თეგი: ბენ ჰოჯესი
ბენ ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს
CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩინდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს „ოკუპირებული აფხაზეთიდან ან „სამხრეთ ოსეთიდან“ ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს. არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა, ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ჟურნალისტის პასუხზე, ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული, ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური ამბობს: „გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ. საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია, არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?“.
ვითარება ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვნად იცვლება - ბენ ჰოჯესი
CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, ვითარება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვნად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ. მისი თქმით, ომის „ცივი ფაზა“ მხოლოდ რუსეთისთვის არის მომგებიანი. „მე მჯერა, რომ თუ დასავლეთი/აშშ გააგრძელებს დანაპირების უფრო სწრაფი ტემპით შესრულებას, მაშინ უკრაინული ძალები შეძლებენ რუსული ძალების დაბრუნებას 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციამდე, ამ წლის ბოლომდე. სიტუაცია უკვე მნიშვნელოვნად გარდაიქმნება უკრაინის სასარგებლოდ. ველოდები, რომ აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდება ზამთარში. უკრაინას ალბათ, სურს, გააგრძელოს ზეწოლა რუსულ ძალებზე, რომლებსაც ჩემი აზრით, ძალა გამოელიათ... და რუსული ლოგისტიკური სისტემა განსაკუთრებით შესუსტებულია“, - განუცხადა RBC უკრაინას ჰოჯესმა. ბენ ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყნის სამხრეთი და შეზღუდოს რუსეთის საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში. „დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ჩვენ დასავლეთში გავაგრძელებთ დაპირების შესრულებას. ამის გასაღები არის უფრო მეტი შორი დისტანციური იარაღი, ასევე, უკრაინის შიგნით ლოგისტიკური ქსელების გაუმჯობესების კუთხით დახმარება... შესაძლებელია, ღირდეს კომერციული ლოგისტიკური კომპანიის ჩართვა აშშ-დან ან დიდი ბრიტანეთიდან“, - თვლის ბენ ჰოჯესი.
ბენ ჰოჯესი: 2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა
CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა. მისი თქმით, დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს. „უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია, შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას“, - ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“. ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს. მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან. „დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი, მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი, მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს“, - ამბობს ბენ ჰოჯესი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ექსკლუზივი უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოში უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის აშშ სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს ლეტუვას, ესტონეთს და კიდევ, ფინეთს აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზადაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი და 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს უკრაინა გაიმარჯვებს, ეს კი, საქართველოში უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის _ვებგვერდზე „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა იმ პირთა სია, სადაც სანქცირების მიზნით, პირთა იდენტიფიცირება მოხდა. ახალ სიაში 12 ქართველია. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? სანქციები, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. რამდენად უხერხულია (სამარცხვინო, შემაძრწნუბელი - ამ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და რომელი დავტოვოთ) რომ საქართველოს მოსახლეობა, ხალხი, უკრაინის მოსაზღვრე ან შავი ზღვის აუზის ქვეყანა, უკრაინისთვის საფრთხედ აღიქმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა: მხარს უჭერენ რუსეთს ან აკეთებენ საქმეს, რითაც საფრთხეს უქმნიან უკრაინას. არ მესმის, საქართველო, მნიშვნელოვანი ხალხი საქართველოში რატომ არ გმობს რუსეთის ქმედებას საჯაროდ? რატომ არ ახდენენ აგრესორად რუსეთის იდენტიფიცირებას? ნაცვლად ამისა, ცდილობენ გვერდზე დგომას. არ მესმის ეს. რა თქმა უნდა, უკრაინის ნაბიჯი, რომ სანქციები დაუწესოს ქართველებს, ერთგვარად, უხერხული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი აგრესორია და მიუღებელია, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ძალები სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რაც უკვე გააკეთა მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ. ეს ძალიან ნათელია - საქართველოს თუ უნდა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, მან საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, და რა თქმა უნდა, სანქციები... მე ვიცი, რომ სანქციების ნაწილი განხორციელებულია საქართველოს მიერ, რადგან ქართული ბანკები გარკვეულწილად, უნდა იყვნენ შესაბამისობაში ბრიტანულ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ უნდა ასრულებდე სანქციებს, ასე რომ, როდესაც ვინმე მთავრობიდან ამბობს, რომ ჩვენ არ მივმართავთ არავითარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში - ეს არ არის სიმართლე. ამრიგად, თქვენმა მსგავსმა ჟურნალისტებმა უნდა დასვან ასეთი რთული კითხვები... უკრაინა გაიმარჯვებს, დაამარცხებს რუსეთს, დაიბრუნებს ყირიმს, ეს კი, საქართველოში უსაფრთხოების დონეს დაუყოვნებლივ აამაღლებს, მაგრამ მთავრობა აქ ისტორიის არასწორ მხარეს დგას. _გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლოს. