უფრო მეტიც, ტერიტორიის ხელახალი ოკუპაცია, საიდანაც მისმა ჯარები 2005 წელს გაიყვანეს. „ჰამასი„ ასევე მზად არის ბრძოლისთვის - მისმა ძლიერმა თავდასხმამ რეზონანსი გამოიწვია ისრაელის შეზღუდვებით დაღლილ პალესტინელებში, რომლებიც გაბრაზებულები არიან პალესტინის თვითმმართველობაში საკუთარი ლიდერებით.ეს კრიზისი ასევე ემთხვევა იმ დროს, როდესაც ისრაელი და შეერთებული შტატები საუდის არაბეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმის შესახებ, სამეფოსთვის რა იქნებოდა მთავარი ნაბიჯი ებრაული სახელმწიფოს აღიარების კონტექსტში. „ჰამასმა“ ახლა შეახსენა ყველას, რომ ისინი ჯერ კიდევ გასათვალისწინებელი ძალაა და ჯერ კიდევ არის გადასაჭრელი ძირითადი საკითხები,“ - წერს BBC. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელის სამხედროებმა ჯარების მასიურად გაძლიერების ბრძანება გასცეს. ისრაელი ღაზაზე ინტენსიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს. ასევე გეგმავს სახმელეთო ოპერაციას. როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“
ზელენსკი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. „სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერ-მინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და თავდასხმების მოსაგერიებლად შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბურ, თავხედურ თავდასხმას განიცდის და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის არსებული თანამშრომლობა. ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, უსაფრთხოების ვითარებაზე,“ - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკთან. ნეთანიაჰუს განცხადებით, ლიდერებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა ისრაელისადმი, დაიცვას საკუთარი თავი "რამდენადაც საჭიროა". ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. რაც შეეხება პალესტინას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.
ღაზაში ავიადარტყმების ახალი ტალღა დაიწყო - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების ახალ ტალღას იწყებენ თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ურტყამს „ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ ობიექტებს“. Timesofisrael-ი თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია
ბაიდენი ნეთანიაჰუს: აშშ-ის მეტი დახმარება ისრაელისკენ მოემართება
აშშ-ს დამატებითი დახმარება ისრაელისკენ მიემართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს კვირას განუცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა შეატყობინა პრემიერ მინისტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ისრაელის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტენსიური დიპლომატიური ჩართულობის შესახებ,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. „პრეზიდენტმა ასევე გადასცა დამატებითი დახმარება ისრაელს. ის ახლა ისრაელისკენ მიმავალ გზაზეა და უახლოეს დღეებში უფრო მეტი დახმარება იქნება. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ და განიხილა ძალისხმევა, რათა ისრაელის სხვა კონკურენტებმა არ ისარგებლონ სიტუაციით, ნათქვამია სტატიაში. სავარაუდოდ, ორი ლიდერი კონტაქტზე დარჩება უახლოეს დღეებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს.
ბაიდენი ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ: აშშ მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ისრაელის მთავრობასა და ხალხს მხარდაჭერის ყველა საშუალება შესთავაზოს. „დღეს დილით ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელში საზარელი მიმდინარე თავდასხმების შესახებ. შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის” ტერორისტების მიერ განხორციელებულ ამ საშინელ თავდასხმას. პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ მზად ვართ, შევთავაზოთ მხარდაჭერის ყველა შესაბამისი საშუალება ისრაელის მთავრობასა და ხალხს. ტერორიზმი არასოდეს არის გამართლებული. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. შეერთებული შტატები აფრთხილებს ისრაელისადმი მტრულად განწყობილ ნებისმიერი სხვა მხარეს, რომელიც ამ სიტუაციაში სარგებელს ეძებს. ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის მტკიცე და ურყევია,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას - ისრაელი 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა
ნეთანიაჰუ: ჩვენ გარდავქმნით ახლო აღმოსავლეთს
„ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს, ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას გააკეთა. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. „თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ ახლო აღმოსაველთი. ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და მათ ძალით დავამარცხებთ,“ - აღნიშა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ: ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“, ახლა კი, მთელმა მსოფლიომ იცის: ჰამასი არის ISIS
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად და რომ სისასტიკეს, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის [ისლამური სახელმწიფო] შემდეგ არ უნახავთ. „ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS-ი. ...და ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი.” ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების შურისძიება ისრაელის მიწაზე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი თავდასხმისთვის, მხოლოდ ახლა დაიწყო. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ჰამასის მებრძოლი ჯგუფის წინააღმდეგ "უზარმაზარ ძალას" გამოიყენებს. მოსახლეოსადმი მისი მიმართვიდან გზავნილები ასეთია: ღაზაში საჰაერო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია ყველაფერს გავაკეთებთ ღაზაში ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის. რამდენიმე პალესტინელი შეიარაღებული პირი კვლავ ისრაელის შიგნით იმყოფება ნეთანიაჰუმ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა მას შემდეგ, რაც შაბათს ორი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მცდელობა ჩაიშალა. შაბათის შავდასხმის შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 900 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 260 ადამიანი, ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. ისრაელში აშშ-ის 9 მოქალაქე დაიღუპა. ბრიტანეთის 10 მოქალაქე კი, დაკარგული ან დაღუპულია. ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლითაც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც სულ მცირე 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ. „ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ოჯახმა უზრუნველყოს წყალი, საკვები, მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში. მოსახლეობას ასევე ურჩევენ, იპოვონ სად არის მათი უახლოესი თავშესაფარი და დარწმუნდნენ, რომ მათ იციან გზა, თუ როგორ მივიდნენ თავშესაფრამდე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელი ღაზის სექტორის სრულ ბლოკადას გეგმავს. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters
ნეთანიაჰუ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ: „ჰამასი“ განადგურდება ისე, როგორც - ISIS-ი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის". მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადამ რომ ბლინკენის ვიზიტი იყო „ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის.“ „ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს. „არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ
პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფების სარაკეტო იერიშის შემდეგ თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ომშია. „ისრაელის მოქალაქეებო, ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,“ - ამბობს ნეთანიაჰუ. ნეთანიაჰუმ ფართო სარეზერვო მობილიზაციას შესახებ ბრძანება გასცა. მოიწვია უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელები. მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია. ნეთანიაჰუმ მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, მკაცრად დაემორჩილონ არმიისა და შიდა სარდლობის მითითებებს. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასმა „ამ დილით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ომი დაიწყო" ისრაელის წინააღმდეგ. ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. BBC შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მხარე 2000-ზე მეტ რაკეტაზე მიუთითებს. შეტევებზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ალ-აქსას ქარიშხალი“ დაიწყეს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიცავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას და „ჰამასი“ გადაიხდის მძიმე ფასს თავისი ქმედებებისთვის. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის საავადმყოფოებში ასობით ადამიანი მკურნალობს, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.
ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან და აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტ, მაჰმუმ აბასთან სატელეფონო საუბრები გამართა. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ისრაელისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ერთი კვირის წინ, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან პირველი საუბრისას, ბაიდენმა აბასს პალესტინელი ხალხისთვის, განსაკუთრებით ღაზაში სასწრაფოდ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, სრული მხარდაჭერა შესთავაზა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა დეტალურად აღწერა აშშ-ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პარტნიორებთან კოორდინაციისთვის, რათა კონფლიქტის გაფართოება აიცილონ თავიდან. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა დასავლეთ სანაპიროზე და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობის საკითხები,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრმა სახლის ცნობით, ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას, რომელსაც ის რეგულარულად ესაუბრება თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. ბაიდენი ისრაელის ლიდერს ასევე ესაუბრა შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერის შესახებ და გაიმეორა მისი გაფრთხილება კონფლიქტის გაფართოების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ. ბაიდენმა ასევე განიხილა შეერთებული შტატების კოორდინაცია გაეროსთან და რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. ნეთანიაჰუ ბაიდენს ისრაელის „ურყევი მხარდაჭერისთვის“ მადლობას უხდის ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. ისრაელმა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პალესტინელებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია 24 საათში, გაერომ და სხვა საერთაშორისო აქტორებმა შეუძლებლად მიიჩნიეს და ისრაელი გააკრიტიკეს. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ძირითადი სამხედრო ოპერაციები ღაზაში მაშინ დაიწყება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები ტერიტორიას დატოვებენ. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
ნეთანიაჰუ პუტინს: ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასის“ შესაძლებლობებს არ გაანადგურებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს არ გაანადგურებს. „პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს თავს დაესხნენ ბოროტი და სასტიკი მკვლელები. ისრაელმა მათ ომი გამოუცხადა და არ გაჩერდება, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობებს,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ „რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს დიპლომატიური საშუალებებით კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებას.“ ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს - რუსეთი მათგან ერთ-ერთია ბენიამინ ნეთანიაჰუმდე რუსეთის პრეზიდენტი პალესტინის ხელისუფლების, სირიის, ირანისა და ეგვიპტის ლიდერებს ესაუბრა და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილა. გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციას ღაზის სექტორის შესახებ
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების მასიური, უპრეცედენტო პაკეტი „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ ისრაელში ჩასვლამდე წარუდგინა მტკიცებულება, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების უკან პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ დგას. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“. ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს განუცხადა, რომ წითელ ჯვარს ტყვეები მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან. ამავე გამოსვლაში მან აშშ-სთან შეთანხმებულ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა. „ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ხაზი გაუსვა, რომ ომის დროს ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ისრაელში. „ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე, რომელიც შეცვლის ბალანსს ყველა ფრონტზე და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბაიდენის გზავნილები ისრაელიდან ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აპირებს, კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარება მოითხოვოს. საუბარია $100 მილიარდის გამოყოფაზე. უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების უზრუნველყოფის გარდა, პაკეტი მოიცავს საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსებას და დახმარებას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის, მათ შორის, ტაივანისთვის. ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პაკეტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და დაფინანსება მთელი წლის რესურსს მოიცავს. WP 10 ოქტომბერს წერდა, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტები გააერთიანოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის. სალივანი: აშშ-ს შეუძლია, ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს
ნეთანიაჰუმ მის მიერ უსაფრთხოების სამსახურების გაკრიტიკების გამო ბოდიში მოიხადა
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა იმაში, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს. მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს. „შევცდი. ის, რაც მე ვთქვი პრესკონფერენციის შემდეგ, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი ამის გამო,“ - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ოპოზიციის ლიდერებმა ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.
ნეთანიაჰუმ საქმიანობა შეუჩერა მინისტრს, რომელმაც ღაზის სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფდა მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია. „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე,“ - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში. მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.„რადიკალების არსებობა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ომის მიზნებს, რომელიც „ჰამასის“ დამარცხებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ამიჩაი ელიაჰუ თანამდებობიდან დღეს დილითვე უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა იაირ ლაპიდმა. ელიაჰუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია და რომ „მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს."მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადება "მეტაფორული" იყო.
ნეთანიაჰუმ „ირანთან რუსეთის სახიფათო თანამშრომლობის“ გამო უკმაყოფილება გამოხატა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. მხარეებმა მკვეთრად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს იმის შესახებ, რაც ითქვა ორ ლიდერს შორის კომუნიკაციისას. „ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მოსკოვის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში დაფიქსირებული პოზიციებით და "მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთსა და ირანს შორის სახიფათო თანამშრომლობას," ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო „კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში“. რუსეთმა გაეროს რეზოლუციას, ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამ რეზოლუციას ვეტო დაადო აშშ-მ, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა. დანარჩენი 13 წევრი რეზოლუციას მიემხრო. კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ყველა შესაძლებელი დახმარება გასწიოს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად და კონფლიქტის დეესკალაციისთვის.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორშ ომი ძალიან მძიმე ფასის გადახდას ითხოვს. „რთული დილა, ღაზაში ბრძოლის ძალიან რთული დღის შემდეგ. ომი ძალიან მძიმე ფასს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა,” - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში, პარასკევიდან დღემდე 14 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ჩავიდა. ნეთანიაჰუ იქ მებრძოლ ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა. ის ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. „ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ვიდრე („ჰამასს“, რედ.) ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა დაიწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყების შესახებ გამოაცხადა.
ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანმა ისრაელი ნაცისტურ გერმანიას ადარებს. 2014 წლის ივლისში თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელი ღაზის სექტორთან ომის დროს „ჰიტლერის სულისკვეთების შენარჩუნებაში“ დაადანაშაულა. ერდოღანმა ისრაელის კრიტიკა მიმდინარე ომის დროს გააძლიერა. ერდოღანმა ისრაელი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. „ღაზის სექტორში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს,“ - განაცხადა ერდოღანმა. საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა “ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.“ ევროკავშირი, აშშ და ისრაელი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.
ნეთანიაჰუ ერდოღანს მწვავედ აკრიტიკებს
ისრაელის პრემიერმა თურქეთის ლიდერის განცხადებას უპასუხა. „ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში, მსოფლიო რეკორდს ამყარებს, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს. ერდოღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა, ერდოღანი კი, მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, ამას ვეუბნები, როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება. „ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ მივაღწევთ მის ყველა მიზანს - „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, - ამბობს ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა. მისი თქმით, იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს. „ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც ჰამასმა უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ბენიამიინ ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლურ ტურნეს განაგრძობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, იორდანიის მეფე აბდულამ ენტონი ბლინკენი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანიის გაგრძელების „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა. იორდანიის მონარქმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების გადამწყვეტ როლს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მხარდაჭერაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფაში. იორდანიის მეფე აბდულამ კიდევ ერთხელ ისაუბრა პალესტინის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის და ყოვლისმომცველი მშვიდობის აუცილებლობაზე, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე რეგიონული სტაბილურობისთვის. იორდანიის მონარქი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა პალესტინელების იძულებით გადაადგილებას და აღნიშნა, რომ იორდანია მხარს არ უჭერს ღაზის სექტორისა და დასავლეთ ნაპირის გამიჯვნის მცდელობებს, რადგან ისინი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. იორდანიის მედია წერს, რომ მეფე აბდულამ დაგმო პალესტინელების დასახლებული პუნქტების მიმართ ძალადობის აქტები და იერუსალიმში წმინდა ადგილების დარღვევა, რაც ხაზს უსვამს სასწრაფო ინტერვენციის აუცილებლობას რეგიონული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბლინკენის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის საშინელი მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ დიპლომატიაში, როგორც თავად ღაზის მომავლისთვის, ასევე, უფრო ფართოდ, ისრაელელების, პალესტინელებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. აშკარაა, რომ რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას აქვს ძლიერი სურვილი მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების დეესკალაციისა და ქვეყნების ინტეგრაციისთვის. ეს არის ერთი გზა, ეს არის ერთი მომავალი. სხვა მომავალი არის ძალადობის დაუსრულებელი ციკლი, იმ საშინელი მოვლენების განმეორება, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც, პრაქტიკულად, არავის სურს,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკვე საბერნეთში ვიზიტისას. 2023 წლის 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადება: ომი მალე არ დასრულდება, ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. „ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება,“ - ნათქვამია ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში. პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა. „იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ,“ - აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარი ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს
„ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვარი „ჰამასთან“ ომის დასრულებამდე უნდა დაიხუროს,“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს არ შეუძლია ომის დასრულება ფილადელფის დერეფნის დახურვამდე. „ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას და სამხედრო ტექნიკა და სხვა იარაღი გააგრძელებს შემოსვლას ამ სამხრეთის გადასასვლელიდან - ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავხუროთ ის,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო, არის ის, რომ გადასასვლელი უნდა დაიხუროს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ეგვიპტის საგარეო უწყება გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აჰმედ აბუ ზეიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტე სრულად აკონტროლებს თავის საზღვრებს.
ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ისრაელი ომის შემდგომ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. ასევე, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც „ჰამასთან“ კავშირი არ აქვთ. გეგმა ისრაელს ასევე აძლევს იმის შესაძლებლობას რომ მომავალში ჩაერთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო საკითხებში. პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა უკვე გააკრიტიკა. ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუ პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად აცხადებს, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს. აღსანიშნავია, რომ ამავე გეგმის მიხედვით, არავითარი რეკონსტრუქცია ღაზის სექტორში დემილიტარიზაციის გარეშე არ ჩატარდება. დოკუმენტი მინისტრებს გადაეგზავნათ და კონსულტაციები პოლიტიკის დამტკიცებამდე სავარაუდოდ, ცვლილებებს გამოიწვევს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც, გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა, ღაზის სექტორში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს გამართავს მინისტრთა მცირე ჯგუფთან, მათ შორის, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ. ბეთანიაჰუმ 2023 წლის 11 ოქტომბერს გადაწყვიტა „ომის კაბინეტის" შექმნა, რომელშიც უნდა შესულიყვნენ თვითონ ნეთანიაჰუ, ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ განათლი და სამი მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მთავრობას არ უნდა " წარმოედგინა არცერთი კანონპროექტი ან მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხებოდა ომს", ხოლო ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყველა დანიშვნა ავტომატურად გაგრძელდებოდა ომის განმავლობაში. ახლა ნეთანიაჰუ არ აპირებს ომის ახალი კაბინეტის შექმნას, რაც მისგან მოითხოვეს მემარჯვენე ექსტრემისტმა მინისტრებმა იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ასეთი ნაბიჯი გაამძაფრებდა დაძაბულობას საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან.
ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერები გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ორდერი გაიცა მოჰამედ დეიფზე, თუმცა ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში, ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მაისში, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ორდერი ნეთანიაჰუს, გალანტის, დეიფის და „ჰამასის“ ორი სხვა ლიდერისთვის - ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარისთვის, რომლებიც გავრცელებული ცნობით, ასევე ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, „მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო პასუხთან. ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას. შეერთებული შტატები ასევე ეწინააღმდეგება ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, აშშ-ს და ევროკავშირს „ჰამასი“ ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.