თეგი: ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ

„ქართული ოცნების” წევრის ბექა დავითულიანის თქმით, 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც იყვნენ. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დავითულიანის თქმით, აქციის ორგანიზატორები – მოძრაობა „სირცხვილია”, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული. „მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები. თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური, ისინიც და ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების და აქციის. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ, იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ”, – განაცხადა დავითულიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

დავითულიანი: აბაშიძის და ჯანეზაშვილის გარდა, ნებისმიერ კანდიდატს განვიხილავთ ომბუდსმენად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს გაიმართება. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა მისივე თქმით, მზად არიან იმსჯელონ ნებისმიერ კანდიდატზე ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა. „მოლაპარაკებები აქამდეც არაფორმალურად მიმდინარეობდა, დღეიდან უკვე ოპოზიციის ძირითადი შემადგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში და იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებას. დღეს იქნება შეხვედრა პარლამენტში, წინასწარი განწყობა ასეთია, რომ ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თანხმობაა (შეხვედრაზე). ჩვენი პოზიცია მარტივია, ვთქვით, რომ არ წარვადგენთ კანდიდატს, ამის უფლება დავუთმეთ ოპოზიციას და ვთქვით, რომ არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, რომ ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავის ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - განაცხადა დავითულიანმა. „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს, დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს გულისხმობს. „ორივეს - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა,"- განაცხადა დავითულიანმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, რა შანსები აქვს ანა აბაშიძეს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამაზე კომიტეტი იმსჯელებს.  

ომბუდსმენი: დაუშვებელია უხამსი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკაოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა Facebook-ზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.