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა და ეს, რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. მათ (უკრაინელებს.რედ.) სჭირდებათ შორს-მოქმედი ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. _რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ის რუსეთის პოტენციური საფრთხის წინაშეა? პირველ რიგში, საკითხს ასე დავსვამდი - ქართველებმა რა უნდა გააკეთონ? მე ვგულისხმობ: როცა ქართველები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ეს არ ეხება მხოლოდ იარაღს, ეს ეხება ჯარს, რომელიც არის კომპეტენტური და მზად არის საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. ასევე - მედეგი საზოგადოება, რომელიც არ ექცევა კრემლის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ძლიერი, თავისუფალი მედია, რომელიც არ არის ციხეში გამომწყვდეული მთავრობის კრიტიკის გამო - ეს ყველაფერი არის ძლიერი თავდაცვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. _რას ფიქრობთ, სამოქალაქო ოკუპაციის საწინააღმდეგო კონცეფციაზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ მსავსი რამ. ლიეტუვამ ის სულ ახლახან მიიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე თვეს. ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან, ლეტუვა, ესტონეთი და კიდევ, ფინეთი, აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზადაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება, რადგან მოსახლეობა მცირეა, მეზობლად კი რუსეთია, რომელიც ტრადიციული საფრთხეა და ასეთი რამ გონივრული იქნებოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰაბია კავკასიაში, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის და აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ მგონია, რომ აშშ სულ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით. მე არ ვსაუბრობ აშშ-ის კუთხიდან, მე ვსაუბრობ საქართველოს მხრივ, უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლური ინვესტიციებით და ამერიკასთან კავშირის გაძლიერებით. არ შეუძლიათ ფიქრი მასშტაბურად, შესაძლებლობებზე, ახალგაზრდების მომავალზე. ისინი რომ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, ეს პორტი უკევ გაკეთებული იქნებოდა. ეს ერთი მაგალითია.
ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინას უფრო სწრაფად მივაწვდით საჭირო იარაღს, უკრაინა რუსეთს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნებს
უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? - Europetime-ის ამ შეკითხვას ბენ ჰოჯესმა უპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლოს. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები“. ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე.
ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე, მის გავლენებზე საქართველოზე, აშშ-ის როლზე საქართველოს უსაფრთხოებაში და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ET: ვებგვერდზე - „უკრაინა და სანქციები“ გამოქვეყნდა სია იმ პირებისა, რომლებიც სანქცირების მიზნით არიან იდენტიფიცირებულნი. ახალ სიაში 12 ქართველია. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო. რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? სანქციები, ეს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაა. რამდენად უხერხულია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ხალხი, უკრაინის მოსაზღვრე ან შავი ზღვის აუზის ქვეყანა, უკრაინისთვის საფრთხედ აღიქმება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა: მხარს უჭერენ რუსეთს ან აკეთებენ საქმეს, რითაც საფრთხეს უქმნიან უკრაინას. არ მესმის, საქართველო, მნიშვნელოვანი ხალხი საქართველოში რატომ არ გმობს რუსეთის ქმედებას საჯაროდ? რატომ არ ახდენენ რუსეთის აგრესორად იდენტიფიცირებას? ნაცვლად ამისა, ცდილობენ გვერდზე დგომას. არ მესმის ეს. რა თქმა უნდა, უკრაინის ნაბიჯი, რომ სანქციები დაუწესოს ქართველებს, ერთგვარად, უხერხული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი აგრესორია და მიუღებელია, რუსეთმა გამოიყენოს თავისი ძალები სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, რაც უკვე გააკეთა მაგალითად, საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან ნათელია - საქართველოს თუ უნდა „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დაბრუნება, მან საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, და, რა თქმა უნდა, სანქციები... მე ვიცი, რომ სანქციების ნაწილი განხორციელებულია საქართველოს მიერ, რადგან ქართული ბანკები გარკვეულწილად, უნდა იყვნენ შესაბამისობაში ბრიტანულ კანონმდებლობასთან, რაც ნიშნავს, რომ უნდა ასრულებდე სანქციებს, ასე რომ, როდესაც ვინმე მთავრობიდან ამბობს, რომ ჩვენ არ მივმართავთ არავითარ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამაში - ეს არ არის სიმართლე. ამრიგად, ჟურნალისტებმა უნდა დასვან ასეთი რთული კითხვები... უკრაინა გაიმარჯვებს, დაამარცხებს რუსეთს, დაიბრუნებს ყირიმს და როდესაც ამას გააკთებენ, ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების დონეს დაუყოვნებლივ აამაღლებს, თუმცა მთავრობა აქ ისტორიის არასწორ მხარესაა. ET: გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გვესმოდა საუბრები, რომ ეს იქნება გაჭიანურებული კონფლიქტი. როგორ ფიქრობთ, ახლა ხომ არ შეიცვალა ეს სიტუაცია და უკრაინის სასარგებლოდ ომის უფრო მალე დასრულების ნიშნები ხომ არ ჩანს? