თეგი: ბირთვული რეაქტორი
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი 14-მდე ბირთვული რეაქტორის ამუშავებას აპირებს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანა 6 ბირთვულ რეაქტორს ააშენებს. ამასთან, განიხილება კიდევ 8-ის ექსპლუატაციაში ჩაშვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. „ელექტროენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით, ვაპირებთ ახალი ბირთვული რეაქტორების პროგრამის დაწყებას. ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება და რის შესაძლებლობაც გვაქვს, არის საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრიის აღორძინება“, - განაცხადა მაკრონმა.
ფინეთმა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი აამუშავა
ფინეთში ექსპუატაციაში შევიდა ევროპაში უდიდესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3-ის (OL3). რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად მისი ამუშავება 2009 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ამ თარიღმა ტექნიკური სირთულეების გამო რამდენჯერმე გადაიწია. ის ქვეყნის ელექტროენერგიის საჭოროების 14%-ს დაფარავს. წლის განმავლობაში რეაქტორი 12 ტერავატ საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საკმარისი იქნება, მაგალითად, 5.2 მილიონი ბინის გასათბობად. რეაქტორის სიმძლავრე 1600 გიგავატს შეადგენს. ფინელი ენერგეტიკოსები იმედოვნებენ, რომ რეაქტორის ამოქმედება ფინეთში ელექტროენერგიაზე ფასს დაწევს და შეამცირებს მეზობელი ქვეყნებიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილს. მოელიან, რომ რეაქტორის ამუშავება ასევე გააუმჯობესებს ფინეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რუსეთის მხრიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფონზე. რეაქტორის ამუშავება სრულად დაფარავს დეფიციტს, რომელიც წარმოიქმნა რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის იმპორტის შეჩერების შემდეგ. 2022 წლის მაისში რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება ფინეთისთვის, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ფინეთმა შეაჩერა იმპორტის საფასურის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გზა ყველაზე იაფია ენერგიის გენერირებისთვის, ევროპაში ატომური ენერგეტიკის საკითხი კამათის საგნად რჩება, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. 15 აპრილს გერმანიამ ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი ელექტროსადგური დახურა.
უკრაინა წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს - Reuters
უკრაინა 2024 წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა. ოთხივე რეაქტორის განლაგება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს. „მესამე და მეოთხე [ხმელნიცკის რეაქტორებით] ზაპოროჟიეს აღდგენა გვსურს, და ახლა დიალოგი გვაქვს ბულგარელ პარტნიორებთან ორ რეაქტორთან დაკავშირებით,” - განაცხადა გალუშჩენკომ. ცნობისთვის, მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.
აშშ მთვარეზე ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დააჩქარებს - მედია
აშშ-ს ტრანსპორტის მინისტრი შონ დაფი მიმდინარე კვირაში, მთვარეზე ბირთვული რეაქტორის აგების გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც NASA-ს დროებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, მისი პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, მთვარის ზედაპირზე რეაქტორის აშენების საკითხი NASA-ს წარსულშიც ჰქონდა განხილული, თუმცა გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდო გეგმის ფარგლებში, ამჯერად პროექტისთვის კონკრეტული დრო განისაზღვრება. მედიის ცნობით, პროგრამის ფარგლებში სააგენტო ეძებს კომპანიებს, რომლებიც 2030 წლისთვის მთვარეზე რეაქტორის გაგზავნას შეძლებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდისთვის აპირებს ჩინეთი მთვარის ზედაპირზე პირველი ასტრონავტის გაშვებას. Politico-ს ინფორმაციით, NASA-ს დროებითი ხელმძღვანელი, შონ დაფი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ კიდევ ერთი განკარგულების ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) უფრო სწრაფად ჩანაცვლდეს.