თეგი: ბირთვული ომი
ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ბრიფინგზე უპასუხა. ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, შეგიძლიათ დაამშვიდოთ მსოფლიო, რომ მრისხანებისას რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, მან უპასუხა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები პროვოკაციებით აიძულებენ რუსეთს გამოვიდეს წონასწორობიდან. „ჩვენ გვაქვს საომარი დოქტრინა, რომელშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები, პარამეტრებია აღწერილი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ესკალაცია დეესკალაციისთვის, როგორც ამას დასავლელი ანალიტიკოსები გვეუბნებიან, მაგრამ საუბარი ბირთვულ ომზე მიდის და ძალიან გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ გამონათქვამებს“, - განაცხადა ლავროვმა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლავროვმა დასავლელი ლიდერების განცხადებები მოიყვანა, ახსენა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ თითქოს გაკეთებული განცხადება, რომ NATO განათავსებს ბირთვულ იარაღს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მაშინ, როცა, მისი სიტყვებით, ბირთვული შეიარაღება არა NATO-ს, არამედ შეერთებულ შტატებს აქვს. „ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება იყოს მხოლოდ ბირთვული, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ მუდმივად თავში ბირთვული ომი და არა რუსებს. ამიტომ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ უფლებას არ მივცემთ ამ პროვოკაციებს, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყებენ რეალურ ომს, ამაზე უნდა იფიქრონ მათ, ვინც ასეთ გეგმებს სახავს და ისინი, ჩემი აზრით, ქმნიან [ასეთ გეგმებს]“, - განაცხადა ლავროვმა.
აშშ-ის გენშტაბის უფროსმა ბირთვული ომის საფრთხეზე ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა
აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ ბირთვული ომის საფრთხეზე სერგეი ლავროვის განცხადებას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა. „ყოველთვის, როცა ქვეყნის ლიდერი იწყებს მუქარით საუბარს ბირთვულ ომზე, ამას ყველა სერიოზულად იღებს", - განაცხადა მილმა CNN-თან. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 აპრილს თქვა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „რეალურია“.
ჯო ბაიდენი გაეროში: ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაეროში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. „ამ ომის მიზანია უბრალოდ ჩამოერთვას უკრაინას არსებობის უფლება, როგორც სახელმწიფოს და როგორც ხალხს. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ და რისიც არ უნდა გჯეროდეთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი ძარღვებში გაიყინოს. ამიტომაც გაეროს გენერალური ასამბლეის წევრი 141-ვე ქვეყანა გაერთიანდა და ერთხმად დაგმეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. BBC: ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს ბაიდენის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, შეიჭრა მეზობლის ტერიტორიაზე და ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი დებულებები. „მხოლოდ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის აშკარა მუქარას. უხეშად უგულებელყო რუსეთის ვალდებულებები ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, ის არასოდეს არ უნდა დაიწყოს“,-განაცხადა ბაიდენმა.