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას იმას, რაც მას ესაჭიროება; ყველაფერს, რის გადაცემასაც დავპირდით. და, თუ ამას უფრო სწრაფად გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ უკრაინა რუსეთს დააბრუნებს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე, ამ წლის ბოლომდე. და თუ არ მივაწვდით ამ ყველაფერს, ამას მეტი დრო დასჭირდება. ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გადაეწყოს, გადააწყოს იარაღი, შეემზადოს... რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი - თუ იგივე ტემპით განვაგრძობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როგორც ახლა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას და ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება. უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ET: რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ის რუსეთის პოტენციური საფრთხის წინაშეა? პირველ რიგში, საკითხს ასე დავსვამდი - ქართველებმა რა უნდა გააკეთონ? მე ვგულისხმობ: როცა ქართველები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ეს არ ეხება მხოლოდ იარაღს, ეს ეხება ჯარს, რომელიც არის კომპეტენტური და მზად არის საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად. ასევე - მედეგი საზოგადოება, რომელიც არ ექცევა კრემლის დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ. ძლიერი, თავისუფალი მედია, რომელიც არ არის ციხეში გამომწყვდეული მთავრობის კრიტიკის გამო - ეს ყველაფერი არის ძლიერი თავდაცვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ET: რას ფიქრობთ, სამოქალაქო წინააღმდეგობის კონცეფციაზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ მსავსი რამ. ლიეტუვამ ის სულ ახლახან მიიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მესამე თვეს. ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან, ლეტუვა, ესტონეთი და კიდევ, ფინეთი, აქვთ ტრადიცია, რომ თითოეული მოქალაქე მზდაა, რამე გააკეთოს, თუ მათთან შეიჭრებიან. ჩემი აზრით, ასეთი უსაფრთხოების კულტურა საქართველოსაც სჭირდება, რადგან მოსახლეობა მცირეა, მეზობლად კი რუსეთია, რომელიც ტრადიციული საფრთხეა და ასეთი რამ გონივრული იქნებოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს პოტენციალს. ის კრიტკულად მნიშვნელოვანი ჰაბია კავკასიაში, ჰაბი ევროპასა და აზიას შორის და აქვს უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი. ამიტომ მგონია, რომ აშშ სულ უფრო მეტს გააკეთებს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით. მე არ ვსაუბრობ აშშ-ის გადმოსახედიდან, მე ვსაუბრობ საქართველოს კუთხით, უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს ინვესტიციებისთვის. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლური ინვესტიციებით და ამერიკასთან კავშირის გაძლიერებით. არ შეუძლიათ ფიქრი მასშტაბურად, შესაძლებლობებზე, ახალგაზრდების მომავალზე. ისინი რომ სერიოზულად ფიქრობდნენ ამაზე, ეს პორტი უკევ გაკეთებული იქნებოდა. ეს ერთი მაგალითია.
ბენ ჰოჯესი: საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოემზადოს რუსეთის პოტენციური დაშლისთვის
საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოემზადოს რუსეთის პოტენციური დაშლისთვის, წერს ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. „სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს და რომ კრემლი ნდობის ისტორიული კრიზისის წინაშე დგას. ახლა ნამდვილად მჯერა, რომ რეალურად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვლადიმერ პუტინის გამოვლენილი სისუსტეებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, მოწმენი გავხდეთ არამხოლოდ მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისის, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის“, - ამბობს ჰოჯესი. ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენ ჰოჯესი: უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ, ომზე მსოფლიოს შეხედულება შეცვალა
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში, შეცვალა მსოფლიოს შეხედულება ომზე. „ახლა ადამიანები მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში იწყებენ ფიქრს - უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა. თუმცა, მისი შეფასებით, ამ გამარჯვების მისაღწევად, უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ ზეწოლა და რუსეთს გადაჯგუფების შანსის წაართვან „ეს ადვილი არ იქნება“, - მიიჩნევს ჰოჯესი. „უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დაღლილები არიან, მაგრამ ისე არა, როგორც რუსები”, - განაცხადა ჰოჯესმა უკრაინულ მედიასთან.
ბენ ჰოჯესი საუბრობს, რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საუბრობს, რა შედეგები მოჰყვება უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას. შესაბამის შეკითხვას მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში უპასუხა. „ახლა სამი რამ მახსენდება. პირველი: ცხადია, უკრაინის დიდი ნაწილი გათავისუფლდა და არის იმპულსი, რომელიც მათ შეუძლიათ, გააგრძელონ. მეორე შედეგი არის ის, რომ ახლა ადამიანები არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში, იწყებენ ფიქრს იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია, გაიმარჯვოს. მე არასოდეს შემპარვია ეჭვი ამაში. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის, რუსეთის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ მითები გაქრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. ვფიქრობ, სხვა ერები დაიწყებენ თქმას - „ჩვენც გვინდა დახმარება“. მესამე შედეგი არის ყირიმი. უცებ, ეს მიღწევადი ჩანს (ყირიმის გათავისუფლება). მალე ისინი ყირიმში რუსულ სამიზნეებზე დარტყმას შეძლებენ. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს
რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ომი გაჭიანურებულ კონფლიქტად გადააქციოს, ამიტომ ყველა საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს ერს, რომელიც თავს იცავს. ამის შესახებ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. მის ინტერვიუს უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ვიცი, რომ ადმინისტრაცია და სხვა მთავრობები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი. სრულიად არ ვეთანხმები ადმინისტრაციის მიდგომას, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეზღუდვები (უკრაინას იარაღის მიწოდებაზე - რედ.). CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველას უნდა, რომ უკრაინა იყოს წარმატებული, სურს, რომ უკრაინამ მიაღწიოს მთელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ მაინც არის ნაწილი, რომელსაც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სჯერა, რომ რეალურად შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკება. ეს კარგი ხალხია, მათ აწუხებთ, რა ბედი ეწევა ბირთვულ იარაღს, მათ აწუხებთ ესკალაცია, მე ეს მესმის, მე პირადად არ ვეთანხმები ამას“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს ბენ ჰოჯესთან ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის ბენ ჰოჯესი: უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენ ჰოჯესმა დაასახელა პერიოდი, როცა უკრაინული ჯარები ყირიმში შევლენ
2022 წლის ბოლოსთვის უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ რუსული ჯარების მიყვანა იმ პოზიციებზე, სადაც 23 თებერვალს იყვნენ და მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის ყირიმში შევიდნენ, განაცხადა, ამის შეახებ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დიდი ნდობა მაქვს. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან და კარგად იმუშავეს კონტრშეტევის დაგეგმვისა და მომზადების დროს. მე დაველოდები რუსული ლოგისტიკის განადგურებას. ვფიქრობ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინული ძალები 23 თებერვალს პოზიციებზე დააბრუნებენ რუსულ ჯარებს, ხოლო მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის უკრაინელები ყირიმში იქნებიან“, - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან: თუ უკრაინას უფრო სწრაფად მივაწვდით საჭირო იარაღს, რუსეთს 23 თებერვლის დროინდელ პოზიციებზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნებს მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ მისი ჯარების მდგომარეობა უარესდება და ამიტომაც გამოაცხადა მობილიზაცია. ასევე აშკარაა, რომ რუსების უმეტესობას არ სურს მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს - ბენ ჰოჯესის პროგნოზი
გამოიყენებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ბირთვულ იარაღს, ამ თემას განიხილავს უცხოურ მედიასთან ინტერვიუში, ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ჰოჯესის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგას. „რუსები უკვე წლებია, საუბრობენ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პუტინს აქვს ათასობით ბირთვული იარაღი, რომელიც შეიძლება, გამოიყენოს, რადგან მას არ აინტერესებს რამდენი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბირთვული იარაღი რეალურად ყველაზე ეფექტიანია, როცა არ გამოიყენება, რადგან ბევრ მთავრობას უქმნის ეჭვს, წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე, აფერხებს და ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს“, - განაცხადა გენერალმა ჰოჯესმა და აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება კატასტროფაში იქნება რუსეთისთვის, რადგან „აშშ ვეღარ შეძლებს, „მოვლენებისგან შორს დარჩეს“. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.
ბენ ჰოჯესის თქმით, ყირიმის გათავისუფლება ზაფხულისთვის არის შესაძლებელი
რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი. „როცა სიტუაციას ვაკვირდები, ვხედავ, რომ რუსების მდგომარეობა ყოველ კვირას უარესდება. ამბობენ, რომ ომი ნებისყოფისა და ლოგისტიკის გამოცდაა, ორივე თვალსაზრისით უკრაინა ბევრად უკეთესად გამოიყურება. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი“, - განუცხადა გაზეთ FAZ-ს ბენ ჰოჯსმა. მისივე თქმით, რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას. ჰოჯესის აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს. „ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასახანგრძლივებლად და დასავლეთში შიშისა და დაუცველობის გასავრცელებლად. ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იწვევენ“, ასევე, თავდასხმებს დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. მისივე თქმით, მოსალოდნელია უფრო მეტი დივერსიული აქტი და თავდასხმა, ან ასეთი მცდელობები უახლოეს კვირებსა და თვეებში.
ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის შეფასებით, ჯერ კიდევ ნაადრევია კიევში გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, მაგრამ მთელი იმპულსი ახლა უკრაინის მხარესაა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ომს უკრაინა მოიგებს. „ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი მოიგებენ ამ ომს, ალბათ 2023 წელს. ზამთარში მოვლენები უფრო ნელა განვითარდება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის ძალები უკეთესად გაუმკლავდებიან მას, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და გერმანიიდან შემოსული ზამთრის ყველა აღჭურვილობის გამო. იანვრისთვის უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კამპანიის ბოლო ეტაპი, რაც ნიშნავს ყირიმის გათავისუფლებას. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. როდესაც ვხედავ უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მონდომებას და უკრაინის ლოგისტიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას, ვერ ვხედავ სხვა შედეგს, გარდა რუსეთის დამარცხებისა“, - ამბობს ჰოჯესი BBC-სთან.
ბენ ჰოჯესი: უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება. ამ თემაზე Politico-სთან განაცხადა. გამოცემა სტატიაში განიხილავს რა იქნება აშშ-ის შემდგომი დახმარება უკრაინის მიმართ. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.
ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-ის კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა. მას ვთხოვეთ, შეეფასებინა საქართველოს მთავრობის განცხადება 2023 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ. ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა, გაზარდოს და გამოკვეთოს თავის როლი და ფუნქცია, როგორც დამაკავშირებელმა რგოლმა ევროპა-აზიას შორის. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს (2014-2017), გენერალ ბენ ჰოჯესს აქვს მოლოდინი, რომ უკრიანა ყირიმს ზაფხულის ბოლოსთვის გაათავისუფლებს. მან ხაზი ომში გამოცდის მნიშვნელობას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ლოგისტიკის და აღნიშნა, რომ ვერასდროს წამოიდგენდა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რუსეთ ასეთ სასოწარკვეთას გამოავლენდა. „რუსეთის შეტევა უკრაინაზე 2014 წელს დაიწყო და არა გასულ თებერვალს. ის, რაც ახლა უკრაინაშ ხდება, გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, კანადაზე, ყველა ქვეყანაში ევროპაში, მათ შორის საქართველოზე. ასევე - ჩინეთზე. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სცდება ამ ქვეყანას. ეს ეხება ევროპის სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ამერიკული კეთილდღეობა ევროპულზეა დამოკიდებული. თუ ევროპაში არ არის კეთილდღეობა, ეს გავლენას მოახდენს ყველაფერ დანარჩენზე“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს
ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება თავისი პოტენციალის გამოვლენაში, გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, ასევე, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანას, შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის როლი. „გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები განახორციელებენ ინვესტიციებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს, თუმცა ამავე დროს გააუმჯობესებს უსაფრთხოებას, რადგან ბუნდესტაგი და კონგრესი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ იმას, თუ რა ხდება აქ. ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან რეგიონში სტაბულურობისა და უსაფრთხოების გარემოს მიმართულებით, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში“, - განუცხადა ბენ ჰოჯესმა Europetime-ს. შუა დერეფნის მნიშნელობაზე ის ამბობს, რომ თუ საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის ფუნქციას შეასრულებს, დიდი კომპანიები დაიწყებენ მოძრაობას აღმოსავლეთით და დასავლეთით, ევროპასა და აზიას შორის. მისივე თქმით, კონსტანცაც აშკარა სარგებელს მიიღებს. ამასთან, ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვის და ასევე, სხვა ბევრი თვალსაზრისითაც. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.
ბენ ჰოჯესი: უკრაინას ძალიან საჭირო შეტევითი იარაღი უნდა მიეწოდოს
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის მოკავშირეები უფრო დიდი გამბედაობით უნდა გამოირჩეოდნენ, რათა უკრაინისთვის ძალიან საჭირო შეტევითი იარაღი ხელმისაწვდომი გახდეს. „არ მგონია, რომ რუსები რეალურად შეძლებენ ესკალაციას. ამიტომ, თევშეკავებაზე უარი უნდა ვთქვათ“. ჰოჯესი იმედოვნებს, უკრაინა მიიღებს ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას, დრონებსა (Grey Eagle, Reaper) და მოიერიშე თვითმფრინავებს (F-16). Politico-ს ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, ATACMS მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს უკრაინა ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას მიიღებს, თუმცა ეს ასევე დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ კულებამ RBC-Ukraine-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს ბენ ჰოჯესი: ეჭვი არ მეპარება, რომ ომს უკრაინა მოიგებს მისივე თქმით, სამხედრო დახმარება, რომელსაც უცხოელი პარტნიორები გასცემდნენ ბოლო 10 თვის განმავლობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩათვლით, უპრეცედენტოა როგორც მოცულობით, ასევე ამ პროცესში ჩართული ქვეყნების რაოდენობით. Politico-ს თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ATACMS-ი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად საუბრისას, ვაშინგტონში ,21 დეკემბერს მოითხოვა. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემას მიაწვდის. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. აშშ-მ უკრაინისთვის $3 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადა.
ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში - ბენ ჰოჯესი
ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში, - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Insider-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი შეფასებით, უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხო, დაცული და ვერ შეძლებს თავისი ეკონომიკის აღდგენას, ვიდრე რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“. ჰოჯესის თქმით, მომდევნო რამდენიმე თვე ცხადყოფს, რომ უკრაინა შექმნის პირობებს ყირიმის საბოლოო გათავისუფლებისთვის. ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიზნისთვის უკრაინას დასჭირდება შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის თავდასხმის იარაღი, როგორიცაა, ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინა ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლოსთვის შეძლებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ბენ ჰოჯესი რუსული ფლოტის შეკავების გზებსა და „გაჟონილ დოკუმენტებზე“
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა სჭირდება. გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი მიიჩნევს, რომ საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვა გავლენას არ მოახდენს უკრაინის კონტრშეტევაზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა. მისივე თქმით, უკრაინული მხარე ნაკლებად უნდა იყოს შეშფოთებული შესაძლო შედეგებით, ვიდრე ამერიკული მხარე, რომელმაც ერთგვარად მოწყვლადობა აჩვენა. ჰოჯესი ასევე გამოეხმაურა დოკუმენტების გაჟონვაზე იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე. ჰოჯესი ხშირად ამბობდა, რომ უკრაინელებს სავარაუდოდ, არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, რადგან მას დიდი რაოდენობით იყენებენ. „თუ ეს მონაცემები ნამდვილია, მაშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ არამხოლოდ უნდა გაიზარდოს მიწოდება, არამედ, განიხილოს F-16-ების ან სხვა გამანადგურებლების მიწოდების საკითხი“, - გამოთქვა თავისი აზრი ჰოჯესმა. ჰოჯესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს უკრაინას, იქნება ეს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებით, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური რაკეტებით, ჭურვებით თუ შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი იარაღით, რაც აიძულებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ყირიმის გამოყენებაზე სარაკეტო დარტყმებისთვის. „გემები შავ ზღვაში გადიან და უკრაინის სახლებს რაკეტებს ესვრიან, შემდეგ ისევ ბრუნდებიან პორტში. რატომ არ ვეხმარებით უკრაინას სევასტოპოლში მყოფი შავი ზღვის ფლოტის შეკავებაში ან რუსეთის საჰაერო ძალების ან ამ თვითმფრინავების შეკავებაში, რომლებიც ყირიმიდან არის გაშვებულნი? - ამბობს ბენ ჰოჯესი. მისი შეფასებით, ოკუპირებული ყირიმის დასაბრუნებლად ბრძოლა გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. ჰოჯესის აზრით, უკრაინა „არასდროს იქნება უსაფრთხო, დაცული და ვერ შეძლებს თავისი ეკონომიკის აღდგენას, ვიდრე რუსეთი ყირიმს შეინარჩუნებს“. მანვე აღნიშნა, ყირიმის გათავისუფლებისთვის უკრაინას დასჭირდება შორი დისტანციის მაღალი სიზუსტის თავდასხმის იარაღი, როგორიცაა, ATACMS-ის ტიპის რაკეტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ბენ ჰოჯესი: უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მთავარი კონტრიერიში – არა
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი უკრაინის კონტრშეტევას აფასებს. ხსენებულ საკითხზე ჰოჯესის ანალიზი CEPA-ს ვებგვერდხზე გამოქვეყნდა. ამერიკელი გენერლის შეფასებით, დიდი განსხვავებაა შეტევის დაწყებასა და ოპერაციის მთავარ შეტევასა თუ მთავარ ძალისხმევას შორის. ბენ ჰოჯესის თქმით, უკრაინის შეტევა აშკარად დაიწყო, მაგრამ არა - მთავარი კონტრიერიში. „როდესაც ვნახავთ ორ ან სამ ბრიგადას (დაახლოებით 500-750 საბრძოლო ჯავშანმანქანა) ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე, მაშინ შეგვეძლება თქმა, რომ მთავარი შეტევა დაიწყო. ასევე ვიტყვით, სად დაიწყო. ოღონდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკრაინულ გენერალურ შტაბს ენდომება, რუსებმა რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდნენ მთავარი შეტევის წერტილი და სულაც არ შეწუხდებიან (და ალბათ მიესალმებიან კიდეც), თუ Twitter-ში ამ წერტილს არასწორად გამოიცნობენ“, - წერს ბენ ჰოჯესი. დასავლეთი თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა საჭიროებას, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს უზრუნველყოფს, ჰოჯესი მოელის, რომ უკრაინას შეუძლია, ყირიმი ზაფხულის ბოლოსთვის, აგვისტოში გაათავისუფლოს. ვფიქრობ, ეს არის შეტევის ერთ-ერთი მიზანი. ამ მომენტისთვის უკრაინის შორ მანძილზე მოქმედ ზუსტ იარაღს შეეძლება, მიაღწიოს სევასტოპოლს, საკის, ჯანკოისა და სხვა საკვანძო სამიზნეებს, რაც ნახევარკუნძულს დაუცველს გახდის რუსული ძალებისთვის. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი ბრიტანეთის მიერ Storm Shadow -ს ტიპის რაკეტების გადაცემა, რომელსაც 250 კილომეტრზე მეტი დისტანციის დაფარვა შეუძლია.
ბენ ჰოჯესი: ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება
Europetime-ს „პუტინიზმის დამარცხების“ მნიშვნელობაზე ესაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა - ეს არის ის, რასაც პუტინი ებრძვის და სძულს ის. მან ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლურ მისწრაფებებს გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ მთავრობის საქმეა, შექმნას მათთვის საუკეთესო შესაძლებლობები. „პუტინიზმი - ეს არის დეზინფორმაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევა, დემოკრატიული ღირებულებების უგულვებელყოფა. თავისუფალი მედია, სასამართლო სისტემა, რომლის მიმართაც ხალხის სანდოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ეს ყველაფერი სძულს პუტინს და ამიტომაც არ არსებობს ეს რუსეთის შიგნით,“ აღნიშნა ჰოჯესმა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საუბრისას, შეეცვალა თუ არა მოლოდინები და აღქმები ომის პირველ წელთან შედარებით, ამის თაობაზე ჰოჯესმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის დამარცხებაში წელს უფრო დარწმუნებულია. „წელს უფრო დარწმუნებული ვარ, რომ პუტინიზმი დამარცხდება. ჩვენ ბევრი მაგალითი ვნახეთ - ვნახეთ, რომ ლიდერები ერთმანეთს არ ენდობიან, ვფიქრობ, ალბათ ამას გარკვეულ ეტაპზე ამას რუსი ხალხიც გააცნობიერებს,“ - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი საქართელოსთვის მთავარ პრობლემად ვლადიმერ პუტინსა და პუტინიზმს მიიჩნევს. ამის მაგალითად მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ საქართველოს ტერიტორია 15 წელია ოკუპირებულია. ფარკასმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინს და მის მოკავშირეებს არ სურთ, ქართველმა ხალხმა თავიანთი ოცნება აისრულონ. თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის თემაა - „პუტინიზმის დამარცხება.“ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
ბენ ჰოჯესი: ჩვენ გვჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის
2014-2017 წლებში ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს მოიგებს. ის ამბობს, რომ ისტორიის მაგალითები გვიჩვენებს, ომი ნებისყოფის გამოცდაა და ეს არის ლოგისტიკის ტესტი. ამის შესახებ ჰოჯესი უკრიანულ მედიასთან („ევროპეისკაია პრავდა“) ინტერვიუში საუბრობს. „რა თქმა უნდა, უკრაინა მოიგებს. ვფიქრობ, ხალხს არასწორად ესმის, რა არის კონტრშეტევა. ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ადგილზე - ბრძოლა სანგრებში და ნაღმებთან. ეს მხოლოდ კომპონენტია ბევრად უფრო დიდი, ძალიან დახვეწილი კონტრშეტევის, რასაც NATO „მრავალ დომენს“ უწოდებს. სწორედ ამას აკეთებს ახლა უკრაინა: ჰაერი, ხმელეთი, ზღვა, კიბერსფერო, ინფორმაცია.... ყველაფერი ინტეგრირებულია ისე, რომ უკრაინას ეძლევა ინიციატივა და ის უზარმაზარ ზეწოლას ახდენს რუსეთის გენერალურ შტაბზე. თავდასხმა ყირიმზე ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, ეს ყველაფერი ერთად, არ იყო შემთხვევითი. ეს იყო ძალიან დახვეწილი მიდგომა, ლოგისტიკური ტექნიკური მომსახურების ობიექტზე თავდასხმისა და განადგურებისთვის, შემდეგ კი, შავი ზღვის ფლოტის შტაბის განადგურების მიზნით,“ - აღნიშნა ჰოჯესმა. ჟურნალისტმა ჰოჯესს ჰკითხა: არც ისე დიდი ხნის წინ, თქვენ ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდით ამ წლის ბოლომდე ყირიმის გათავისუფლების შესახებ. რატომ არ მოხდა ეს? „მე მჯეროდა, რომ უკრაინა ამ ზაფხულის ბოლომდე გაათავისუფლებდა ყირიმს. მაგრამ, როგორც გახსოვთ, მე ყოველთვის გამოვდიოდი გაფრთხილებით: თუ დასავლეთი უზრუნველყოფდა ყველაფერს, რაც საჭიროა. და ჩვენ ეს არ გავაკეთეთ,“ - უპასუხა ჰოჯესმა. მისივე თქმით, საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი თავს არ დაესხმებოდა უკრაინას, ამ ქვეყნის NATO-ში ყოფნაა. „რუსეთს არ სურს თვითმკვლელობა, რაც მისი მხრიდან NATO-ზე თავდასხმა იქნებოდა,“ - აღნიშნავს ჰოჯესი. მან შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ჩვენ გვჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. უნდა შევწყვიტოთ უკრაინაზე ისე ლაპარაკი, რომ ის თითქოს, კუნძულია, ამის ნაცვლად, უკრაინაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც რეგიონის ნაწილზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, როგორც NATO-ს წევრი. უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და მერე ვინ იცის, იქნებ მოლდოვა და საქართველო (ვნახოთ, რედ.) ევროკავშირში მაინც. ეს შეცვლიდა უსაფრთხოების დინამიკას ისტორიულად, თაობების განმავლობაში. ასეც მოხდება,“ ამბობს ბენ ჰოჯესი. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზივი
ბენ ჰოჯესი: ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს
2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს. „ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არ მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ჰოჯესმა. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. „პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით,“ - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
ჰოჯესი: არ მესმის, რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა, თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა
2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი ე.წ "აგენტების კანონთან“ დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავის დასავლელ პარტნიორებს უნდა მოუსმინოს, ამერიკელი სენატორების გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდოს და საკუთარ ხალხს დაუჯეროს. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, საქართველოს 20% კი, კვლავ ოკუპირებულია და მას რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ამ კანონის მიღება, რომელსაც ბევრი ქართველი და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი რუსულ კანონს უწოდებს, რა ტიპის უსაფრთხოების გამოწვევებს უქმნის, როგორც თქვენ უწოდეთ, "რთულ სამეზობლოში" მყოფ საქართველოს? ამ შეკითხვით მიმართა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს. პირველ რიგში, არ მესმის, რატომ ცდილობს [საქართველოს] მთავრობა თავი მიიჯაჭვოს გვამზე, რომლადაც რუსეთის იმპერია იქცა. კრემლში მთავრობის მუდმივ დაცემას ვხედავთ. შეიძლება, ამით [საქართველო-რუსეთის დაახლოებით], მთავრობაში რამდენიმე ადამიანმა ისარგებლოს, მაგრამ თავად საქართველოსთვის იქ კარგი არაფერი ხდება. უბრალოდ, შეხედეთ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ - მათ ვერაფრით ისარგებლეს რუსეთის ოკუპაციაში ყოფნისას. საინტერესოა ისიც, რომ რუსი სამხედროები სომხეთიდან გაიწვიეს, რადგან ისინი უკრაინაში დასჭირდათ. ყველგან, სადაც რუსეთი თავის ბინძურ ხელებს ჰყოფს, ყველაფერი უარესდება, ან მთავრდება ქვეყნების მიერ იმის გააზრებით, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, მათთვის სასარგებლო არაა. გარდა ამისა, ის რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელოვანია. სიტუაცია უკრაინაში რთულია, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთს თავიდანვე ყველანაირი უპირატესობა ჰქონდა, რუსეთმა უკრაინის მხოლოდ 5%-ის ოკუპირება შეძლო, ნახევარი მილიონი ჯარისკაცი დაკარგა, შავი ზღვის ფლოტის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, ან სევასტოპოლიდან გაძევებულია. რუსეთისთვის ჰორიზონტზე სინათლეს ვერ ვხედავ, თუ ისე მოხდა, რომ ამერიკამ, გერმანიამ და დასავლეთმა უკრაინის დახმარება შეწყვიტეს - მხოლოდ ასე შეუძლია რუსეთს მოგება. ასე რომ, საქართველოს მთავრობამ, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს, რა ხდება და გადაწყვიტოს, თუ სადაა მათი მომავალი. სად აქვთ მათ საუკეთესო შანსი საქართველოს ახალგაზრდობის ნიჭისა და პოტენციალს გამოსაყენებლად? ეს ნამდვილად არ მოხდება მოსკოვში. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ისარგებლებს ამით [საქართველს მთავრობის] ზედა ეშელონებში და სულ ესაა,“ განაცხადა ჰოჯესმა.