თეგი: ბირთვული საწვავი

დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბირთვული საწვავის პროგრამას იწყებს

დიდი ბრიტანეთი, რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 300 მილიონი ფუნტის ღირებულების ბირთვული რეაქტორების მაღალტექნოლოგიური ბირთვული საწვავის წარმოების (HALEU) პროგრამას იწყებს. „დიდ ბრიტანეთს საშუალება ექნება, მიაწოდოს მსოფლიოს სპეციალიზებული ბირთვული საწვავი და კიდევ უფრო იზოლირებული გახადოს პუტინის რუსეთი," - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინვესტიციის მიზანი ქვეყანაში ახალი ბირთვული პროექტებისთვის ბირთვული საწვავის მიწოდების გაძლიერება, ასევე რუსეთიდან ბირთვული საწვავის მიწოდებაზე გლობალური დამოკიდებულების შემცირებაა. ინვესტიცია 2050 წლისთვის არის დაგეგმილი. გარდა ამისა, დამატებით 10 მილიონი ფუნტი (12,7 მილიონ დოლარზე მეტი) გამოიყოფა ბრიტანეთის მთავრობის მიერ სხვა მოწინავე ტიპის ბირთვული საწვავის წარმოებისთვის უნარებისა და ადგილების განვითარებაზე. 11 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ატომური ელექტროსადგურებისთვის რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს.