თეგი: ბენ უოლასი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევშია. ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან უკრაინისთვის შეიარაღების საკითხში შემდგომი დახმარების შესახებ მოილაპარაკებს. „იარაღი, ფინანსები, სანქციები არის სამი რამ, რომლითაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერაში თავის ლიდერობას აჩვენებს. ჩვენ ვაფასებთ მართლაც რეალურ, ერთიან შრომას, როდესაც სიტყვები და კომუნიკაცია გამუდმებით ქმედებად იქცევა. მადლობელი ვარ თავდაცვის მდივნის ბენ უოლასისა და მისი გუნდის ამ ვიზიტისთვის, ისევე როგორც ზოგადად დიდი ბრიტანეთის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის (ბორის ჯონსონი ) დახმარებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.